ჩაკრები, ვრცლად, ჩამონათვალით |
ჩაკრები, ვრცლად, ჩამონათვალით |
Nov 11 2008, 11:37 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
”ჩაკრა” - მზის - ცაზე მგორავი დიადი ბორბლის - მეტაფორაა. (ბორბალი, დისკო)
ჩაკრები შეიძლება ითქვას არის კარები სხვა განზომილებებში. და გახსნილია მოძრაობისთვის მატერიიდან ცნობიერებისკენ. ჩაკრები იქმნება ორი ძირითადი ვერტიკალური - აღმავალი და დაღმავალი ენერგეტიკული ნაკადების ურთიერთ შეღწევადობით, ჩაკრები შეიძლება გაიხსნას: სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიშებით, მედიტაციით, მკურნალობის მეთოდებით, ცხოვრებისეული გამოცდილებით და ცნობიერების უმაღლეს დონემდე აყვანით. -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 11 2008, 01:04 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 329 Joined: 21-March 08 From: Earth Member No.: 500 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იცი, თუ ამ დროს (თვალდახუჭული მჯდომარე ნებისმიერ პოზაში) ვიზუალურ სანახაობებს შეაშველებ და "დაამუღამებ," უფრო დიდხანსაც გაჩერდები.
კარგა ხანს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა ჩაკრების შესახებ. როცა პირველად ამიხსნეს რომ "მზის წნულთან" არსებული ჩაკრა ემოციებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო გულის ჩაკრა გონებისთვისო, ძალიან გამიკვირდა. სასაცილოა, მაგრამ ჩემი პრობლემაც მანდ იყო, - ემოციების ჩაკრა თავის თავზე აზროვნების ფუნქციასაც იღებდა. ანუ ჩემს თავზე ხშირად ბატონობდნენ ემოციები. ფუნქციების სწორად გადანაწილებისათვის რამდენიმე "სავარჯიშო" დამჭირდა: - * შესუნთქვას ემოციების ანუ მზის წნულიდან ვაკეთებდი, (კანის და კუნთის გავლით) რომ ზედმეტი ემოციებისგან გავთავისუფლებულიყავი. ვიზუალურ წარმოსახვა ძალიან ეხმარება ასეთ სავარჯიშოებს. ** წარმოვიდგენდი, ამოსუნთქვისას როგორ გაივლიდა ჰაერი (ჩი, პრანა) რიგ-რიგობით ყველა ჩაკრას და მზისწნულიდან გულის ჩაკრას როცა გადიოდა, ძალისხმევას ვამატებდი, - რომ იმ ადგილზე ენერგიის სუსტი დინება გამეძლიერებინა. მართალი გითხრათ, ზოგჯერ რუტინაა ესეც. მაგრამ საჭირო რუტინა. რადგან მთელი ყურადღება ამ პრობლემაზე გადავიტანე, რაღაც პერიოდში (ორი-სამი თვე) ვიგრძენი რომ აზროვნება "ცივი" გამიხდა და როგორც იქნა ემოციებზე გონმა იმძლავრა. რათქმა უნდა ეს არ იყო საკმარისი. ყველანაირად ვცდილობდი რომ "გამომეძია" ჩემი განვითარების შემაფერხებელი მიზეზები. (რაზეც დღესაც "ჩაციკლული" ვარ და სულ ვეძებ რა მაფერხებს ) ზოგჯერ ასეთ "გამწმენდ" საშუალებას მივმართავდი: - წარმოვიდგენდი რომ კაშკაშა სინათლის ბურთულა რიგ-რიგობით გადიოდა ყოველ ჩაკრას და სინათლით ავსებდა. (მგონი ჩი-გუნ - ტაიძის ენაზე ამ სავარჯიშოს "მიკროკოსმიური მარშრუტი" ქვია) მოკლედ, ასეთი სავარჯიშოები უამრავია & გასართობადაც საინტერესოა, (თუმცა ზემოთ ავღნიშნე ზოგჯერ რუტინაა მეთქი) შენს თავზე დაკვირვებას აწარმოებ და ახალ აღქმას, ახალ შეგრძნებებს პოულობ. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 09:06 AM |