სახლის შეგრძნება, (გზა შინისაკენ) |
სახლის შეგრძნება, (გზა შინისაკენ) |
Nov 27 2009, 06:11 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 50 Joined: 8-November 09 Member No.: 6,065 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სად არის თქვენი ნამდვილი სახლი - ეს ადგილია სადმე, რაიმე მდგომარეობა თუ ვინმესთან ერთად ყოფნა?
იოლად ახერხებთ "იქ" მოხვედრას? რეალურად არსებულია თუ ვირტუალური? მე წუხელაც მესიზმრა ერთი ადგილი, რომელიც სინამდვილეში მთებში ჩაკარგული პატარა სოფელია, ქვემოთ ჭალაა და მდინარე მიედინება. სიზმარში ეს ადგილი გაცილებით დიდი და ლამაზია, მდინარე როცა ადიდებულია მღვრიეა, თუ ცოტა მოედინება - გამჭვირვალე.. აი იმ სოფელს ვთვლი ჩემ სახლად, თუმცა თბილისში დავიბადე და გავიზარდე, და იქ გატარებული დრო ჯამში ალბათ 2 წელზე ოდნავ მეტი თუ იქნება.. |
|
|
Dec 10 2010, 06:05 PM
Post
#2
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 3 Joined: 28-November 10 Member No.: 6,317 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება.
ჩემი სახლი ტყეში დგას და პატარა ეზო აქვს თვითონაც პატარაა ორი სართული აქვს, ხისაა და მწყავედ და წითლადაა შეღებილი ოღონდ საღებავები თითქმის გადაცლილი აქვს, შიგნით პატარა ვიწრო ოთახებია მაგრამ მე მყოფნის... ბუხარიც აქვს რა თქმა უნდა...ჩაის სუნი დგას... ხის მძიმე სკამები და მაგიდაა ჩემს ოთახში.. გარშემო არეულობაა ყველგადნ წიგნებია მიმოფანტული... სინათლე არ არის თითქმის მბჭუტავ ნათურას თუ არ ჩავთვლით.. ჰოდა ამ სახლში მარტო მე ვარ...სადღაც ახლოს ჭაობია და დილაობით ბაყაყების ყიყინი ისმის.. ძაღლი მყავს აუცილებლად კატაც... სახლს გვერდზე პატარა საწყობივით აქვს მიშენებული რომელზეც სულ ვილოსიპედია მიყუდებული.. მოკლედ ესაა ჩემი სახლი ოღონდ წარმოდგენაში რა თქმა უნდა (ოცნების სახლი)... |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st June 2024 - 11:50 PM |