Matrimonial happiness is barred to no one, ცოლ–ქმრული სიყვარული |
Matrimonial happiness is barred to no one, ცოლ–ქმრული სიყვარული |
Apr 14 2009, 10:47 AM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით!
სვედენბორგი ადამიანის მარადიული ბედნიერების საფუძველს ჭეშმარიტ ცოლ–ქმრულ სიყვარულში ჭვრეტს. მისი ეს თხზულება აღწერს როგორც ჭეშმარიტი და ანგელოზური ცოლ–ქმრის სიყვარულს, ასევე მის საპირისპიროსაც. პ.ს. პატარა ჩასწორება გავაკეთე ამ თემაში და უფრო გლობალური გავხადე - აქ მსჯელობა იქნება თუ როგორ წარმოგიდგენიათ -რა არის ცოლ-ქმრული სიყვარული..და ა.შ. პატივისცემით განყოფილების მოდერი |
|
|
May 2 2009, 12:47 AM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 265 Joined: 22-November 08 From: Tbilisi Member No.: 5,871 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უბრალოდ ამ ყველაფრის ცოლქმრულ ჩარჩოებში მოქცევა და საზოგადოებრივ ინსტიტუტად გადაქცევა მგონია პრიმიტიული და დამანგრეველი ურთიერთობისა და სიყვარულისათვის მოდი ასე ვთქვათ, რადგან თემა ფუნდამენტურია და მისი რამდენიმე წინადადებაში თეზისებად მოქცევა აუცილებლად დიიიდ პოლემიკას გამოწვევს, თუმცა ვცდუნდები და მარტივად რამდენიმე მომენტს (არ უნდა გაიგივდეს მიზეზებთან) დავასახელებ: 1. რახან ჩარჩოებზეა საუბარი, ესე იგი გვაქვს თავისუფლების კრიზისი, გამოწვეული, ალბათ ძირითადად, მეამბოხე სულის დაპირისპირებით სოციალური გარემოსთან (=ტრადიციები...) ამ უკანასკნელის ნორმატიული ხასიათის გამო. 2. თავისუფლების კრიზისის ერთ-ერთი მოტივი ფემინიზმიცაა... თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მუსლიმანურ ქვეყნებში ეს მხოლოდ ტრადიციის სახელით და წნეხით ხორციელდება მამაკაცებზე (მან არც კი იცის ვინ არის მისი საცოლე, ქალები კი აქ არსებებად ითვლებიან მხოლოდ და არა ადამიანებად) 3. ამ კრიზისიდან გამოსული ქვეყნების მაგალითზე (ჩვენ სასიხარულოდ თუ საუბედუროდ ჯერ არ მივეკუთვნებით მაგათ რიგებს) კი შემიძლია ვთქვა, რომ ამან ვერ უშველა ვერც ადამინათა ურთიერთობებს, ვერც თავისუფლების პრობლემა გადაწყდა, რადგან იგი იქცა ფსევდო-თავისუფლებად..., არამედ გააჩინა ახალი რელიაგია: მე-ს კულტი... (თუმცა მე ამას ათეიზმს ვეძახი)... უარყოფითად იმოქმედა ქვეყნების დემოგრაფიაზე...(ყველაზე ნათელი მაგალითი ევროპის ქვეყნებია), რითაც დაასუსტა ერი და ბიძგი მისცა მის ჩანაცვლებას იმ ერის წარმომადგენლებით, სადაც ოჯახური "ჩარჩოები" და ტრადიციები არ დასუსტებულა (აფრო და აზიური ნაკადი) 4. ...... რა თქმა უნდა რაღაცეები გადასახედია, მაგრამ არა რევოლუციურად... ქალის და კაცის ურთიერთობის ყველაზე ლამაზი სახე ოჯახია, რომელიც სიყვარულზე და გაგებაზეა აგებული, ბავშვები კი ამ ურთიერთობის გვირგვინი... და ბედნიერია, ის ვინც ამას მიაღწევს და დაინახავს... ის, რომ ვიღაცას არ გაუმართლა, იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს, არა, მან უნდა გააგრძელოს ძიება ბედნიერებისა და სიყვარულისათვის... |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 6th June 2024 - 02:14 AM |