აჰამკარა, ცრუ ეგო |
აჰამკარა, ცრუ ეგო |
Oct 20 2023, 08:30 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,964 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იმისთვის, რომ შევიცნოთ ჩვენი თავი უკეთ, გავიგოთ როგორაა ადამიანი მოწყობილი ამისთვის უნდა შევისწავლოთ ჩვენი ცრუ ეგო. სანსკრიტულად აჰამკარა
ვედები ამ საკითხს დიდ ყურადღებას უთმობს. კრიშნაც სულ ამაზე ჩასჩიჩინებს არჯუნას. ვედური სწავლებების მიხედვით ადამიანი შედგება: ფიზიკური სხეულისგან-ნატიფი სხეულისგან (ჭკუა-გონება-ცრუ ეგო)-სულისგან (ატმა) ნატიფი სხეულში შედის ცრუ ეგო. ანუ მე-ს შეგრძნება. ეგოს ეძახიან ცრუს იმ შემთხვევაში, თუ ატმა-სულს, რომელმაც არ იცის (ან დაავიწყდა რომ სულია), საკუთარი თავი ერევა გარეგან გარსში ანუ ფიზიკურ სხეულში. ამას ჰქვია ცრუ ეგო. ცრუ ეგოს საპირისპიროა ჭეშმარიტი ეგო. სულიერი სწავლებები სწორედ ამაში გვეხმარება, რომ გავაცნობიეროთ, რომ ამ გარეგნული გარსის შიგნით არსებობს სული ანუ ატმა. ჩვენ სამყაროში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ გაძლიერდეს ცრუ ეგო. როცა გვლანძღავენ გვწყინს, როცა გვაქებენ გვიხარია. ეს სინამდვილეშიცრუ ეგოს თემებია, იმიტომ რომ თავს ვაიგივებთ სხეულთან და იმ შეგრძნებებთან რასაც განვიცდით. ამას უკვდაც არსება ატრმასთან არანაირი კავშირი არ აქვს -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Oct 28 2023, 10:15 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,964 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
chemikerin
ანთროპოსოფიის მიხედვით ხომ ცნობიერი სამშვინველის ეპოქაა? სხვადასხვა სწავლებაში სხვადასხვნაირად არის ეპოქები მოცემული. საინტერესოა, რამდენ პოსტატლანტიკურ ეპოქას მოიცავს კალი-იუგა. ვედების კალი-იუგას ეპოქა ანთროპოსოფიის მიხედვით შეგვიძლია შევადაროთ არიმანის ეპოქას, რომელზეც რუდოლფ შტაინერი საუბრობდა. ორივეს არსი ერთია. ამავდროულად ცნობიერი სამშვინველის ეპოქაცაა, როცა ადამიანს მიუხედავად არიმანის მძლავრობისა, აქვს შანსი ცნობიერი სამშვინველი განავითაროს (და აუცილებლად უნდა განავითაროს) და გააგრძელოს ევოლუცია. თუმცა ეს ძალზე რთულია ამ ეპოქაში. ჰო, ანთროპოსოფიის მიხედვით ამ მეხუთე პოსტატლანტიკურ ეპოქას ემთხვევა. მაგრამ რამდენს ეპოქებს მოიცავს არ ვიცი...კალი-იუგა მგონი გაცილებით დიდ ხანს გრძელდება, ვიდრე რუდოლფ შტაინერის ეპოქებად დაყოფის პერიოდები -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 6th June 2024 - 01:20 AM |