ტრანსფორმაცია |
ტრანსფორმაცია |
Dec 30 2023, 08:39 AM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა ! სამი წლის წინ სხეულს გარეთ გამოცდილება მქონდა , რომელიც თავისით გადამხდა . იმ წლებში საერთოდ არ ვიცოდი სულიერების ან რაიმე სულიერი ცოდნების შესახებ . ჩემი გამოცდილება შემდეგნაირი იყო : ოთახში დავწექი საღამოს პერიოდი იყო ( არა ძილის დრო ) და ჩაძინებიდან მალევე გამეღვიძა ჩემივე ოთახში . თავიდან ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა და ოთახიდან გასვლა დავაპირე ... ოდნავ გავცდი თუ არა ოთახს უდიდესი ნეტარება , სიმშვიდე და სიყვარულის მძაფრი შეგრძნება დავიწყე , რომელიც არ ჩერდებოდა და მუდმივი იყო .... ყველაფერი იგივე იყო როგორც ჩაძინებამდე დავტოვე სახლში , როდესაც სამზარეულოს მივუახლოვდი თითქოს ნიავმა ამწია და წამიყვანა სამზარეულოს ფანჯრისკენ რომელიც ოდნავ იყო ღია . ( ახლა ვაცნობიერებ რომ ჰაერში არაფერს ავუწევივარ ეს ჩემი განზრახვით გავაკეთე , მაგრამ იმ პერიოდში უბრალოდ ნიავი მეგონა ) . ფანჯრიდან გასვლას ვაპირებდი როცა ვიფიქრე რომ ეს ცუდი იდეა იყო და გავჩერდი ფანჯარასთან , ამ დროს მოვტრიალდი და დავინახე ჩემი კატა როგორ გამოდიოდა ოთახიდან და მოათრევდა პირში სათამაშოს ზუსტად თავის ზომას და გამჭვირვალეს და ამის დანახვაზე ავიხედე ოთახისკენ და გავაცნობიერე რომ თუ ოთახისკენ დავბრუნდებოდი ჩემს თავს მწოლიარეს დავინახავდი და ამის გაფიქრებასთან ერთად შიშმა ამიტანა და შიშის ვიბრაცია როგორც კი შემოვიდა ჩემში ავტომატურად უკან ჩავეშვი სხეულში ( ეგეთი შეგრძნება მქონდა ) და სიზმარში გავიღვიძე უკვე ჩემს სახლში და სიზმრიდან შემდეგ უკვე რეალობაში . როცა რეალობაში გავიღვიძე რამდენიმე წუთი ვერ ვმოძრაობდი თითქოს სისხლით ახლიდან ვივსებოდი... რომ ავდექი პირველი მეგობარს დავურეკე და მოვუყევი რომ არ დამვიწყებოდა. რომ გავიარე თითქოს ახლიდან ვიწყებდი სიარულს , სახე შეცვლილი მქონდა და თვალები ჩასისხლიანებული . აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე და წყლის შეხებაზე კინაღამ გავითიშე . მაგ დღეს თითქოს ახლიდან დავიბადე რადგან შეგრძნებები იმაზე ბევრად სენსიტიური გახდა ვიდრე მანამდე იყო . რამდენიმე კვირა იმ სიამოვნებას ვერ ვივიწყებდი რომელიც იქ განვიცადე .
ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, კერძოდ დავკარგე ინტერესი ყველასი და ყველაფრის რადგან თითქოს გრძნობები გამიქრა და ემოციების შეგრძნება მიჭირდა პირველი რამდენიმე თვე, გამოვიარე დეპრესია თუმცა მაგ დროს ამას ვერ ვაცნობიერებდი . გავხდი ნეგატიური და სახლში დავიწყე ნეგატიური ენერგიების შეგრძნება . თავიდან მეშინოდა მაგრამ შემდეგ ნორმალურად აღვიქვი ეგ ყველაფერი . მაგ პერიოდში მარტო ვცხოვრობდი და ბოლო სართულზე სრულიად მარტო ვიყავი . დამეწყო ხილვების მსგავსი სიზმრები სადაც ვიღაც მაკვირდებოდა თითქოს და მხოლოდ თვალს ვხედავდი . ერთ დღეს გაცნობიერებული სიზმარი მქონდა ( გაუცნობიერებლად ) და როდესაც გავაცნობიერე რომ სიზმარში ვიყავი რაღაც ამოუხსნელმა ძალამ მაიძულა რომ სახლის კარები გამეღო და აივნის კარიდან ისევ თვალი მიყურებდა რომელსაც კარები გავუღე და შემოვუშვი სახლში . ის ვინც სახლში შემოვიდა 2-3 მეტრის იქნებოდა .. ქერა თმიანი ახალგაზრდა მამაკაცი და თითქოს მისი სხეული ანათებდა ( ჩემმა გონებამ რატომღაც ასეთი ინტერპრეტაცია გაუკეთა ) და მე შიშით ლოცვა დავიწყე ... ისეთი ლოცვები რომლებიც მაშინ არც კი ვიცოდი ( არც ვლოცულობდი არასდროს ) . როდესაც ლოცვას მოვრჩი განათდა ის და გავნათდი მეც და განათდა მთელი აივანი და თითქოს ჩემთავს ზევიდან ვუყურებდი როგორ გადაიქცა ყველაფერი ნათელში და გავიღვიძე. რომ გავიღვიძე ოთახში მისი ფორმის ანარეკლი დავინახე ( თვალის მეხსიერებით ) . ტირილი დავიწყე მახსოვს.. ბედნიერი ვიყავი მაგრამ დღემდე არ ვიცი რატომ . ამის შემდეგ ფიზიკური აღნაგობა შემეცვალა , მაგნეტიზმი ქონდა ჩემს სიტყვებს კარგად მახსოვს . გონების გაცნობიერებულობის მომატების გამო ამპარტავნობა შემოიპარა ჩემში და მოკლედ რომ ვთქვა იმის მერე 3 წელი გავიდა ბოლო ერთი წელია მძლავრი ტრანსფორმაცია დაიწყო ჩემში სულიერი , ჩემი მოგროვებული ინფორმაციებით გამოვიარე სულის ბნელი ღამე , რომელიც ალბათ 8 თვე გაგრძელდა. ამ პერიოდში ფიზიკური და მენტალური ტკივილის გამო სუიციდური აზრებიც კი მაწუხებდა თუმცა ვიცოდი რომ ეს აზრები ჩემი არ იყო . ენერგია თითქმის არასდროს მქონდა , შემეცვალა წარმოდგენები , დამოკიდებულებები . შემეცვალა კვების რაციონი ( ვიყავი ვეგეტარიანელი ,ვეგანი ) ხორცს დღემდე " ვერ " ვჭამ . დავიწყე ნატიფი სამყაროების აღქმა , აზრების და ემოციების კონტროლი . ა !!! შეკითხვა !!! . ამ ეტაპზე ძალიან დაბნეული ვარ , არ ვარ ის ადამიანი ვინც 22 წელი ვიყავი , ვერ ვეწყობი ჩემს გარშემო ადამიანებს, ოჯახს , ნათესავებს , მეგობრებს . ჩემი გონება პირდაპირი გაგებით ემოციურად მჭამს და ამის გამო პრაქტიკულად ეგოსგან ვთავისუფლდები ამ ეტაპზე. კარგად აღარ მახსოვს ჩემი წარსული , ჩემი უახლოესი წარსულიც კი, დამებლოკა მეხსიერება.. ამის გამო არ მახსოვს რა მომწონს და რა მომწონდა . აღარ მაქვს ძველი შეგრძნებები .. მიწევს ვისწავლო ჩემი დამოკიდებულებების კონტროლი რადგან ნებისმიერი გაბრაზება და ნეგატიური ემოცია პირდაპირ ანგრევს ჩემი სამყაროს ნიშას . ახლა დამკვირვებლის ცოდნა გამეხსნა , ვაცნობიერებ ჩემს ავტომატურ პატერნებს და რეაქციებს და აქ მჭირდება თქვენი დახმარება . მინდა დამკვირვებლის ცნობიერების როლი ვინმემ უკეთესად ამიხსნათ , ამიხსნათ პრაქტიკის ზუსტი მნიშვნელობა და ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაზე მომცეთ რჩევები წიგნის , პირადი გამოცდილების ან რომელიმე სულიერი მასწავლებლის სახით . ჩემში არ არის სიყვარული , სიმშვიდე და არც ნეგატიური ემოციები . თითქოს 0 ვარ არც იქით ვარ და არც აქეთ . ბოდიშით თუ გაუგებრად დავწერე . დიდ მადლობას გიხდით წინასწარ ! |
|
|
Jan 1 2024, 05:33 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna საინტერესო გამოცდილება გაქვს. earth ვეთანხმები, ზეტსაც, კომპლექსურია ზოგადად ყველაფერი. მთავარია ფანატიზმსი არ გადავიდეს ხოლმე, ან ამპარტავნებას რასაც ეძახიან... არ დაგავიწყდეს, რომ აქ ყველანი ერთი მიზნით ვართ (ნუ, მთლად ერთი მიზნითაც არა, მაგრამ ეგ სხვა თემაა). წარმოიდგინე, რომ სკოლასი ხარ და შენც და ნებისმიერი ქუჩAში გამვლელიც გარკვეული გამოცდილების მისარებად არის მოსული და ასევე თავის დავალების შესასრულებლად. რაც შეეხება რაციონს, აქაც თAვისებური ნიუანსებია გასათვალისწინებელი. თუ ორგანიზმი მართლა უარყოფს ამა თუ იმ პროდუქტს, პირველ როგში , ზეტის თქმის არ იყოს შეიმოწმე ანალიზები აუცილებლად. შესაძლებელია შენთვის მართლაც აღარაა საჭირო გარკვეული პროდუქტების მიღება. მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ შეაძლა ვირაც არ იყოს ვეგანი, სვამდეს, ეწეოდეს და გაცილებით ამაღლებული ენერგიის იყოს და გაცილებით მეტად ჰქონდეს "გახსნილი" შესაძლებლობები. ეს სამყარო ისეთი მრავალფეროვანია
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ გარკვეულ ეტაპზე ადამიანებს გვახასიათებს ილუზიებში გადავარდნა და რაღაცეების გაფანატება... ცოდნის მისაღებად ბევრი მუშაობაა საჭირო და რაც მთავარია პრაქტიკა. აირჩიე რამე პრაქტიკა რაც შენთვის მისაღები იქნება, მედიტაცია, სიყვარულის პრაქტიკა, ან სხვა და ეცადე ყოველდღიურ რუტინად აქცია. ეგაა ყველაზე დიდი გამოცდა, ხშირად პრაქტიკაზე ტორმუზდება ხოლმე ჩვენი მესამე თვალის ახელა და ხ=სხვა გასხივოსნებები ) ეს სარკაზმით და სერიოზულად მართლა ასეა. წარმატებები. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jan 1 2024, 11:22 PM
Post
#3
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna საინტერესო გამოცდილება გაქვს. earth ვეთანხმები, ზეტსაც, კომპლექსურია ზოგადად ყველაფერი. მთავარია ფანატიზმსი არ გადავიდეს ხოლმე, ან ამპარტავნებას რასაც ეძახიან... არ დაგავიწყდეს, რომ აქ ყველანი ერთი მიზნით ვართ (ნუ, მთლად ერთი მიზნითაც არა, მაგრამ ეგ სხვა თემაა). წარმოიდგინე, რომ სკოლასი ხარ და შენც და ნებისმიერი ქუჩAში გამვლელიც გარკვეული გამოცდილების მისარებად არის მოსული და ასევე თავის დავალების შესასრულებლად. რაც შეეხება რაციონს, აქაც თAვისებური ნიუანსებია გასათვალისწინებელი. თუ ორგანიზმი მართლა უარყოფს ამა თუ იმ პროდუქტს, პირველ როგში , ზეტის თქმის არ იყოს შეიმოწმე ანალიზები აუცილებლად. შესაძლებელია შენთვის მართლაც აღარაა საჭირო გარკვეული პროდუქტების მიღება. მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ შეაძლა ვირაც არ იყოს ვეგანი, სვამდეს, ეწეოდეს და გაცილებით ამაღლებული ენერგიის იყოს და გაცილებით მეტად ჰქონდეს "გახსნილი" შესაძლებლობები. ეს სამყარო ისეთი მრავალფეროვანია მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ გარკვეულ ეტაპზე ადამიანებს გვახასიათებს ილუზიებში გადავარდნა და რაღაცეების გაფანატება... ცოდნის მისაღებად ბევრი მუშაობაა საჭირო და რაც მთავარია პრაქტიკა. აირჩიე რამე პრაქტიკა რაც შენთვის მისაღები იქნება, მედიტაცია, სიყვარულის პრაქტიკა, ან სხვა და ეცადე ყოველდღიურ რუტინად აქცია. ეგაა ყველაზე დიდი გამოცდა, ხშირად პრაქტიკაზე ტორმუზდება ხოლმე ჩვენი მესამე თვალის ახელა და ხ=სხვა გასხივოსნებები ) ეს სარკაზმით და სერიოზულად მართლა ასეა. წარმატებები. გამარჯობა გილოცავ ახალ წელს ! მადლობა პასუხისთვის 🥰 ფანატიზმისა და ამპარტავნობის ეტაპები დასაწყისში გამოვიარე და ჩემი აზრით ამის გამო სამყარომ ისეთი ცხოვრებისეული სიტუაციები გამომატარა , რომ ეს ფარსი წარმოდგენები ჩემზე და ჩემს გარეთ თავზე დამენგრა . ამის გაცნობიერებით დაიწყო ძვრა ჩემში . კვებაზე სპეციფიურად ვარ რადგან არის პროდუქტი , რომლის გამოც პირში და სახეზე მაყრის და ამით ვხვდები იმ ეტაპზე რა მჭირდება და რა არა . მაგალითად ხორცის ერთჯერადი ჭამა არაფერს მაგრამ თუ ვჭამე კვირაში 3-4 ჯერ შინაგანი დაძაბულობები მეწყება , შინაგანი დიალოგიც მძიმდება და საბოლოოდ ისეთ მდგომარეობამდე მივდივარ რომ თავს ვანებებ . ზოგჯერ ისე ვარ რო დღეები შეიძლება გაღვივებულ ხორბალზე ვიყო და თავს კარგად ვგრძნობდე , მაგალითად მზიან დღეებში საღამომდე გამოთიშული ვარ ( ფსიქიკა ძალიანდაძაბული მაქვს ) და როგორც კი მზე გადადის შვების გრძნობა მაქვს , თუმცა ეს ასე არ არის ყოველთვის . მართალი ხარ ბევრის გამოცდილება წამიკითხავს და ვიცი ადამიანები ტკივილის გარეშეც გადიან ამ ეტაპებს მაგრამ მე ტკივილის გარეშე არამგონია გამზრდოდა ცნობიერება . მიხარია რომ ეს ადგილი ვიპოვე და ასეთ რჩევებს მაძლევთ თავს ახლა ბევრად მშვიდად ვგრძნობ . აქედან ბევრი ჯგუფი და საიტიც ვიპოვე რომელიც მჭირდებოდა 👍❤️ |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 31st May 2024 - 05:51 PM |