![]() |
![]() |
![]() ![]()
Post
#1
|
|
![]() VIOLET soul ![]() Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
რიჩარდ ბახის “КАРМАННЫЙ СПРАВОЧНИК МЕССИИ”
ამ წიგნიდან გადმოვთარგმნე რამდენიმე ფურცელი, რადგან ქართულად სამწუხაროდ არაა გამოცემული. ვისაც ექნება სურვილი შეუძლია გაეცნოს” ![]() სასურველია წაკითხული გქონდეთ ბახის “ილუზიები” http://www.koob.ru/bach/illusions QUOTE • რეალობას არაფერი აქვს საერთო იმასთან რასაც შენ ხედავ, შენი ვიწრო თვალთახედვით.
რეალობა – ეს სიყვარულის გამოვლინებაა. სრულქმნილი სუფთა სიყვარული, რომელიც არ ეხება სივრცესა და დროს! • ყოველი ადამიანი და ყველა მოვლენა შენს ცხოვრებაში ჩნდება იმიტომ, რომ თვითონ მოიხმე ის. რის გაკეთებას აირჩევ მათთან – შენი გადასაწყვეტია. • შეუძლია კი სინამდვილეში კილომეტრებს დააშოროს ხალხი? თუ შენ გინდა იყო იმასთან, ვინც გიყვარს, ნუთუ თქვენ უკვე ერთად არა ხართ? • დაივიწყე რწმენა. შენ არ გჭირდება რწმენა, იმისათვის რომ იფრინო. შენ უნდა შეიმეცნო გაფრენა. • შენთვის არასოდის მოუციათ სურვილი, რომელსაც თან არ ახლდა ძალა მის განსახორციელებლად. მართალია, ამის ხათრით შრომაცაა საჭირო. • სიძულვილი – ეს არის სიყვარული მინუს ნიშნით. ნუთუ ღირს კვებო ის ტყუილით, დაანაწევრო (დაშალო) და დაანგრიო შენი თავი, თუ ჭეშმარიტება არის იმაში, რომ თქვენ – ერთნი ხართ? • არცერთ ადამიანს არ ძალუძს მოიმოქმედოს მისი რაობის საწინააღმდეგო რაიმე. • თუ გიყვარს ვიღაც ჭეშმარიტად, შენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ის და რას საქმიანობს. • ისწავლო – იგივეა, აღმოაჩინო ის რაც შენ იცი აკეთო – იგივეა აკეთო ის რაც შენ იცი. ასწავლო სხვებს – იგივეა გაახსენო მათ, ის რაც მათ იციან –ისევე როგორც შენ. ყველანი თქვენ სწავლობთ, მუშაობთ, ასწავლით • სხეულის სიკვდილი, სხეულთან განშორებაა – გახსოვდეს! – ისეთივე სიზმარია, როგორც ცხოვრება მასში. • ყველაზე ბედნიერი და იღბლიანი ადამიანები ერთხელ მაინც დაფიქრებულან თვითმკვლელობაზე და უარყვიათ ის • შენ თავისუფალი ხარ შექმნა და პატივი სცე ნებისმიერ წარსულს, რომელსაც შენ ამოირჩევ, რომ განკურნო და გარდაქმნა საკუთარი მომავალი. • არის მწვერვალები, რომლებზეც ასვლის შემდეგ შენ აღარ ეშვები ქვევით, არამედ გაშლი ფრთებს და მიფრინავ ზევით. • შენ ქმნი შენს საკუთარ სამყაროს – მშვიდს თუ მშოფოთვარეს, იმის მიხედვით თუ რა გინდა შენ. შეგიძლია ქაოსში მოიპოვო სიმშვიდე ან შეგიძლია იყო უბედური სამოთხეში. ყოველივე ეს არის მხოლოდ შენი სულის განსხეულების ფორმა • უმარტივესი კითხვები – ყველაზე ღრმაა. სად დაიბადე? სად არის შენი სახლი? სად მიდიხარ? რას აკეთებ? დრო და დრო იფიქრე ამაზე და დააკვირდი პასუხებს – ისინი იცვლებიან. • რატომ გგონია, რომ შენ უცნაური და სხვანაერი ხარ, მარტოსული და მიუსაფარი თუ მიზეზი მხოლოდ იმაშია, რომ შენ ჯერ არ შეხვედრილხარ შენს მეორე ნახევარს • თუ ღმერთი ჩაგხედავდა თვალებში და გეტყოდა: – გიბრძანებ, რომ იყო ბედნიერი, სანამ ცოცხლობ ამ ქვეყნად. რას იზამდი? • იპოვე უდიდესი მასწავლებლები – დაუსვი ურთულესი კითხვები. ისინი არასოდეს არ იტყვიან: “ისწავლე ფილოსოფია” ან “დაიცავი დისერტაცია” ისინი იტყვიან: “შენ უკვე იცი”. -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე ![]() ![]() The Secret To You! ![]() Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 958 Joined: 14-March 07 Member No.: 15 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
TeO
მადლობა ![]() QUOTE „ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.“ „მზიანი ღამე“ ვაა, ქართველს თუ ასეთი რამის დაწერა შეეძლო არ მეგონა ![]() -------------------- ![]() "To do is to be" - Nietzsche; "To be is to do" - Kant; "Do Be Do Be Do" - Sinatra |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 17th June 2024 - 01:12 AM |