IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> აჰამკარა, ცრუ ეგო
old_man
post Oct 20 2023, 08:30 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,964
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იმისთვის, რომ შევიცნოთ ჩვენი თავი უკეთ, გავიგოთ როგორაა ადამიანი მოწყობილი ამისთვის უნდა შევისწავლოთ ჩვენი ცრუ ეგო. სანსკრიტულად აჰამკარა
ვედები ამ საკითხს დიდ ყურადღებას უთმობს. კრიშნაც სულ ამაზე ჩასჩიჩინებს არჯუნას.

ვედური სწავლებების მიხედვით ადამიანი შედგება: ფიზიკური სხეულისგან-ნატიფი სხეულისგან (ჭკუა-გონება-ცრუ ეგო)-სულისგან (ატმა)
ნატიფი სხეულში შედის ცრუ ეგო. ანუ მე-ს შეგრძნება. ეგოს ეძახიან ცრუს იმ შემთხვევაში, თუ ატმა-სულს, რომელმაც არ იცის (ან დაავიწყდა რომ სულია), საკუთარი თავი ერევა გარეგან გარსში ანუ ფიზიკურ სხეულში. ამას ჰქვია ცრუ ეგო.
ცრუ ეგოს საპირისპიროა ჭეშმარიტი ეგო. სულიერი სწავლებები სწორედ ამაში გვეხმარება, რომ გავაცნობიეროთ, რომ ამ გარეგნული გარსის შიგნით არსებობს სული ანუ ატმა.
ჩვენ სამყაროში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ გაძლიერდეს ცრუ ეგო. როცა გვლანძღავენ გვწყინს, როცა გვაქებენ გვიხარია. ეს სინამდვილეშიცრუ ეგოს თემებია, იმიტომ რომ თავს ვაიგივებთ სხეულთან და იმ შეგრძნებებთან რასაც განვიცდით. ამას უკვდაც არსება ატრმასთან არანაირი კავშირი არ აქვს


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
David Monny
post Apr 13 2024, 02:39 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
QUOTE(old_man @ 12th April 2024 - 01:08 PM) *
ამ დროს ხდება შემდეგი: როგორც კი ვახელთ თვალს, ჩვენი მე-ს შეგრძნება იმყოფება "გულში", არა ფიზიკურ გულში, არამედ მკერდის მარჯვენა ნაწილში, რომელიც სულიერი მე-ს ადგილსამყოფელად მიიჩნევა.


თქვენის ნებართვით. არა. გულის არეში მაგ დროს უკვე აღარ იმყოფება. ამას არ ვწერ აზრთა საკამათოდ. ამას ვწერ საკუთარი გამოცდილებიდან და ჯნანა იოგას სწავლებიდან. ვიშველიებ თანამედროვე მეცნიერებასაც.
1. ყიველგვარი ეზოთერული წიაღსვლების გარეშე, სრულად მეცნიერულად, ადამიანის ცნობიერება,
დადგენილია და ამას დიდი ფილოსოფოსობა არ სჭირდება, რომ ცხოვრების განმავლობაში 3 მდგომარეობაში იმყოფება.

ა. სიფხიზლე. (ანუ ახლა რაშიც ვიმყოფები წერის დროს და თქვენ კითხვის დროს და სხვა აქტივობების დროს)
ბ. სიზმრები. (ძილი სიზმართხილვის თანხლებით, ე.წ. R.E.M. sleep)
გ. ღრმა ძილი. (კომა)

ამ ინფორმაციის გადამოწმება ამ წამსვე შეგიძლიათ, როგორც პირადი გამოცდილებიდან, ისე გუგლიდან.
ამიტომ ნუ ვიდავებთ.

რასაკვირველია, მხოლოდ მეცნიერული მოცემულობა არ კმარა სრული ენერგეტიული ველის შესაგრძნობად, რადგან
მეცნიერების 95%-ზე მეტი მატერიალისტური მონიზმის პროგრმამის ინტენსიურ გავლენას განიცდის,
რაც გამორიცხავს ყველაფერს არამატერიალურს.

სიფხიზლის დროს, აჰამკარა, (აჰამ სანსკრიტულად ნიშნავს მეს, ხოლო კარა, ნიშნავს კეთებას. კრ, ეს გახლავთ ფუძე,
რომელიც დევს ისეთ სხვა მნიშვნელოვან სიტყვებში როგორიცაა, კარმა და კრია. ორივეგან საქმეს, მოქმედებას, კეთებას ნიშნავს) იმყოფება წარბებს შორის, ფრონტალურ სინუსში. ამის შემოწმება ახლავე შეგიძლიათ. მოიკრიბეთ გონება და სცადეთ კონცენტრირება რაიმე შინაარსის მკაფიოდ გასაგებად. მომენტალურად შენიშნავთ, რომ წარბებს შეჭმუხნით. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ეგო, ანუ მკეთებელი, აჰამკარა, იმყოფებად წარბებს შორის.

სიზმრების დროს, აჰამკარა ჩადის კეფაში, სადაც იმყოფება სხვა ცენტრი, რომელიც ცნობილია ვიშუდჰას ჩაკრის სახელით.

ღრმა ძილის დროს კი, დიახ, აჰამკარა უბრუნდება თავის კონსკტიტუციურ, თავდაპირველ ადგილს გულმკერდის არეში, თუმცა ფიზიკური გულის მარკვნივ თუ მარცხნივ, ეს ზუსტდ არავინ იცის. ჩვენ ვენდობით რამანა მაჰარშის, რომელმაც თქვა, რომ მარკვნივაა. პატანჯალის მიხედვით, მარცხნივაა. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და მხოლოდ პირადი
გამოცდილების დროს დარწმუნდებით.

დავუბრუნდეთ მეცნიერებას. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სიზმრებიანი ძილი იწყება ჩაძინებისას და გაღვიძებისას და მთელი ეს საპნის ოპერა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დახუჭული თვალებით, ხდება წამებში, სწორედ ამ ორ ფაზაში.

ანუ გაღვიძების წინ, აჰამკარა უკვე გამოსულია გულის ცენტრიდან და ასულია ვიშუდჰას ჩაკრაში კეფის არეში. სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა. მეტი სიზუსტე ვიღაცას ვნებს, ვიღაცისთვის კი შედეგის მომტანია.



--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
old_man   აჰამკარა   Oct 20 2023, 08:30 PM
earth   old_man ამისთვის უნდა შ...   Oct 21 2023, 08:57 AM
old_man   earth როგორ დავიწყოთ, ...   Oct 21 2023, 04:28 PM
old_man   ჩვენს მთელ ცხოვრებ...   Oct 21 2023, 04:37 PM
td.........   მერამდენედ უნდა ჩა...   Oct 25 2023, 01:48 PM
earth   მერამდენედ უნდა ჩა...   Oct 25 2023, 09:08 PM
old_man   იმ ეპოქას, რომელში...   Oct 26 2023, 12:15 PM
chemikerin   იმ ეპოქას, რომელში...   Oct 28 2023, 06:22 PM
old_man   chemikerin ანთროპოსოფიი...   Oct 28 2023, 10:15 PM
earth   რაც მეტი ზეწოლა გვ...   Oct 29 2023, 07:08 AM
old_man   როდესაც ჭკუა მიმარ...   Nov 26 2023, 12:16 PM
old_man   ნამდვილი მე-ს აღმო...   Apr 12 2024, 01:08 PM
earth   old_man :good:   Apr 13 2024, 07:27 AM
David Monny   old_man ამ დროს ხდება შ...   Apr 13 2024, 02:39 PM
David Monny   შემიძლია უფრო ზუსტ...   Apr 13 2024, 02:52 PM
David Monny   მაშასადამე ცენტრი,...   Apr 13 2024, 11:05 PM
David Monny   და რაც მთავარია, ეს ...   Apr 13 2024, 11:10 PM
David Monny   და რადგან არ განვს...   Apr 13 2024, 11:11 PM
old_man   David Monny ანუ გაღვიძები...   Apr 23 2024, 12:21 AM
David Monny   old_man გაღვიძების მომ...   Apr 23 2024, 11:43 PM
old_man   რამანა მაჰარში სულ...   May 25 2024, 01:34 PM


Reply to this topicStart new topic
4 User(s) are reading this topic (4 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 6th June 2024 - 09:34 AM