ტრანსფორმაცია |
ტრანსფორმაცია |
Dec 30 2023, 08:39 AM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა ! სამი წლის წინ სხეულს გარეთ გამოცდილება მქონდა , რომელიც თავისით გადამხდა . იმ წლებში საერთოდ არ ვიცოდი სულიერების ან რაიმე სულიერი ცოდნების შესახებ . ჩემი გამოცდილება შემდეგნაირი იყო : ოთახში დავწექი საღამოს პერიოდი იყო ( არა ძილის დრო ) და ჩაძინებიდან მალევე გამეღვიძა ჩემივე ოთახში . თავიდან ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა და ოთახიდან გასვლა დავაპირე ... ოდნავ გავცდი თუ არა ოთახს უდიდესი ნეტარება , სიმშვიდე და სიყვარულის მძაფრი შეგრძნება დავიწყე , რომელიც არ ჩერდებოდა და მუდმივი იყო .... ყველაფერი იგივე იყო როგორც ჩაძინებამდე დავტოვე სახლში , როდესაც სამზარეულოს მივუახლოვდი თითქოს ნიავმა ამწია და წამიყვანა სამზარეულოს ფანჯრისკენ რომელიც ოდნავ იყო ღია . ( ახლა ვაცნობიერებ რომ ჰაერში არაფერს ავუწევივარ ეს ჩემი განზრახვით გავაკეთე , მაგრამ იმ პერიოდში უბრალოდ ნიავი მეგონა ) . ფანჯრიდან გასვლას ვაპირებდი როცა ვიფიქრე რომ ეს ცუდი იდეა იყო და გავჩერდი ფანჯარასთან , ამ დროს მოვტრიალდი და დავინახე ჩემი კატა როგორ გამოდიოდა ოთახიდან და მოათრევდა პირში სათამაშოს ზუსტად თავის ზომას და გამჭვირვალეს და ამის დანახვაზე ავიხედე ოთახისკენ და გავაცნობიერე რომ თუ ოთახისკენ დავბრუნდებოდი ჩემს თავს მწოლიარეს დავინახავდი და ამის გაფიქრებასთან ერთად შიშმა ამიტანა და შიშის ვიბრაცია როგორც კი შემოვიდა ჩემში ავტომატურად უკან ჩავეშვი სხეულში ( ეგეთი შეგრძნება მქონდა ) და სიზმარში გავიღვიძე უკვე ჩემს სახლში და სიზმრიდან შემდეგ უკვე რეალობაში . როცა რეალობაში გავიღვიძე რამდენიმე წუთი ვერ ვმოძრაობდი თითქოს სისხლით ახლიდან ვივსებოდი... რომ ავდექი პირველი მეგობარს დავურეკე და მოვუყევი რომ არ დამვიწყებოდა. რომ გავიარე თითქოს ახლიდან ვიწყებდი სიარულს , სახე შეცვლილი მქონდა და თვალები ჩასისხლიანებული . აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე და წყლის შეხებაზე კინაღამ გავითიშე . მაგ დღეს თითქოს ახლიდან დავიბადე რადგან შეგრძნებები იმაზე ბევრად სენსიტიური გახდა ვიდრე მანამდე იყო . რამდენიმე კვირა იმ სიამოვნებას ვერ ვივიწყებდი რომელიც იქ განვიცადე .
ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, კერძოდ დავკარგე ინტერესი ყველასი და ყველაფრის რადგან თითქოს გრძნობები გამიქრა და ემოციების შეგრძნება მიჭირდა პირველი რამდენიმე თვე, გამოვიარე დეპრესია თუმცა მაგ დროს ამას ვერ ვაცნობიერებდი . გავხდი ნეგატიური და სახლში დავიწყე ნეგატიური ენერგიების შეგრძნება . თავიდან მეშინოდა მაგრამ შემდეგ ნორმალურად აღვიქვი ეგ ყველაფერი . მაგ პერიოდში მარტო ვცხოვრობდი და ბოლო სართულზე სრულიად მარტო ვიყავი . დამეწყო ხილვების მსგავსი სიზმრები სადაც ვიღაც მაკვირდებოდა თითქოს და მხოლოდ თვალს ვხედავდი . ერთ დღეს გაცნობიერებული სიზმარი მქონდა ( გაუცნობიერებლად ) და როდესაც გავაცნობიერე რომ სიზმარში ვიყავი რაღაც ამოუხსნელმა ძალამ მაიძულა რომ სახლის კარები გამეღო და აივნის კარიდან ისევ თვალი მიყურებდა რომელსაც კარები გავუღე და შემოვუშვი სახლში . ის ვინც სახლში შემოვიდა 2-3 მეტრის იქნებოდა .. ქერა თმიანი ახალგაზრდა მამაკაცი და თითქოს მისი სხეული ანათებდა ( ჩემმა გონებამ რატომღაც ასეთი ინტერპრეტაცია გაუკეთა ) და მე შიშით ლოცვა დავიწყე ... ისეთი ლოცვები რომლებიც მაშინ არც კი ვიცოდი ( არც ვლოცულობდი არასდროს ) . როდესაც ლოცვას მოვრჩი განათდა ის და გავნათდი მეც და განათდა მთელი აივანი და თითქოს ჩემთავს ზევიდან ვუყურებდი როგორ გადაიქცა ყველაფერი ნათელში და გავიღვიძე. რომ გავიღვიძე ოთახში მისი ფორმის ანარეკლი დავინახე ( თვალის მეხსიერებით ) . ტირილი დავიწყე მახსოვს.. ბედნიერი ვიყავი მაგრამ დღემდე არ ვიცი რატომ . ამის შემდეგ ფიზიკური აღნაგობა შემეცვალა , მაგნეტიზმი ქონდა ჩემს სიტყვებს კარგად მახსოვს . გონების გაცნობიერებულობის მომატების გამო ამპარტავნობა შემოიპარა ჩემში და მოკლედ რომ ვთქვა იმის მერე 3 წელი გავიდა ბოლო ერთი წელია მძლავრი ტრანსფორმაცია დაიწყო ჩემში სულიერი , ჩემი მოგროვებული ინფორმაციებით გამოვიარე სულის ბნელი ღამე , რომელიც ალბათ 8 თვე გაგრძელდა. ამ პერიოდში ფიზიკური და მენტალური ტკივილის გამო სუიციდური აზრებიც კი მაწუხებდა თუმცა ვიცოდი რომ ეს აზრები ჩემი არ იყო . ენერგია თითქმის არასდროს მქონდა , შემეცვალა წარმოდგენები , დამოკიდებულებები . შემეცვალა კვების რაციონი ( ვიყავი ვეგეტარიანელი ,ვეგანი ) ხორცს დღემდე " ვერ " ვჭამ . დავიწყე ნატიფი სამყაროების აღქმა , აზრების და ემოციების კონტროლი . ა !!! შეკითხვა !!! . ამ ეტაპზე ძალიან დაბნეული ვარ , არ ვარ ის ადამიანი ვინც 22 წელი ვიყავი , ვერ ვეწყობი ჩემს გარშემო ადამიანებს, ოჯახს , ნათესავებს , მეგობრებს . ჩემი გონება პირდაპირი გაგებით ემოციურად მჭამს და ამის გამო პრაქტიკულად ეგოსგან ვთავისუფლდები ამ ეტაპზე. კარგად აღარ მახსოვს ჩემი წარსული , ჩემი უახლოესი წარსულიც კი, დამებლოკა მეხსიერება.. ამის გამო არ მახსოვს რა მომწონს და რა მომწონდა . აღარ მაქვს ძველი შეგრძნებები .. მიწევს ვისწავლო ჩემი დამოკიდებულებების კონტროლი რადგან ნებისმიერი გაბრაზება და ნეგატიური ემოცია პირდაპირ ანგრევს ჩემი სამყაროს ნიშას . ახლა დამკვირვებლის ცოდნა გამეხსნა , ვაცნობიერებ ჩემს ავტომატურ პატერნებს და რეაქციებს და აქ მჭირდება თქვენი დახმარება . მინდა დამკვირვებლის ცნობიერების როლი ვინმემ უკეთესად ამიხსნათ , ამიხსნათ პრაქტიკის ზუსტი მნიშვნელობა და ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაზე მომცეთ რჩევები წიგნის , პირადი გამოცდილების ან რომელიმე სულიერი მასწავლებლის სახით . ჩემში არ არის სიყვარული , სიმშვიდე და არც ნეგატიური ემოციები . თითქოს 0 ვარ არც იქით ვარ და არც აქეთ . ბოდიშით თუ გაუგებრად დავწერე . დიდ მადლობას გიხდით წინასწარ ! |
|
|
Jan 16 2024, 02:55 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna
როგორც მივხვდი, სტრესულმა მოვლენებმა უკვე ჩაიარა და მაინც დაგიტოვათ გარკვეული შფოთვის შეგრძნებები. მგონი, თუ ორგანიზმი მიეჩვია რომ გამოიმუშავოს სტრესის ჰორმონები, სტრესული მოვლენები რომც დამთავრდეს ორგანიზმი ავტომატურ რეჟიმში მაიმც აგრძელებს ამ ჰორმონების გამოყოფას. ამ დროს ალბათ ორგანიზმმა ახლიდან უნდა ისწავლოს ძველ, უსტრესო რეჟიმზე გადაეწყოს.. პირველ რიგში ალბათ გაცნობიერებულად ყოფნით. დააკვირდით როგორი ფიქრები შემოდის თქვენში, როგორ განცდებს ტოვებს. მაქსიმალურად აწმყოში იცხოვრეთ. ვფიქრობ, ასევე ეფექტურია გარემოზე დაკვირვება. აი მაგალითად, ქუჩაში რომ მიდიხართ რამხელა სივრცეს აღიქვამთ თქვეს ირგვლივ. თუ საკუთარ ფიქრებს არის აყოლილი ადამიანი, მაშინ ძალიან პატარა რადიუსი აღიქმება. ყურადღებას თუ გარე მოვლენებზე გადაიტანთ ეს რადიუსი უფრო ფართოვდება. ასეთი დაკვირვების დროს გონება არ უნდა იყოს დაძაბული, პირიქით მაქსიმალურად მოდუნებული უნდა იყოს და მაინც აღიქვამდეს ირგვლივ სივრცეს. ისე ზოგადად, ტვინი ისეა მოწყობილი, რომ თუ რამე პრობლემაა უნდა რომ დროულად მოაგვაროს და ესეც უნდა იყოს... მაგრამ მუდმივი პრობლემის რეჟიმში არ იმდა იცხოვროს გონებამ.. ზოგადად უცხო გარემოში უფრო ბუნებრივია ესეთი პრობლემები.. მთლიამად საქმით ხდება ადამიანი მოცული და ემოციები და სხვა შეგრძნებები აკლდება ხოლმე. აუცილებელია მაინც გარკვეული დროის გამონახვა, მეგობრების ნახვა, განტვირთვა.. -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Jan 18 2024, 08:04 AM
Post
#3
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna როგორც მივხვდი, სტრესულმა მოვლენებმა უკვე ჩაიარა და მაინც დაგიტოვათ გარკვეული შფოთვის შეგრძნებები. მგონი, თუ ორგანიზმი მიეჩვია რომ გამოიმუშავოს სტრესის ჰორმონები, სტრესული მოვლენები რომც დამთავრდეს ორგანიზმი ავტომატურ რეჟიმში მაიმც აგრძელებს ამ ჰორმონების გამოყოფას. ამ დროს ალბათ ორგანიზმმა ახლიდან უნდა ისწავლოს ძველ, უსტრესო რეჟიმზე გადაეწყოს.. პირველ რიგში ალბათ გაცნობიერებულად ყოფნით. დააკვირდით როგორი ფიქრები შემოდის თქვენში, როგორ განცდებს ტოვებს. მაქსიმალურად აწმყოში იცხოვრეთ. ვფიქრობ, ასევე ეფექტურია გარემოზე დაკვირვება. აი მაგალითად, ქუჩაში რომ მიდიხართ რამხელა სივრცეს აღიქვამთ თქვეს ირგვლივ. თუ საკუთარ ფიქრებს არის აყოლილი ადამიანი, მაშინ ძალიან პატარა რადიუსი აღიქმება. ყურადღებას თუ გარე მოვლენებზე გადაიტანთ ეს რადიუსი უფრო ფართოვდება. ასეთი დაკვირვების დროს გონება არ უნდა იყოს დაძაბული, პირიქით მაქსიმალურად მოდუნებული უნდა იყოს და მაინც აღიქვამდეს ირგვლივ სივრცეს. ისე ზოგადად, ტვინი ისეა მოწყობილი, რომ თუ რამე პრობლემაა უნდა რომ დროულად მოაგვაროს და ესეც უნდა იყოს... მაგრამ მუდმივი პრობლემის რეჟიმში არ იმდა იცხოვროს გონებამ.. ზოგადად უცხო გარემოში უფრო ბუნებრივია ესეთი პრობლემები.. მთლიამად საქმით ხდება ადამიანი მოცული და ემოციები და სხვა შეგრძნებები აკლდება ხოლმე. აუცილებელია მაინც გარკვეული დროის გამონახვა, მეგობრების ნახვა, განტვირთვა.. მადლობა რჩევისთის ❤️ კი ავტომატურ რეჟიმში დამრჩა ეს რეაქციები ორგანიზმში და ვმუშაობ ამაზე . მაგალითად თუ გულის ცენტრს ვანთებ განზრახ ამდროს აწმყოში ვარ ტოტალურად და გაცნობიერებული ვარ ბევრად მაგრამ მომენტები მაქვს რომ რაღაც ფიქრი წამიღებს .. უფრო ზუსტად ემოცია და ვსუსტდები შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობას ვკარგავ და მანდ იწყება ჯოჯოხეთი . ზოგჯერ დღეები მაქვს რომ ნეგატიური ემოციები ვერ შემოდის ჩემში , თუმცა ამ დღეების შემდეგ ისევ იგივე მორევში ვეშვები . ვერ ვინარჩუნებ წონასწორობას გარე სამყაროსთან და ჩემს თავთან |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 3rd June 2024 - 05:11 PM |