ძველინდური(ან აზიური ტრადიციები) და ანთროპოსოფია |
ძველინდური(ან აზიური ტრადიციები) და ანთროპოსოფია |
Oct 19 2018, 07:58 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემაზე ბევრთან მქონია საუბარი და ზოგი ძველინდურისკენ იხრება, ზოგი კი ძველინდურს მოძველებულად და არაეფექტურად თვლის სულიერი ან ცნობიერების განვითარების კუთხით და შტაინერის ანთროპოსოფიას ანიჭებს უპირატესობას. ამ საუბარში და კამათში გიჩნდება ბევრი კითხვა და რაც უფრო ეძიები საკითხს კითხვების რაოდენობაც მატულობს, ხოლო ჭეშმარიტება და შენი ნამდვილი გზა გვერდზე გრჩება. ვფიქრობ, რომ სწორედ ეგ არის ადამიანების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა: ჩამოუყალიბლებლობა. ცდილობ რომ სიღრმისეულად მოიძიო სხვადსხვა გზები და ამ მოძიების პროცესში უფრო და უფრო ჩიხში შედიხარ. ამ ჩიხს კი დასასრული არ აქვს. სწორედ ამ დაუსრილებელი ჩიხებით არიან დაკავებულები ფილოსოფოსები. ერთი გასხივოსნებული ფილოსოფოსი მითხარით. ვერ მეტყვით. ამიტომ საჭიროა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლისკენაც გული მიგდის, იმპუსები და შენი გრძნობები მიდის. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა რომ ძველინდური ან აზიური ტრადიციები მოძველებულია, მათგან შეიძლება ძალიან დიდი მარცვალი სიბრძნის მიღება და ამ ცოდნის თანამედროვეობასთან შერწყმა ისე, როგორც შენ მოირგებ.
რაც შეეხება ანთროპოსოფიას, მცირედი შეხება რაც მქონია ძალიან ჯანსაღი და კარგი გზაა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? P.S. ეს მულტფილმი გამახსენდა, ყველა თავის გზას რომ ტენის |
|
|
Jul 13 2020, 03:27 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაინც ყველა რელიგია ერთი და იგივეა? ან ძველ აღთქმაში და ახალ აღთქმაში, რომ ღმერთი საერთოდ არ გავს ერთმანეთს მაინც ერთი და იგივეა იუდაიზმი და ქრისტეანობა? რა ვუყოთ, რომ ქრისტე ამბობს, მე მივავლინე კაცობრიობა ქვეყნად და არ აიტაცო ისინი ამ ქვეყნიდანო? მაინც ფიქრობთ, რომ ქრისტეანობაც სამსარადან გასვლის რელიგიაა, მაშინ როდესაც ეს სიტყვები ცხადყოფს, რომ მატერიალურ ყოფაში თავად სამყაროს შემოქმედმა გამოგვიშვა, რომელიც მამაღმერთს შესთხოვს ''არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნიდან''. ქრისტე რომ სამყაროს შემოქმედია, ეგეც სახარებიდანვე დასტურდება: 3 ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. 10 ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი. საინტერესო თემაა ესეც. აი ეს მონაკვეთი მომხვდა თვალში. მაინც რა იგულისხმება ამ ქყვეყნიდან ატაცებაში? სამსარიდან გამოსვლა? გარდა იმისა რომ სამსარიდან გამოსვლა გულისხმობს რეინკარნაციების ციკლებიდან გამოსვლას, მეტი არაფერი ვიცი.. ანუ რეინკარნაციის ციკლიდან რომ გამოვა ადამიანი, რას ელოდებიან მერე? რა ემართება სულს? ქრისტიანობის მიხედვით ხომ ევოლუციას ემსახურება ჩვენი რეინკარნაციები? რომ ანგელოზის დონეს მიაღწიოს ადამიანმა? ანუ გამოდის რომ რელიგიები სრულიად განსხვავებულ მოთხოვნებს აყენებენ ადამიანთა წინაშე.. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ამოცანა დგას ადამიანის წინაშე.. რამ განაპირობა ეს? -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 11th June 2024 - 07:24 AM |