ხვამლის მთის საიდუმლოება, ლეჩხუმის რაიონშია |
ხვამლის მთის საიდუმლოება, ლეჩხუმის რაიონშია |
Dec 9 2009, 07:40 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამას წინათ უაღრესად საინტერესო არქეოლოგიური ექსპედიციის რეპორტაჟს წავაწყდი აი აქ: http://xvamli.ge
იგი ლეჩხუმში ჩატარდა, ხვამლის კლდესთან. იგი ისტორიკოსებისთვის თურმე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ აქამდე არანაირი საფუძვლიანი გამოკვლევა არ ჩატაერებულა. ჩემთვის პირადად ეს სენსაციური აღმოჩენაა. ნამდვილად არ ვიცოდი, თუ საქართველოში ასეთი რამ არსებობდა. გამაოგნებელია. მათ ამის შესახებ ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი გადაიღეს: 1. მაღალი ხარისხის 1,2 გიგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=1F...&setlang=en 2. მათთვის ვისაც დიდი ფაილის ქაჩვა ეზარება, დავდე შემსუბუქებული, 130 მეგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=F2B0701C11 ნახეთ, სულ ნახევარი საათი გრძელდება. ყურება რომ დავიწყე თვალი ვერ მოვწყვიტე, ისეთი საინტერესოა, მიმიქარავს ინდიანა ჯონსი. იმავე გვერდზე არის ექსპედიიცის დოკუმენტაცია: http://xvamli.ge/xomlip.pdf აქ მომეწონა იმ ხის ნახაზი, რომლის ფესვებთან არსებული ფუღუროდანაც, საიდუმლო ჩასასვლელია მიწისქვეშა მღვიმეში. საოცარია. რაღაც საიდუმლო ლაბირინთს ჰგავს. ასევე გამაოგნა ჟიულ ვერნის მონათხრობმა ქუთაისთან არსებული ხვამლის კლდის შესახებ. თუ თქვენც რამე საინტერესო ნახოთ, დადეთ. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Apr 25 2010, 08:13 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დავით გოგუაძის ფილმის, "ხომლი 2"-ის, პრემიერა გაიმართა კულტურა, სპორტი
11-04-2010, 01:17 თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორ დავით გოგუაძის დოკუმენტური ფილმის, "ხომლი 2"-ის, პრემიერა გაიმართა. როგორც ფილმის ავტორმა და რეჟისორმა დავით გოგუაძემ ჩვენთან საუბარში განაცხდა, სურათზე მომუშავე ჯგუფმა 2009 წელს მოიპოვა რუსთაველის ფონდის სამეცნიერო კვლევების გრანტი და მთელი წლის განმავლობაში აწყობდა ექსპედიციებს ფილმის მეორე ნაწილის გადასაღებად. "შარშანდელი ექსპედიციების დროს საინტერესო მასალას მივაკვლიეთ. ფილმის მეორე ნაწილი, ძირითადად, კოლხებისა და ეგვიპტელების ურთიერთობას ეხება. არქეოლოგ მალხაზ ბარამიძის დახმარებით, მივაკვლიეთ მუზეუმებში დაცულ მასალას, რომელიც 1952 წელს რაჭაში ჩატარებული გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი. ესაა ეგვიპტური ნაკეთობები, რომელიც ბრილის განძის სახელითაა ცნობილი", _ განაცხადა გოგუაძემ ჩვენთან საუბარში. ფილმის პირველი ნაწილი, "ხომლი", გვიამბობს არქეოლოგიური ექსპედიციის შესახებ, რომელიც 2007 წლის მაის-ოქტომბერში არქეოლოგ გურამ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით ხვამლის კლდოვანი მასივისა და კლდეში არსებული ციხე-ქვაბულის შესასწავლად მოეწყო. ეს ციხე-ქვაბული შუა საუკუნეებში ქართველ მეფეთა განძთსაცავს წარმოადგენდა, ის "ქართლის ცხოვრებაშიც" არის მოხსენიებული. ფილმის ავტორთა აზრით, სწორედ ხვამლის კლდე არის ის ადგილი, სადაც უძველესი მითების მიხედვით პრომეთე იყო მიჯაჭვული და სადაც ოქროს საწმისი ინახებოდა. ფილმს მიღებული აქვს ბათუმის მართლმადიდებლური ფილმების III საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრიზი - "ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კინომატოგრაფიული კვლევისა და პოპულარიზაციისთვის" (2008). -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th November 2024 - 10:03 PM |