ხვამლის მთის საიდუმლოება, ლეჩხუმის რაიონშია |
ხვამლის მთის საიდუმლოება, ლეჩხუმის რაიონშია |
Dec 9 2009, 07:40 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამას წინათ უაღრესად საინტერესო არქეოლოგიური ექსპედიციის რეპორტაჟს წავაწყდი აი აქ: http://xvamli.ge
იგი ლეჩხუმში ჩატარდა, ხვამლის კლდესთან. იგი ისტორიკოსებისთვის თურმე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ აქამდე არანაირი საფუძვლიანი გამოკვლევა არ ჩატაერებულა. ჩემთვის პირადად ეს სენსაციური აღმოჩენაა. ნამდვილად არ ვიცოდი, თუ საქართველოში ასეთი რამ არსებობდა. გამაოგნებელია. მათ ამის შესახებ ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი გადაიღეს: 1. მაღალი ხარისხის 1,2 გიგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=1F...&setlang=en 2. მათთვის ვისაც დიდი ფაილის ქაჩვა ეზარება, დავდე შემსუბუქებული, 130 მეგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=F2B0701C11 ნახეთ, სულ ნახევარი საათი გრძელდება. ყურება რომ დავიწყე თვალი ვერ მოვწყვიტე, ისეთი საინტერესოა, მიმიქარავს ინდიანა ჯონსი. იმავე გვერდზე არის ექსპედიიცის დოკუმენტაცია: http://xvamli.ge/xomlip.pdf აქ მომეწონა იმ ხის ნახაზი, რომლის ფესვებთან არსებული ფუღუროდანაც, საიდუმლო ჩასასვლელია მიწისქვეშა მღვიმეში. საოცარია. რაღაც საიდუმლო ლაბირინთს ჰგავს. ასევე გამაოგნა ჟიულ ვერნის მონათხრობმა ქუთაისთან არსებული ხვამლის კლდის შესახებ. თუ თქვენც რამე საინტერესო ნახოთ, დადეთ. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Feb 23 2010, 11:22 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აი კიდევ ეს საინტერესო მასალები (სამწუხაროდ შიგ ბევრი ბეჭდვითი შეცდომა იყო) ვიპოვე ლეჩხუმისადმი მიძღვნილ ვებგვერდზე http://www.lechxumi.piczo.com/?cr=2
ხვამლის მთა ლეჩხუმი, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, ცხენისწყლისა და რიონის შუა წელზე მდებარეობს.XVIII საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსის- ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, ,, გორდიდამ ვიდრე კავკასამდე არს ხეობა ლეჩხუმისა.” ლეჩხუმის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე აღმართულია ხვამლის მთა, რომელიც გადაჭიმულია 10-15კმ მანძილზე, ქ. ქუთაისიდან ჩრდილო მხარეზე 20-25 კილომეტრის დაცილებით.ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ,,მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორობით.” ხვამლიმთის თხემიდან იშლება ზღაპრული სნახაობა.აღმოსავლეთით მოჩანს ნაქერალას ქედი,რაჭისა დატყიბულის შემოგარენი, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით- ლიხისა და აჭარა- იმერეთის მთები. ხვამლის მთის სიმაღლე ზღვის დონიდან ორი ათას მეტრს აღემატება.1700 მეტრის სიმაღლეზე არის ,,ბოგა საყინულე,” სადაც ზაფხულის პაპანაქქება სიცხეში ნულ გრადუსზე დაბალი ტემპერატურაა,შიგ ყინულის ლოლოები და ყინულის ,,ზოდებია.” შეიძლება ითქვას, რომ ხვამლის მთA თვით არის ბუნებრივი ,,ციხესიმაგრე.” ამ მთის მასივში გამოვლინებულია ექვსი გამოქვაბული. მათ შესწავლის მიზნით რამდენჯერმე მოეწყო ექსპედიცია ცნობილი მთასვლელის ალოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. დადასტურდა, რომ ხვამლის გამოქვაბულსი გარკვეულ პერიოდსი ადამიანებ უცხოვრიათ, რომლებსაც ეს ბუნებრივი სადგომები სპეციალური დანიშნულებითაც გამოუყენებიათ.ამას ამტკიცებს ქვაბულთა აღწერილობანი. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: რიონის დასავლეთით, მთის ძირას არის ხომლის კლდე.ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი,მტრისაგან სეუვალი, მეფეტა საგანძურთ სადები.” ხვამლის მთაზ იყო დიდად განთქმული ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესია.1886 წელს ჟურნალ ,,მწყემსში” მრდელი იოანე თაგვაძე წერდა: ,,ამ თვალუწვდენელი კლდის თავზე არის ნანგრევი ეკლესიისა....” ,,წმინდა გიორგის ხომლისა ტაძარს” სწირავდნენ ჯვარ-ხატებს, გლეხებს, გადასახადებს,ადგილ-მამულებს.რამდენი რამ თქმულა ,,ხვამლის” ძალაზე: თუ ხვამლი გწყალობს, ნიავი არ მოგაკლდებაო,” ლეჩხუმელი ჯკცი გახედავს ხვამლის სერს და იტყვის- გაწვიმდება თუ დარი იქნება,ხვამლი თუ ისურვებს, გაავდრდება,თუ არა-არა. ,,ვისაც ხვამლი წყალობს, მისი ბეღელი არ დაიცლებაო.” კიდევ მეტი- ,,ქვეყანა თუ დაიმშას ხვამლმა არჩინოსო.” გაზაფხულზე მარტის ტვეში თუ პირველად ხვამლის მხრიდან ისმის ქუხილი,ლეჩხუმელი გლეხი შვებით ამოისუნთქავს დაიტყვის, ,,კარგი მოსავლიანი წელი იქნებაო,” დიასახლისები კი უცებ გობ-საცრით ფქვილის გაცრას დაიწყებენ და გაბმულად წარმოთქვამენ: ,,გობ-საცერი, გობ-საცერი ღმერთო მომეც გასაცერი.” ყოველივე ეს და ბუნების საოცარი სილამაზე რომანტიკულობას მატებდა ხვამლის მთას. ამიტომ საზოგადოების თAყვანისცემის ობიექტი იგი ძველთაგანვე გახდა.ლეჩხუმელებმა დააწესეს ხვამლის დღესასწაული, იგი ფართო მასშტაბით აღინიშნება აღდგომიდან ორმოცდამეცხრე დღეს, სულის შაბათს, დიდი ხატობის დღეს, შაბათს სულთაობას. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th November 2024 - 10:14 PM |