ავტონომიური არსებობა-პოსტკატაკლიზმური პერიოდი! |
ავტონომიური არსებობა-პოსტკატაკლიზმური პერიოდი! |
Sep 10 2010, 11:30 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 840 Joined: 9-September 10 From: milky way galaxy Member No.: 6,257 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მემგონი ამ თემაზე ბევრ თქვენგანს უფიქრია და არა ერთი სცენარით, საინტერესო იქნება ერთმანეთის აზრის და გამოცდილების გაზიარება.
გამოცდილება მაქვს ველურ პირობებში ცხოვრების, მარტო დავდივარ ტღე-ღრეში, ვსწავლობ სხვადასხვა სიტუაციებში სწორ ქცევას, ასევე ვწერ წიგნს "თვითგადარჩენა" ამ სახის ლიტერატურა ქართულ ენაზე ძაან მწირია. ჩემი აზრით პოსტკატაკლიზმური პერიოდისთვის უნდა იყოს საშუალოდ 20-ი ადამიანისგან შემდგარი წინასწარ მომზადებული ჯგუფი, ალბათ აჯობებს სადმე მიყრუებულ ადგილას გამაგრება, რათა თავიდან აიცილო მარადიორებთან შეტაკებები, ესეთი ადგილი წინასწარ უნდა იქნეს შერჩეული და რაც მთავარია წყლის პრობლემა უნდა იყოს მოგვარებული. დანარჩენი დაამატეთ ან მოაკელით და რაღაც ჩამოყალიბდება! -------------------- სიკვდილს სიცილით შევხვდებოდი რომ არა ის... ეხლა ღიმილით შევხვდები!
გზა მწვერვალისკენ რაც უფრო შორია და რთული მით უფრო გეწმინდება სული! მე ნუ მიტირებთ, ის დაიტირეთ ვისაც აქვს შიში! არსებობს ისეთი სიღრმის ხედვა, რომლის შემდეგ ყველაფერი აზრს კარგავს, გარდა იმისა... "სიცოცხლე! დაბადებიდან-სიკვდილამდე, იყო იქ სადაც არ გინდა!" მოერგე ბუნებას და ბუნებაც მოგერგება! |
|
|
Nov 6 2010, 10:33 PM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 189 Joined: 3-January 10 From: თბილისი Member No.: 6,108 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველაფერი სიცრუითაა გაჟღენთილი.სიცრუე ნორმად იქცა.
რას იწვევს სიცრუე? სიცრუე იწვევს დაშლას, დეგრადაციას, გაწყალწყალებას. ამიტომ დედამიწაზე წყალი დაფარავს მიწის დიდ ნაწილს და მიწაც გახდება წყალივით დენადი.(მეწყერი და მიწისძვრა) ვერავინ ვერ შეძლებს ასეთ პირობებში უხიფათო ადგილის მონახვას გარდა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანებისა, რომლებიც გუმანით იგრძნობენ უახლოესი საათის განმავლობაში სად იქნება უხიფათო ადგილი. მე მაქვს ასეთი ვარაუდი, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური ყველგანმავალი პლატფორმები, რომლებსაც შეეძლება წყალზეც გადაადგილება და მიწაზეც ისე, როგორც წყალზე. ზომით უნდა იყვნენ საკმაოდ დიდები, რომ გაუძლონ ტალღებს და არ ჩაცვივდნენ მიწის ბზარებში და ღრმულებში.ენერგიის და საკვების მარაგის შევსება წყლიდან უნდა მოხდეს, რადგან ხმელეთზე ასეთ პირობებში მცენარეები და ცხოველები ვერ გაძლებენ. აუფ, ახალი ფანტასტიკური ტრილერის სიუჟეტი იბადება -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 04:44 AM |