შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი |
შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი |
Dec 18 2010, 04:09 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა გსმენით ამ პიროვნების შესახებ? საინტერესოა თქვენი აზრი... მცირე ბიოგრაფია: დაიბადა 1926 წლის 23 ნოემბერს ინდოეთში 1950 წელს დაარსა თავისი აშრამი-"პრაშანტი ნილაიამ". დღეს ეს აშრამი უზრმაზარი ქალაქია თავისი ინფრასტრუქტურით საი ბაბა ყოველდღიურად კითხულობს ლექციებს ათასობით მსმენელის წინაშე და მოჰყავს მაგალითები მსოფლიო რელიგიების ისტორიიდან იმის დასტურად რომ ყველა რელიგია თანასწორია(ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი) მისი მოძღვრების ძირითადი პოსტულატებია: 1 სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა სახელს უწოდებენ 2 მისდიეთ თვენს რელიგიას-იყავით გულწრფელნი 3 პატივი ეცით ყველა რელიგიას 4 დაეხმარეთ გაჭირვებულთ და ნუ იფიქრებთ პირად გამორჩენაზე 5 განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობის პრინციპი-ეს საერთო ადმიანური ფასეულობები წარმოადგენს მისი მოძღვრების საფუძველს საი ბაბა ფლობს მისტიკურ შესაძლებლობებს. მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი ჰყავს მიმდევარი დღესდღეობით ინტერნეტში საი ბაბას შესახებ უამრავი ინფორმაციაა გავრცელებული, როგორც სიმართლე, ისე სიცრუე. ზოგი მას ავატარს უწოდებს და უდიდეს პატივს მიაგებს, ზოგის აზრით იგი ერთ-ერთი შარლატანი და მატყუარაა, რომელიც იაფფასიანი ტრიუკებით ასულელებს ხალხს მიუხედავად ყოველივესი მისი მოძღვრების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მსოფლიოს 170-ზე მატ ქვეყანაში მისი ასეულობით ცენტრი არსებობს ბოლო პერიოდში მის შესახებ ქართულადაც ითარგმნა წიგნები. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Dec 26 2010, 08:47 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ცხოვრების მიზანი
ცხოვრება ძვირფასია, ცხოვრება ღვთაებრივია – ეს ღმერთის საჩუქარია. შეგიძლიათ ღმერთი შეიგრძნოთ თქვენში? უფალი თქვენს გულში იმყოფება და იგი თქვენთვის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს ღვთაებრიობასთან და მარადისობასთან. როდესაც ამ ქვეყნის უბედურებანი და მღელვარებანი გჯაბნიან, ჩაიხედეთ თქვენ თავში და ყოველ დღე რაღაც დრო ყოვლისშემძლეს თანდასწრებაში გაატარეთ. ელაპარაკეთ მას, გიყვარდეთ იგი, თაყვანი ეცით და ეცადეთ მასთან ერთიანი გახდეთ. და მაშინ თქვენი უბედურებები შეწყვეტს არსებობას. ცხოვრებაში ადამიანი მხედველობიდან კარგავს ღმერთს და იშვიათად ჩერდება, რომ დაფიქრდეს ცხოვრების მიზანზე. მაგრამ თუ ღმერთთან დაამყარებთ კონტაქტს, თქვენი ცხოვრება ცვლილებას დაიწყებს. ღვთაებრივი ძალის უსაზღვრო წყარო არსებობს ყოველთვის და ყველასთვის. ბევრი თქვენგანი ჩერდება, რომ ჩაიხედოს თავის თავში? სამწუხაროდ, უმრავლესობა ხელის ცეცებით მიდის სიბნელეში, იმ გზებით, რომლებსაც არა აქვს ბოლო და არსაით მიჰყავს. ჩაიხედეთ თქვენს თავში, და იცხოვრეთ ჰარმონიაში ყოვლისშემძლე ღმერთთან, რათა იპოვოთ სიმშვიდე, ბედნიერება და განხორციელება. შეიცნო შენი ღვთაებრიობა და იპოვო უკან, ღმერთთან დასაბრუნებელი გზა – ამაშია ცხოვრების მიზანი. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 01:51 PM |