2012, (2012. part 1) |
2012, (2012. part 1) |
Jun 9 2007, 01:42 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 958 Joined: 14-March 07 Member No.: 15 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხოდა ესეიგი სულ მინდოდა ეს თემა გამეხსნა
ეხლა გეტყვით მე თქვენ ძალიან მაგარ ინფორმაციას, უბრალოდ ეს ინფო იმდენად დაუჯერებელია (ხანდახან მეც არ მჯერა ) რომ აქ ვხსნი გიჟათ რომ არ ჩამთვალონ. ერთი პერიოდი ხშირ–ხშირად დავძვრებოდი ხოლმე ეზოთერული ხასიათის საიტებზე, ძალიან ხშირად მხვდებოდა ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვა ავტორებისაგან. ეს ინფორმაცია გვეხება ჩვენ ყველას, ჩვენს პლანეტას, ჩვენს მომავალს. ეს ინფორმაცია ასეთია: 2012 წელს მოხდება ის რასაც ზოგი ეძახის... სამყაროს დასასრულს... (ჰაა შეგეშინდათ? ) ხოდა რაც მუხლუხოსათვის დასასრულია ის პეპელასთვის დასაწყისია თუ როგორ არი ეგა? იტოგში რაც მე დავასკვენი 2012 წელს რაღაც დიდი და კარგი უნდა მოხდეს. ძალიან ბევრგან ამას ეძახიან მე 4 განზომილებაში გადასვლას. კაცობრიობა უახლოვდება ისეთ წერტილს როდესაც მისი აზროვნება შეიცვლება, ყველაფერი დაფარული გაცხადდება, გადავალთ განვითარების ახალ დონეზე. ხოდა მოკლედ ამ ტოპიკში მე დავდებ ხოლმე ამ ინფორმაციას და განვიხილოთ. იასნია შეიძლება ყველაფერი მოგონილი იყოს და ვიღაც გიჟის ნაბოდიალები, უბრალოდ ინფორმაციას რომ ვკითხულობ აშკარად გიჟის დაწერილს არ გავს, ყველაფერი დალაგებულია და რაც წამიკითხავს ეზოთერული ინფორმაცია იმას არ ეწინაამღდეგება, პირიქით. ეხლა დავითვალე და სადღაც 7–8 ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ავტორი მოვნახე რომელიც ცოტა განსხვავებულად მაგრამ მაინც იმას ამტკიცებენ რომ 2012–ში რაღაც დიდი უნდა მოხდეს. ნუ იასნია ეხლა მეც გიჟივით არ ავყევი და არ დავუჯერე ყველაფერს, გავაანალიზე სიტუაცია და ძირითადში ყველაფერი ემთხვევა დიდი შანსია რომ სიმართლე იყოს. ნუ ეხლა ეს არ ნიშნავს რომ გავარდეთ ბუნკერის ამოსათხრელად, მეც გიჟი ფანატიკოსი არ ვარ მაგრამ ასეთი ინფორმაცია ყურადღების ღირსი ნამდვილად არის. თან რა იცი იქნებ სიმართლეა? ესე იგი ნელ ნელა დავიწყებ ინფოების დადებას. 1. ყველაზე გახმაურებული ინფორმაციის წყარო ამ მხრივ არის მაიას კალენდარი. იგი 2012 წლით მთვრდება. იმის იქით წლებს აღარ ითვლიდა ძველი მაიას ტომი: QUOTE Ученые пересчитали календари майя в соответствии с современной системой летосчисления и извлекли из загадочных надписей любопытную информацию... სრულიად იხილეთ აგერ: http://year-2012.narod.ru/people3.htmlОказывается, на планете Земля 23 декабря 2012 года произойдут некоторые события. Ведь в этот день должно закончиться Пятое Солнце! Согласно хронологии майя, современная эпоха началась 12 августа 3114 года до н.э. и должна завершиться 23 декабря 2012 года н.э. Никто пока не объяснил, откуда майя взяли именно эти даты, и какие причины побудили их создать такие сложные системы отсчета времени. Однако сейчас, когда "будильник", созданный майя, готов вот-вот зазвонить, мы начинаем понимать, что они обладали такими знаниями, от которых в наше время зависит выживание рода человеческого! В 2012 году во время декабрьского солнцестояния Солнце окажется в зоне Млечного пути. Этот несложный расчет может сделать любой астроном. Феномен заключается в том, что, когда Солнце окажется в этой зоне, должно произойти обновление мира, его новое рождение. Одним словом, пророчество майя касается какого-то события, которое должно изменить ход истории. Одни предполагают, что на Земле наступит новая эра - эра духовного прозрения. Другие склонны считать, что майя предсказывали конец света. სტატია ვიკიპედიაში: http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%...%B0%D0%B9%D1%8F 2012 წელი ვიკიპედიაში: http://en.wikipedia.org/wiki/2012 აგრეთვე საინტერესო ოფიციალური ინფორმაცია: QUOTE 21 декабря 2012 года Солнце и Земля выстроятся в одну линию с центром галактики. და საკუთრივ საიტი ამ თემაზე: http://year-2012.narod.ru/ გაგრძელება იქნება.. -------------------- "To do is to be" - Nietzsche; "To be is to do" - Kant; "Do Be Do Be Do" - Sinatra |
|
|
Jun 12 2009, 12:18 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დედამიწას “ეშმაკის პლანეტა” უახლოვდება
მიმდინარე წლის მაისში დედამიწელებმა ციური სხეული დაინახეს, რომელმაც შესაძლოა 2012 წელს ჩვენი ცივილიზაცია შეცვალოს. უძველესი წინასწარმეტყველება “წითელ პლნეტაზე”, რომლის დედამიწასთან მოახლოებაც გლობალურ კატაკლიზმებს გამოიწვევს, რეალური აღმოჩნდა. თვეზე მეტია, ღამეულ ცაში წითელი მოძრავი სხეულის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. ეს ლეგენდარული ნიბურუა, იგივე “X-პლანეტა” და “ეშმაკის პლანეტა”. იგი თავის ორბიტაზე 3 600 წლის ინტერვალით ბრუნავს დედაამიწასთან ახლოს და იწვევს წყალდიდობებს, მიწისძვრებს და სხვა კატაკლიზმებს, რომლებიც აფერხებენ ცივილიზაციის განვითარების გზას. _ ნიბურუ _ ეს თითქოს მოჩვენება უძველესი წინასწარმეტყველებისა, _ ამბობს მოსკოველი პლანეტების მკვლევარი იულია სუმიკი, _ მის შესახებ მაიას ტომიც წერდა, უძველესი შუმერებიც და ეგვიპტელი ფარაონის ვარსკვლავთმრიცხველებიც. თუმცა თანამედროვე ასტროლოგებმა ნიბურუ სულ ცოტა ხნის წინ შეისწავლეს. სანამ მეცნიერები ულტრათანამედროვე ტექნიკით ცდილობენ ინფორმაცია მოიპოვონ დაუპატიჟებელი სტუმრისგან, პლანეტა ნიბურუ დედამიწისკენ მოიწევს. პროგნოზები: ნიბურუ ერთ-ერთი საიდუმლო ობიექტია კოსმოსისა. სამხრეთ ნახევარსფეროს მცხოვრებლებს წითელი წერტილის დანახვა 15 მაისსვე შეეძლოთ, 2011 წლის მაისში კი მისი ხილვა ჩრდილოეთელებსაც შეეძლებათ. ამ დროისთვის მისი ზომაც მოიმატებს. 2012 წლის 21 დეკემბერს ნიბურუ მზისტოლა გახდება და სისხლივით წითელი ფერიას იქნება. თუ ამერიკელ მეცნიერსა და მწერალს, ალან ელფორდს ვენდობით, ნიბურუზე უკვე 300 ათასი წელია არსებობს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია. უცხოპლანეტელების არსებობაში დარწმუნებულია ასტრონავტი ედგარ მიტჩელიც: _ მჯერა, რომ ჩვენი პლანეტის გარდა, სხვაგანაც არსებობს სიცოცხლე და მთავრობას ვთხოვ, გახსნას მის შესახებ მოპოვებული ყველა საიდუმლო ინფორმაცია. _ განუცხადა მან ჟურნლისტებს. მეცნიერები ვარაუობენ, რომ “ეშმაკის პლანეტის” გამოჩენა დედამიწისთვის სასიკეთო არ იქნება. 2013 წლის 14 თებერვალს, როცა ნიბურუ მზესა და დედამიწას შორის ჩადგება, მოსალოდნელია გლობალური კატაკლიზმები. მაგნიტური პოლუსები გადაადგილდებიან და ჩვენი პლანეტის გადახრა შეიცვლება. კონტინენტებს ძლიერი მიწისძვრები და ცუნამები დაატყდება, ყველაზე მეტად კი ამერიკა დაზარალდება. ნიბურუ დედამიწას მხოლოდ 2014 წლის 1 ივლისიდან მოსცილდება. ნიბურუ ძლიერმა ტელესკოპებმა პირველად 1983 წელს დააფიქსირეს. მაშინ ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პლანეტა ძლიერადაა მიკრული თავის ელიფსურ ორბიტაზე. მისი მასა 2-ჯერ თუ 5-ჯერ აჭარბებს დედამიწის მასას. იგი მზისგან 14 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული. უძველესი დაკვირვებები: აღმოჩნდა, რომ ამ მისტიკური კოსმოსური ობიექტის შესახებ ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ იყო ცნობილი. უძველეს წყაროებში მას “მეორე მზედ” მოიხსენიებდნენ, ასევე მისი ეპითეტები იყო _ “მანათობელი”, “მბრწყინავი”, “გვირგვინივით მოციალე”. ჩვენი წინაპრები ნიბურუს თვლიდნენ “ხომალდად, რომელზედაც ღმერთები ცხოვრობდნენ”. მზე. _ დედამიწა ცხოვრობს “მეხუთე მზის” ფინალურ ეპოქაში, _ ხსნის იულია სუმიკი, _ მაიას ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, “მეხუთე მზის” დასასრული 2012 წელს დადგება. მათივე გამოთვლებით, “პრველი მზის” ეპოქა 4008 წელს გაგრძელდა და დასრულდა მიწისძვით, ხოლო “მეორე მზის” ეპოქამ გასტანა 4010 წელს და დასრულდა გრიგალით. “მესამე მზის” ეპოქა მოიცავდა 4081 წელს მოიცავდა, ბოლოს კი დედამიწას დაატყდა ცეცხლის წვიმა, რომელიც უზარმაზრი ვულკანების კრატერებიდან ამოიფრქვა. “მეოთხე მზის” ეპოქა 5026 წლიანი იყო და წარღვნით დასრულდა. “მეხუთე მზის” ეპოქა 5126 წლიანია. იგი ცნობილია აგრეთვე, როგორც “მზის მოძრაობა”. მაია წინასწარმეტყველებს, რომ მის შემდეგ მოხდება დედამიწის შერყევა, რაც ცივილიზაციას შეცვლის. მათი გადმოცემით, ცოდნა ამის შესახებ არა მხოლოდ ცაზე დაკვირვებით, უცხოპლანეტელებისგანც მიიღეს. ნიბურუს შესახებ ინფორმაციას შუმერებიც ფლობდნენ. ტექსტების გარდა, მათ ამ პლანეტის არაერთი გამოსახულება შემოგვინახეს. ნიბურუს გამოსახავდნენ მრგვლი დისკოს სახით, რომელსაც ორი უზარმაზარი ფრთა აქვს. ეს სიმბოლო გვხდება ასირიელბში, ბაბილონელებში, ეგვიპტელებში და სხვა უძველეს ერებში. ხალხს მტკიცედ სჯეროდა, რომ 450 ათასი წლის წინ სწორედ ასეთი საფრენი აპარატით დედამიწაზე პირველად ჩამოფრინდნენ ნებურუს მცხოვრებლები. ერთ-ერთ შუმერულ ტექსტში, რომლის ასლიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება, გამოსახულია ღმერთი, რომელსაც ხელში “თოკები” უჭირავს და მზისგან ტყორცნის. ძველი შუმერები აცხადებდნენ, რომ უცხოპლანეტელებმა გადაარჩინეს დედამიწა კაპრიზული ვარსკვლავის “ტვირთისაგან”. შუმერები თავის უცხოპანეტელს მასწავლებლებს “მზის მცველებს” უწოდებდნენ, “თოკები” კი ღვთაებრივი ძაფი იყო, რომლის ქსელითაც მთელი დედამიწა დაფარეს. დაე, ჩვენც გვჯეროდეს, რომ ისინი ამჯერადაც გადაარჩენენ ჩვენს დედამიწას. ეს საგაზეთო სტატია იყო.... აგერ ინგლისური ლინკი ნიბურუს შესახებ http://sabbathrock.com/2012.aspx -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 22nd September 2024 - 11:39 PM |