ასტრალში vol.2, ვინ სად როდის და როგორ.... |
ასტრალში vol.2, ვინ სად როდის და როგორ.... |
Jan 28 2009, 06:20 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემის პირველი ნაწილი დაიკარგა, და სანამ გამოჩნდება.. დავწეროთ ვინ სად როდის და როგორ....
-------------------- |
|
|
Aug 3 2009, 08:48 PM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 134 Joined: 6-March 09 Member No.: 5,923 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
daat
ვინ ვარ მე ვინც ეს გადავწყვიტე? ანუ არ ვგულისხმობ იმას რო მე ვარ ადამიანი ფიზიკური და სხვა სხეულები მაქვს, არა , ვგულისხმობ იმას თუ ვინ ვარ იმ დროს როცა გადაწყვეტილებას ვიღებ? ანუ თუ რამეს ყურადღებას ვაქცევ ეს გამოწვეულია აზრიდა, ფიზუკური სურვილებიდან და შეგრძნებებიდან და არა სუფთად ცნობიერებიდან. დამოუკიდებლად ცნობიერებას შეუძლია თუ არა მიიღოს გადაწყევტილება ყველა დანარჩენისგან დამოუკიდებლად???? როგორც ყოველთვის მსგავსი თემა იწვევს წიაღსვლებს, რომლებიც ამ თემის საზღვრებს სცილდებიან. მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. ამიტომ მოკლედ: თუნდაც სუფთად ცნობიერება არაა საკმარისი, როცა თავისუფლებაზეა საუბარი. ჩვენი ცნობიერება ბუნებრივი ადამიანის ცნობიერებაა და ძირეულად განსხვავდება ჩვენშივე მთვლემარე ჭეშმარიტი ადამიანის ცნობიერებისგან. მხოლოდ ჭეშმარიტი ადამიანია თავისუფალი, მხოლოდ მასში მოქმედებს ქრისტე. მაგრამ ბუნებრივ ადამიანს ჩვენში ასევე სწყურია თავისუფლება და ხსნა, რომელიც მისთვის არ არსებობს. ამიტომ იგი ადამიანში მოქმედ ქრისტესმიერ იმპულსს ეკვრის, თავისდაუნებურად აყალბებს, ხელს უშლის და ყველანაირად აბრკოლებს. ეს უპირველეს ყოვლისა სწორედ ცნობიერებას ეხება. თორემ ფიზიკური მოთხოვნილებებისდა მიხედვით ცხოვრება რომ მონობაა ეს ყველასთვის ცხადია. ბუნბრივი ადამიანის შემოქმედი, "მამა" არის თვითნებურობა და თვითგანდიდება , ჭეშმარიტი ადამიანის "მამა" არის შეწყალება და სიყვარული. ეს არის ჩვენთვის საკუთარი ორბუნებოვნების გასარჩევი ორიენტირი. |
|
|
Aug 4 2009, 10:39 AM
Post
#3
|
|
RED soul Group: Members Posts: 271 Joined: 23-July 09 From: Georgia,Tbilisi Member No.: 6,001 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Aug 4 2009, 09:05 PM
Post
#4
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 99 Joined: 16-June 09 Member No.: 5,978 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
daat
QUOTE ეგო ეს არის ის ალბათ, რაზეც ბუდამ უპასუხა როცა კითხეს: "ვინ ხარ შენ"? - "მე ვარ ცნობიერება". ბუდას მსგავსი რამ არ აქვს ნათქვამი. საერთოდ, ბუდიზმის სუტრებში მეტაფიზიკურ მსჯელობებზე ყველანაირად ხდება თავის არიდება. როცა ბუდას კითხეს თუ ვინ იყო იგი, მან უპასუხა "მე ვარ გამოღვიძებული". სრული ვარიანტი მისი პასუხისა გადმოცემულია არიაპარიესანა სუტრაში (დიდებული ძიების სუტრაში). ეს არის ავტობიოგრაფიული სუტრა, სადაც ბუდა თვითონ საუბრობს გაუტამას პიროვნებაზე და მის ცხოვრებაზე.ხოლო ცრუ ეგო ბრწყინვალედ გაქვს აღწერილი. Upaka the Ajivaka saw me on the road between Gaya and the (place of) Awakening, and on seeing me said to me, 'Clear, my friend, are your faculties. Pure your complexion, and bright. On whose account have you gone forth? Who is your teacher? In whose Dhamma do you delight?'-აქ, უპაკა ეკითხება ბუდას თუ ვინ არიას იგი, ვინ არის მისი მასწავლებელი და ვის დჰამას (ამ შემთხვევაში სწავლებას) მისდევს იგი. ბუდა პასუხობს: "When this was said, I replied to Upaka the Ajivaka in verses: 'All-vanquishing, all-knowing am I, with regard to all things, unadhering. All-abandoning, released in the ending of craving: having fully known on my own, to whom should I point as my teacher? 4 I have no teacher, and one like me can't be found. In the world with its devas, I have no counterpart. For I am an arahant in the world; I, the unexcelled teacher. I, alone, am rightly self-awakened. Cooled am I, unbound. To set rolling the wheel of Dhamma I go to the city of Kasi. In a world become blind, I beat the drum of the Deathless.' ბუდა პასუხობს, რომ ის არის თვითგამოღვიძებული, უმაღლესი განსხივოსნებით განსხივოსნებული, რომელმა დაამთავრა ყველანაირი ლტოლვა, და რადგანაც მთლიანად თვითონ შეიცნო საკუთარი არსი, არც მასწავლებელი ყავს და ა.შ. მაგრამ, არსად არ არის ცნობიერებაზე საუბარი. კიდევ არის მეორე სუტრა, სადაც ეს მომენტია გადმოცემული, ოღონდ იქ მხოლოდ მოკლე პასუხია, რომ იგი არის გამოღვიძებული და უმაღლესი განსხივოსნების (sammasambuddha). QUOTE მინდა რაღაც დავწერო ჩემი პრაქტიკიდან. ერთ მომენტში მივხვდი თითქოს რომ ყველაფერი ყურადღებაზეა დამოკიდებული, ანუ თუ რას უნდა მივაქციო ყურადღება იმ პროცესებიდან რაც გარემომცველ სამყაროში ხდება. ცნობიერება ანუ ჩემი მე, აღიქვამს ამ მოვლენებს სხვადასხვა საშუალებებით, მაგრამ აქ ერთი მომენტი დავინახე რომ უდა იყოს რაღაც ზემდგომი სუბსტანცია ჩემში, რომელიც გადაწყიტავს თუ რას უნდა მივაქციო ყურადღება და რას არა. და ბოლოს მივხვდი რომ ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს სუბსტანციაა! ვიძახი მე გადავწყვიტე რომ გავაცნობიერო ესა თუ ის მოვლენა. ვინ ვარ მე ვინც ეს გადავწყვიტე? ანუ არ ვგულისხმობ იმას რო მე ვარ ადამიანი ფიზიკური და სხვა სხეულები მაქვს, არა , ვგულისხმობ იმას თუ ვინ ვარ იმ დროს როცა გადაწყვეტილებას ვიღებ? აუცილებლად რაღაცა გადაძალავს ჩემში იქნება ეს შეგრძნება ან ფიზიკური მოთხოვნილება ან საჭიროება იმისი რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღო ანუ გონების მოთხოვნილება. დიდი კითხვაა "ვინ ვარ მე?". მაგრამ, ამ კითხვაზე პასუხი არსებობს? თუ პასუხი არსებობს, ვინ უნდა გასცეს პასუხი? ვინ არ უნდა გასცეს პასუხი, მისთვის მაინც დადგება ისევ კითხვა "ვინ ვარ მე?". ეს კითხვა შეიძლება უბრალოდ გამოიყენო მედიტაციის დროს როგორც კოანა, თავსატეხი, პარადოქსი, რომელზეც პასუხის არსებობა/არარსებობის დადგენა შეუძლებელია. ასეთი კითხვა უბრალოდ უნდა დაგვეხმაროს გავიდეთ მეორე ნაპირას, სადაც აღარც კონცეფციებია და აღარც უკონცეფციობა. მეორე ვარიანტია, იმ ყურადღებით, რაც შენ აღწერე, იცხოვრო და არ მისცე საშუალება აზრს რომ რაიმე ანალიზი გაუკეთოს რეალობას (რაც არ უნდა იყოს იგი). უბრალოდ იყავი და არ დასვა კითხვა "ვინ არის, როცა ვამბობთ უბრალოდ იყავი?". უბრალოდ იყავი, ყოველდღე შეეცადე უბრალოდ იყავი რაღაც დროის განმავლობაში და შემდეგ ეს "უბრალოდ ყოფნა" თავისით მოვა.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 02:40 AM |