კურიოზები |
კურიოზები |
Jul 3 2007, 10:42 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი ან სხვას გადახდენილი კურიოზები...
|
|
|
Oct 29 2009, 08:57 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სხვა ფორუმიდან ვაკოპირებ. იმედია მთარგმნელი არ გამიბრაზდება
გამოიცანით რომელი ლოცვა რომელ ნიშანს ეკუთვნის: 1. საყვარელო მამიკო, ვიცი რომ არ უნდა ვიყო შენზე ამდენად დამოკიდებული, მაგრამ შენ ერთადერთი ხარ, ვისაც შემიძლია დავეყრდნო მაშინ, როდესაც ჩემი ჯავშანჟილეტი ქიმწმენდაშია მიბარებული. 2. ღმერთო მომეც მოთმინება! დაუყონებლივ! 3. ჰეი ღმერთო . . . (თუ ქალღმერთო?) . . . რომელი ხარ? . . . რა ხარ? . . . სად ხარ? . . . რამდენი ხართ? . . . ვერ დაგთვალეთ! 4. ღმერთო ჩემო, დამეხმარე დავთანხმდე ცვლილებებს ჩემს ცხოვრებაში, ოღონდ ჯერ არა. 5. პრივეტ ღმერთო! ზოგი ამბობს კაცი ხარ. ზოგიც ამბობს ქალი ხარ. მე ვიტყვი, ჩვენ ყველა ღმერთები ვართ. მაშ რაღად ვილოცოთ? მოდი ჩავუსხდეთ სადმე! 6. საყვარელო ღმერთო, ვიცი, რომ თავად უნდა მივიღო გადაწყვეტილებები. მაგრამ, მეორე მხრივ, შენ რას ფიქრობ? 7. ღმერთო დამეხმარე მივუტევო ჩემს მტრებს, მაშინაც კი, თუკი ეს ნაბიჭვრები არ იმსახურებენ. 8. მამაო ცათა შინა, ვინაიდან ჩემი ტკივილისა და დარდის ბოლო ჭიქა სკოჩში ჩასახრჩობად ვემზადები, ნება მიბოძე ჩემი სიმთვრალე შენი პატივისა და დიდების მიგებად ჩავთვალო. 9. ო ყოვლისშემძლევ, ო ყოვლისმცოდნევ, ო ყოვლისმოყვარულო, ო ყველგანყოფილო, ო მარადიულო ღმერთო, ერთხელ გთხოვე განა, ათასჯერ გთხოვე --- დამეხმარე დავეხსნა გაზვიადებებს!!!!!!!!!!!!!! 10. საყვარელო მამავ, ლოცვას ვაპირებდი, მაგრამ მივხვდი, რომ თავად უნდა ჩავწვდე საგანთა არსს. მაინც მადლობთ. 11. პრივეტ პაპიკ-ჯან! გაგიმაზავ ამაყობ ჩემნაირი შვილით! 12. საყვარელო ღმერთო, აქციე სამყარო უკეთეს ადგილად, ოღონდ წინანდელივით ნუ დაჭმუჭნი მოგვიანებით. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 21st September 2024 - 08:41 PM |