Matrimonial happiness is barred to no one, ცოლ–ქმრული სიყვარული |
Matrimonial happiness is barred to no one, ცოლ–ქმრული სიყვარული |
Apr 14 2009, 10:47 AM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით!
სვედენბორგი ადამიანის მარადიული ბედნიერების საფუძველს ჭეშმარიტ ცოლ–ქმრულ სიყვარულში ჭვრეტს. მისი ეს თხზულება აღწერს როგორც ჭეშმარიტი და ანგელოზური ცოლ–ქმრის სიყვარულს, ასევე მის საპირისპიროსაც. პ.ს. პატარა ჩასწორება გავაკეთე ამ თემაში და უფრო გლობალური გავხადე - აქ მსჯელობა იქნება თუ როგორ წარმოგიდგენიათ -რა არის ცოლ-ქმრული სიყვარული..და ა.შ. პატივისცემით განყოფილების მოდერი |
|
|
May 4 2009, 11:44 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Smith
არც კი ვიცი რა გითხრა... შენ რაც დაპოსტე ყველაფერი კარგი და მშვენიერი სიყვარული მართლაც შემოქმედების და სიკეთის მთესველია, ის სტიმულია წინსვლისთვის.. მაგრამ..მე უფრო ის მაღელვებს, რამდენად მზად ვართ ჩვენ მის შესახვედრად?? ტრადიციუალად გავრცელებულია, რომ ზოგადად ადამიანი თავის პრინცს ან პრინცესას ეძებს/ელოდება და საინტერესოა, რას აკეთებს თვითონ ამისთვის? რომ შეხვდე პრინცესას ლოგიკურად შენც პრინცი უნდა იყო პირადად მე არ ვარ ჩემით კმაყოფილი და აქედან გამომიდნარე ჯერ ჩემი მეორე ნახევრის შესახვედრად მზად სანამ დრო მაქვს უნდა უფრო კარგი გავხვდე თორემ აბა ასეთი რომ მნახოს რას იფიქრებს -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
May 6 2009, 01:00 AM
Post
#3
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Smith არც კი ვიცი რა გითხრა... შენ რაც დაპოსტე ყველაფერი კარგი და მშვენიერი სიყვარული მართლაც შემოქმედების და სიკეთის მთესველია, ის სტიმულია წინსვლისთვის.. მაგრამ..მე უფრო ის მაღელვებს, რამდენად მზად ვართ ჩვენ მის შესახვედრად?? ტრადიციუალად გავრცელებულია, რომ ზოგადად ადამიანი თავის პრინცს ან პრინცესას ეძებს/ელოდება და საინტერესოა, რას აკეთებს თვითონ ამისთვის? რომ შეხვდე პრინცესას ლოგიკურად შენც პრინცი უნდა იყო პირადად მე არ ვარ ჩემით კმაყოფილი და აქედან გამომიდნარე ჯერ ჩემი მეორე ნახევრის შესახვედრად მზად. სანამ დრო მაქვს უნდა უფრო კარგი უნდა გავხდე, თორემ აბა ასეთი რომ მნახოს, რას იფიქრებს გეთანხმები; მეც მასე ვარ, ჯერ კიდევ ბევრი მიკლია პრინცობას. მე სვედენბორგში ის მომეწონა, რომ მაშინ როცა ყველა სხვა რელიგია ნეტარების მისაღწევად მხოლოდ შინაგან სრულქმნილებას გვისახავს მიზნად, სვედენბორგთან ეს სრულქმნილება მხოლოდ საშუალებაა და არა მიზანი. მიზანი მარადიული სატრფოს შეძენაა, სრულქმნილება კი სამზადისი. საინტერესოა, რომ მხოლოდ სულიერი სრულყოფილების მიზნად დასახვა უარყოფითათაა მოცემული ლევ ტოლსტოის მოთხრობაში „მამა სერგი“ და ილია ჭავჭავაძის „განდეგილგში“. განდეგილი საერთოდ ჭკუიდან შეიშალა და რა თქმა უნდა მშვენიერი მწყემსი ქალი უნებლიედ ამის მაპროვოცირებელი გახდა. “განდეგილში“ მოცემული ფილოსოფია ჩემი მოსაზრებით ქრისტეანობის სვედენბორგისეულ გაგებას ემთხვევა. კერძოდ მწყემსი ქალის განდეგილთან საუბარში გამოთქმული აზრები სრულიად სვედენბორგიანულია. რაც შეეხება საბოლოო მიზანს: მარადიული სატრფოს პოვნას, ვფიქრობ ეს ამ ქვეყნად შეუძლებელია; ან თითქმის შეუძლებელია. ალბათ ამიტომაა რომ უმეტეს რელიგიებში ოჯახის შექმნა უფრო დაბალი დონეა, ვიდრე მარტოსულად ყოფნა. რამეთუ ალბათ საიქიო ცხოვრებაში აქაურ მეუღლეთა უმეტესი ნაწილი (თუ ყველა არა) ტოვებს ერთმანეთს, ვინაიდან ისინი არ არიან ნამდვილად ერთმანეთის ნახევრები. ამავე დროს უნდა ვთქვა, რომ თუ მეუღლე გყავს, ყველანაირად უნდა ეცადო იცხოვრო მასთან ისე, როგორც ნამდვილად შენს მეორე ნახევართან, მით უმეტეს რომ სულაც არ არის გამორიცხული რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ასეთიც აღმოჩნდეს. ასე რომ, თეო გეთანხმები: „რომ შეხვდე პრინცესას, პრინცი უნდა იყო“. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 6th June 2024 - 04:08 AM |