ტრანსფორმაცია |
ტრანსფორმაცია |
Dec 30 2023, 08:39 AM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა ! სამი წლის წინ სხეულს გარეთ გამოცდილება მქონდა , რომელიც თავისით გადამხდა . იმ წლებში საერთოდ არ ვიცოდი სულიერების ან რაიმე სულიერი ცოდნების შესახებ . ჩემი გამოცდილება შემდეგნაირი იყო : ოთახში დავწექი საღამოს პერიოდი იყო ( არა ძილის დრო ) და ჩაძინებიდან მალევე გამეღვიძა ჩემივე ოთახში . თავიდან ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა და ოთახიდან გასვლა დავაპირე ... ოდნავ გავცდი თუ არა ოთახს უდიდესი ნეტარება , სიმშვიდე და სიყვარულის მძაფრი შეგრძნება დავიწყე , რომელიც არ ჩერდებოდა და მუდმივი იყო .... ყველაფერი იგივე იყო როგორც ჩაძინებამდე დავტოვე სახლში , როდესაც სამზარეულოს მივუახლოვდი თითქოს ნიავმა ამწია და წამიყვანა სამზარეულოს ფანჯრისკენ რომელიც ოდნავ იყო ღია . ( ახლა ვაცნობიერებ რომ ჰაერში არაფერს ავუწევივარ ეს ჩემი განზრახვით გავაკეთე , მაგრამ იმ პერიოდში უბრალოდ ნიავი მეგონა ) . ფანჯრიდან გასვლას ვაპირებდი როცა ვიფიქრე რომ ეს ცუდი იდეა იყო და გავჩერდი ფანჯარასთან , ამ დროს მოვტრიალდი და დავინახე ჩემი კატა როგორ გამოდიოდა ოთახიდან და მოათრევდა პირში სათამაშოს ზუსტად თავის ზომას და გამჭვირვალეს და ამის დანახვაზე ავიხედე ოთახისკენ და გავაცნობიერე რომ თუ ოთახისკენ დავბრუნდებოდი ჩემს თავს მწოლიარეს დავინახავდი და ამის გაფიქრებასთან ერთად შიშმა ამიტანა და შიშის ვიბრაცია როგორც კი შემოვიდა ჩემში ავტომატურად უკან ჩავეშვი სხეულში ( ეგეთი შეგრძნება მქონდა ) და სიზმარში გავიღვიძე უკვე ჩემს სახლში და სიზმრიდან შემდეგ უკვე რეალობაში . როცა რეალობაში გავიღვიძე რამდენიმე წუთი ვერ ვმოძრაობდი თითქოს სისხლით ახლიდან ვივსებოდი... რომ ავდექი პირველი მეგობარს დავურეკე და მოვუყევი რომ არ დამვიწყებოდა. რომ გავიარე თითქოს ახლიდან ვიწყებდი სიარულს , სახე შეცვლილი მქონდა და თვალები ჩასისხლიანებული . აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე და წყლის შეხებაზე კინაღამ გავითიშე . მაგ დღეს თითქოს ახლიდან დავიბადე რადგან შეგრძნებები იმაზე ბევრად სენსიტიური გახდა ვიდრე მანამდე იყო . რამდენიმე კვირა იმ სიამოვნებას ვერ ვივიწყებდი რომელიც იქ განვიცადე .
ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, კერძოდ დავკარგე ინტერესი ყველასი და ყველაფრის რადგან თითქოს გრძნობები გამიქრა და ემოციების შეგრძნება მიჭირდა პირველი რამდენიმე თვე, გამოვიარე დეპრესია თუმცა მაგ დროს ამას ვერ ვაცნობიერებდი . გავხდი ნეგატიური და სახლში დავიწყე ნეგატიური ენერგიების შეგრძნება . თავიდან მეშინოდა მაგრამ შემდეგ ნორმალურად აღვიქვი ეგ ყველაფერი . მაგ პერიოდში მარტო ვცხოვრობდი და ბოლო სართულზე სრულიად მარტო ვიყავი . დამეწყო ხილვების მსგავსი სიზმრები სადაც ვიღაც მაკვირდებოდა თითქოს და მხოლოდ თვალს ვხედავდი . ერთ დღეს გაცნობიერებული სიზმარი მქონდა ( გაუცნობიერებლად ) და როდესაც გავაცნობიერე რომ სიზმარში ვიყავი რაღაც ამოუხსნელმა ძალამ მაიძულა რომ სახლის კარები გამეღო და აივნის კარიდან ისევ თვალი მიყურებდა რომელსაც კარები გავუღე და შემოვუშვი სახლში . ის ვინც სახლში შემოვიდა 2-3 მეტრის იქნებოდა .. ქერა თმიანი ახალგაზრდა მამაკაცი და თითქოს მისი სხეული ანათებდა ( ჩემმა გონებამ რატომღაც ასეთი ინტერპრეტაცია გაუკეთა ) და მე შიშით ლოცვა დავიწყე ... ისეთი ლოცვები რომლებიც მაშინ არც კი ვიცოდი ( არც ვლოცულობდი არასდროს ) . როდესაც ლოცვას მოვრჩი განათდა ის და გავნათდი მეც და განათდა მთელი აივანი და თითქოს ჩემთავს ზევიდან ვუყურებდი როგორ გადაიქცა ყველაფერი ნათელში და გავიღვიძე. რომ გავიღვიძე ოთახში მისი ფორმის ანარეკლი დავინახე ( თვალის მეხსიერებით ) . ტირილი დავიწყე მახსოვს.. ბედნიერი ვიყავი მაგრამ დღემდე არ ვიცი რატომ . ამის შემდეგ ფიზიკური აღნაგობა შემეცვალა , მაგნეტიზმი ქონდა ჩემს სიტყვებს კარგად მახსოვს . გონების გაცნობიერებულობის მომატების გამო ამპარტავნობა შემოიპარა ჩემში და მოკლედ რომ ვთქვა იმის მერე 3 წელი გავიდა ბოლო ერთი წელია მძლავრი ტრანსფორმაცია დაიწყო ჩემში სულიერი , ჩემი მოგროვებული ინფორმაციებით გამოვიარე სულის ბნელი ღამე , რომელიც ალბათ 8 თვე გაგრძელდა. ამ პერიოდში ფიზიკური და მენტალური ტკივილის გამო სუიციდური აზრებიც კი მაწუხებდა თუმცა ვიცოდი რომ ეს აზრები ჩემი არ იყო . ენერგია თითქმის არასდროს მქონდა , შემეცვალა წარმოდგენები , დამოკიდებულებები . შემეცვალა კვების რაციონი ( ვიყავი ვეგეტარიანელი ,ვეგანი ) ხორცს დღემდე " ვერ " ვჭამ . დავიწყე ნატიფი სამყაროების აღქმა , აზრების და ემოციების კონტროლი . ა !!! შეკითხვა !!! . ამ ეტაპზე ძალიან დაბნეული ვარ , არ ვარ ის ადამიანი ვინც 22 წელი ვიყავი , ვერ ვეწყობი ჩემს გარშემო ადამიანებს, ოჯახს , ნათესავებს , მეგობრებს . ჩემი გონება პირდაპირი გაგებით ემოციურად მჭამს და ამის გამო პრაქტიკულად ეგოსგან ვთავისუფლდები ამ ეტაპზე. კარგად აღარ მახსოვს ჩემი წარსული , ჩემი უახლოესი წარსულიც კი, დამებლოკა მეხსიერება.. ამის გამო არ მახსოვს რა მომწონს და რა მომწონდა . აღარ მაქვს ძველი შეგრძნებები .. მიწევს ვისწავლო ჩემი დამოკიდებულებების კონტროლი რადგან ნებისმიერი გაბრაზება და ნეგატიური ემოცია პირდაპირ ანგრევს ჩემი სამყაროს ნიშას . ახლა დამკვირვებლის ცოდნა გამეხსნა , ვაცნობიერებ ჩემს ავტომატურ პატერნებს და რეაქციებს და აქ მჭირდება თქვენი დახმარება . მინდა დამკვირვებლის ცნობიერების როლი ვინმემ უკეთესად ამიხსნათ , ამიხსნათ პრაქტიკის ზუსტი მნიშვნელობა და ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაზე მომცეთ რჩევები წიგნის , პირადი გამოცდილების ან რომელიმე სულიერი მასწავლებლის სახით . ჩემში არ არის სიყვარული , სიმშვიდე და არც ნეგატიური ემოციები . თითქოს 0 ვარ არც იქით ვარ და არც აქეთ . ბოდიშით თუ გაუგებრად დავწერე . დიდ მადლობას გიხდით წინასწარ ! |
|
|
Jan 16 2024, 09:42 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,155 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna
ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს რომ მიაღწიოს სულიერ ამაღლებას. მე ბავშვობაში სახარებამ დამეხმარა და გამაძლიერა სიყვარულით, ეკლესიური არასოდეს ვყოფილვარ და არც რომელიმე სექტაში, უბრალოდ წავიკითხე და ვიგრძენი. წლების მერე ვნახე ფილმი სიქრეთი და წავიკითხე რონდა მპერნის წიგნები, რომელმაც შეავსო ჩემში რაც მაკლდა. ახლა მაქვს ახალი წიგნი, რომელიც უფრო მაღალ მდგომარეობაზეა და ნელ-ნელა ჩავუჯდები. ცხოვრება არასოდეს წყვეტს სურვილს რომ უფრო მაღლა ახვიდე და მწვერვალს მიაღწიო. მე ჩემს ცნობიერებაში რონდა მპერნი ჩემს მასწავლებლად დავასახელე. მთავარი რონდა მპერნის პრაქტიკებში, მაგია როგორც ის ამბობს (ქართულად ვიტყოდი ჯადოსნური, რადგან ეს მაგია არის თეთრი), არის მადლიერების გრძნობა. მთელი შენი არსება უნდა მოიცვას მადლიერების გრძნობამ. ეს არის ერთგვარი სიყვარული, რომელსაც თან ახლავს მადლიერება. ამას გამომუშავება და ერთგვარი ვარჯიში უნდა, რომ გაითავისო. ეს გზა ჩემთვის იყო ყველაფერი. ამ გზამ წამწია, მაგრამ აქ არიან ადამიანები, რომლებმაც სხვა გზით მიაღწიეს იგივეს, ამიტომ გითხარი მე ჩემი, იმედია თუ შემოვიდნენ ისინიც თავიანთ გზას გიჩვენებენ. შენ უბალოდ აირჩევ. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 22nd September 2024 - 10:03 PM |