IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> დეპრესია, მე-20 საუკუნის სენი
FEBRUARY
post May 17 2008, 08:06 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 132
Joined: 26-February 07
Member No.: 13

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძვირფასო ეზოთერიკებო იქნებ იცოდეთ რაიმე ორიგინალური და იმავდროულად ეფექტური საშუალება: რით ვუშველოთ დეპრესიას?!
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
DISCIPLINE
post Apr 2 2010, 09:18 PM
Post #2


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 20-February 10
Member No.: 6,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

1 წელი გავიდა ამ თემის გახსნიდან. რა ქენი, დააღწიე თავი? როგორ მდგომარეობაში ხარ ახლა?

მოკლედ, მე ბოლო ზაფხულს მივანგრიე ჩემი ფანატიკური რწმენა, თავის სამშობლოს და ყველაფრის სიყვარულთან ერთად. ზოგადად, რაც უფრო ძლიერია შენობა, მით უფრო ძლიერად ინგრევა. ამიტომ ამას ყველაფრისადმი ეჭვი მოყვა, ჩემივე თავის ჩათვლით. შემიძლია გაუზვიადებლად ვთქვა, რომ იმის ჩრდილიც არ ვარ ახლა, რაც 2 წლის წინ ვიყავი...

ამ თემაზე ბევრი ვიბურღე ტვინი და "ძირამდე" ჩავედი, მერე ერთ-ერთ ფორუმზე ჩავაგდე ორი პოსტი, დავაკოპირებ:

პირველში შევეცადე ზოგადად ჩამომეყალიბებინა პრობლემა, რომ უაზრო რჩევები კი არ მოეცათ, თემაზე ფილოსოფიურად ემსჯელათ და გამოსავალი ეპოვათ, მაგრამ ვერ მოახერხეს...


"Dec 10 2009, 19:28
ადამიანები ღირებულებებს ესწრაფვიან.

ყოველთვის იცოდნენ ადამიანებმა რისთვის ცოცხლობდნენ, ეს იყო მათი რწმენა ღვთისადმი, მათი სიყვარული ტრადიციებისა და ქვეყნისადმი. იესომ შეძლო ადამიანების ცხოვრებისთვის აზრი მიეცა, იგივე შეძლეს სხვა დიდმა მოძღვრებმა, მასწავლებლებმა, ღმერთკაცებმა (თუმცა მისნაირი სიდიადის არცერთი არ იყო). ადამიანებმა იცოდნენ რა უნდოდათ, იქნებოდა ეს სიკეთის კეთება, სამშობლოს გაძლიერება თუ საკუთარი რეალური, ჭეშმარიტი რწმენის სხვებისთვის ჩანერგვა.

ახლა ვიყურები გარშემო და ვხედავ ყველაფრისადმი აგდებულ დამოკიდებულებას, ღირებულებები აღარ დარჩნენ, თითქოს ყველა განადგურდა, ადამიანი უმიზნო გახდა, აღარაფერი აინტერესებს ცხოველური ინსტინქტების გარდა. მას გონია რომ ასეც უნდა იყოს, ადამიანებს მხოლოდ მათი ცხოველური ინსტინქტების (ჭამა, სმა, სექსი...) დაკმაყოფილება ანიჭებთ სიამოვნებას, თუმცა არ ესმით რომ დიადი ღირებულებებისთვის (რწმენისთვის, რომელიც სხვადასხვა დიდმა იდეოლოგებმა ჩანერგეს) სწრაფვას 100ჯერ უფრო დიდი სიამოვნება მოაქვს. სწორედ ამიტომ თუნდაც წამების დროს მორწმუნეები გაცილებით უფრო ბედნიერები იყვნენ ვიდრე დღეს ტიპიური "მოცინარი" სულელი კაცია.

ნიცშეს თემას წავაწყდი ქვევით, უაზრო პოსტებით სავსეს (როგორც ყოველთვის). ნიცშემ, ისევე, როგორც თავისი ძველი რწმენა დაანგრია, შეძლო სხვების ღირებულებებიც დაენგრია თავისი ზარატუსტრას ერთი შეხედვით თვალწარმტაცი სახით. მისი ღირებულება რწმენის ჩამნერგავებზე არანაკლები იყო - დაენგრია ილუზიები, სწორედ ამიტომ შეძლო შეექმნა ასეთი ნამუშევარი, შედევრი, მაგრამ არაფერი უთქვამს იმაზე, მას შემდეგ რაც ყველა ილუზია, რწმენა გაქრებოდა და აღარაფერი იქნებოდა დასანგრევი, ადამიანებს რისთვის უნდა ეცოცხლათ. თვითონაც, ძველი ძლიერი რწმენის გარეშე (მამამისი პასტორი იყო და დედა პასტორის შვილი) ვერ გაუძლო სიცოცხლის უაზრობას და სიკვდილამდე თერთმეტი წლით ადრე გაგიჟდა, გონება დაუბნელდა. ნიცშე ან იდიოტი იყო, ან ძალიან ბოროტი - იცოდა რასაც აკეთებდა და მაინც აკეთებდა. მე პირველი მგონია."


"Jan 1 2010, 21:09
"ადამიანს მისჯილი აქვს თავისუფლება". ადამიანი მუდმივი შემოქმედებით ხდება არარაობიდან იმად, რაც არის. ის თვითონ ქმნის ღირებულებებს და ამ გზით ადამიანის არარაობა იქცევა "აზრის" მატარებლად. ადამიანი ხდება დეტერმინირებული.

ჩვენ მხოლოდ უკუპროცესს ვიცნობთ. მას შემდეგ, რაც დეტერმინირებულმა ადამიანმა დაიწყო ყოფიერებაზე ფიქრი, მივიდა "საზღვრით სიტუაციამდე", გააცნობიერა საკუთარი არარაობა და "სიკვდილისაკენ ყოფნა", გახდა არადეტერმინირებული და მისი ერთადერთი არჩევანი არაფრის არჩევა, უმოქმედობა გახდა.

ექსისტენციალისტები ცდილობდნენ ყოფიერების აზრის მიგნებას, თუმცა მათი ყველა მცდელობა კრახით დამთავრდა. ისინი ნიჰილიზმმა "ჩაყლაპა". ამის გამო, არადეტერმინირებულმა, შესაბამისად ბედნიერების არმცოდნე მოაზროვნეების ერთმა ნაწილმა, რომელთა ერთადერთი არჩევანიც უმოქმედობა იყო, გადაწყვიტა საზოგადოების დეტერმინირებული, შესაბამისად ბედნიერების განცდის მეტ-ნაკლებად შემძლე ადამიანების ღირებულებების დანგრევა, რათა ეზიარებინათ "ჭეშმარიტებასთან", ე. ი. არარაობასთან და ნიჰილიზმთან. ამის ერთ-ერთი მაგალითია ცნობილი მოაზროვნე ოშო, რომელმაც სახელი ერთადერთი ფრაზის - "Your morality is not real" - სხვადასხვა "ლამაზად" აწყობილ ნააზრევებში ძახილით გაითქვა და ამით თავისი ცხოვრებაც ცხოველურ დონეზე უზრუნველყო.

ის ადამიანები, რომლებიც ყოფიერების საზრისს ჩაუღრმავდნენ, ბედნიერების განცდის არმქონე, ხშირ შემთხვევაში არარაობის, გარდაუვალი სიკვდილისა და ამაოების განცდის გამო უბედურ, არადეტერმინირებულ, თავისუფლებით "დაწყევლილ" ადამიანებად იქცნენ.

მათ გამოსავალი ვერ იპოვნეს. მათმა ნაწილმა გამოსავლად ტრანსცენდენტი, მარადიული აბსოლუტი, ღმერთი დაუშვა, ღირებულებების შექმნა და მათით საკუთარი თავების დეტერმინირება. თუმცა არარაობის გაცნობიერების შემდეგ მათ ვეღარ შეძლეს ღირებულებებისთვის თავის დაქვემდებარება და ბოლომდე ნიჰილისტური განწყობა შეინარჩუნეს, რასაც მოწმობს სიცოცხლის ბოლომდე ყოფიერებაზე ფიქრი, ე. ი. თავიანთი დაშვებით სრული დაუკმაყოფილებლობა.

ათეისტური გადმოსახედიდან, შეუძლებელია ისეთ დიდ ადამიანს, როგორიც იესო იყო, ვერ გაეგო ყოფიერების არარაობის გაცნობიერების მძიმე შედეგები. სავარაუდოდ, ამის გამო, მან (და არა მარტო) გადაწყვიტა ადამიანები "საღვთო" ღირებულებებისთვის დაექვემდებარებინა, რათა ამით შეენარჩუნებინა მათთვის ბედნიერების განცდის შესაძლებლობა. ამიტომ არ არის სწორი რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა და "Your morality is not real" - ის ძახილი.

რა ვქნათ ჩვენ, ვისაც ნიჰილისტური განწყობა დაგვეუფლა და ბედნიერების განცდის შესაძლებლობა დავკარგეთ? ვინც ამას მძაფრად განვიცდით? წესით ყველაზე მეტად Doom Metal - ის მსმენელები გამიგებენ but damn it. Seems there's no escape from here."

QUOTE(tikoroma @ May 17 2009, 04:51 PM) *
ნაღვლიანი არ ვარ...
უიმედოდ ვარ,უსურვილოდ, უამბიციოდ...გულგრილი ყველაფრის მიმართ. აღარ ვიცი რა სიტყვებით ავხსნა


მიზნები და სურვილები გამომდინარეობენ ღირებულებებიდან... მგონი სწორად გესმის პრობლემა.

ამ ერთი წლის მერე, რამე დამაიმედებელს მიაგენი? დააღწიე თავი შენს მდგომარეობას?


--------------------
Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
FEBRUARY   დეპრესია   May 17 2008, 08:06 PM
Zet   ვის ჭირს?   May 17 2008, 11:12 PM
Katabua   :D მაგაზე ამ დღეებში...   May 18 2008, 03:07 PM
old_man   მე როცა დეპრესიის ...   May 19 2008, 11:07 AM
Uma   ქობულეთში პარკი რო...   May 19 2008, 11:24 AM
FEBRUARY   ქობულეთში პარკი რო...   May 20 2008, 12:30 PM
Uma   ara, martla kargi metodia. ai kidixar principshi e...   May 21 2008, 11:33 AM
Sophia   პირადად მე დეპრესი...   Jun 21 2008, 02:37 PM
lasharela   სოფია როგორ ფიქრობ...   Jun 21 2008, 03:05 PM
Katabua   დეპრესია არის პრეს...   Jun 22 2008, 09:10 PM
Uma   (ტალღას დაელოდე :))) )   Jun 23 2008, 10:56 AM
Tamo_Tamo   ადრე მეც მქონდაა ხ...   Jun 23 2008, 02:22 PM
Alpha   საინტერესო სტატია ...   Jun 24 2008, 11:59 AM
TeO   :yes:   Jun 26 2008, 04:10 PM
TeO   ისე რო დაუკვირდი ჩ...   Jun 26 2008, 04:12 PM
blanca   დეპრესია ტალღაა წა...   Jul 11 2008, 09:34 PM
blanca   არც სიყვარულით :( აღ...   Jul 11 2008, 09:35 PM
blanca   არა, ესე უნდა მეთქვ...   Jul 11 2008, 09:36 PM
Zet   ბლანკა, მე იგივე პრ...   Jul 15 2008, 07:40 PM
ირმა   ბლანკა, მე იგივე პრ...   Aug 16 2008, 12:30 AM
blanca   გარე დახმარებას რა...   Jul 15 2008, 08:35 PM
Sophia   მე დეპრესიის სერიო...   Jul 15 2008, 09:08 PM
blanca   სოფია, გასაგებია რ...   Jul 15 2008, 10:22 PM
Sophia   vin Tqva rom gvacuxeb? aranairad. es forumi upirve...   Jul 16 2008, 12:17 AM
blanca   :)   Jul 16 2008, 12:29 AM
Zet   გარე დახმარებაში ...   Jul 16 2008, 10:03 AM
Zet   ადრე მეც ვერ ვხვდე...   Jul 16 2008, 10:05 AM
FEBRUARY   ადრე მეც ვერ ვხვდე...   Jul 16 2008, 01:57 PM
TeO   გეთანხმები, მაგრამ...   Jul 16 2008, 02:26 PM
blanca   აუ რა კარგად თქვი კ...   Jul 16 2008, 06:25 PM
blanca   თეო, შენი ავატარი შ...   Jul 16 2008, 06:27 PM
Sophia   ხალხნო, ორი-სამი კვ...   Aug 24 2008, 07:41 PM
tikoroma   რეინკარნციის თემა...   May 16 2009, 06:07 PM
ირმა   tikoroma რაღაც მაგდაგვა...   May 16 2009, 10:19 PM
tikoroma   ირმა დიდი მადლობა.....   May 16 2009, 11:30 PM
ირმა   ჯანმრთელობის პირვ...   May 17 2009, 12:39 PM
tikoroma   ჯანმრთელობის პირვ...   May 17 2009, 03:41 PM
vkh   წერის მანერა, სტილ...   May 17 2009, 03:59 PM
tikoroma   ნაღვლიანი არ ვარ... ...   May 17 2009, 04:51 PM
adamiani   tikoroma ასე შორიდან და ...   May 18 2009, 03:23 AM
ირმა   adamiani 1.ძილი არ შეიბრუ...   May 18 2009, 08:17 AM
Shou   გულგრილი ხარ მატერ...   May 18 2009, 01:02 PM
david6david   ფანტასტიური კომენ...   May 18 2009, 04:15 PM
tikoroma   დიდი მადლობა ყველა...   May 18 2009, 05:29 PM
old_man   დეპრესია ალბათ ყვე...   May 18 2009, 06:43 PM
anonymouska   :( საშინელებაააა ა...   May 18 2009, 11:04 PM
DISCIPLINE   tikoroma 1 წელი გავიდა ამ...   Apr 2 2010, 09:18 PM
tikoroma   DISCIPLINE გმადლობ ამ პოს...   Apr 3 2010, 09:47 PM
tikoroma   DISCIPLINE ვცდილობ აღარ ვ...   Apr 11 2010, 10:46 PM
tikoroma   ორჯერ დამეპოსტა   Apr 11 2010, 10:46 PM
jgvenza   ყოველივე ამაო ... ეს...   Apr 12 2010, 10:56 AM
Fee   ყოველივე ამაო ... არ...   Apr 12 2010, 02:26 PM
jgvenza   სიყვარული ამაო არა...   Apr 13 2010, 01:22 AM
Fee   სიყვარული ამაო არა...   Apr 13 2010, 09:06 PM
jgvenza   Fee არაუსჰავს, აქ ყვე...   Apr 13 2010, 11:56 PM
DISCIPLINE   ამ პრობლემას ყველა...   Apr 26 2010, 01:13 AM
jgvenza   მოკლედ, დეპრესია ა...   Apr 26 2010, 05:26 PM
Fee   მაგის ფუფუნება სად...   Apr 26 2010, 09:24 PM
გოგა   აუუ თავი მტკივა სა...   Apr 26 2010, 10:25 PM
Fee   გოგა :o რას ამბობ? :( ყ...   Apr 26 2010, 11:08 PM
ირმა   ბევრჯერ გავქცევივ...   Apr 26 2010, 11:12 PM
Fee   რწმენა, სიყვარული ...   Apr 26 2010, 11:14 PM
ირმა   მე კი რწმენა მაქვს ...   Apr 26 2010, 11:19 PM
tikoroma   საუბარი იოლია, როც...   Apr 26 2010, 11:24 PM
tikoroma   როცა გავიაზრე ყველ...   Apr 26 2010, 11:28 PM
ირმა   tikoroma საუბარი იოლია, ...   Apr 26 2010, 11:28 PM
sky   უკაცრავად და მე "...   Apr 27 2010, 12:38 AM
sentimennte   დეპრესიას ჩიტების ...   Jan 19 2011, 10:21 PM
priad ubralo   arian adamianebi, romeltac prosta edepresiavebat.....   Jan 20 2011, 01:22 PM
Emigranti   arian adamianebi, romeltac prosta edepresiavebat.....   Jan 20 2011, 01:33 PM
td.........   ნუ განიკითხავ მათ (...   Jan 20 2011, 06:19 PM
sentimennte   priad ubralo arian adamianebi, romeltac prosta ed...   Jan 20 2011, 08:38 PM
priad ubralo   "lamazi depresirebuli qalbatoni mamaos gulis ...   Jan 22 2011, 11:44 AM
td.........   priad ubralo საკუთარი კომ...   Jan 22 2011, 02:43 PM
priad ubralo   td......... ჩემი შენ გითხა...   Jan 24 2011, 04:51 PM
td.........   priad ubralo ვისაც გინდა ა...   Jan 24 2011, 06:37 PM
ირმა   priad ubralo ისე კი მართალ...   Jan 25 2011, 07:29 AM
sentimennte   priad ubralo ყველას ერთ ქვ...   Jan 25 2011, 10:02 AM
old_man   ხუმრობა-ხუმრობაში ...   Jan 25 2011, 07:33 PM
td.........   მაგრამ ახლა პატარა...   Jan 25 2011, 07:35 PM
ირმა   :D   Jan 26 2011, 12:02 AM
sentimennte   priad ubralo ამ შემთხვევა...   Jan 26 2011, 12:23 PM
lasha   დეპრესიას სიყვარუ...   Aug 1 2011, 12:22 AM
tikoroma   ახალგაზრდობა გამა...   Aug 1 2011, 09:37 AM
lasha   ახალგაზრდობა გამა...   Aug 2 2011, 01:44 PM
td.........   ახალგაზრდობა გამა...   Aug 3 2011, 11:32 PM
anima mundi   tikoroma თიკო, იქნებ რაი...   Nov 12 2012, 03:16 AM
tikoroma   anima mundi ძალიან კარგი ...   Nov 12 2012, 10:10 AM
anima mundi   ყველაფრის გამსწორ...   Nov 12 2012, 03:11 PM
kindatma   დეპრესია არი შენი ...   Nov 12 2012, 03:25 PM
anima mundi   kindatma ზუსტად :)   Nov 12 2012, 03:26 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 17th June 2024 - 12:14 PM