ხვამლის მთის საიდუმლოება, ლეჩხუმის რაიონშია |
ხვამლის მთის საიდუმლოება, ლეჩხუმის რაიონშია |
Dec 9 2009, 07:40 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამას წინათ უაღრესად საინტერესო არქეოლოგიური ექსპედიციის რეპორტაჟს წავაწყდი აი აქ: http://xvamli.ge
იგი ლეჩხუმში ჩატარდა, ხვამლის კლდესთან. იგი ისტორიკოსებისთვის თურმე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ აქამდე არანაირი საფუძვლიანი გამოკვლევა არ ჩატაერებულა. ჩემთვის პირადად ეს სენსაციური აღმოჩენაა. ნამდვილად არ ვიცოდი, თუ საქართველოში ასეთი რამ არსებობდა. გამაოგნებელია. მათ ამის შესახებ ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი გადაიღეს: 1. მაღალი ხარისხის 1,2 გიგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=1F...&setlang=en 2. მათთვის ვისაც დიდი ფაილის ქაჩვა ეზარება, დავდე შემსუბუქებული, 130 მეგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=F2B0701C11 ნახეთ, სულ ნახევარი საათი გრძელდება. ყურება რომ დავიწყე თვალი ვერ მოვწყვიტე, ისეთი საინტერესოა, მიმიქარავს ინდიანა ჯონსი. იმავე გვერდზე არის ექსპედიიცის დოკუმენტაცია: http://xvamli.ge/xomlip.pdf აქ მომეწონა იმ ხის ნახაზი, რომლის ფესვებთან არსებული ფუღუროდანაც, საიდუმლო ჩასასვლელია მიწისქვეშა მღვიმეში. საოცარია. რაღაც საიდუმლო ლაბირინთს ჰგავს. ასევე გამაოგნა ჟიულ ვერნის მონათხრობმა ქუთაისთან არსებული ხვამლის კლდის შესახებ. თუ თქვენც რამე საინტერესო ნახოთ, დადეთ. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Dec 10 2009, 01:51 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ახლა მოვრჩი ფილმის ყურებას.
კომენტი? რა ვიცი.. განა, სხვა მთები საქართველოში თავისი იდუმალებით ნაკლები გვაქვს? თუნდაც მყინვარი ან ბორბალო? -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 10 2009, 08:11 PM
Post
#3
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ მიწაზე, ნებისმიერ კვადრატულ მეტრში ბარი რომ ჩაასო, მსოფლიო სენსაციას ამოთხრი. ყოველი ადგილის უკან, რაღაც დიდი საიდუმლოაბა ინახება არქაული ეპოქებიდან.
ჩემი აზრით, მაგალითად, ეს ხვამლის კლდე, ძველი მისტერია იყო, ანუ საიდუმლო სკოლა, რომელიც დაფარულ ცოდნას ინახავდა. ალბათ ჰქონდათ განძიც. მაგრამ დარწმუნებული ვარ ის არ იყო ერთადერთი. თანამედროვე ისტორიამ სამწუხაროს საერთოდ არაფერი იცის იმ ეპოქებშის შესახებ. რაღაც ნისლით მოცული ვარაუდები აქვთ მხოლოდ. ადრე, კომუნისტების დროს, ამ ყველაფრის კვლევა არ სურდათ. სხვა მიზეზებს იძახდნენ, მაგრამ სინამდვილეში აშკარად არ უნდოდად. მათ შემდეგ კი, მართალია თავისუფალი აზრი უფრო დასაშვები გახდა, მაგრამ არ იყო სახსრები. ეხლა კი, არქეოლოგებს ზოგჯერ გაუმართლებთ ხოლმე, რაღაც თანხას გამონახავენ და პატარა აღმოჩენებს წააწყდებიან. მაგრამ ისინი დიდი ნაღმებივით ფეთქდება ხალხის ცნობიერებაში. ყველა ხვდება, რომ ამის უკან ფარული და აქამდე სრულიად უცნობი ისტორია დგას. კიდევ ასეთი მაგალითი. საფრანგეთში, ლასკოს გამოქვაბულში (http://ru.wikipedia.org/wiki/Пещера_Ласко), ჭერზე აღმოჩნდა ცხოველთა უძველესი გამოსახულებები. მეცნიერებმა ეს აღწერეს, როგორც პრეისტორიული მხატვრობის ნიმუში. ამ ცხოველებზე ნადირობდენნო და ალბათ იმიტომ დახატესო. მოგვიანებით კი გამოჩნდა ნათელი გონების და ძლიერი ინტუიციის ხალხი, ვინც ამ სურათებში თანავარსკვლავედთა გამოსახულებები ამოიცნო , რადგან მათი განლაგებაც ემთხვეოდა (ანუ ისევე როგორც ხვამლის ექსპედიციამ). ე.ი. მეცნიერთა აქამდელი წარმოდგენა, რომ წარსულში დედამიწაზე ხალხი მხოლოდ ნადირობაზე ფიქრობდა და პრიმიტიულად ცხოვრობდა, რაღაც არ გამოდის ბოლომდე სწორი. ამიტომაა ჩემი აზრით ეს აღმოჩენები მნიშვნელოვანი. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 11:07 AM |