IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ფიტოთერაპი, ხე თერაპია, ამ მიმართულებაში ასხულია
makrine
post Jan 22 2009, 03:15 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 8
Joined: 22-January 09
Member No.: 5,903

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საერთოდ ძალიან საინტერესო და სასარგებლოა ფიტოთერაპიული მკურნალობა: ამ ცოტა ხნის წინ წავიკითხე ერთ-ერთ საიტზე სტატიები, რომელიც ეხებოდა კერძოდ ხეებით მკურნალობას, აქვე მოყვანილი იყო სტატია ვიზუალურ დიაგნოსტიკაზე ეს მართლაც არატრადიციული მეთოდია, რამდენად ამართლებს არ ვიცი, მაგრამ ძალიან საინტერესოა. მინდა მომაწოდოთ მსგავსი საიტის მისამართები ძალიან მჭირდება. სტატის მოპარვაში, რომ არ დამადანაშაულოთ დავწერ ზემოთ ხსენებულ საიტის მისამართს http://diagn.co.cc/, ამ სიტიდან მომყავს ერთი სტატია, მინდა გამომეხმიანოთ. მადლობას გიხდით წინასწარ.

ფიტოთერპია: ხე-თერაპია.

ფიტოთერაპიიას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. ჯერ კიდევ პირველყოფილი საზოგადოებიდან არის შემორჩენილი გარკვეული ტიპის ბალახები, რომლითაც იმდროინდელი ადამიანები სარგებლობდნენ. მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე მხოლოდ და მხოლოდ მცენარეული და ცხოველური წარმოშობის წამლებით სარგებლობდნენ. მცენარეებით მკურნალობას უძველესი ტრადიციები აქვს. დაახლოებით ჩვ. წ. აღრიცხვამდე 5000 წლის წინათ ხალხმა იცოდა ისეთი სამკურნალო მცენარეები, როგორიცაა გვირილა, ნეგო (უკვდავა) და სხვა.
ცნობილია, რომ პირველი წიგნი სამკურნალო მცენარებზე ჩინეთში ჩვ. წ. აღრიცხვამდე 2600 წელს დაიწერა. ეს მოწმობს სწორედ იმას, რომ ფიტოთერაპია უხსოვარი დროიდან არსებობდა და დღემდე მოაღწია და დღესაც მის გამოყენებას ფართო, შედეგიანი და უნივერსალური სპექტრი აქვს.
ჩვენს ერამდე 400 წლის წინათ სამკურნალო მცენარეების მცოდნე დიდმა ჰიპოკრატემ თავის შრომებში მცენარეული და ცხოველური წარმოშობის 300 წამალი აღწერა. მანვე აღწერა წყლის. ძმრის, ღვინის, თაფლის, მარილის, კომბოსტოს წვენის სასარგებლო მოქმედება.
სამკურნალო მცენარეებიდან დამზადებული წამლები უპირველესად უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, ისინი დაბალი ტოქსიკურობით და გვერდითი მოვლენების არ არსებობით გამოირჩევიან. ცხადია, არსებობენ შხამიანი მცენარეები, რომელთა დოზირებაც წამლის დამზადების დროს მკაცრად დასაცავია.
შეიძლება ითქვას, რომ სინთეტური წამლების არსებობის ფონზე ფიტოთერაპია თავის აღროძინებას განიცდის. შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ მცენარეული წამლები მთლიანად შეცვლის სინთეტურ წამლებს, მაგრამ სამკურნალო მცენარეების ღრმა მეცნიერული გამოკვლევები, მათში არსებული ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ბაზაზე შექმნილი პრეპარატები მედიცინას ძვირფასი ფარმაცევტული საშუალებებით გაამდიდრებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის სამკურნალო ფლორის მნიშვნელობას ადამიანის მკურნალობაში.
ფიტოთერაპიის მთავარი პირობა, რომელიც ძველთაგანვე იყო დაცული მდგომარეობდა შემდეგში:
სწორად იქნას განსაზღვრული ცალკეული კულტურების მოსავლის აღების დრო და ხარისხი;
სამკურნალო მცენარეების შეგროვება უნდა ხდებოდეს მშრალ ამინდში, სითბოსა და სინათლეზე;
შეგროვების დროს ნედლეული არ უნდა დაზიანდეს;
სამკურნალო მცენარეების შეგროვება უნდა მოხდეს მცოდნე ადამიანის მიერ, რათა არ მოხდეს სარეველა ბალახების შერევა;
შეგროვების დრო უნდა იყოს დადგენილი რაიონების მიხედვით, რადგან ზოგ რაიონებში ზოგიერთი მცენარე ამინდების გათვალისწინებით ადრეა მოსაგროვებელი, ზოგი გვიან;
შეგროვილი მცენარეები უნდა გაშრეს ჩრდილში, მშრალ ადგილას, სასურველია კონებად;
მცენარეები შეკრულ კონებად უნდა გაშრეს პირქვე დაყირავებული, რათა შეინარჩუნონ ფერი და სამკურნალო ნივთიერებები;
ყვავილებს აგროვებენ დაკოკრების და მცენარეთა ყვავილობის პროცესში, მზიან დღეს, შუადღის საათებში_ ნაშუადღემდე;
ბალახის და ფოთლის დამზადება ხდება ყვავილობის პერიოდში, როდესაც მცენარე ამთავრებს ზრდას;
კვირტებს აგროვებენ გაზაფხულზე, როდესაც ისინი დაიბერებიან, მაგრამ არ დაუწყიათ გაშლა;
არყისა და ფიჭვის კვირტები შეგიძლიათ შეაგროვოთ ზამთრის ბოლოსაც;
ქერქს მცენარისას ამზადებენ გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. როდესაც წვენი იწყებს მოძრაობას, ქერქი ადვილად სცილდება მერქანს;
ნაყოფს და თესლს ამზადებენ სრულ სიმწიფეში;
ფესვებსა და ფესვურებს აგროვებენ შემოდგომაზე ან ზაფხულის ბოლოს, როდესაც მიწის ზედა ნაწილი იწყებს ჭკნობას.
სამკურნალო ნედლეულის ხარისხი დამოკიდებულია მცენარის სწორად გაშრობაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისინი შრებიან ჩრდილში და განიავებად შენობაში. გაშრობის დასაჩქარებლად მსხვილ ფესვებს, ბოლქვებს, ნაყოფებს ჭრიან თხელ ფენებად. გაშრობა დამთავრებულად ითვლება, თუ ფოთლები და ყვავილები ადვილად იფშვნება, ღეროები და ფესვები ადვილად ტყდება, კენკროვნები ადვილად იშლებიან და ერთმანეთს არ ეწეპება.
ძველი დროიდან გავრცელებული იყო სამკურნალო ნედლეულისგან დამზადებული: ნახარშები, ფხვნილები, ექსტრაქტები, ზეთები და მალამოები.

წამლის დამზადების წინ აუცილებელია ნედლეულის დაქუცმაცება პატარ-პატარა ნაწილებად ან დაფქვა.
ფიტოთერაპიაში დიდი როლი ეთმობა ხე-თერაპიას. ძველად მცენარები ადამიანისა და უმაღლესი ძალების დამაკავშირებლად ითვლებოდნენ. დღეს მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხეებს ადამიანისა და ცხოველის მსგავსად, ბიოენერგეტიკული ბუნება გააჩნიათ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინფორმაციული კავშირის დამყარება. ასეთი კავშირი კი არსებობს როგორც ხეებს, ისე ადამიანსა და ხეებს შორის.
ზოგიერთი ხე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. მაგალითად; იფანთან კონტაქტის შედეგად ადამიანს გონება უნათდება, იგი ხედავს თავის დანაშაულებებს ცხოვრებაში. იფნის ენერგეტიკული ძალა ძალზედ დიდია.
ფიჭვი სიმშვიდის მომგვრელია. ფიჭვი ეხმარება ფსიქო-ნერვულ ავადმყოფებს. ფიჭვნარში გასეირნება საკმარისია, რომ თავიდან ავიცილოთ გაღიზიანება და სევდა.
ნაძვი_ეს ოჯახის სიმბოლოა, მას ფილტვებს ეძახიან. მას შეუძლია აავსოს ადამიანი დადებითი ემოციებით, ადამიანის ტვინი მოამარაგოს ჟანგბადით. ნაძვნარში გავლა კარგი ჟანგბადო-თერაპიაა.
ნეკერჩხალი იძლევა ძალას, ენერგიას, სიმშვიდეს, წონასწორობას და სიყვარულის უნარს.
ფიტოთერაპიაში ცნობილია, რომ ბუნება ეხმარება ადამიანებს: გაწმინდონ ისინი უარყოფითი ენერგიისაგან, ემოციისაგან და აავსონ დადებითი ენერგიით, დადგნენ კარგ განწყობაზე, მოემატოთ შემართება და პრობლემებს უფრო იოლად შეხედონ.
ამ ყველაფრის მფარველია ვერხვი. იგი შთანთქავს ყველანაირ უარყოფით ენერგიას. ძალიან სასარგებლოა ვერხვის ხისგან დამზადებული სამკაული, ბეჭედი ან რაიმე სამკაული. ის არა მარტო ადამიანს, გარემოსაც ასუფთავებს.
ყველაზე დამამშვიდებელ ხეებად მიჩნეულები არიან რბილ წიწვოვანი მცენარეები. მათთან კონტაქტი მოგაშორებთ ეჭვებს, შიშს და უმიზეზო მოუსვენრობას, ამისათვის საჭიროა ხეს 3 წუთით მიეყრდნოთ.
სიმართლის მოყვარული ხეა თხილი. მასთან კონტაქტის შედეგად ადამიანი ნებისმიერ სიტუაციას ობიექტურად შეხედავს. წარუმატებლობის შემთხვევაში გაისეირნეთ თხილნარში.
ჩვენი წინაპრებიც კარგად ერკვეოდნენ ხეებში. ისინი ზუსტად ანსხვავებდნენ, თუ რომელ დაავადებას რომელი ხის ენერგეტიკა უმკურნალებდა. ასევე წარმატებით იყენებდნენ ხის ნაფოტებს, რომლებსაც ასხავდნენ წყალს მთელი ღამე აჩერებდნენ. დილით სვამდნენ და ხელ- პირსაც ამით იბანდნენ. ესეც მოწმობს იმას, თუ როგორ იყო ძველად ფიტოთერაპია განვითარებული.
რატომ ვსუნთქავთ ტყეში თავისუფლად? ამ კითხვაზე მეცნიერები ასე გვპასუხობენ: რიგი მცენარეების აქროლადი ნივთირებები - ფიტოცინდები აძლიერებენ სუნთქვას, ხელს უწყობენ ორგანული ფოსფორის დაგროვებას ქსოვილებში, რაც აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების ნორმალურ ფუნქციონირებას, აწყნარებს ნერვებს, აჭაბუკებს გონებას და ამიტომაც სუნთქავთ ტყეში თავისუფლად.
მრავალი მცენარე გამოყოფს ფიტოცინდებს - აქროლად ნივთიერბებს, რომელთაც ახასიათებთ ანტიმიკრობული მოქმედება.
ყოველდღიურად დედამიწის მცენარეები ატმოსფეროში გამოყოფენ 175 ტონა ეთერზეთებს. ხისებრი ღვიის ერთმა ეგზემპლარმა დღის განმავლობაში შეიძლება გამოყოს 30 გრამი ეთერზეთი. გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ასეთი ეთერზეთებით “დეზინფექციის” შემდეგ მიკრობების რაოდენობა ჰაერში მცირდება 2-6-ჯერ. ასევე მცირდება სტაფილოკოკებისა და სტრეფტოკოკების დონე. ეს ეთერზეთები ასევე დადებით შედეგებს იძლევინ ფილტვების ინფექციების დროს.


Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
ირმა
post Jan 22 2009, 10:49 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



welcomeani.gif makrine , კარგი თემა გახსენი biggrin.gif


არსებობს წიგნი დავით ბაგრატიონისგან ქართულ ენაზე ნათარგმნი „იადიგარ დაუდი“,რომელშიც ძალიან ბევრ საინტერესო წამალს წაიკითხავთ.
არა მარტო მცენარეები, არამედ ცხოველებიც გამოიყენებოდა წამლად. საინტერესოა წრუბელის გამოყენება ძველ მედიცინაში, შემდეგ თანამედროვე მედიცინამ უარყო და გუშინ ზუსტად ამ თემაზე ვნახე დოკუმენტური ფილმი, რომ მეცნიერები ნელ-ნელა უბრუნდებიან ამ მეთოდებს და ცდილობენ სხვადასხვა ცოცხალი არსებების გამოყენებას. ერთი ფაქტი რამაც შემძრა(შემეზიზღა, იმიტომ რომ საერთოდ მეზიზღება და მეშინია მატლის biggrin.gif ) იყო ის, რომ ლაბორატორიაში ახდენენ მატლების ასე ვთქვათ წარმოებას, შემდეგ ადებენ ბევრ მატლს მაგ: განგრენაზე და მატლი მკვდარი უჯრედების ჭამას იწყებს. საშინელება მომეჩვენა მე მაგრამ ადამიანები იმკურნებიან. და ექიმი ამტკიცებდა რომ მრავალი პაციენტი ჰყავდა განკურნული ესე.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 13th June 2024 - 10:54 AM