სახლის შეგრძნება, (გზა შინისაკენ) |
სახლის შეგრძნება, (გზა შინისაკენ) |
Nov 27 2009, 06:11 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 50 Joined: 8-November 09 Member No.: 6,065 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სად არის თქვენი ნამდვილი სახლი - ეს ადგილია სადმე, რაიმე მდგომარეობა თუ ვინმესთან ერთად ყოფნა?
იოლად ახერხებთ "იქ" მოხვედრას? რეალურად არსებულია თუ ვირტუალური? მე წუხელაც მესიზმრა ერთი ადგილი, რომელიც სინამდვილეში მთებში ჩაკარგული პატარა სოფელია, ქვემოთ ჭალაა და მდინარე მიედინება. სიზმარში ეს ადგილი გაცილებით დიდი და ლამაზია, მდინარე როცა ადიდებულია მღვრიეა, თუ ცოტა მოედინება - გამჭვირვალე.. აი იმ სოფელს ვთვლი ჩემ სახლად, თუმცა თბილისში დავიბადე და გავიზარდე, და იქ გატარებული დრო ჯამში ალბათ 2 წელზე ოდნავ მეტი თუ იქნება.. |
|
|
Dec 12 2010, 01:24 AM
Post
#2
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 8 Joined: 22-January 10 Member No.: 6,127 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tinaland
თითქმის ისეთი სახლი აღწერე როგორიც მინდა. ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები.სადღაც ისეთ ადგილას მინდა ყოფნა,სადაც სიმშვიდეს შევიგრძნობ. წარმომიდგენია,ულამაზესი ბინდში ჩაკარგული ტყე და პატარა სახლი ახლოს ტბასთან.იცი რომ ის სახლი შენია...ოღონდ ჯერ არ იცი იქ ვინ გელოდება.დიიდი ბანჯგვლიანი ძაღლი,ჩემი მსუქანა კატა და ენატარტარა თუთიყუში. მესმის როგორ უსტვენს ჩაიდანი,საოცრად თბილა...ფანჯრიდან მოჩანს ლამაზი ბადრი მთვარე ,ირგვლივ ისეთი სიჩუმეა..მხოლოდ ბუს კივილი ისმის დროდადრო...ვფიქრობ იმაზე თუ ხვალ დილით როგორ გავუშვებ ჩემს პატარა ქაღალდის ფერად გემებს ტბაში და ვიხეტიალებ უზომოდ,უზომოდ ბევრს ტყეში...და ასე ტკბილად შეუმჩნევლად ჩამეძინება ჩემს თბილ პატარა სახლში. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 09:04 AM |