IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> + (ჯვარი) ანუ ჭეშმარიტების შემოსვლა სამყაროში, პუბლიცისტური წერილი
daat
post Apr 27 2010, 06:46 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 271
Joined: 23-July 09
From: Georgia,Tbilisi
Member No.: 6,001

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



uraaa.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
daat
post Apr 27 2010, 07:22 PM
Post #2


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 271
Joined: 23-July 09
From: Georgia,Tbilisi
Member No.: 6,001

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯვრის არსის გაგებას მენტალურ დონეზე შემდეგი დახასიათება ესადაგება: ჯვარი არის ვერტიკალური და ჰორიზონტალური წრფეების გადაკვეთით მიღებული სუბსტანცია! ეს არის პროცესი რომელიც ჭეშმარიტების შემოსვლას ასახავს ამ მატერიალურ სამყაროში. ჭეშმარიტება ეს არის სვეტი! სვეტი ცხოველი, ანუ ცოცხალი სვეტი ! და წმიდა წერილში ამის შესახებ წერია როცა ღმერთი იძახის, რომ იგი ჭეშმარიტებას დადებს შვეულად! ეს არის მარადისობის კარიბჭე! შესასვლელი! მარადიულ ყოფაში გადასასვლელი ხიდი! ქრისტიანებმა შემდგომში თავის სიმბოლოდ ჯვარი გაიხადეს, რომელზეც იესო ქრისტე გააკრეს საწამებელად... ხოლო მეორეს მხრივ ჰორიზონტალური წრფე წარმოადგენს მატერიალურ სამყაროს! ჭეშმარიტებასა და მატერიალურ სამყაროში მცხოვრებ ხალხთა აზრს ჭეშმარიტების შესახებ, საერთო არაფერი აქვს გარდა სახელწოდებისა. პილატეს კითხვა ნიშმავდა იმას რომ რამდენი ადამიანიც არის იმდენი ჭეშმარიტებაა ამ მატერიალურ სამყაროშიო.

იქიდან გამომდინარე რომ კოსმოსში არის სიცარიელე, (ვაკუუმი) მასში, სხვადასხვა სხეულებს საშუალება ეძლევა, იმოძრაონ თავისუფლად.
მაგრამ რა არის ვაკუუმი? ვაკუუმი არის ისეთი სივრცე, სადაც არ არსებობს არანაირი მატერიალური ნაწილაკი. იგი აფსოლუტურად ცარიელია, მაგრამ აქვე ჩნდება ბუნებრივი კითხვა? არსებობს თუ არა ანტიმატერიალური ნაწილაკი? ხომ შეიძლება ის არსებობდეს ვაკუუმში? გამომდინარე იქიდან რომ არ ვიცით რა არის ანტიმატერიალური ნაწილაკი, ვერ ვიტყვით რომ ის შეიძლება არსებობდეს ვაკუუმში. ჩვენ ისიც კი არ ვიცით არსებობს თუ არა საერთოდ იგი.
სად არის ისეთი სივრცე, სადაც არ იარსებებს მატერიალური ნაწილაკი? არსად... თუნდაც კოსმოსში არ არსებობს ისეთი ადგილი რომელიც მთლიანად ცარიელია, თუმცაღა კოსმოსის სივრცე ძალზედ ახლოს არის აფსოლუტურ ვაკუუმის მდგომარეობასთან, რადგანაც გაიშვიათებულია მატერიალური ნაწილაკების რაოდენობა.
როგორ წარმოვიდგინოთ სრულიად ცარიელი სივრცე? როგორი თვისებები ექნება მას? ჩვენ რომ შეგვძლებოდა გვეხილა იგი და დაგვემოწმებინა, მაშინ შევძლებდით მის შესახებ ყველაფრის გამოკვლევას, მაგრამ ასეთი ადგილი არავის უნახავს, ვერც ლაბორატორიაში იქმნება აფსოლუტური ვაკუუმი. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მასთან დაახლოებულ სიცარიელეზე. (ვაკუუს ლათინური სიტყვაა და გადმოთარგმანებით ნიშნავს სიცარიელეს).
დავაკვირდეთ უმცირეს ნაწილაკებს: მაგ: ატომს. ატომი შედგება ატომ ბირთვისგან და მის გარშემო მოძრავი ელექტრონებისგან. ატომის რადიუსი, ანუ მანძილი მისი ცენტრიდან უშორეს ელექტრონამდე უდრის 0.14ნმ-ს (ნმ-ნანომეტრი, მეტრის მემილიარდედი ნაწილი). ელექტრონები როგორც უკვე ვთქვით ბირთვის გარშემო მოძრაობენ, ესეიგი არსებობს სივრცე სადაც მოთავსებულია ატომის ბირთვი და მოძრავი ელექტრონები, მნიშვნელობა არა აქვს რომ საუბარი მიდის ძალიან მცირე მასშტაბებში. რა არის ეს სივრცე? თუკი ატომის ბირთვი და ელექტრონები უმცირესი ნაწილაკებია, მაშინ სივრცე სადაც ისინი მოძრაობენ ცარიელია. ესე არ გამოდის? კარგად დავაკვირდეთ: ავიღოთ ერთი პატარა სფერო და რამოდენიმე ცოტათი მასზე დიდი და ეს დიდი სფეროები განვალაგოთ ისე რომ პატარა მათ ცენტრში აღმოჩნდეს, შევქმნათ ატომის მოდელი. მათ შორის ვხედავთ, უფრო სწორად ვერ ვხედავთ სიცარიელეს ჩვენ ვხედავ ამ სიცარიელის უკან ან მაგიდის ზედაპირს ან რაზეც ეს სფეროები დევს. ანუ სიცარიელე არსებობს მათ შორის.
თუკი ელექტრონები აღარ იშლება კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებად, ესეიგი გამოდის რომ ისინი რაღაც ცარიელ სივრცეში მოძრაობენ.
გამოდის რომ ეს ცარიელი სივრცე არის აფსოლუტური ვაკუუმი, ანუ ჩვენს გარშემო მთელი სამყარო დიდ ვაკუუმში დასრიალებს ან ქანაობს ან, თუნდაც მიმოიძვრის.
რატომ დასრიალებს მთელი სამყარო აფსოლუტურ სიცარიელეში? მარტივი ლოგიკაა: სახლი ნიშნავს ოთახების შიგნით არსებულ სიცარიელეს. რა აზრი ექნებოდა თუკი ეს სიცარიელე ამოვსებული იქნებოდა მთლიანდ სამშენებლო მასალით? მასში ვერც კი შევიდოდით ცხოვრებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ანუ მატერიალურ სამყაროს ჭირდება მისი საწინააღმდეგო თვისებების სამყარო, რაშიც ის შეძლებდა გამოვლინებას. ესეიგი გამოდის რომ ვაკუუმი ანუ აფსოლუტური სიცარიელე ყოფილა ანტიმატერიალური, მოდით დავარქვათ ჭურჭელი, რაშიც ასხია სამყარო.
"ფილოსოფია არ აყენებს სიამოვნებას უფლის ტრანსცენდენტულ გრძნობებს. ამიტომ იგი უსარგებლოდ ითვლება."(შრიმად-ბჰაგავატამი, გალობა1, თავი5, ტექსტი 8).
"ფილოსოფია ბერძულებ ნიშნავს სიბრძნის მოყუარებასა" ("ხუმარსწავლა", Iტ. გვ. 121).
რა მინდა ამით რომ ვთქვა: მხოლოდ ფილოსოფიით ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ. მარტო აღებული ფილოსოფია არაფერს ნიშნავს ყოველგვარ აზრს მოკლებულია და ზუსტად იმ შინაარს ატარებს როდესაც ხუმრობით ვeტყვით ხოლმე ვინმეს, როცა ბევრს და უაზროდ ლაპარაკობს: "ნუ ფილოსოფოსობო". ფილოსოფია თავისთავად შეისწავლის რელიგიებს, მაგრამ არა რწმენის თვალსაზრისით. რელიგიის ძირი რწმენაშია. გვწამდეს ის რაც უხილავია. გვჯეროდეს იმის რაც ან ვინც არასდროს გვიხილავს. აი განსხვავება ფილოსოფიასა და რელიგიას შორის. ფილოსოფია ხილულ მატერიალურ სამყაროს შეისწავლის, ხოლო რელიგია კი უხილავ სამყაროს.
ესეიგი დავუბრუნდეთ ჭურჭლის არსს... ყველაზე მითიური და ლეგენდარული ჭურჭელი არის თასი, ბარძიმი, სასმისი.
ეს ის სასმისია ქრისტემ რომ გადაულოცა თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის დროს, სადაც ესხა ღვინო.
ალეგორიული მნიშვნელობით ღვინო ეს არის ცოდნა, მოძღვრება ქრისტესი. უხილავი სულიერი სამყაროს შესახებ. პური ეს არის ხორცი ქრისტესი, ანუ მისი ხილული, მატერიალური მხარე, გამოვლინება, მატერიალური სამყარო, რომელიც კაცობრიობას მიეცა არსობისთვის. ანუ საიდუმლო სერობის საიდუმლო შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც მატერიალური და ანტიმატერიალური სამყაროების შესახებ ცოდნასთან ზიარება მოწაფეებისა ქრისტეს მიერ.
თასი როგორც ჭურჭელი, აფსოლუტური სიცარიელე, ვაკუუმი, რომელშიც ასხია ანტიმატერიალური სამყარო, როგორც ღვინო, მაგრამ სად წავიდა მატერიალური სამყარო? რომელიც პურის ანალოგია? პური გატეხა და ჩააწო ღვინით სავსე თასში, ანუ მატერიალური სამყაროც ამ ჭურჭელში მოათავსა, რომელიც გაიჟღინთა სულიერი სამყაროთი, როგორც პურის ნაჭერი იჟღინთება ღვინით სავსე თასში.
რა დავადგინეთ ამით? არაფერი... ის რაც იყო, ის რაც არის, და ის რაც იქნება ყოველთივს...


დასაწყისი და დასასრული, თუ უსასრულობა?!

ე.ი. დავადგინეთ, რომ სამყაროში არსებობს დიდი სიცარიელე, რომელიც ყველგან არის, თვით ყველაზე მცირე მატერიალური ნაწილაკებიც კი, მათ შორის არსებული სიცარიელით გამოიყოფა. რამხელაა ეს სიცარიელე? აქვს თუ არა მას საზღვარი? თუკი სამყარო, ანუ მატერიალურ ნივთიერებათა ერთობლიობა (იგულისხმება უხეში მატერია, თვალით ხილული და შედარებით ნატიფი, რომელიც რთული დასანახია და რთული აღსაქმელი.) ფართოვდება, ე. ი. მას აქვს ამის საშუალება, ანუ სიცარიელე აძლევს მას გაფართოების შესაძლებლობას, მაგრამ სადამდე?! ხომ შეიძლება ეს სიცარიელე იყოს შემოსაზღვრული? რითი? რა შიძლება იყოს ამ სიცარიელის მიღმა? დავუშვათ რომ არის რაღაც, რაც მის მიღმაა, მაშინ ისიც უნდა წარმოვიდგინოთ თუ რა არის?
ვთქვათ ეს არის სულიერი სამყარო... რა არის სულიერი სამყარო? ან საერთოდ რა არის სული? სული მატერიის საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება. ჩვენ ვამბობთ, რომ მატერიას აქვს საწყისი და დასასრული, მაგრამ ესეც შეცდომაა, რადგანაც დასაწყისი და დასასრული აქვს მატერიის გამოვლინების კონკრეტულ ფორმას, ანუ ავიღოთ ფურცელი. ეს ფურცელი მატერიალური ნივთია, რომელიც არსებობს რაღაცა ფორმით, ზომით, წონით და ა. შ. იგი შედგება უმცირესი მატერიალური ნაწილაკებისგან. დავწვათ ეს ფურცელი ცეცხლში. რა მოხდა? გაქრა? აღარ არის? ანუ ეს ფურცლის დასასრულია? დიახ და არა. დიახ იმიტომ რომ, როგორც ფურცელი ის აღარ არსებობს, მაგრამ არა იმიტომ რომ რისგანაც ეს ფურცელი შედგებოდა გაქრა, არამედ გარდაიქმნა სხვა ფორმაში. იგი ახლა წარმოადგენს ფერფლს და ბოლს, ანუ ჩვენ რომ შევკრიბოთ ბოლის მასა, რაც მისგან გამოთავისუფლდა და ასევე ფერფლის მასა, კიდევ სხვა ატომებიც, რომლებიც ქიმიური რეაქციის შედეგად გარდაიქმნენ, მივიღებთ ფურცლის მასას.
ავიღოთ ადამიანის სხეული. ჩვენ ვიძახით რომ სხეულის არსებობას აქვს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ რეალურად სხეული, როცა მისგან სული გადის, იხრწნება, ანუ მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია და სხეულის ატომები სხვა ფორმას იძენენ, თორემ ისინი ისევ ამ მატერიალური სამყაროს შემადგენელ ნაწილებად რჩებიან.
რა გამოდის? რომ მატერია და არა მისი რომელიმე კონკრეტული ფორმა, არამედ მთლიანად - უცვლელია. მარადიულია. სულ არის.
დავუბრუნდეთ სულის რაობას. რელიგიური თვალსაზრისით ვიცით რომ სული მარადიულია. ეს დიდი არაფერი, რადგანაც მატერიაც მარადიულია, მაგრამ სული უცვლელია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ანუ იგი არ იცვლის ფორმას, ზომას, წონას და ა. შ. თუკი მატერია იცვლის ფორმას და გადადის სხვადასხვა მდგომარეობებში, სული მარადიულად უცვლელი რჩება.
ჩვენ ადამიანებს ბავშვობიდან მცდარი სწავლებით გვზრდიდნენ, ანუ, რომ რაღაცა იწყება, რაღაცა მთავრდება, მაგრამ რომ ასევე არსებობს მარადისობაც. ამ ცნობიერებით გავიზარდეთ და ეხლა ჩვენ დავფიქრდით: რა იწყება? რა მთავრდება? და რა არის მარადიული? ჩვენ ძალზე ადვილად გვესმის, რომ რაღაც შეიძლება დაიწყოს და დასრულდეს, რადგანაც ერთი შეხედვით, ჩვენს გარშემო რაც ხდება, ასეთ შთაბეჭდილებას გვიტოვებს. და, როცა ვფიქრდებით თუ რა შეიძლება იყოს მარადიული, ვეღარ ვახერხებთ ამის გამორკვევას. დღეს ვერავინ ხვდება მარადისობის არსს ისე მარტივად, როგორც საწყისს და სასრულს რაიმესას. ეს უკანასკნელი ჩვენთვის ადვილი გასაგებია, მაგრამ მარადისობა - ძალიან რთული.
ვფიქრობთ რაღაც არაამქვეყნიურზე, მიუწვდომელზე და ვცდილობთ რომ ეს ზებუნებრივი როგორმე ჩვეულებრივი ენით გადმოვცეთ. ხშირად ვამბობთ: " რა ვიცი აბა.. აი რაღაც რაც სულ არის... რავი წარმოდგენაც კი მიჭირს" რატომ? რატომ გვიჭირს მარადისობის წარმოდგენა? იმიტომ რომ მარადისობის არსი გადაფარა ადამიანის მიერ გამოგონილმა ტყუილმა, რასაც საწყისი და სასრული ქვია. ეს ტყუილი იმდენად გამჯდარია ჩვენში, რომ სიმართლე გვგონია. მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა რაღაც არ არის რიგზე, გვახსენდება რომ ტყუილია. და ახლა ამ ტყუილით ვცდილობთ რომ აღვწეროთ ჭეშმარიტება, ანუ რეალობა. სწორედ აქ გვექმნება წინააღმდეგობა და ვხვდებით, რომ ტყუილით ვერასდროს განვსაზრვრავთ სიმართლეს.
საინტერესო ის ფაქტია თუ რატომ გამოიგონა ადამიანმა ეს ტყუილი?! ან იქნებ არც ფიქრობს ადამიანების უმრავლესობა, რომ ყველაფერ მატერიალურს აქვს საწყისი და სასრული? მარტივია... მას რაც იყო უცვლელი, დასჭირდა ცვალებადობა. იგი ცვლის ყოველივეს მის გარშემო, მაგრამ თვითონ აფსოლუტურად უცვლელი რჩება. როგორც პლასტელინისგან ხან გამოვძერწავთ რამეს ხან დავშლით და ისევ გამოვძერწავთ. ეს არის სულის სათამაშო ასპარეზი, იგი მატერიას იყენებს როგორც გასართობ მასალას.
ახლა ვცადოთ და გამოვარკვიოთ სულის თვისებები: როგორია? რა ფორმა აქვს? რა ზომა? წონა? და ა. შ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სულს ესეთი ფორმის, ზომის, წონის და გარეგნობის სხეული აქვს, მაგრამ თვითონ სულზე არაფერი ვიცით.
იძახიან რომ ღმერთი არის სული. ვეთანხმები, ასევე სულები ვართ ჩვენც ადამიანები, რომელთაც განსხვავებული ფორმის, წონის და გარეგნობის სხეულები გვაქვს....

გაგრძელება იქნება...

ამ მატერიალურ სამყაროს აქვს სასრული.

რომ გამოვარკვიოთ თუ რა არის სული, ამისათვის ჯერ მატერია უნდა ვიცოდეთ რა არი. თუ ის არ ვიცით რასაც ვხედავთ, როგორღა გვეცოდინება ის რასაც ვერ ვხედავთ? როგორ უფრო ადვილია სიარული თვალღია თუ თვალდახუჭული?
ჩვენ დავადგინეთ რომ ამ მატერიალურ სამყაროს აქვს საზღვარი, რადაგანაც მას აქვს ისეთი თვისება რასაც გაფართოვება ქვია.
გამოვარკვიეთ ისიც, რომ თანამედროვე მეცნერები დიდ უტოპიაში არიან შესულნი და თვითონაც არ იციან რას ლაპარაკობენ. როგორ შეიძლება რაღაც იყოს უსასრულო და ამავედროს ფართოვდებოდეს? თუკი საუბარია იმაზე რომ თვითონ პროცესი გაფართოებაა უსასრულო, ანუ სამყარო უსასრულოდ ფართოვდება ეს სწორედაც რომ მიუთითებს იმავეზე რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ სამყაროს აქვს სასრული და იგი, თუნდაც უსასრულოდ, ფართოვდება. ეს კიდევ გამოსარკვევია, მაგრამ ამავე მეცნიერთა მოსაზრებით, დადგება მომენტი, როდესაც სამყარო შეკუმშვას დაიწყებს. ეს უკვე აბსოლუტური უმეცრებაა და სხვა არაფერი, თუკი უსასრულოდ ფართოვდება, მაშ როგორღა დადგება მომენტი როდესაც ის შეკუმშვას დაიწყებს???
მოკლედ მათ კაი ხანია გზა აბნეული აქვთ და ჩვენც გვახვევენ ამ აზრებს თავზე. ჰკითხეთ ნებისმიერ ადამიანს სამყაროს შესახებ: ჰკითხეთ თქვენ მეგობარს, ძმას, დას, ჰკითხეთ მას ვინც ახლა თქვენს გვერდითაა. აქვს თუ არა სამყაროს სასრული?
უმრავლესობა გიპასუხებთ რომ სამყარო უსასრულოა, რადგანაც ასე გვასწავლიდნენ ჩვენ. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს აზრი მცდარია და თან ძალიან მცდარი. აღარ მინდა დავუბრუნდე იმის ახსნას თუ რატომ. ( ყველაფერი ითქვა ზემოთ).
ვნახოთ ამ მხრივ რას გვასწავლის ჩვენი რელიგია: ბიბლიის პირველ თავებში სამყაროს შექმნის შესახებ ვკითხულობთ, რომ ღმერთმა 6 დღეში შექმნა სამყარო, ხოლო მეშვიდე დღეს დაისვენა. რა დავადგინეთ ამ წინადადებიდან? ანუ რას მივხვდით სამყაროს შესახებ? ერთი შეხედვით ვერაფერს გარდა იმისა რომ იგი შეიქმნა... მაგრამ კარგად დავაკვირდეთ ამ სითყვას "შექმნა", ანუ პროცესი დასრულდა, შეასრულა, ანუ დაიწყო განავითარა და ბოლოს მიაღწია ისეთ მომენტს როდესაც უკანასკნელი რამ შექმნა და ამით შექმნის პროცესი დასრულებულია. ალბათ სწორედ ამიტომაა, როდესაც რელიგიურად იკრძალება, ჩვენზე ან ვინმეზე ვთქვათ, რომ რამეს ვქმნით. ეს უბრალოდ აფსურდია, რადგანაც ყველაფერი უკვე შექმნილია. შექმნა დასრულდა, ახლა შექმნილის მოხმარება გადანაწილებ-გადმონაწილება მიმდინარეობს. გარდა ამისა ამითი ჩვენ მივხვდით რომ ეს მატერიალური სამყარო სასრულიანია და იგი უკვე შექმნილია. ვხვდებით რომ რელიგიურადაც სამყაროს სასრული აქვს.
რაღაც არ გამოდის. თუკი ყველაფერი შექმნილია, თუკი ყველაფერი დასრულდა, როგორღა ვვითარდებით? მაშინ რას ნიშნავს სიტყვა ევოლუცია? რადგან ეს სიტყვა არსებობს ესეიგი მართლაც აქვს მას ამის საფუძველი.
ცნობილი ინდოელი გურუ ბჰაგვან შრი რაჯნიში, რომელმაც თავის თავს უწოდა ოშო, ისევე როგორც სხვა მრავალი ათეისტური ფილოსოფიის მიმდევარი, როგორც აღმოსავლური კულტურიდან, ასევე დასავლურიდან, თვლიან რომ ღმერთი არ არსებობს, და რომ ის მხოლოდ სიტყვაა, რომელიც გამოვიგონეთ, რადგანაც გვქონდა მოთხოვნილება, ჩვენს ლექსიკონში ყოფილიყო ისეთი სიტყვა, რომელსაც ხშირად ვიხმარდით. ასევე ყველაფერი რაც ღმერთთან არის დაკავშირებული მცდარია. მაგ: თუკი ღმერთმა სამყარო 6 დღეში შექმნა და მეშვიდე დღეს დაისვენა, მაშინ გამოდის რომ იგი დღემდე ისვენებს!!! თუკი რაღაცა შექმნა, ე. ი. ევოლუციის პროცესი მოისპო, სიახლე, აღმოჩენა, პიკი. აღარ არსებობს, მაგრამ ასეთებს მინდა შევთავაზო ჩემი აზრი სამყაროს მოდელის შესახებ. თუკი პრეტენზია გვაქვს გურუობაზე და მასწავლებლობაზე, ამისათვის შესაბამისი ცოდნაც უნდა გვქონდეს. ბატონ ოშოს, ვერ გამოურკვევია რა არის მატერია და რა არის სული და ცდილობს რაღაც დასკვნების გამოტანას. ისე დღეისდღეობით ჩვენ ანალოგიური პრობლემის წინაშე ვდგავართ: დავაკვირდეთ ერთმანეთს. ქრისტიანული რელიგიის მიხედვით ამ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს: ზიარება! ეს ერთერთი საიდუმლო რიტუალია ქრისტიანულ რელიგიაში. რატომ არ ქვია მას სწავლება? არ დაფიქრებულხართ ამაზე? გაზიარება და არა სწავლება... როდის მივხვდებით რომ გაზიარებაა საჭირო ჩვენი სულისათვის და არა მასწავლებლობანა?!
დავუბრუნდეთ მატერიალური სამყაროს არსს...

გაგრძელება იქნება...


7 დან 9-ის ჩათვლით

სამყაროს სწორი მოდელის დასადგენად, პირველ რიგში უნდა გამოგვერკვია, აქვს თუ არა მას სასრული? ეს გამოვარკვიეთ და დავადგინეთ, რომ ამ მატერიალურ სამყაროს აქვს სასრული და იგი როგორიღაცა სუბსტანციით არის შემოსაზღვრული. მაგ: წარმოვიდგინოთ საპნის ბუშტი ჰაერში, აი ასეთად შეგვიძლია აღვიქვათ სამყარო. პირველის შემთხვევაში ვიცით რომ მას შემოსაზღვრავს ჰაერი, მაგრამ რა შემოსაზღვრავს სამყაროს? ჰაერიც ხომ თვით ამ სამყაროს შემადგენელი ერთერთი ელემენტია???
სწორედ ამ კითხვაზე შევეცდებით გავცეთ პასუხი დასაბუთებულად.
ძველი ბერძენი ფილოსოფოსები თვლიდნენ, რომ ყველაზე სრულყოფილი ფიგურა არის წრე, მისგან გამომდინარე წრეწირი და სფერო. რატომ თვლიდნენ ასე? იმიტომ რომ წრე ციკლია. იგი უსასრულოდ მეორდება და მეორდება. მას საწყისი და სასრულიც პირობითი აქვს. მაგ: ავიღოთ წრე. საიდან იწყება ეს წრე? არსაიდან. სადაც ჩვენ ჩავთვლით რომ იწყება იქიდან იწყება და ის იქნება სასრულიც, ანუ წრეში საწყისი და სასრულიც ერთიდაიგივეა. ამიტომ თვლიდნენ მას ყველაზე სრულყოფილად, მაგრამ რეალურად არ აღმოჩნდა წრე და სფერო სრულყოფილი, რადგანაც მათ აქვთ საზღვარი სასრული. წრე შეგვიძლია შემოვხაზოთ რაღაცა რადიუსის სიგრძის, მაგრამ აქ მთავრდება ეს წრე. ამის იქეთ უკვე სხვა რამაა, თუნდაც მეორე წრე და ა. შ. მაგალითად სფერული ფორმა აქვს დროს, პლანეტებს, მათ ორბიტებს (იგულისხმება პლანეტების ორბიტები) წყლის წვეთს, ატომებს, და ა. შ. სწორედ ეს მატერიალური სამყაროც სფეროსავითაა, რომელიც სადღაც, როგორიღაცა სივრცეშია მოთავსებული (ამ სივრცის რაობაზე ცოტა მოგვიანებით გვექნება საუბარი).
ასევე წრიულ-ციკლური ფორმა და თვისებები აქვს რაოდენობის დასათვლელედ გამოსაყენებელ რიცხვით სისტემას. მაგ:
დავაკვირდეთ ციფრებს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 0, ეს ციფრები ქმნიან ციკლს ხოლო დანარჩენი რიცხვები, მათგან იწარმოება უსასრულოდ, მაგრამ აქ ერთი შეხედვით უზუსტობას ვამჩნევთ, ბიბლიაში მოთხრობილ სამყაროს შექმნის ციკლურ სისტემასა და რიცხვით სისტემას შორის, კერძოდ: ბიბლიაში ნათქვამია რომ ღმერთმა სამყარო შექმნა 6 დღეში, ხოლო მე-7 დღეს დაისვენა, რა გააკეთა მე-8 და მე-9 დღეს? ისვენებდა? ან რატომ არაფერია ნათქვამი ამ დღეების შესახებ? რა! არ არსებობდა მეტი ციფრები მაშინ? როგორ არ არსებობდა, ბიბლიაში მრავალგან ამოიკითხავთ ისეთ ტექსტს სადაც ციფრი ცხრიანიც იქნება გამოყენებული და რვიანიც. მაშ რა ხდება? გამოეპარა ბიბლიის ავტორს მოსე წინასწარმეტყველს ეს ორი დღე და მათი შესაბამისი ციფრული მნიშვნელობები???
ამ წერილებში რომელსაც გთავაზობთ, საუბარია ჩვენს მატერიალურ სამყაროზე და აქედან გამომდინარე, ეს თემა ბევრ თემებს აერთიანებს. ამიტომ გვიწევს მაგალითების მოყვანა უამრავი სფეროებიდან.
ყველას გვაქვს წაკითხული იოანე ზოსიმეს მიერ გადაწერილი "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ". ამ მესიანიტური იდეის მატარებელი წერილის (ასე უწოდებენ მას ქართველი ფილოლოგები) ირგვლივ, მრავალი იდეა გამოითქვა და დაიწერა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია წერდა ამ თემის შესახებ აგრეთვე. არა მარტო ის, არამედ მრავალი ადამიანი გამოთქვამდა თავის შეხედულებას და ბოლოს დაადგინეს, რომ ეს წერილი არის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, მისიის არსის გამომხატველი და სწორედ ამიტომ უწოდეს მას მესიანიტური წერილი.
ძირითადი არსი ამ წერილისა დამყარებულია ქართული ენის როგორიღაცა მისიაზე უკანასკნელ ეპოქაში. ჩემი პირადი მოსაზრება ამ წერილის შესახებ განსხვავდება ზემოთ ნახსენებ ადამიანთა საერთო აზრისგან, მაგრამ ვეთანხმები იმაში, რომ ჩვენ ენას მართლა დიდი მისია აკისრია ბოლო ჟამს.
ახლა რატომ შევეხე ამ თემას... მოგეხსენებათ ბიბლია წიგნია რომელიც უამრავ ენაზეა თარგმნილი და წარმოადგენს კაცობრიობის ზნეობრივ საგანძურს. ასევე „თარგმნილია“ ქართულ ენაზეც, ვგულისხმობ თანამედროვე ქართულს, მაგრამ ეს თანამედროვე ქართულით ნათარგმნი ბიბლია არაფრით განსხვავდება სხვა ენებზე თარგმნილი ბიბლიებისგან.
ყველას მოგეხსენებათ, რომ ქართულ სიტყვას შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ქონდეს და ერთდროულად აღნიშნავდეს სხვადასხვა საგანს ან მოვლენას. ასევე ვიცით, რომ ძველქართულ დამწერლობაში არსებობდა ქარაგმები. რას ნიშნავს ქარაგმა?
ქარაგმა ნიშნავს ინფორმაციის მიწოდებას შეფარვით. ამისათვის დავაკვირდეთ ძველქართული დამწერლობით, კერძოდ ასომთავრულით დაწერილ წერილებს ფრესკებსა თუ ხატებზე. შევამჩნევთ, რომ ზოგან ასოები გამოტოვებულია და მათ მაგივრად წერტილები, მძიმეები და სხვა ნიშნებია გამოყენებული. რატომ? განა არ შეეძლო ძველ ხალხს მთლიანად დაეწერათ სიტყვები? ამით მათ უნდოდათ გადმოეცათ ქართული ენის და დამწერლობის მრავალსაფეხურობრივი მნიშვნელობა.
რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი... მოდით დავაკვირდეთ რა წერია ძველქართულ ბიბლიაში სამყაროს შექმნის შესახებ:

"2,2 და განასრულნა ღმერთმან დღესა მეშჳდესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა, და დასცხრა დღესა მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა." დაბადებისა (დაბ)

ახლა მოვიყვანოთ იგივე ციტატა თანამედროვე ქართულით თარგმნილი ბიბლიიდან:

"2.გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა."

ატყობთ რაიმე განსხვავებას? ერთი შეხედვით მხოლოდ სიტყვების ძველ და ახალ სტილშია განსხვავება მხოლოდ....
მაგრამ კარგად დავაკვირდეთ: პირველი განსხვავება ისაა, რომ პირველ ტექსტში წერია: "და განასრულნა ღმერთმან დღესა მეშჳდესა საქმენი მისნი," ხოლო მეორეში წერია: "2.გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე,".... რატომ? ჯერ ეს ერთი რა უფლებით? მეორეს ერთი რატომ? თუკი წერია რომ ღმერთმა მეშვიდე დღეს დაასრულა თავის საქმე, რატომ თარგმნეს რომ მე-6 დღეს დაასრულა? თქვენ ადრე ამაზე არასდროს გიფიქრიათ... თქვენ თვლით რომ ეს ფილოლოგების და თეოლოგების საქმეა, მაგრამ მე კი ვთვლი, რომ ეს არ არის მარტო ფილოლოგების და თეოლოგების და საპატრიარქოს საქმე. კიბატონო! თარგმნონ ბერძნული ფილოსოფიური შედევრები, ლათინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ა. შ. და არც კი დავინტერესდები, მაგრამ აქ ჩვენი რწმენის წიგნზე მიდის საუბარი. რატომ ცვლიან რწმენის წიგნში რაღაც რაღაცეებს? კარგით შეცვალონ, მაგრამ შეცვალონ ნაკლებმნიშვნელოვანი რამ, მაგრამ ეს... თქვენ როგორ თვლით ეს ცვლილება ნაკლებმნიშვნელოვანია??? სწორედ ამ და კიდევ სხვა ცვლილების შესახებ მექნება საუბარი ქვემოთ, იგივე ფრაზიდან, რაც პირდაპირ კავშირშია განვითარებულ თემატიკასთან...

გაგრძელება იქნება…
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
daat   + (ჯვარი) ანუ ჭეშმარიტების შემოსვლა სამყაროში   Apr 27 2010, 06:46 PM
jgvenza   აქ მხოლოდ სალუტებს...   Apr 27 2010, 06:58 PM
daat   ჯვრის არსის გაგება...   Apr 27 2010, 07:22 PM
Atman   საინტერესოა... ყურა...   Apr 27 2010, 07:35 PM
Atman   daat " და განასრულა ...   Apr 27 2010, 08:37 PM
daat   [b]daat " და განასრულა...   Apr 27 2010, 10:55 PM
tikoroma   :l_book: daat საინტერესოა ...   Apr 27 2010, 10:23 PM
Anna   დააა... :huh: ველოდები ...   Apr 27 2010, 10:28 PM
sentimennte   daat რაღაც არეულია ლი...   Apr 27 2010, 11:04 PM
Anna   ჩემთან ორივე ლინკი...   Apr 27 2010, 11:12 PM
daat   ჩემთან ორივე ლინკი...   Apr 27 2010, 11:52 PM
sentimennte   daat არა ჩემო კარგო რ...   Apr 28 2010, 12:00 AM
daat   daat არა ჩემო კარგო რ...   Apr 28 2010, 12:13 AM
sentimennte   ონჯღორე ვაიჩქუნო ი...   Apr 28 2010, 12:16 AM
jgvenza   daat თანამედროვე სახ...   Apr 28 2010, 02:23 PM
daat   ახლა რა განსხვავებ...   Apr 28 2010, 06:15 PM
sentimennte   ახლა რა განსხვავებ...   Apr 28 2010, 06:22 PM
jgvenza   ანუ ყველაფერი 8 მდე ...   Apr 28 2010, 06:53 PM
daat   ანუ ყველაფერი 8 მდე ...   Apr 28 2010, 07:10 PM
Anna   jgvenza მომიტევე უნდა დ...   Apr 28 2010, 08:00 PM
jgvenza   daat ე მერვე?   Apr 28 2010, 08:10 PM
tikoroma   რას ნიშნავს ეს ეი? ა...   Apr 28 2010, 09:29 PM
daat   რას ნიშნავს ეს ეი? ა...   Apr 28 2010, 10:04 PM
გოგა   ეხავე რო გაგვეგო ყ...   Apr 28 2010, 09:50 PM
daat   jgvenza მომიტევე უნდა დ...   Apr 28 2010, 09:54 PM
daat   რატომ რუსთაველი?! ...   Apr 28 2010, 10:13 PM
moonbayer   daat გააგრძელე რა.. მა...   Apr 28 2010, 10:46 PM
ირმა   daat რატომ რუსთაველი?...   Apr 28 2010, 10:54 PM
daat   daat ვინ იყო? ტარიე...   Apr 28 2010, 11:03 PM
sentimennte   ტარიელი! ე ბიჯო ნუ...   Apr 28 2010, 11:04 PM
ირმა   :)   Apr 28 2010, 11:04 PM
daat   "მას ტანსა კაბა ე...   Apr 28 2010, 11:04 PM
tikoroma   daat უცხო მოყმე ვინმე...   Apr 28 2010, 11:11 PM
daat   ახლა რა შუაშია ტარ...   Apr 28 2010, 11:22 PM
sentimennte   რა საინტერესოა! ,მ...   Apr 28 2010, 11:28 PM
tikoroma   ჰე, ღმერთო ერთო, შენ...   Apr 28 2010, 11:32 PM
daat   ჰე, ღმერთო ერთო, შენ...   Apr 28 2010, 11:35 PM
ირმა   „ვეფხისტყაოსანი“ ...   Apr 28 2010, 11:38 PM
tikoroma   ვააა.. კიდევ-კიდევ ...   Apr 28 2010, 11:39 PM
daat   ვააა.. კიდევ-კიდევ ...   Apr 29 2010, 12:12 AM
ირმა   tikoroma დაათ, ავთანდილ...   Apr 28 2010, 11:52 PM
tikoroma   ირმა მეც ავთანდილ...   Apr 28 2010, 11:55 PM
sentimennte   ირმა ეგ უფრო მიწიე...   Apr 28 2010, 11:59 PM
ირმა   sentimennte ვეფხისტყაოსა...   Apr 29 2010, 12:09 AM
sentimennte   sentimennte მე კიდევ ჩემი ...   Apr 29 2010, 12:11 AM
daat   sentimennte მე კიდევ ჩემი ...   Apr 29 2010, 12:24 AM
tikoroma   daat კი არის მაგრამ შ...   Apr 29 2010, 12:41 AM
jgvenza   სულგანაბული ვკითხ...   Apr 29 2010, 10:35 AM
გოგა   ამაზეც შენვე დაწერ...   Apr 29 2010, 10:43 AM
Atman   ცოტას მეც დავამატე...   Apr 29 2010, 10:46 AM
sentimennte   ჩამითრია! ჩამითრ...   Apr 29 2010, 12:46 PM
tikoroma   გოგა ნაზარეველმა ...   Apr 29 2010, 09:38 PM
daat   გოგა მე მახსოვდა, ...   Apr 30 2010, 01:14 AM
irma   Anna არ არის თანი...მერ...   Apr 30 2010, 02:25 AM
daat   [b]Anna არ არის თანი...მე...   Apr 30 2010, 12:32 PM
irma   daat ძალიან საინტერე...   Apr 30 2010, 02:47 AM
jgvenza   დაათ ეს ეხლა დაპოს...   Apr 30 2010, 12:39 PM
daat   დაათ ეს ეხლა დაპოს...   Apr 30 2010, 12:44 PM
jgvenza   daat მეკიდე მეგონა დე...   Apr 30 2010, 12:46 PM
DISCIPLINE   ჯერ კომენტარები არ...   Apr 30 2010, 03:46 PM
daat   ჯერ კომენტარები არ...   Apr 30 2010, 04:15 PM
DISCIPLINE   ამ დროის წრიულობას...   Apr 30 2010, 05:17 PM
Atman   http://pirweli.com.ge/index.php?option=com...80...   Apr 30 2010, 05:28 PM
DISCIPLINE   - იოანე-ზოსიმე თვით...   Apr 30 2010, 07:47 PM
daat   daat მანდ სათაურის გა...   Apr 30 2010, 08:22 PM
DISCIPLINE   მესამეჯერ დაითვალ...   Apr 30 2010, 08:47 PM
sentimennte   Atman მეც ვნახე ამ წამ...   Apr 30 2010, 05:39 PM
daat   "რა არის ჭეშმარიტ...   Apr 30 2010, 05:48 PM
Atman   sentimennte როგორც შენ იტ...   Apr 30 2010, 05:49 PM
sentimennte   sentimennte მე მაგას არ ვა...   Apr 30 2010, 06:03 PM
jgvenza   ზოგჯერ ვხვრინავთ კ...   Apr 30 2010, 06:54 PM
daat   საინტერესო იქნება ...   Apr 30 2010, 06:54 PM
daat   ახლა ასო როცა წელშ...   Apr 30 2010, 07:00 PM
irma   მოუტმენლად ველოდე...   Apr 30 2010, 07:02 PM
daat   ახლა მიხვდით რატო ...   Apr 30 2010, 07:04 PM
daat   "დიდ არს ქრისტე ღ...   Apr 30 2010, 07:08 PM
sentimennte   "დიდ არს ქრისტე ღ...   Apr 30 2010, 07:22 PM
sentimennte   თუ არ ავურიე 130 ია ...   Apr 30 2010, 08:36 PM
daat   თუ არ ავურიე 130 ია ...   Apr 30 2010, 08:54 PM
daat   სულ 4 გან არის "და ...   Apr 30 2010, 09:10 PM
DISCIPLINE   სულ 4 გან არის "და ...   Apr 30 2010, 09:19 PM
Atman   რაულ მამალაძის წიგ...   Apr 30 2010, 09:25 PM
daat   რაულ მამალაძის წიგ...   Apr 30 2010, 10:20 PM
ინა   ვაიმე რა მაგარიაა :w...   Apr 30 2010, 09:34 PM
daat   როდესაც ღმერთი ბიბ...   Apr 30 2010, 10:18 PM
daat   ჩემი ვარაუდით ლაზა...   Apr 30 2010, 10:28 PM
sentimennte   daat დაათ რა მაგარიაა...   Apr 30 2010, 10:55 PM
Atman   სანსკრიტში ხშირად ...   May 1 2010, 07:31 AM
გოგა   :l_book: აუ რა საინტერეს...   May 1 2010, 10:38 AM
daat   :l_book: აუ რა საინტერეს...   May 2 2010, 02:34 PM
sentimennte   "დიდ არს ქრისტე ღ...   May 2 2010, 02:46 PM
ინა   რა თქმა უნდა ეგ გას...   May 2 2010, 03:10 PM
sentimennte   Atman შენ მერე კარგ რა...   May 1 2010, 12:26 PM
გოგა   http://www.youtube.com/watch?v=Y5tSwdA2new...playe...   May 1 2010, 05:54 PM
jgvenza   ინა მართალი ხარ.. ა...   May 2 2010, 04:34 PM
mata   daat ბევრი საინტერეს...   May 2 2010, 07:00 PM
daat   daat ბევრი საინტერეს...   May 2 2010, 08:22 PM
irma   არ ვაპირებ მათ დას...   May 2 2010, 07:57 PM
jgvenza   მე პირადად არ მეში...   May 2 2010, 08:08 PM
tikoroma   daat ვეფხისტყაოსანს ...   May 2 2010, 08:37 PM
2 Pages V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
4 User(s) are reading this topic (4 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 13th June 2024 - 08:28 AM