td......... |
td......... |
Nov 18 2018, 11:06 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვიწყებ...
რომ ვთქვა, რამე ფსიქოლოგიური პრობლემები მაწუხებს თქო მოგატყუებთ, თუმცა საინტერესოა, საკუთარი ოთახის ქონა ფორუმზე... დავწერ ხოლმე რაღაცეებს, სიზმრებს, აზრებს, ჩანახატებს... ახლა, ერთი პრობლემა მაქვს მხოლოდ, სტატია მაქვს დასასრულებელი, რომელიც ჯერ არ დამიწყია და რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი! -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 26 2023, 03:17 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
ხანდახან ძალიან რთულია თავს აიძულო განაგრძო ყოფნა და სვლა ერთდროულად, ალბათ მთელი სირთულე ამ გზაში სწორედ ეს არის. სვლაში თუ ამბიციების დაკმაყოფილებას, მიზნის მიღწევას, რაც არ უნდა იყოს ეს, თუ ამას გულისხმობ და ეჭვი მაქვს ამას გულისხმობ, მაშინ როგორ არ დაგეთანხმო აბა? ხანდახან ისე მარტივია უბრალოდ ვიყო და რაც გინდა დაარქვან, სიზარმაცე, ნაცრის ქექვა. სხვათაშორის ნაცარი რჩება ცეცხლის შემდეგ. ნირვანა ნიშნავს ჩაქრობას, გაქრობას, მინავლებას. ცეცხლი რომ ჩაქრება, რჩება ნაცარი. ამ ნაცრის ქექვა, ნეტა რა დაიწვა მანამდე და ა.შ. ესეც სვლა არის, ოღონდ უკუ. წარსულში ქექვაა. პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს რაში იქექები, წარსულში, თუ მომავალში? სვლა, ქექვაა, მომავალი ნაცრის, რომელიც ჯერ ცეცხლი იქნება, მერე ნაცარი. მე ვნახე ორივე. და არ ვარ მზად არ ქექვის. ვერ ვზივარ ბუდასავით გაღიმებული, კმაყოფილი, მაგრამ უმუშევარი. მე ისევ ვიქექები. ზოგჯერ მგონია, რომ ცხოვრება დიდი მაიმუნია, რაღაც კინგ-კონგივით. მე კი პარარა მაიმუნი ვარ, მაკაკა. ზოოპარის ვოლიერში ვზივართ ორივენი და ტრადიციულად, ვიქექები და ვიქექები მის ბანჯგვლიან ტანში, ბალანში. ვიქექები და ვიქექები, -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 08:00 AM |