დახმარება მჭირდება, გამოცდილი ადამიანისგან |
დახმარება მჭირდება, გამოცდილი ადამიანისგან |
Jan 29 2021, 12:22 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 18 Joined: 29-January 21 Member No.: 7,986 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა, შევეცდები მოკლედ დავწერო.
ბოლო ერთი წელია როცა თვით შემეცნებით ვკავდები სულ ხელი მეშლება, სულ რაღაც ხდება და იმდენად იპყრობს ყურადღებას ეს მიზეზები სხვას ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ. ასევე ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე რაც უფრო პროგრესი მაქვს მით უფრო ცუდი რამ ხდება და გამიჩნდა შიშები რომ თუ საკუთAრი თავის შეცნობით დავკავდები ცუდი მოხდება. მაგალითად მოვიყვან ბოლო ისტორიას სიფხიზლეში შევძელი მივახლოვებულიყავი იმ ინფორმაციის წყაროს რაც უკვე შეგრძნებებით დიდი ხანია ჩემთვის ნაცნობია სიზმრებიდან და დაიჭირეს ჩემი ძმა რომელიც ძალკიან წესიერი ადამიანია და მოკლედ რომ ვთქვა რაღაც გაუჩალიჩა პარტნიორმა. ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის სრულიად გადმოვერთე ადვოკატები, მშობლების დაწყნარება ძმიშვილების მიხედვა, ციხეში სიარული და სამ თვეში შევძელი მისი უდანაშაულობის დამტკიცება. ამ ეტაპზე კი თითქოს ვიცი რომ თუ გავაგრძელებ მომიწევს ბევრ რაღაცაზე უარის თქმა მატერიალურ სამყაროში რისი დათმობაც არ შემიძლია. |
|
|
Feb 3 2021, 01:38 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
თუ მიაღწია ადამიანმა გასხივოსნებას მან უკვე ყველაფერი იცის? არა. ცოდნა, კოგნიტური უნარია თავისი ლიმიტით. გასხივოსნება ცოდნა არ არის. ის რაც არის, ცოდნის და არცოდნის მიღმაა, ხოლო არის, ანუ არსებობს, მხოლოდ ადამიანის ნამდვილი „მე“, ანუ ატმანი. ატმანი და ბრაჰმანი, ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტება, ერთია. ცოდნა და არცოდნა, ორივენი ატმანში განისვენებენ. ცოდნა, რომ შემოსაზღვრავდეს ატმანს, მაშინ ცოდნა იქნებოდა ატმანი. ატმანი არასდროს გეცოდინება, ანუ კოგნიტური უნარებით ვერასდროს გარეშემოწერ მას. თუ გასაგებად არ ვხსნი, შემაჩერე, თორემ სიტყვების რახა-რუხია ეს. იცის რა არის მატერია? მე ვიცი რაც არის მატერია. მატერია არის ის, რაც გრავიტირებს. უმრავლეს შემთხვევაში ატომები, და ზოგჯერ თავისუფალ სვლაში მყოფი რადიაცია. მატერია შედგება მოლეკულებისგან. მოლეკულა - ატომებისგან. ატომი - ბირთვისა და მის გარშემო მოძრავი ელექტრონებისგან. ელექტრონი უმცირესი ნაწილაკია და აღარ აქვს ქვესტრუქტურა. ბირთვი კი შედგება პროტონების და ნეიტრონებისგან. პროტონი და ნეიტრონი, შედგება კვარკებისგან. კვარკი ერთი ცალი არასდროსაა. ის ან ორია, ან სამი. მათ არ აქვთ ქვესტრუქტურა, ანუ აღარ იყოფიან. რატომ გაჩნდა? ამ კითხვაზე დანამდვილებით პასუხი არ მაქვს, სამაგიეროდ მაქვს ვარაუდები, რომელიც ჩემს წიგნში მაქვს განხილული, შეგიძლია გაეცნო ვრცლად. სულ პირველად რა იყო და საერთოდ იყო თუ არა დასაწყისი? სულ პირველად იყო ატმანი, იგივე ბრაჰმანი და მისგან გაჩნდა ყველაფერი დანარჩენი. ის კი უდროობაში იყო. ანუ კითხვა სულ პირველად, არარელევანტურია მასთან მიმართებაში. იესოს ეკითხებოდნენ როგორი იქნება სამყაროს აღსასრულიო და მან უპასუხა დასაწყისი უკვე იპოვეთ? რომ აღსასრულს ეძიებთო? რადგან სადაც დასაწყისია დასასრულიც იქვე არისო. ნამდვილად, დასაწყისია, ატმანი, ანუ გასხივოსნება და დასასრულიც. ყველაფერი მასშია. არსებობს საერთოდ ბოლო და იმის იქეთ აღარ არის განვითარება? ყველაფერი რაც იწყება ვითარდება და მთავრდება. გასხივოსნება არასდროს არ დაწყებულა, ამიტომ მისი განვითარება და დასასრული შეუძლებელია. ანუ აღარაფერია უკვე შესაცნობი და ყველაფერი იცი. როდესაც ადამიანში ხდება გასხივოსნება, რაღაცეები იცვლება ფიზიკურ დონეზეც, თუმცა უმნიშვნელოდ. ძირითადად ყველაფერი იგივე რჩება. თუ მწვადი გიყვარდა, ისევ გეყვარება. თუ კომბოსტო გძულდა, ისევ არ გეყვარება და ა.შ. გარეგნულად არაფერი იცვლება, რაც იცოდი, ან არ იცოდი, ისე ის იცი და არ იცი. თუ უბრალოდ იმ მდგომარეობაში უბრალოდ ადამიანს ისევ ილუზია აქვს რომ ყველაფერი იცის. გასხივოსნება არ არის მდგომარეობა, რომელიც მოდის და მიდის. ის მართალია იწყება, როგორც მდგომარეობა, ანუ სამადჰი, მაგრამ მისგან განსხვავებით არასდროს მთავრდება. მარადისობას მხოლოდ ერთხელ შეეხები, რადგან ეს შეხება გრძელდება მარადიულად. გასხივოსნება უკანდაუბრუნებელი გზაა. ის არასდროს წავა, რადგან არ არის მდგომარეობა, შესაბამისად, პირიქით, რაც მოდის და მიდის, ის არის ილუზია, ხოლო რაც მუდამ არის, ის არის ჭეშმარიტება. გასხივოსნება ილუზიისგან გათავისუფლებაა და არა ილუზიაში ყოფნა. კითხვებზე პასუხი საიდან დაიწყო, რა იყო პირველი, და რატო შეიქმნა ან ვინ შექმნა ყოველივე რატომ? წაიკითხე ჩემი წიგნი. მე არ მაქვს ზუსტი პასუხი, მხოლოდ ვარაუდები. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 17th June 2024 - 12:04 PM |