![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
WHITE soul ![]() Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
გამარჯობა ! სამი წლის წინ სხეულს გარეთ გამოცდილება მქონდა , რომელიც თავისით გადამხდა . იმ წლებში საერთოდ არ ვიცოდი სულიერების ან რაიმე სულიერი ცოდნების შესახებ . ჩემი გამოცდილება შემდეგნაირი იყო : ოთახში დავწექი საღამოს პერიოდი იყო ( არა ძილის დრო ) და ჩაძინებიდან მალევე გამეღვიძა ჩემივე ოთახში . თავიდან ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა და ოთახიდან გასვლა დავაპირე ... ოდნავ გავცდი თუ არა ოთახს უდიდესი ნეტარება , სიმშვიდე და სიყვარულის მძაფრი შეგრძნება დავიწყე , რომელიც არ ჩერდებოდა და მუდმივი იყო .... ყველაფერი იგივე იყო როგორც ჩაძინებამდე დავტოვე სახლში , როდესაც სამზარეულოს მივუახლოვდი თითქოს ნიავმა ამწია და წამიყვანა სამზარეულოს ფანჯრისკენ რომელიც ოდნავ იყო ღია . ( ახლა ვაცნობიერებ რომ ჰაერში არაფერს ავუწევივარ ეს ჩემი განზრახვით გავაკეთე , მაგრამ იმ პერიოდში უბრალოდ ნიავი მეგონა ) . ფანჯრიდან გასვლას ვაპირებდი როცა ვიფიქრე რომ ეს ცუდი იდეა იყო და გავჩერდი ფანჯარასთან , ამ დროს მოვტრიალდი და დავინახე ჩემი კატა როგორ გამოდიოდა ოთახიდან და მოათრევდა პირში სათამაშოს ზუსტად თავის ზომას და გამჭვირვალეს და ამის დანახვაზე ავიხედე ოთახისკენ და გავაცნობიერე რომ თუ ოთახისკენ დავბრუნდებოდი ჩემს თავს მწოლიარეს დავინახავდი და ამის გაფიქრებასთან ერთად შიშმა ამიტანა და შიშის ვიბრაცია როგორც კი შემოვიდა ჩემში ავტომატურად უკან ჩავეშვი სხეულში ( ეგეთი შეგრძნება მქონდა ) და სიზმარში გავიღვიძე უკვე ჩემს სახლში და სიზმრიდან შემდეგ უკვე რეალობაში . როცა რეალობაში გავიღვიძე რამდენიმე წუთი ვერ ვმოძრაობდი თითქოს სისხლით ახლიდან ვივსებოდი... რომ ავდექი პირველი მეგობარს დავურეკე და მოვუყევი რომ არ დამვიწყებოდა. რომ გავიარე თითქოს ახლიდან ვიწყებდი სიარულს , სახე შეცვლილი მქონდა და თვალები ჩასისხლიანებული . აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე და წყლის შეხებაზე კინაღამ გავითიშე . მაგ დღეს თითქოს ახლიდან დავიბადე რადგან შეგრძნებები იმაზე ბევრად სენსიტიური გახდა ვიდრე მანამდე იყო . რამდენიმე კვირა იმ სიამოვნებას ვერ ვივიწყებდი რომელიც იქ განვიცადე .
ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, კერძოდ დავკარგე ინტერესი ყველასი და ყველაფრის რადგან თითქოს გრძნობები გამიქრა და ემოციების შეგრძნება მიჭირდა პირველი რამდენიმე თვე, გამოვიარე დეპრესია თუმცა მაგ დროს ამას ვერ ვაცნობიერებდი . გავხდი ნეგატიური და სახლში დავიწყე ნეგატიური ენერგიების შეგრძნება . თავიდან მეშინოდა მაგრამ შემდეგ ნორმალურად აღვიქვი ეგ ყველაფერი . მაგ პერიოდში მარტო ვცხოვრობდი და ბოლო სართულზე სრულიად მარტო ვიყავი . დამეწყო ხილვების მსგავსი სიზმრები სადაც ვიღაც მაკვირდებოდა თითქოს და მხოლოდ თვალს ვხედავდი . ერთ დღეს გაცნობიერებული სიზმარი მქონდა ( გაუცნობიერებლად ) და როდესაც გავაცნობიერე რომ სიზმარში ვიყავი რაღაც ამოუხსნელმა ძალამ მაიძულა რომ სახლის კარები გამეღო და აივნის კარიდან ისევ თვალი მიყურებდა რომელსაც კარები გავუღე და შემოვუშვი სახლში . ის ვინც სახლში შემოვიდა 2-3 მეტრის იქნებოდა .. ქერა თმიანი ახალგაზრდა მამაკაცი და თითქოს მისი სხეული ანათებდა ( ჩემმა გონებამ რატომღაც ასეთი ინტერპრეტაცია გაუკეთა ) და მე შიშით ლოცვა დავიწყე ... ისეთი ლოცვები რომლებიც მაშინ არც კი ვიცოდი ( არც ვლოცულობდი არასდროს ) . როდესაც ლოცვას მოვრჩი განათდა ის და გავნათდი მეც და განათდა მთელი აივანი და თითქოს ჩემთავს ზევიდან ვუყურებდი როგორ გადაიქცა ყველაფერი ნათელში და გავიღვიძე. რომ გავიღვიძე ოთახში მისი ფორმის ანარეკლი დავინახე ( თვალის მეხსიერებით ) . ტირილი დავიწყე მახსოვს.. ბედნიერი ვიყავი მაგრამ დღემდე არ ვიცი რატომ . ამის შემდეგ ფიზიკური აღნაგობა შემეცვალა , მაგნეტიზმი ქონდა ჩემს სიტყვებს კარგად მახსოვს . გონების გაცნობიერებულობის მომატების გამო ამპარტავნობა შემოიპარა ჩემში და მოკლედ რომ ვთქვა იმის მერე 3 წელი გავიდა ![]() ბოლო ერთი წელია მძლავრი ტრანსფორმაცია დაიწყო ჩემში სულიერი , ჩემი მოგროვებული ინფორმაციებით გამოვიარე სულის ბნელი ღამე , რომელიც ალბათ 8 თვე გაგრძელდა. ამ პერიოდში ფიზიკური და მენტალური ტკივილის გამო სუიციდური აზრებიც კი მაწუხებდა თუმცა ვიცოდი რომ ეს აზრები ჩემი არ იყო . ენერგია თითქმის არასდროს მქონდა , შემეცვალა წარმოდგენები , დამოკიდებულებები . შემეცვალა კვების რაციონი ( ვიყავი ვეგეტარიანელი ,ვეგანი ) ხორცს დღემდე " ვერ " ვჭამ . დავიწყე ნატიფი სამყაროების აღქმა , აზრების და ემოციების კონტროლი . ა !!! შეკითხვა !!! . ამ ეტაპზე ძალიან დაბნეული ვარ , არ ვარ ის ადამიანი ვინც 22 წელი ვიყავი , ვერ ვეწყობი ჩემს გარშემო ადამიანებს, ოჯახს , ნათესავებს , მეგობრებს . ჩემი გონება პირდაპირი გაგებით ემოციურად მჭამს და ამის გამო პრაქტიკულად ეგოსგან ვთავისუფლდები ამ ეტაპზე. კარგად აღარ მახსოვს ჩემი წარსული , ჩემი უახლოესი წარსულიც კი, დამებლოკა მეხსიერება.. ამის გამო არ მახსოვს რა მომწონს და რა მომწონდა . აღარ მაქვს ძველი შეგრძნებები .. მიწევს ვისწავლო ჩემი დამოკიდებულებების კონტროლი რადგან ნებისმიერი გაბრაზება და ნეგატიური ემოცია პირდაპირ ანგრევს ჩემი სამყაროს ნიშას . ახლა დამკვირვებლის ცოდნა გამეხსნა , ვაცნობიერებ ჩემს ავტომატურ პატერნებს და რეაქციებს და აქ მჭირდება თქვენი დახმარება . მინდა დამკვირვებლის ცნობიერების როლი ვინმემ უკეთესად ამიხსნათ , ამიხსნათ პრაქტიკის ზუსტი მნიშვნელობა და ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაზე მომცეთ რჩევები წიგნის , პირადი გამოცდილების ან რომელიმე სულიერი მასწავლებლის სახით . ჩემში არ არის სიყვარული , სიმშვიდე და არც ნეგატიური ემოციები . თითქოს 0 ვარ არც იქით ვარ და არც აქეთ . ბოდიშით თუ გაუგებრად დავწერე . დიდ მადლობას გიხდით წინასწარ ! |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
გამიჩნდა კომპლექსები , შიშები , გაუბედავობა , როდიდან გაჩნდა ესენი და რაიმე კონკრეტულ მოვლენას ხომ არ უკავშირდება? ყველაზე მეტად ის მიქმნის დისკომფორტს რომ ჩემი მშობლების მიმართ და იმ ახლო ადამიანების მიმართ ვისთან ერთადაც გავიზარდე აღარ მაქვს ის გრძნობები , რომელიც აქამდე მაკავშირებდა . თითქოს ყველა გაუცხოვდა ჩემთვის და სინამდვილეში მე გავუცხოვდი მათთვის . ადრე ახსენეთ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობთ და შესაძლოა ეს კონკრეტული გრძნობა აქედან მოდიოდეს. როცა ადამიანებთან აღარ გაქვს ისეთი ხშირი კონტაქტი როგორიც ადრე და თანაც ამდენი ხნის განმავლობაში, რთულია ყველაფერი ისევ ისე იყოს... -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
![]()
Post
#3
|
|
WHITE soul ![]() Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
როდიდან გაჩნდა ესენი და რაიმე კონკრეტულ მოვლენას ხომ არ უკავშირდება? ადრე ახსენეთ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობთ და შესაძლოა ეს კონკრეტული გრძნობა აქედან მოდიოდეს. როცა ადამიანებთან აღარ გაქვს ისეთი ხშირი კონტაქტი როგორიც ადრე და თანაც ამდენი ხნის განმავლობაში, რთულია ყველაფერი ისევ ისე იყოს... გამარჯობა ❤️ეს ყველაფერი დაახლოვებით 1 თვეა რაც დაიწყო. ზოგადად ბოლო 4 თვეა აქტიურად მაწუხებს აზრი რომ ჩემი “მე” მხოლოდ გონებით, კონკრეტულად “ მეხსიერული ნაწილით “ არ შემოიფარგლება. ამის გაანალიზებამ საშვალება მომცა რომ დაკვირვება დამეწყო ფიქრებზე , ემოციებზე ჩემს ავტომატურ რეაქციებზე და ამის ხარჯზე გავთავისუფლდი ჩემივე თავში შექმნილი ილუზორული პრობლემებისგან . დაკვირვების ხარჯზე ცნობიერების საკმაოდ ღრმა სიმშვიდის მდგომარეობაში გადავვარდი და სამყარო პირდაპირი გაგებით როგორც სამოთხე ისე გადაიშალა ჩემს აღქმაში … ეს ჩემი უნიკალური გამოცდილება იყო . მაგ მდგომარეობაში გავაცნობიერე რომ მისია მაქვს რომლის არ განხორციელებაც ჩემს შინაგან დანგრევას იწვევს . ასევე იმ ჩემთვის “ მაღალვიბრაციულ “ მდგომარეობაში ყველაფერი თამაშს გავდა რომლის მართვაც ჩემივე მდგომარეობით შემეძლო. ამიტომ ვეძახი მაგ მდგომარეობას სამოთხეს . ცოტა არ იყოს რთულია ემოციების გონების ენაზე ახსნა მაგრამ ამ ბოლო 1 თვეში განვითარებულმა მოვლენებმა მთლიანად გამწია გარემოებებისგან შექმნილი თავისგან ანუ “ ეგოსგან “ და შებყრობილი გავხდი ჩემი ნამდვილი “მე”-ს შეცნობით . აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცის თქმა მინდა . აქამდე გაგებული მქონდა აზრი ამ ფორუმიდან და სხვადასხვა ეზოთერული წიგნებიდან რაღაც “ არსებების “ შესახებ რომლებიც ჩვენს გონებაში ჩარევას ახერხებდნენ და ამ ჩარევით მანიპულირებენ . აქამდე არ მესმოდა ეს ყველაფერი მაგრამ ახლა ჩემს გამოცდილებაზე და დაკვირვებაზე დავწერ . ჩემი დაკვირვებით ადამიანის ტვინი რადიო გადამცემივით მუშაობს , ანუ სიხშირეებზე და სიხშირეს ჩვენი ვიბრაციული მდგომარეობა განსაზღვრავს . თუ დაბალია ვიბრაციები ანუ ხშირადგანვიცდით წყენას , გაბრაზებას , შიშს, აგრესიას , უკმაყოფილებას ჩვენი ტვინი შესაბამის სიხშირეზე იმყოფება და ამ სიხშირეზე ჩვენს თავში აზრები გარედან შემოდის ( ყოველშემთხვევაში რაღაც ნაწილი ) . ამის თქმა მარტივად არის შესაძლებელი თუ დავაკვირდებით აზრების განმეორებას რომელიც ემოციურ ზიანს გვაყენებს და ამ მძიმე აზრებს თუ სურათებიც მოყვება მექანიკური მთლად უბედურებაა რადგან დიდხანს გვჭედავს მაგ მდგომარეობაში . ამის გარდა მაგ დროს მე პირადად ძალიან ბევრი საშინელი და მკრეხელური აზრი მიჩნდება რომელიც ჩემ თავში ფიზიკურად ვერ დაიბადებოდა . როცა ამაზე დაკვირვებას ვიწყებთ ანუ აზრებს აღარ ვაძლევთ ემოციებს ( შესაბამისად ენერგიას ) ეს შენახული ენერგია გვეხმარება ენერგეტიკული სხეულის გამაგრებაში და პრაქტიკის შემდეგ ის ჩახვეული აზრები იწყებს გაქრობას და ნეგატიური ემოციებიც ქრება . შემდეგ იწევა ვიბრავიები გარკვეულ დონეზე და აზრებიც ნათელი ხდება და თითქოს სულის ხმა პირდაპირ ისმის და გზას გაჩვენებს . ამ მდგომარეობაში ხალხს რომ დავაკვირდი დავინახე რომ პირდაპირი გაგებით მანიპულაციის ქვეშ არიან ყოველშემთხვევაში ის სოციუმი ვინც ჩემს გარშემო ხვდება . მათი მხრიდან ხდება შენი მაღალვიბრაციული ყოფიდან ამოგდება და ამის გაკეთების დროს ისინი პირდაპირი გაგებით გაუცნობიერებლად მოქმედებენ . ამაზე დაკვირვებამ გამაანალიზებინა რომ მეც ზეგავლენის ქვეშ ვარ და რეალურად ეს იწვევს ჩვენს ძილის მდგომარეობას . ეს განაალიზებები ბოლოს მომივიდა და ამან ბევრი პიროვნული ტვირთი მომხსნა , ასევე შიშები და სხვა ღრმად ქვეცნობიერულახ ჩაბეჭდილი დამოკიდებულებები. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე ან თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება ? |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 13th June 2024 - 11:31 PM |