td......... |
td......... |
Nov 18 2018, 11:06 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვიწყებ...
რომ ვთქვა, რამე ფსიქოლოგიური პრობლემები მაწუხებს თქო მოგატყუებთ, თუმცა საინტერესოა, საკუთარი ოთახის ქონა ფორუმზე... დავწერ ხოლმე რაღაცეებს, სიზმრებს, აზრებს, ჩანახატებს... ახლა, ერთი პრობლემა მაქვს მხოლოდ, სტატია მაქვს დასასრულებელი, რომელიც ჯერ არ დამიწყია და რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი! -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Nov 14 2021, 05:09 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანი დუალური სამყაროში დაბადებამდე ეჩვევა შეზღუდულ მდგომარეობაში ყოფნას. ეს სამყარო მის ფიზიკურ გამოვლინებაში მოთავსებულია მჭიდრო საზღვრებში. ადამიანის ან ნებისმიერი სხვა არსების ჩასახვისთანავე, მატერიის უჯრედები მოთავსებულია რაღაც საზრვრულ გარემოში, დაბადების პროცესში გარკვეული დროის განმავლობაში ნაყოვი თავით თავსდება დედის მენჯის ძვალში და შემდეგ გადის მისთვის შეუსაბამოდ ვიწყო გასასვლელს. ეს შემზადებაა იმისთვის, რომ შემდგომი შებოჭილობა ადამიანისთვის არ იყოს შემაწუხებელი და უცხო.
ასევეა ადამიანის ცნობიერებაც ამ სამყაროში. არსებობს ზღვარი რომელსაც დუალურ სამყაროში არსებული გონება ვერ ცდება. ყველა მოვლენა და საგანი, ყველკაფერი რაც არსებობს დუალურ სამყაროში წარმოადგენს გარკვეული რაოდენობის პატერნებს. რაც არის საწყისი ნაკრები მასზე მეტი ვერ იქნება. ამიტომ სამყაროს აღწერა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება ის პატერნები რასაც შეიძლება შევადაროთ რაიმე რის აღწერასაც ვაპირებთ. ზოგჯერ ადამიანებს ეუფლება განცდა, რომ არ ყოფნის სიყტყვა ან ემოცია რაიმეს გადმოსაცემად. ეს მართალია. ეს მდგომარეობა სულიერი განცდაა, იმ მომენტის, როდესაც დუალურ სამყაროში მოხვედრილი სული იწყებს გამოღვიძებას. ფიზიკური სხეულის და გონებისგან განსხვავებით, სული უსაზღვროა და უსასრულო. ყველამ იცის ეს თეორიულად და ცოტას განუცდია ეს პრაქტიკულად. ამაში ადამიანს უშლის შიში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ადამიანი ისწრაფვის დახურული სივრცისკენ, საზღვრებში დარჩენისკენ, ჩარჩოში მოთავსებისკენ. ამაზე მეტყველაბს ყველა სისტემა რაც შექმნა ადამინმა. ჩვენ ვსაზღვრავთ ჩვენ ეზოებს, სახლებს ვავლებთ ღობეს, ვსაზღვრავთ ჩვენ პირად სივრცეს. გვეშინია პირადი სივრცის დაკარგვის. to be continued... -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 04:56 AM |