მაიკლ ნიუტონი, Путешествие души |
მაიკლ ნიუტონი, Путешествие души |
Apr 16 2007, 09:18 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აბა, საწყობში ახალი წიგნებია შემოსული, მაიკლ ნიუტონი! როგორც მითხრეს კაი წიგნი უნდა იყოს..
ძირითადათ ეხება იმას თუ რახდება ჩვენს დაბადებებს შორის... თუ წაიკითხავთ გთხოვთ დაწეროთ კომენტარები...
Attached File(s)
-------------------- |
|
|
Nov 27 2009, 03:11 AM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მადლობთ, საინტერესოდ ჩანს ეგ მაიკლ ნიუტონი. როგორც კი მოვიცლი ჩავხედავ წიგნს. უბრალოდ ჰიპნოზზე მინდოდა რაღაც მეთქვა.
წინა ცხოვრების გახსენების თემა მეც მაინტერესებდა და ვკითხულობდი რაღაც წიგნებს ამ თემაზე. დასავლურ ლიტერატურაში ეს პროცესი აღწერილია წიგნებში, რომლებიც ეხება რეგრესიულ თერაპიას. რეგრესიული თერაპია ეს არის თერაპევტის დახმარებით, წინა ცხოვრების გახსენება, კონკრეტული ფსიქიკური პრობლემის (მაგ. კლაუსტროფობიის) გადასალახავად. ჰოდა, რატომ მოვყევი? იმის თქმა მინდოდა, რომ ჰიპნოტური მეთოდი რეგრესიულ თერაპიაში აღარ გამოიყენება და მიჩნეულია სახიფათოდ და ასევე არაეფექტურადაც. ცნობილი შვედი ავტორის, იან ერიკ სიგდელის წიგნში, "რეინკარნაციის თერაპია", აღწერილია შემთხვევები როცა ჰიპნოზმა ადამიანს საფრთხე შეუქმნა. მაგალითად, ერთმა პაციენტმა ჰიპნოზის დროს ნახა, როგორ იწვოდა მისი სახლი (წინა ცხოვრებაში) და როგორ საფრთხეში აღმოჩნდა. იგი თერაპევტის ტახტიდან წამოხტა და ფანჯრიდან გადახტა, რადგან ეგონა რომ წინა ცხოვრების სახლში იყო და იწვოდა. კიდევ კარგი I სართულზე იყვნენ. იმის მერე იმ თერაპევტს (სახელი არ ვიცი) ჰიპნოზისთვის აღარასოდეს მიუმართავს, რადგან ამის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადამიანი ყველაფერს პირველ პირში აღიქვამს და ვერ აცნობიოერებს, რომ ეხლა იგი სინამდვილეში თერაპევტის ოთახში იმყოფება. სხვაგან წამიკითხავს კიდევ, რომ ზოგი წინა ცხოვრებაში კოცონზე დაუწვავთ და ჰიპნოზის დროს წყლულები უჩნდებოდათ (რეალურად). დილეტანტ ჰიპნოტიზიორებს კიდევ, ჩაურჩებათ ხოლმე ადამიანი ჰიპნოზში, იგი ბოლომდე აღარ გამოდის და მის ოჯახის წევრებს, რომლებმაც ხშირად არ იციან რა მოხდა, ჰგონიათ, რომ გარეკა. ამიტომ ჰიპნოტურ რეგრესიას (წინა ცხოვრებაში ჩახედვას) არავის ვურჩევ. თან შარლატანებით სავსეა თანამედროვე ეზოთერულ-ოკულტური საზოგადოება. რომელი იტყვის - არა მე პროფესიონალი არ ვარ და ოდესმე რაიმე შემშლიაო. ფრთხილად იყავით. იან ერიკ სიგდელის ზემოთხსენებულ წიგნში, მაგალითად, აღწერილია რეგრესიის, ასევე არაჰიპნოზური მეთოდიც. რაღაც მედიტაციას უფრო წააგავს. ესეთი რამ უფრო საიმედოა. მაგრამ ასევე იმასაც გეტყვით, რომ წინა ცხოვრების შესახებ, იმ ზოგად ინფორმაციას, რაც კარმულ პრობლემებს ეხება, კომპეტენტური (დილეტანტებს არ ენდოთ) ასტროლოგიც გეტყვით. არაა აუცილებელი (ბევრ შემთხვევაში არც სასურველი) მისი გახსენება. საუკეთესო სურვილებით იუზერი წითელი წერტილით -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 08:16 AM |