![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() VIOLET soul ![]() Group: Moderator Posts: 3,965 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
იმისთვის, რომ შევიცნოთ ჩვენი თავი უკეთ, გავიგოთ როგორაა ადამიანი მოწყობილი ამისთვის უნდა შევისწავლოთ ჩვენი ცრუ ეგო. სანსკრიტულად აჰამკარა
ვედები ამ საკითხს დიდ ყურადღებას უთმობს. კრიშნაც სულ ამაზე ჩასჩიჩინებს არჯუნას. ვედური სწავლებების მიხედვით ადამიანი შედგება: ფიზიკური სხეულისგან-ნატიფი სხეულისგან (ჭკუა-გონება-ცრუ ეგო)-სულისგან (ატმა) ნატიფი სხეულში შედის ცრუ ეგო. ანუ მე-ს შეგრძნება. ეგოს ეძახიან ცრუს იმ შემთხვევაში, თუ ატმა-სულს, რომელმაც არ იცის (ან დაავიწყდა რომ სულია), საკუთარი თავი ერევა გარეგან გარსში ანუ ფიზიკურ სხეულში. ამას ჰქვია ცრუ ეგო. ცრუ ეგოს საპირისპიროა ჭეშმარიტი ეგო. სულიერი სწავლებები სწორედ ამაში გვეხმარება, რომ გავაცნობიეროთ, რომ ამ გარეგნული გარსის შიგნით არსებობს სული ანუ ატმა. ჩვენ სამყაროში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ გაძლიერდეს ცრუ ეგო. როცა გვლანძღავენ გვწყინს, როცა გვაქებენ გვიხარია. ეს სინამდვილეშიცრუ ეგოს თემებია, იმიტომ რომ თავს ვაიგივებთ სხეულთან და იმ შეგრძნებებთან რასაც განვიცდით. ამას უკვდაც არსება ატრმასთან არანაირი კავშირი არ აქვს -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() VIOLET soul ![]() Group: Moderator Posts: 3,965 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ნამდვილი მე-ს აღმოჩენის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა დილით გაღვიძების მომენტი. ამ დროს ხდება შემდეგი: როგორც კი ვახელთ თვალს, ჩვენი მე-ს შეგრძნება იმყოფება "გულში", არა ფიზიკურ გულში, არამედ მკერდის მარჯვენა ნაწილში, რომელიც სულიერი მე-ს ადგილსამყოფელად მიიჩნევა. როცა ვიღვიძებთ, იღვიძებს პირველ რიგში ეს მე - სულიერი ცნობიერება. და შემდეგ წამებში ადის ზემოთ, ირთვება ტვინი და იწყებს მუშაობას ჩვენი ეგოს მე აღქმა - აი, გავიღვიძე მე-პიროვნებამ, რომელსაც ვაიგივებთ პირველ რიგში სხეულთან და ტვინთან, შემდეგ სქესთან, სოციალურ სტატუსებთან და ა.შ. აი, ეს მომენტი უნდა დავიჭიროთ, სანამ "მე" ტვინში ავა, სანამ ფიქრები გაჩნდება და შინაგანი დიალოგი ჩაირთვება. ცოტა რთულია ამის დაჭერა, რადგან წამებში ხდება.
მაგრამ თუ გამოგივათ, დაიჭერთ ამ მე-ს შეგრძნებას, არ აუშვებთ ტვინში და შემდეგ განავრცობთ. რა თქმა უნდა, ამ ცნობიერებაში ცხოვრება დღის განმავლობაში რთულია, რადგან გვაქვს უამრავი საყოფაცხოვრებო საზრუნავი, მაგრამ უკვე გეცოდინებათ როგორია მე-ს შეგრძნება ეგოში, და მე-ს შეგრძნება ატმანში, სულის ცნობიერებაში. (თეორიულად და შემდგომ პრაქტიკაში ამაში ძალიან დამეხმარა ადვაიტა ვედანტას მიმართულება - რობერტ ადამსის სატსანგები, რომელიც რუსულ ენაზე არის იუტუბზე და რამანა მაჰარშის წიგნი) -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 22nd June 2024 - 07:17 AM |