იდეალური, დიდი სარკე |
იდეალური, დიდი სარკე |
Mar 22 2009, 02:05 AM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რას ნიშნავს იყო იდეალური? როდის არის ადამიანი იდეალური? იყენებს თუ არა სარკეს დღევანდელი ადამიანი კონკრეტულად? იდეალური ადამიანი არ არსებობსოოოო.... მართალია, მაგრამ მითხარით რას გულისხმობთ იდეალურში. რას ითხოვს ხალხი მისგან, როგორია... იდეალური ადამიანი არ არსებობსოოო... მართალია, მაგრამ რად გვინდა მაშინ ეს სიტყვა, სიტყვა უხორცო, სიტყვა უფრთო რაში გამოიყენება, მაშ ამოვიღოთ ლექსიკონიდან... იქნებ ყველა ჩვენგანის ღრმა, ჩუმი ოცნებაა რომ ვიპოვოთ ასეთი, იდეალური ადამიანი და ამიტომაც გვაქვს ჯერეც ეს სიტყვა და ვამბობთ: იდეალურია პატიოსანი ადამიანი, რომელიც არ ქურდობს, ყოველ დღე სარკეში იხედება და ეკითხება თავის თავს, აბა დღეს მე ვი რა ვარგე.... ახ, სიტყვა გამიგრძელდა. ამ თემაში იცით რა მინდა, ჩამოვთვალოთ ადამიანის ის თვისებები, რომელიც მას იდეალურთან აახლოვებს მაინც ცოტათი. ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ იმ თვისებებზე, რომელიც მას იდეალურიდან აშორებს. ამ თემაში სარკეში ჩავახედოთ ადამიან... -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Mar 27 2009, 02:19 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, - აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? ეს სიტყვები ჩემს ბავშვობაში შემოიჭრა ჩემს გულში. რამხელა აზრი დევს, ყოველი ჩვენგანი რომ ამ სიტყვებს გაითავისებდეს რა კარგი იქნებოდა... და თუ არშეგვიძლია ვინმეს რამე ვარგოთ, ყოველშემთხვევაში მგონი ძნელი არ არის რომ ვიფიქროთ არავის არ ვაწყენინოთ. ყოველი ადამიანი რომ ცდილობდეს გაუგოს სხვას და არ აწყენინოს, რომ ცდილობდეს სხვა არ შეურაცხყოს, სხვას ცუდი არ უკეთოს ეს ადამიანი არა მარტო იდეალურთან მიახლოებული არამედ უკვე იდეალური იქნებოდა. მაგრამ, ვაი რომ არ შეგვიძლია, არ შეგვიძლია დავიკავოთ უხორცო ენა, რომელიც ხშირად გვღალატობს -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 11th June 2024 - 03:10 AM |