ენერგიის დაგროვების ხერხები... |
ენერგიის დაგროვების ხერხები... |
Mar 26 2018, 01:05 AM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დამეთანხმებით, რომ ენერგიის მარაგი სულიერი და ცნობიერების განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტია. ენერგია გვაძლევს კონცენტრაციის უნარს, საკმარისი ენერგია რომ არა, ისე ჩვენს შესაძლებლობებს ვერ გავავვითარებდით. მოკლედ ენერგია პირველსაწყისი სუბსტანციაა.
რა მეთოდებით დავაგროვოთ სხეულში ენერგია? მე ჩამოვწერ რაც ვიცი: 1. ძილის რეჟიმი 2. სწორი კვება, უმეტესად მცენარეული საკვები. 3. შოტლანდიური ან კონტრასტული შხაპი. 4. ფიზიკური ვარჯიში 5. მედიტაცია კიდევ არის რამე მაგიური ხერხები რის შედეგადაც ენერგიას დიდი რაოდენობით მივიღებდით? ან თუ არსებობს რამე წიგნი სადაც ენერგიის შევსების ვარჯიშები იქნება მოცემული? |
|
|
Dec 11 2020, 02:50 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა არის ენერგია? 👩🎨❓
მესმის ზოგადი საკითხია და იტყვით, რომ ამხელა ეზოთერიკების ფორუმზე ესეთი რამის დადება ზედმეტიაო, მაგრამ ვფიქრობ რომ ისეთი საბაზისო საკითხი, როგორიც ენერგიაა, არასაკმარისადაა გააზრებული. (ყველაფერი ბაზისიდან იწყება) სანამ უშუალოდ საკითხს შევეხებოდე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დამეხმარა, მასწავლა და გამააზრებინა მაგია. ენერგია საკმაოდ დიდი და ზოგადი საკითხია და ბევრი რამის თქმა შეიძლება. თუმცა არ მსურს ამის შესახებ ასეთი ფორმიტ ინფორმაციის გავრცელება, ამიტომ ლაკონურად შევეცდები გადმოვცე ზოგადი არსი. ყველაზე მოკლე და ამომწურავი პასუხი რაც ამ კითხვაზე მომისმენია არის „ყველაფერი“. კი ენერგია ყველაფერია და რეალურად აქ მეტი არცაა სალაპარაკო. თუმცა ამ სიმარტივემდე მისვლას ხშირად ჭირდება დიდი დროის პერიოდები. საქმე იმაშია რომ ფიზიკურ სამყაროში აღზრდილი და ჩამოყალიბებული ადამიანური გონება მიჩვეულია პოლარობებს, რადგან ეს სამყარო მართლაც პოლარულია, მიჩვეულია განსხვავების პოვნებს, მიჩვეულია შედარებებს. შესაბამისად რთულია აღიქვა სიტყვა ყველაფერი. თუმცა ამის უკან მთელი რიგირ მაგიურ ეზოთერული სიბრძნე იმალება. ეხლა ჯობია საკითხს დავუბრუნდეთ, რადგან რისი ხაზგასმაც მსურდა წინა წინადადებებში, ვფიქრობ მკაფიოდ გავუსვი ხაზი. მეგობრებო, საქმე იმაშია, რომ ყველაფერი ენერგიაა, მეც, შენც, ეს პლანეტაც, ემოციებიც და ფიქრებიც, მაგრამ ეს როგორ ტო? ჩემი მრისხანებაც და ეს სკამიც ერთი და იგივე როგორაა? აი აქ მივდივართ ენერგიის გააზრებულ დაყოფასთან და ლოგიკურ დახარისხებასთან. აქ უკვე ზოგადი სიტყვა ენერგია გადადის სიტყვა ენერგიებში. ხშირად უსვამენ ხაზს, პოზიტიურ და ნეგატიურ ენერგიას, სინამდვილეში ამ სამყაროს ენერგიებში, ბუნებრივად ასეთი დაყოფა არ არსებობს, ენერგია არის ენერგია, ანუ ყველაფერი. ისევე როგორც ალმასი და რიყის ქვა, ორივე ქვა არის, თუმცა ადამიანები ალმასს ვაძლევთ ფასეულობას და რიყის ქვაზე მაღლა ვაყენებთ განვსჯით, რომ არა ჩვენ ეს ორი ქვე შესაძლოა მთელი მარადისობა გვერდიგვერდ გდებულიყო სადმე და ფასეულობაზე წარმოდგენაც არ ქონოდათ. განსჯა მუშაობს მარტივ ლოგიკაზე, კარგი-ცუდი, სასიამოვნო-უსიამოვნო, სასარგებლო-საზიანო. შესაბამისად თავის არსში არ შეიძლება არსებობდეს პოზიტიური ან ნეგატიური ენერგიები, ისინი ასეთები ჩვენივე განსჯის შემდეგ ხდებიან. შეიძლება იფიქრო, რომ ელემენტალურ რამეს ვამბობს, კი ძალიან ელემენტალურია, როგორც ზემოთ ვთქვი, ყველაფერი ძალიან მარტივია. როგორც ძენ ბუდისტები იტყვიან „არაფრის გააზრებას, დრო სჭირდება“. რეალურად თუ შევხედავთ ვისაც პრაქტიკაში ქონია შეხება, დამეთანხმება, რომ ამ მარტივ და საბაზისო თეორიაში, არის გასაღებები მომავალი პრაქტიკოსისთვის. თუნდაც ის, რომ ამ პოსტის წაკითხვის შემდგომ ადამიანი აფირმაციის თუ შელოცვის წარმოთქმისას სიტყვა ნეგატიურსა და პოზიტიურის წინ ჩაამატებს „ჩემთვის“, მოიშორებს „ჩემთვის ნეგატიურს“, ითხოვს „ჩემთვის პოზიტიურს“. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 8th June 2024 - 09:44 AM |