td......... |
td......... |
Nov 18 2018, 11:06 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვიწყებ...
რომ ვთქვა, რამე ფსიქოლოგიური პრობლემები მაწუხებს თქო მოგატყუებთ, თუმცა საინტერესოა, საკუთარი ოთახის ქონა ფორუმზე... დავწერ ხოლმე რაღაცეებს, სიზმრებს, აზრებს, ჩანახატებს... ახლა, ერთი პრობლემა მაქვს მხოლოდ, სტატია მაქვს დასასრულებელი, რომელიც ჯერ არ დამიწყია და რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი! -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Dec 6 2021, 04:21 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ენერგეტიკული ვამპირიზმი არის ადამიანის ბუნებრივი გამოვლინების დამახინჯებული ფორმა. ანუ, ენერგეტიკულ არხებშია გარკვეული საკეტები, რის გამოც ენერგიის ნაკადის ფუნქცია დარღვეულად მიმდინარეობს და აზიანებს ადამიანის რეალიზების მომენტის დადგომას.
შესაძლებელია ბევრი, ან ერთეული ადამიანისგან ენერგიის მიღება, ისევე, როგორც ჩვენ თავისუფლად ვმონაწილეობთ ენერგეტიკულ მიმოცვლაში სამყაროს მასშტაბით. მაგალითად სისხლძარღვების დაზიანება აფერხებს სისხლის მიმოქცევას ადამიანის მყარ სხეულში, რის გამოც ის შეიძლება დაიღუპოს. როდესაც არხები ღიაა და გახსნილია, ადამიანების მიერ ენერგიის მიღება და გაცემა ბუნებრივად მიმდინარეობს. მაგალითად როდესაც ადამიანთან გიხარიათ და გსიამოვნებთ ურთიერთობა. როდესაც ვიღაცასთან ურთიერთობა გაღიზიანებთ და იწვევს თქვენში აგრესიას, სიძულვილს, ან რაიმე სხვა ნეგატიურ ემოციას, შესაძლებელია მიმღებში ან გამცემში არის გარკვეული არსებობდეს კვანძები ენერგეტიკულ არხებში ამ სულთან მიმართებაში. ყველა სული დაკავშირებულია ერთმანეთთან და რომელიღაც დროის მონაკვეთზე ერთმანეთთან იკვეთება. თუ ასეა უნდა მივმართოთ გახსნის პრაქტიკებს. როცა არხები ნორმალურად ფუნქციონირებს ორ, ან რამდენიმე სულის მყარ სხეულებში და ყველა სხეული ჯანსაღია, ან მეტ-ნაკლებად ჯანსაღია, მაგრამ გამოჯანმრთელებისკენ მიდის, მაშინ ხდება ენერგიის მიღება ფუძის ჩაკრიდან და გადადის ყველა ენერგეტიკული ცენტრის გავლით, გადის თხემის არხში და იფრქვევა მთელი სამყაროს მიმართულებით და გამსჭვალვით, რაც დადებითად და სინათლის მომტანად მოქმედებს სამყაროს მდგომარეობაზე და მის ადგილმდებარეობაზე უმაღლეს სამყაროში. ასე არის სული, როცა იმყოფება ბუნებაში, საყვარელ არსებებთან მისთვის პოზიტიურ ადგილებში და მდგომარეობაში, რადგან აქ მიმოცვლა დარღვეული არაა. თუ რომელირაც კავშირში დარღვევაა ვითარდება ფობია. ამიტომ ადამიანების განვიტარებისთვის და ცნობიერი საფეხურის შესაცვლელად კარგია, თუ ვეცდებით იმის აღქმას რაზეც ვისაუბრეთ მაღლა. თუ ნებისმიერ მდგომარეობაში მივიღებთ ჩვენს თავს მარტივად, დაშვების მეთოდით, მიღებით, და ვიტყვით ეს სული ნებისმიერ მომენტში შეიძლება რეალიზდეს. ის რომ მის გამო ნეგატიურ სკალაზე გადავდივარ, ის შესაძლებელია ამავე დროს რეალიზდეს. მისი ნეგატიურობის მიზეზი მხოლოდ მისი კარმაა, მისი გზა. ეს არაა დამოკიდებული სულის ხარისხზე, ყველა სული თანაბარი მდგომარეობის და ჟღერადობისაა. ის რასაც ადამიანები უწოდებენ დაბალ სიმკვრივეს ან დაბალ ვიბრაციას , ან დაბალ ასტრალს, არის მხოლოდ სული, რომელიც თავის კარმას ასრულებს. ესაა მთელი 4 D სამყაროს ბინადარი სული, სხვადასხვა სხეულში. დაბალი ასტრალური შრეებიდან დაწყებული, მინერალებიდან, ცხოველებსა და ადამიანებამდე, მაღალი ასტრალური სულების დამთავრებით, ერთი სამყაროს ბინადარნი არიან. სწორი გზაა რეალიზებისკენ, მყარი მატერიიდან ნატიფისკენ, ან ნატიფიდან მყარისკენ სწრაფვა და გაერთიანება, გაერთიანებაზე სამყაროებთან, ყველა სულის მიღებით. გაერთიანებაა საბოლოო მიზანი ახალი გამოწვევის წინ, ვიდრე სრულ გაერთიანებამდე. შემდეგ იქნება დიდი დაბადება და ისევ ახალი თამაშები. 6.12.21-6.3.3 -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 12:47 AM |