ხელოვნური ინტელექტი |
ხელოვნური ინტელექტი |
Jun 8 2015, 04:51 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხელოვნური ინტელექტი (ინგლ. Artificial Intelligence, შემოკლებით AI) არის კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ კომპიუტერულ მანქანის/პროგრამის შექმნას რომელსაც ექნება უნარი მიაღწიოს ადამიანის ინტელექტის გაგებას. ინტელექტუალობის დონის განსაზღვრება მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ამოცანის გადაჭრა დაისახება. ხელოვნური ინტელექტის წარმოქმნის თარიღად მიიჩნევენ XIX საუკუნეს. (ვიკი)
გამოჩენილი ასტროფიზკოსის სტივენ ჰოუკინგის ყოველი საჯარო გამოსვლა შემაშფოთებელი წინასწარმეტყველებებით გამოირჩევა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ. კონფერენციაზე Zeitgeist 2015 ჰოუკინგმა კიდევ ერთხელ შეაშინა დასწრეები თავისი განცხადებით. კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი დარწმუნებულია, რო ხელოვნური ინტელექტი უახლოესი 100 წლის განმავლობაში უკან მოიტოვებს ყველაფერ იმას, რაც ადამიანს ხელეწიფება,- „იქამდე კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი მიზნები მათსას ემთხვეოდეს“. სტივენ ჰოუკინგი მიიჩნევს რო ხელოვნური ინტელექტი ადამიანის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღსასრული გარდაუვალი იქნება, – „ჩვენი მომავალი – შეჯიბრია ხელოვნური ინტელექტის შეუქცევადად მზარდ სიმძლავრესა და ჩვენს შესაძლებლობას შორის მივმართოთ ის სწორი მიმართულებით“. მისივე თქმით, ადამიანი არ არის შორსმჭვრეტელი, მათ ადარდებთ ის, თუ ვინ გააკონტროლებს კომპიუტერულ გონს, იმაზე კი არ ფიქრობენ მისცემს თუ არა კომპიუტერი სამომავლოდ მათ ამის გაკეთების უფლებას საერთოდ. ამ განყოფილებაში ვხსნი, იმიტომ რომ შესაძლოა ისინი შემდეგი "რასა" იყოს, თუ არ ჩაგვანაცვლებს, ჩვენს გვერდით დამოუკიდებლად იარსებონ... მოკლედ რას ფიქრობთ? ადამიანები გახდებიან ღმერთები და დააკვირდებიან თავიანთ "შვილობილებს", ხატად და მსგავსად შექმნილებს, მაგრამ ასე განსხვავებულებს -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 1 2023, 09:22 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,136 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
ადამიანის პრობლემა იმაშია, რომ რასაც ქმნის საკუთარი განვითარებისთვის,კეთილდღეობ ��სთვის, საბოლოოდ ამის საპირისპიროდ უბრუნდება, რადგან ადამიანური ბნელი მხარე სძლევს ხოლმე.. ასე იქნება ალბათ ხელოვნური ინტელექტის ამბავშიც. რა თქმა უნდა ხელოვნული ინტელექტი დამოუკიდებლად არსებობას ვერ შეძლებს, როგორც ნებისმიერი რობოტი ან კომპიუტერი, რომელსაც მაინც ადამიანი მართავს. ასე იყო ყველა ტექნოლოგიის შემთხვევაში. ოდესრაც წყალბადის გაყოფით აღმოჩენილი ენერგიაც კეთილი მიზნებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ყველაზე დაუნდობელ იარაღად აქცია ადამიანმა. სწორედ მასეა... |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th May 2024 - 09:01 AM |