IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ფენშუი
Perl
post Oct 10 2007, 04:52 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 125
Joined: 24-January 07
From: Tbilisi
Member No.: 2

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაქვთ ვინმეს ფენშუის მიხედვით მოწყობლი სახლი ან ოფისი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post May 24 2009, 01:19 AM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ. რაც წერისუფლება მოვიპოვე ამ საიტზე, ყველაზე მეტს ვწერ მგონი biggrin.gif მარა რაღაც-რაღაცეებს ქართულადაც ვპოულობ და მინდა აქაც დავდო, რომ ჩემსავით უცხო ენების უვიცი მკითხველი რომ შემოვა, იმანაც გაიგოს რა ხდება დუნიაზე...

ფენ-შუი და ფერები

წითელი.
ჩინეთში წითელი ძალის, აქტიურობისა და ვნების ფერად ითვლება. ამ ფერს გამოყენება რეკომენდებულია იქ, სადაც აქტიური ფიზიკური და სულიერი მოქმედება ხდება, სადაც ოჯახის წევრები ყველაზე მეტად მოძრაობენ, მაგალითად, სპორტულ და სათამაშო დარბაზებში, სამზარეულოში, სასადუილო ოთახში, რომელიც ცეცხლის სტიქიის გავლენის ქვეშ იმყოფება. თუმცა წითელი ააქტიურებს ადამიანი ენერგიულობას და ზრდის აგრესიულ ფონს, ამიტომ, მისი გამოყენება შერჩევით უნდა მოხდეს.
არ არის სასურველია წითელი ტონი ფერი ლურჯისა და შავის გვერდით განათავსოთ, რადგან ლურჯი და შავი წყლის სტიქიის ფერებია, წითელი კი ცეცხლის, ამიტომ, ეს გააძლიერებს ნეგატიურ ენერგიას.
საძინებელში წითელი ტონების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა არა ბევრი რაოდენობით, რადგან ეს გაზრდის მეუღლებს შორის უთანხმოებას. წითელის გვერდით სასურველია თეთრი ფერის განთავსება. ნუ გამოიყენებთ წითელ ფერს ეზოს ან საცხოვრებელი ბინის კარის, ფანჯრის, ასევე აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე კედლების შესაღებად.

ფორთოხლისფერი.
ეს ფერი რამდენადმე წითელ და ყვითელ ფერებს "შეიცავს", პირველი მათგანი ფორთოხლისფერს ენერგიას, მეორე კი კეთილგანწყობას ანიჭებს. მისი გამოყენება რეკომენდებულია მისაღებ ოთახში, ასევე ბავშვების ოთახში.
ფენ-შუიში ფორთოხლისფერს ცოდნის ფერს უწოდებენ, ის ახდენს გონებრივი მონაცემების სტიმულირებას, ამიტომ, მისი გამოყენება სასურველია იმ ოთახში, სადაც გონებრივი მუშაობა ხდება და სადაც ბავშვები ამზადებენ სასკოლო გაკვეთილებს. ის შეუცვლელია ინფორმაციის მიღება-გაცემის მიმართულებით, ამიტომ, ოფისში, სკოლაში ან მსგავს დაწესებულებაში ამ ფერის გამოყენება მეტად სასურველია.

ოქროსფერი მეტალის ფერია.
ჩინეთში ამ ფერის ტანისამოსი მხოლოდ იმპერატორს, მის ნათესავებს ან დიდებულებს შეიძლებოდა სცმოდა. ეს თბილი ფერია, რომელიც ალიერებს ოპტიმიზმს, საკუთარი ღირსების შეგრძნებას. აძლიერებს მეტალის, მიწისა და წყლის სტიქიებს. ოქროსფერი უკავშირდება ფულს, სიმდიდრეს და კომფორტს. მისი გამოყენება სასურველია შესასვლელში, კაბინეტში, საძინებელში და ასევე ბავშვების ოთახში _ ეს ფერი ბავშვებში საკუთარი თავის რწმენას გააძლიერებს.

თეთრი.
უკავშირდება სისუფთავეს, განახლებას. ფენ-შუიში თეთრი აძლიერებს ენერგიას _ მსგვსად მზის ან ხელვნური შუქისა. თუმცა აბსოლუტურად თეთრი აძლიერებს სიცივის და დაუცველობის შეგრძნებას, ამიტომ, არ არის სასურველი ბავშვების ოთახში თეთრის უხვად გამოყენება. ის სასურველია გამოვიყენოთ სამზარეულოში (თუმცა არა გაზქურის სიახლოვეს), აბაზანაში, შემოსასვლელში, კაბინეტსა ან მისაღებში.

ლურჯი, ცისფერი.
ეს სიმშვიდის ფერია. ეს არის დამშვიდება და საკუთარი ადგილის მოძიება. ეს ფერი ძალიან კარგია საძინებელში, ბავშვების ან სასადილო ოთახში. ეს ფერი უკავშირდება წყლის სტიქიას, ამიტომ, მისი გამოყენება მჭახე ფერების გვერდით ფენ-შუის თვალსაზრისით არა სასურველია. მისი გამოყენება კარგია ასევე აბაზანაში, ტუალეტში.

მწვანე ხის სტიქია,
რომელიც გაზაფხულს, ზრდას, სიმშვიდეს და მშვიდობას უკავშირდება. მწვანე ძალიან კარგია სტრესის მოსახსნელად. მწვანე ფერის უხვად გამოყენება სახლში გაზრდის ფინანსურ შემოსავლებსა და მოიტანს ჰარმონიას. ეს ფერი კარგია სადაც ადამიანებს სძინავთ, ისვენებენ და განიტვირთებიან _ დასვენების ოთახში, საძინებელში, ოფისში, სასადილო ოთახში, ბავშვების ოთახში.

ყვითელი
მზის, მხიარულებისა და წარმატების ფერია. ის აძლიერებს პოზიტიურ ენერგიას. ეს ფერი გამოიყენეთ, სადაც ხშირად იკრიბებიან ოჯახის წევრები, სადაც ხდება აქტიურობა, ბჭობა, სხვა და სხვა ტემის განხილვა. ყვითელი ადამიანებს ამხნევებს, აუმჯობესებს განწყობას, ააქტიურობას პოზიტიურ აზროვნებას. ზოგიერთი ფსიქოლოგი მას ტყუილად მიაწერს აპათიის გაძლიერებას.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Perl   ფენშუი   Oct 10 2007, 04:52 PM
Uma   არავის არააქვს წიგ...   Nov 14 2007, 12:53 AM
Alpha   ისე საინტერესოა, ჩ...   Nov 24 2007, 10:32 AM
Zet   ისე ფენშუის აქვს ძ...   Nov 24 2007, 03:55 PM
Tvalebi   მე ზოგადი წარმოდგე...   Apr 1 2008, 03:26 PM
blanca   ვკითხულობდი ერთხე...   Apr 3 2008, 06:35 AM
Katabua   ჩემი აზრით ფენშუი ...   May 11 2008, 01:59 PM
Taa   თუ არ ვცდები კოსმო...   Oct 31 2008, 01:13 PM
Zet   მოკლედ ბევრი ვიფიქ...   Nov 14 2008, 02:49 AM
Sophia   ფენშუი და მსგავსი ...   Nov 16 2008, 05:24 PM
blanca   მოკლედ აღმოსავლეთ ...   Nov 16 2008, 09:48 PM
Belladore   ძალიან დავინტერეს...   Dec 3 2008, 12:15 AM
ირმა   :welcomeani: კეთილი იყოს შ...   Dec 3 2008, 01:27 AM
blanca   ისევ დავინტერესდი ...   Dec 15 2008, 06:42 AM
blanca   ფენშუის მიხედვით ს...   Dec 15 2008, 06:47 AM
blanca   ჩემთან სახლში ძირი...   Dec 15 2008, 06:50 AM
tikoroma   მოკლედ. რაც წერისუ...   May 24 2009, 01:19 AM
tikoroma   სახლი და ფენ-შუი რო...   Jun 12 2009, 02:14 PM
ირმა   მადლობთ tikoroma საინტე...   Jun 13 2009, 01:14 PM
miss   ერთ-ერთი ასტროლოგი...   Dec 28 2009, 08:51 PM
miss   ისა და.... ენერგიის მ...   Dec 28 2009, 08:58 PM
mata   აუ აუ მეც მაინტერე...   Dec 28 2009, 10:10 PM
ირმა   miss რადგან თემა ფენშ...   Dec 28 2009, 10:37 PM
miss   miss რადგან თემა ფენშ...   Dec 31 2009, 02:40 PM
Emigranti   ვიღაცამ მითხრა, თბ...   Jan 1 2010, 06:12 AM
ირმა   http://zodiaqo.blogspot.com/search/label/%...%83%A...   Dec 29 2009, 04:26 PM
ირმა   ფერების მნიშვნელო...   Dec 29 2009, 04:28 PM
ირმა   ამ ლინკზეც საინტერ...   Dec 29 2009, 04:31 PM
mata   ირმა მადლობა გაიხ...   Dec 30 2009, 05:41 PM
TeO   ვიღაცამ მითხრა, თბ...   Jan 6 2010, 10:33 PM
Emigranti   [b]Emigranti ლინ-დაო-ს მაღა...   Jan 7 2010, 12:41 AM
TeO   ეს თემა მგონი "ას...   Jan 6 2010, 10:35 PM
Emigranti   ეს თემა მგონი "ას...   Jan 7 2010, 05:38 AM
TeO   Emigranti მანდ არის :) რამ...   Jan 7 2010, 08:19 AM
miss   კი ვიცი ეგ მაღაზია ...   Jan 10 2010, 04:54 PM
მზეონა   კი ვიცი ეგ მაღაზია ...   Jan 10 2010, 05:25 PM
Emigranti   ფასები იცოცხლე! :D ...   Jan 10 2010, 06:10 PM
Shou   და კიდევ რა არის იც...   Jan 11 2010, 02:02 PM
Emigranti   არა მგონია მსგავს ...   Jan 11 2010, 02:53 PM
miss   და კიდევ რა არის იც...   Jan 11 2010, 06:47 PM
Emigranti   მე მაგ მაღაზიის სე...   Jan 11 2010, 07:08 PM
miss   მაშ მე ბოდიში უნდა ...   Jan 11 2010, 07:13 PM
Shou   Emigranti რა ვიცი, ეს მე ა...   Jan 11 2010, 04:11 PM
Emigranti   ისე სამკაულების მა...   Jan 11 2010, 05:18 PM
Emigranti   და ფენშუის თემას რ...   Jan 11 2010, 07:11 PM
david6david   ფენ შუი არის ის, როდ...   Jan 11 2010, 08:30 PM
flower   მოგახსენებთ მაღაზ...   Mar 6 2011, 11:27 PM
mata   flower მაღაზია ლინდაო...   Mar 7 2011, 11:46 AM
priad ubralo   ლინდაო არის სამხატ...   Mar 7 2011, 02:30 PM
flower   არარ არის აკაადემი...   Mar 7 2011, 06:00 PM
td.........   საინტერესოა...   Mar 8 2011, 03:18 PM
ჯინიანი   ქართულად არის წიგნ...   Jun 17 2011, 07:50 PM
ჯი-ნია-ნი   კიდევ არის ეს მაღა...   Nov 26 2011, 10:59 PM
ჯი-ნია-ნი   კიდევ არის ეს მაღა...   Nov 26 2011, 10:59 PM
ჯი-ნია-ნი   ფენ-შუი,გველეშაპი(...   Jan 5 2012, 02:40 AM
stalkeri   otaxs ver valageb to. bevri dzveli cignebis gadak...   May 8 2013, 12:31 AM
td.........   stalkeri გააჩუქე.. რეგიო...   May 9 2013, 02:23 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 25th May 2024 - 09:19 AM