აჰამკარა, ცრუ ეგო |
აჰამკარა, ცრუ ეგო |
Oct 20 2023, 08:30 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იმისთვის, რომ შევიცნოთ ჩვენი თავი უკეთ, გავიგოთ როგორაა ადამიანი მოწყობილი ამისთვის უნდა შევისწავლოთ ჩვენი ცრუ ეგო. სანსკრიტულად აჰამკარა
ვედები ამ საკითხს დიდ ყურადღებას უთმობს. კრიშნაც სულ ამაზე ჩასჩიჩინებს არჯუნას. ვედური სწავლებების მიხედვით ადამიანი შედგება: ფიზიკური სხეულისგან-ნატიფი სხეულისგან (ჭკუა-გონება-ცრუ ეგო)-სულისგან (ატმა) ნატიფი სხეულში შედის ცრუ ეგო. ანუ მე-ს შეგრძნება. ეგოს ეძახიან ცრუს იმ შემთხვევაში, თუ ატმა-სულს, რომელმაც არ იცის (ან დაავიწყდა რომ სულია), საკუთარი თავი ერევა გარეგან გარსში ანუ ფიზიკურ სხეულში. ამას ჰქვია ცრუ ეგო. ცრუ ეგოს საპირისპიროა ჭეშმარიტი ეგო. სულიერი სწავლებები სწორედ ამაში გვეხმარება, რომ გავაცნობიეროთ, რომ ამ გარეგნული გარსის შიგნით არსებობს სული ანუ ატმა. ჩვენ სამყაროში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ გაძლიერდეს ცრუ ეგო. როცა გვლანძღავენ გვწყინს, როცა გვაქებენ გვიხარია. ეს სინამდვილეშიცრუ ეგოს თემებია, იმიტომ რომ თავს ვაიგივებთ სხეულთან და იმ შეგრძნებებთან რასაც განვიცდით. ამას უკვდაც არსება ატრმასთან არანაირი კავშირი არ აქვს -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
May 25 2024, 01:34 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რამანა მაჰარში სულიერი მაძიებლების სამ კლასს გამოჰყოფდა:
1) ყველაზე წინწაწეულები, რომლებიც ატმანს მაშინვე სწვდებიან, როგორც კი მისი ბუნების შესახებ გაიგებენ 2) მეორე კატეგორიის ადამიანებმა ატმანზე გარკვეული ხნის განმავლობაში უნდა იფიქრონ, სანამ მტკიცედ ჩამოყალიბდებიან საკუთარი თავის აღქმაში 3) ნაკლებად წინწაწეული კატეგორიის ადამიანები, რომელთაც ჩვეულებრივ სჭირდებათ მრავალწლიანი სულიერი პრაქტიკა, სანამ თვითრეალიზაციის მიზანს მიაღწევენ და შეიცნობებ თავის ჭეშმარიტ მე-ს. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th September 2024 - 03:31 PM |