IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> შრიმად-ბჰაგავატამი
Atman
post Jan 4 2011, 11:37 AM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თემაში შემოგთავაზებთ "შრიმად-ბჰაგავატამის" ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი შრილა პრაბჰუპადას თარგმანს თავისი განმარტებებით. დავიწყებ პირველი სიმღერით. შეძლებისდაგვარად ვეცდები მალ-მალე დავამატო ახალი ტექსტები...



ამ ლინკზე თითქმის მთლიანი ტექსტია (რუსულ ენაზე):

http://vyasa.ru/books/ShrimadBhagavatam/

აქ აუდიოწიგნებია შრიმად-ბჰაგავატამზე (ასევე რუსულად):

http://www.svirel.com/bhagavata_purana_tales/




დავიწყოთ პირველი სიმღერის ქართული თარგმანით:



შრიმად-ბჰაგავატამი
სიმღერა პირველი



ავტორისაგან



ჩვენ უნდა გვესმოდეს, რაში მდგომარეობს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნილება. რა სჭირდება მას? გეოგრაფიული საზღვრები უკვე აღარ ყოფს საზოგადოებას გარკვეულ ქვეყნებად ან ერთობებად. ის აღარ არის ისე ჩაკეტილი, როგორც შუა საუკუნეებში იყო და მსოფლიოში ერთიანი ქვეყნის ან ერთიანი საზოგადოების ჩამოყალიბების ტენდენტია შეიმჩნევა. “შრიმად-ბჰაგავატამის” თანახმად, სულიერი კომუნიზმის იდეალები მეტ-ნაკლებად ადამიანთა მთელი საზოგადოების ერთიანობაზე და, უფრო მეტიც, ყოველი ცოცხალი არსების ენერგიის ერთიანობაზეა დამყარებული. დიადი მოაზროვნეები ხვდებიან ამ იდეოლოგიის გავრცელების აუცილებლობას. “შრიმად-ბჰაგავატამს” შეუძლია კაცობრიობის ასეთი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ამიტომ იგი იწყება ვედანტას ფილოსოფიის აფორიზმით ჯანმადი ასია იატიჰ, რომელიც ერთიანი პირველწყაროს იდეას ამკვიდრებს.

დღეისათვის ადამიანთა საზოგადოება აღარ იმყოფება უმეცრების წყვდიადში. მთელ მსოფლიოში სწრაფი პროგრესი იქნა მიღწეული მატერიალური კეთილდღეობის, განათლებისა და ეკონომიკური განვითარების სფეროებში. მაგრამ საზოგადოების სხეულში, სადღაც მცირედი გაღიზიანების წყარო არსებობს, ამიტომ უმნიშვნელო საკითხებზეც კი ფართომასშტაბიან კონფლიქტებს აქვს ადგილი. უნდა მოიძებნოს საერთო საქმით გაერთიანებული კაცობრიობის მშვიდობის, ძმობისა და კეთილდღეობის გზა. “შრიმად-ბჰაგავატამი” დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას, რადგან იგი ადამიანთა მთელი საზოგადოების სულიერი აღორძინების კულტურულ პროგრამას წამოადგენს.

ადამიანთა საზოგადოების დემონური სახის შესაცვლელად “შრიმად-ბჰაგავატამის” შესწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშიც უნდა იქნას შემოღებული, რადგან ამას გვირჩევს დიდი ერთგული მოსწავლე პრაჰლადა მაჰარაჯა.

ადამიანთა საზოგადოების დისჰარმონიის მიზეზი უღმერთო ცივილიზაციისათვის დამახასიათებელ უპრინციპობაში მდგომარეობს. არსებობს ღმერთი, ანუ ყოვლისშემძლე პიროვნება, რომლისგანაც ყველაფერი მომდინარეობს, რომელიც ყველაფერს უნარჩუნებს არსებობას და რომელშიც განსასვენებლად ყველაფერი შედის. სამყაროს თავდაპირველი წყაროს აღმოჩენისთვის მატერიალისტური მეცნიერების მიერ გაწეული მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს ყოველივე არსებულის ერთი თავდაპირველი წყარო. ეს თავდაპირველი წყარო ლოგიკურად და ავტორიტეტულად არის განმარტებული მშვენიერ ბჰაგავატამში”, ანუ “შრიმად-ბჰაგავატამში”.

“შრიმად-ბჰაგავატამი” ტრანსცენდენტული მეცნიერებაა, რომლითაც შეიძლება არა მხოლოდ ყველაფრის თავდაპირველი წყაროს, არამედ მასთან ჩვენი ურთიერთობის შეცნობაც. იგი გვასწავლის აგრეთვე ჩვენს მოვალეობას, სრულვქმნათ ადამიანთა საზოგადოება ამ სრულყოფილი ცოდნის საფუძველზე. ეს სანსკრიტზე დაწერილი ძლევამოსილი ნაწარმოებია და ამჯერად ზედმიწევნით წარმოდგენილია ინგლისურ ენაზეც, ისე, რომ უბრალოდ მისი კითხვითაც კი მკითხველი იმდენად სრულყოფილად შეიცნობს ღმერთს, რომ საკმარის განათლებას მიიღებს ათეისტების შემოტევებისგან თავდასაცავად. გარდა ამისა, მკითხველი ღმერთის რეალურობაში სხვების დარწმუნებას შეძლებს.

“შრიმად-ბჰაგავატამი” თავდაპირველი წყაროს განმარტებით იწყება. ეს “ვედანტა-სუტრს” ავტორიტეტული კომენტარია, დაწერილი იგივე ავტორის, შრილა ვიასადევას მიერ, იგი თანდათანობით ვითარდება ცხრა სიმღერის სახით, რასაც ადამიანი ღმერთის შემეცნების უმაღლეს საფეხურამდე მიჰყავს. ტრანსცენდენტული ცოდნის ამ დიადი წიგნის შესწავლისათვის საჭიროა მხოლოდ ის, რომ ადამიანმა თანმიმდევრულად, დაკვირვებით იკითხოს და არ გადახტეს ალალბედზე, როგორც უბრალო წიგნის კითხვისას. მისი თავები ერთი მეორის მიყოლებით უნდა იქნას შესწავლილი. წიგნი შედგება სანსკრიტული ორიგინალის ტექსტების, ინგლისური ტრანსლიტერაციის, სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობების, თარგმანისა და განმარტებებისგან. და იგი ისეა აგებული, რომ პირველი ცხრა სიმღერის დასრულების შემდეგ მკითხველი აუცილებლად შეიცნობს ღმერთს.

მეათე სიმღერა განსხვავდება პირველი ცხრა სიმღერისგან, რადგან იგი უშუალოდ ღმრთეების პიროვნებას, შრი კრშნას ტრანსცენდენტულ საქმიანობებს ეხება. მეათე სიმღერის შინაარსს ვერ გაიგებს ის, ვისაც პირველი ცხრა სიმღერა არ წაუკითხავს. წიგნი შეიცავს თორმეტ სიმღერას, რომელთაგან თვითოეული დამოუკიდებელია, მაგრამ უმჯობესია მისი თანმიმდევრულად, პატარა ნაწილებად კითხვა.

უნდა ვაღიარო, რომ შრიმად-ბჰაგავატამის” წინამდებარე გამოცემას ნაკლოვანებები ახასიათებს, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ “შრიმად-ბჰაგავატამის” (1.5.11) შემდეგი განცხადების საფუძველზე საზოგადოების მოაზროვნენი და ლიდერები კარგად მიიღებენ მას:

“მეორეს მხრივ, ნაწარმოები, რომელიც უსაზღვრო უზენაესი უფლის სახელის, დიდების, ფორმისა და გართობების ტრანსცენდენტული ქება-დიდებით არის აღსავსე, წარმოადგენს ტრანსცენდენტულ თხზულებას, რომელიც გზააბნეული ცივილიზაციის ბიწიერ ცხოვრებაში გადატრიალების მოსახდენად არის განკუთვნილი. არასწორადაც რომ იყოს შედგენილი, ასეთ ტრანსცენდენტულ ნაწარმოებს ისმენენ, მღერიან და აღიარებენ განსპეტაკებული ადამიანები, რომლებიც სრულიად პატიოსნები არიან.”

ომ ტატ სატ

ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი

დელი 1962 წ. 15 დეკემბერი



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atman
post Jan 11 2011, 11:26 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბჰატტაჩარია, როგორც უაღრესად განსწავლული პიროვნება, მიხვდა უფლის სარკასტულ შენიშვნებს გამოჩენილ ვედანტისტზე. ამიტომ ჰკითხა, რატომ არაფერს ეკითხებოდა თუკი რაიმე არ ესმოდა. ბჰატტაჩარია მიხვდა, რას ნიშნავდა უფლის დუმილი, იმ დღეების განმავლობაში, როდესაც უფალი მას უსმენდა. ეს აშკარად იმაზე მეტყველებდა, რომ უფალს რაღაც აზრი ჰქონდა; ამრიგად, ბჰატტაჩარიამ სთხოვა უფალს, გაენდო მისი ფიქრები.

ამაზე უფალმა ასე უპასუხა: “ჩემო ბატონო, “ვედანტა-სუტრებიდან” მე მესმის სუყრების მნიშვნელობა, როგორიცაა ჯანმადი ასია იატაჰ, შასტრა-იონიტვატ და ათჰატო ბრაჰმა ჯიჯნასა, მაგრამ როდესაც შენებურად მიხსნი, ვეღარ ვიგებ მათ აზრს. სუტრების მნიშვნელობა უკვე ახსნილია მათში, მაგრამ შEნი განმარტებები, რაღაცით ფარავს მათ. შენ განზრახ არ იძლევი სუტრების პირდაპირ მნიშვნელობას, არამედ არაპირდაპირი მნიშვნელობით განმარტავ მათ”.

ამგვარად, უფალმა გააკრიტიკა ის ვედანტისტები, რომლებიც თავიანთი შეზღუდული აზროვნებით და გარკვეული ჩანაფიქრით, მოდის შესაბამისად განმარტავენ “ვედანტა-სუტრას”. უფალი გმობს “ვედანტა-სუტრას” მსგავსი ავტორიტეტული ლიტერატურის არაპირდაპირ განმარტებას.

უფალმა განაგრძო “უპანიშადების” მანტების პირდაპირი მნიშვნელობა შრილა ვიასადევამ “ვედანტა სუტრაში” შეაჯამა. სამწუხაროდ შენ პირდაპირ მნიშვნელობას არ იღებ, არაპირდაპირი მნიშვნელობით შენებურად განმარტავ.

“ვედების ავტორიტეტი უდავოა და უეჭველი. ვედებში ნათქვამი ბოლომდე უნდა იქნას მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ადამიანს მათ ავტორიტეტში ეჭვი ეპარება.

ნიჟარა და ძროხის ნაკელი ორი ცოცხალი არსების ძვალი და განავალია. მაგრამ რადგან ვედებში ისინი წმინდა საგნებად არის მიჩნეული, ვედების ავტორიტეტულობის გამო ხალხი აღიარებს ამას”.

ამ განაცხადის არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ შეიძლება საკუთარი არასრულყოფილი მოსაზრებების ვედების ავტორიტეტზე მაღლა დაყენება. ვედების განკარგულებებს უცვლელი სახით უნდა დავემორჩილოთ, მათთვის მიწიერი განმარტებების მიცემის გარეშე. ვედური დანაწესების ეგრეტ წოდებული მიმდევრები ვედური მოძღვრების ვედური მოძღვრების თავიანთ განმარტებებს იძლევიან და ამრიგად ისინი ვეური რელიგიის სხვადასხვა მიმდინარეობებსა და სექტებს აარსებენ. უფალმა ბუდამ პირდაპირ უარყო ვედების ავტორიტეტი საკუთარი რელიგია მოიტანა. მხოლოდ ამ მოსაზრებით არ აღიარეს ბუდისტური რელიგია ვედების მკაცრმა მიმდევრებმა. მაგრამ ვედების ეგრეტ წოდებული მიმდევრები ბუდისტებზე მავნებლები არიან. ბუდისტებს გამბედაობა მაინც ჰყოფნით პირდაპირ უარყონ ვედები, მაგრამ ვედების ეგრეთწოდებულ მიმდევრებს ამის სიმამაცეც არ აქვთ, თუმცა არაპირდაპირ ვედების არც ერთ დანაწესს არ ემორჩილებიან. უფალმა ჩაიტანიამ დაგმო ეს.

ამასთან დაკავშირებით უფლის მიერ მოყვანილი ნიჟარისა და ძროხის ნაკელის მაგალითები მეტად შესაფერისია. არავინ დაეთანხმება მას, ვინც იტყვის, რომ რადგან ძროხის ნაკელი წმინდაა, სწავლული ბრაჰმანის განავალი კიდევ უფრო წმინდა უნდა იყოსო. ძროხის ნაკელი აღიარებულია, ამაღლებული ბრაჰმანის განავალი კი _ უარყოფილი. უფალმა განაგრძო:

“ვედური დანაწესების ავტორიტეტი უეჭველი და თუკი რომელიმე ამქვეყნიური არსება თავისებურად განმარტავს ვეებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უარყოფს მათ ავტორიტეტს. საკუთარი თავის შრილა ვიასადევაზე გონიერად ჩათვლა სისულელეა. მან უკვე გამოხატა თავისი შეხედულებები თავის სუტრებში და ამისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანი პიროვნებების დახმარება აღარ ესაჭიროება. მისი ნაშრომი “ვედანტა-სუტრა” შუადღის მზესავით თვალისმომჭრელია და როდესაც ვინმე თვითმნათი, მზის მსგავსი “ვედანტა-სუტრას” თავისებურ განმარტებას ლამობს, მისი მცდელობა საკუთარი ფანტაზიის ღრუბლით ფარავს ამ მზეს.

“ვედებსა და პურანებს ერთი დანიშნულება აქვს. მათში აღიარებულია აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომელიც ყველაფერზე დიდია. საბოლოო ჯამში, აბსოლუტური ჭეშმარიტება შეიცნობა ღმრთეების აბსოლუტური პიროვნების სახით, რომელიც განმგებლობის აბსოლუტურ ძალას ფლობს. როგორც ასეთი, ღმრთეების აბსოლუტური პიროვნება აღსავსე უნდა იყოს სიმდიდრით, ძლევამოსილებით, სახელმოხვეჭილობით, სილამაზით, ცოდნითა და განდეგილობით. და მაინც, საკვირველია, ღმრთეების პიროვნება უპიროვნოდ არის მიჩნეული.

“ვედებში აბსოლუტური ჭეშმარიტების უპიროვნო აღწერილობა აბსოლუტურ მთელზე მწიერი შეხედულების უარყოფის მიზნით არის მოცემული. უფლის პიროვნული ნიშან-თვისებები სრულიად განსხვავდება ყოველგვარი მიწიერი ნიშან-თვისებებისაგან. ყოველი ცოცხალი არსება ინდივიდუალური პიროვნებაა და ყოველი მათგანი უზენაესი მთელის განუყოფელ ნაწილაკს წარმოადგენს. თუკი განუყოფელი ნაწილაკები ინდივიდუალური პიროვნებები არიან, მათი წყარო უპიროვნო ვერ იქნება. იგი არის უზენაესი პიროვნება ყოველ დამოკიდებულ პიროვნებას შორის.

“ვედები გვასწავლის, რომ ყველაფერი მისგან [ბრაჰმანისგან] მომდინარეობს, ყველაფერი მასში განისვენებს და განადგურების შემდეგ ყველაფერი მხოლოდ მასში შედის. ამიტომ იგია ყოველ მიზეზთა უმაღლესი მიცემითი, კაუზატიური და აკომოდაციური მიზეზი და ამ მიზეზებს უპიროვნო ობიექტს ვერ მივაწერთ.

“ვედები გვასწავლის, რომ ის, ერთი, მრავალი ხდება და როდესაც მოისურვებს, მატერიალურ ბუნებას ავლებს მზერას. სანამ იგი მატერიალურ ბუნებას მზერას მოავლებდა, მატერიალური სამყარო არ არსებობდა. ამიტომ მისი მზერა მატერიალური არ გახლავთ. მატერიალური ჭკუა და გრძნობები არ იყო წარმოშობილი, როდესაც უფალმა მატერიალურ ბუნებას მზერა მოავლო. ამრიგად, ვედების მტკიცებანი იმას მოწმობს, რომ უფალს უდავოდ ტრანსცენდენტული თვალები და ტრანსცენდენტული ჭკუა აქვს. ისინი მატერიალური არ არის. ამიტომ მსი უპიროვნობა უარყოფს მის მატერიალურობას და არა მის ტრანსცენდენტულ პიროვნებას.

“საბოლოო ჯამში, ბრაჰმანი ღმრთეების პიროვნებას ნიშნავს. უპიროვნო ბრაჰმანის შეცნობა მატერიალური ქმნილებების უარყოფის მომცველი კონცეფციაა მხოლოდ. პარამატმა წარმოადგენს ბრაჰმანის ლოკალიზებულ ასპექტს, რომელიც ყოველგვარ მატერიალურ სხეულში იმყოფება. საბოლოო ჯამში, განდობილი წერილების ყოველი მტკიცების თანახმად, უზენაესი ბრაჰმანის შემეცნება ღმრთეების პიროვნების შემეცნებაა. იგია ვიშნუ-ტატტვას თავდაპირველი წყარო.

“პურანებიც ვედების დამატებას წარმოადგენს. ვედური მანტრები უბრალო ადამიანისთვის უაღრესად ძნელი გასაგებია. ქალებს, შუდრებსა და ე.წ. ორგზისშობილებს მაღალი კასტებიდან არ შეუძლიათ ვედების შინაარსის წვდომა. ამიტომაც “მაჰაბჰარატასა” და პურანებში ვედური ჭეშმარიტებები უფრო მისაწვდომი სახით არის წარმოდგენილი. შრი კრშნასადმი აღვლენილ ლოცვებში ბრაჰმამ თქვა, რომ უსაზღვრო იღბალი აქვთ ვრაჯაბჰუმის მაცხოვრებლებს, რომელთაც სათავეში ნანდა მაჰარაჯა და იაშოდამაიი უდგათ, რადგან მარადიული აბსოლუტური ჭეშმარიტება მათი ახლო ნათესავი გახდა.

“ვედურ მანტრაში დადასტურებულია, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ფეხები და ხელები არა აქვს, მაგრამ მაინც ყველაზე სწრაფად დადის და ღებულობს ყველაფერს, რაც ერთგულებით არის მისადმი შეთავაზებული. ეს უკანასკნელი განცხადება უდავოდ უფლის პიროვნულ ნიშნანთვისებებზე მეტყველებს, თუმცა მისი ხელები და ფეხები განსხვავდება ამქვეყნიური ხელების და ფეხების ან სხვა ორგანოებისგან.

“ამიტომ ბრაჰმანი არასდროსაა უპიროვნო, მაგრამ როცა ასეთი მანტრები არაპირდაპირი მნიშბვნელობით არის განმარტებული, იქმნება მცდარი აზრი, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება უპიროვნოა. აბსოლუტური ჭეშმარიტება, ღმრთეების პიროვნება აღსავსეა ყოველგვარი სიდიადით, ამიტომ მას ყოფიერებით, ცოდნითა და ნეტარებით აღსავსე ტრანსცენდენტული ფორმა აქვს. მაშ, როგორ შეიძLება აბსოლუტური ჭეშმარიტების უპიროვნობის დამტკიცება?

“ვინაიდან ბრაჰმანი სიდიადეებით არის აღსავსე, მას მრავალი ენერგიები აქვს და ეს ენერგიები სამ ჯგუფად არის დაყოფილი “ვიშნუ პურანას” ავტორიტეტის საფუძველზე [6.7.70], სადაც ნათქვამია, რომ უფალ ვიშნუს ძირითადად სამი ტრანსცენდენტული ენერგია გააჩნია. მისი სულიერი ენერგია და ცოცხალ არსებათა ენერგია განეკუთვნება მაღალ ენერგიას, მაშინ, როცა დაბალ ენერგიას უმეცრებიდან აღმოცენებული მატერიალური ენერგია წარმოადგენს.

“ცოცხალ არსებათა ენერგიას კშეტრაჯნა ენერგია ეწოდება. თუმცა ეს კშეტრაშაკტი თვისობრივად უფლის ტოლია, უმეცრება მას მატერიალური ენერგიის ზეგავლენაში აქცევს, რის გამოც ათასგვარი მატერიალური ტანჯვის ატანა უხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოცხალი არსებები განლაგებული არიან მოსაზღვრე ენერგიაში, რომელიც მაღალ (სულიერ) და დაბალ (მატერიალურ) ენერგიებს შორის იმყოფება. მატერიალურ და სულიერ ენერგიებთან ურთიერთობის ხარისხის შესაბამისად ცოცხალი არსება ყოფიერების მაღალ ან დაბალ დონეზე დგას.

“უფალი ზემოხსენებულ შინაგან და მოსაზღვრე ენერგიებზე მაღლა იმყოფება და მისი სულიერი ენერგია ვლინდება სამ განსხვავებულ ფაზაში: მარადიული ყოფიერების, მარადიული ნეტარებისა და მარადიული ცოდნის სახით. რაც შეეხება მარადიულ ყოფიერებას, იგი პოტენცია სანდჰინის მიერ არის წარმართული; ასევე, ნეტარებასა და ცოდნას, შესაბამისად, ჰლადინი და სამვიტი პოტენციები წარმართავს. როგორც უზენაესი უფალი, ანუ ენერგიების წყარო, იგია სულიერი, მოსაზღვრე და მატერიალური ენერგიების განმგებელი. და ყოველი ეს სხვადასხვა სახის ენერგია უფალთან მარადიული ერთგული სამსახურით არის დაკავშირებული.

“ასე ტკბება ღმრთეების უზენაესი პიროვნება თავის ტრანსცენდენტულ მარადიულ ფორმაში. ნუთუ საკვირველი არ არის, როცა ადამიანი ბედავს იმის თქმას, რომ უზენაეს უფალს ენერგიები არ გააჩნია? უფალი ყოველი ენერგიის განმგებელია და ცოცხალი არსებები ერთ-ერთი ენერგიის განუყოფელი ნაწილაკებს შეადგენენ. ამიტომ უფალსა და ცოცხალ არსებებს შორის უდიდესი განსხვავება არსებობს. მაშ, რა უფლებით უნდა განვაცხადოთ, რომ უფალი და ცოცხალი არსებები ერთი და იგივე არიან? “ბჰაგავად-გიტაშიც” აღწერილია, რომ ცოცხალი არსებები უფლის მაღალ ენერგიას მიეკუთვნებიან. ენერგიისა და ენერგიის წყაროს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის კანონის თანახმად, ენერგია და ენერგიის წყარო არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამიტომ უფალი და ცოცხალი არსებები არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ენერგია და ენერგიის წყარო.

“მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, ეთერი, ჭკუა, გონება და ეგო უფლის დაბალ ენერგიებს შეადგენს, მაგრამ ცოცხალი არსებები, როგორც მაღალი ენერგია, განსხვავდებიან მათგან. ეს დადასტურებულია “ბჰაგავად-გიტაში” [7.4].

“უფლის ტრანსცენდენტული ფორმა მარადიულად არსებობს და ტრანსცენდენტული ნეტარებითაა აღსავსე. მაშინ როგორღა იქნება ასეთი ფორმა სათნოების მატერიალური მოდუსის ნაყოფი? ამიტომ ის, ვისაც არა სწამს უფლის ფორმისა, უდავოდ ურწმუნო დემონია და ამიტომაც არის მიუკარებელი, პერსონა ნონ გრატა, რომლის შეხედვაც არ შეიძლება და რომელიც ჯოჯოხეთის მეუფის მიერ დასჯას იმსახურებს.

“ბუდისტებს ათეისტები ეწოდებათ, რადგან ისინი პატივს არ სცემენ ვედებს, მაგრამ ისინი, ვინც უარყოფენ ვედურ დასკვნებს, როგორც ეს ზემოთ იქნა აღნიშნული, მაგრამ თავი ვედების მიმდევრებად მოაქვთ, მართლაც ბუდისტებზე სახიფათონი არიან.

“შრი ვიასადევამ მოწყალედ გადმოგვცა ვედური ცოდნა თავის “ვედანტა-სუტრაში”, მაგრამ თუკი ადამიანი მაიავადთა (შანკარა-სამპრადაიას სკოლის) კომენტარებს მოსიმენს, უდავოდ დაიბნება სულიერი შემეცნების გზაზე.

“ემანაციების (ემანაცია – ის, რაც რაღაც წყაროდან მომდინარეობს. (მთარგ. შენ)) თეორია “ვედანტა სუტრას” საწყისი თემაა. მთელი კოსმიური გამოვლინება ღმრთეების აბსოლუტური პიროვნებისგა მომდინარეობს მისი ათასგვარი წარმოუდგენელი პოტენციების საშუალებით. ემანაციის თეორიას ფილოსოფიური ქვის მაგალითი მიესადაგება. ფილოსოფიურ ქვას ულევი რაოდენობის რკინის ოქროდ გადაქცევა შეუძლია, ისე რომ თავად უცვლელი რჩება. ასევე, უზენაესი უფალიც თავისი წარმოუდგენელი პოტენციების საშუალებით ქმნის ყოველ გამოვლენილ სამყაროს და მაინც სრული და უცვლელია. იგია პურნა [სრული] და თუმცა მისგან უსასრულო რაოდენობით პურნა წარმოედინება, იგი მაინც პურნად რჩება.

“მაიავადთა სკოლის ილუზიის თეორია დამყარებულია იმაზე, რომ ემანაციის თეორია აბსოლუტური ჭეშმარიტების გარდაქმნას გამოიწვევდა. თუკი ასეა, ვიასადევა მტყუანი ყოფილა. ამის თავიდან ასაცილებლად მათ მოხერხებულად შემოიღეს ილუზიის თეორია. მაგრამ მაიავადთა სკოლის მტკიცების მიუხედავად, სამყარო, ანუ კოსმიური ქმნილება ყალბი არ არის. იგი უბრალოდ წარმავალია. წარმავალ საგანს ყოველმხრივ ყალბს ვერ ვუწოდებთ. მაგრამ ყალბია სწორედ ის მოსაზრება, რომ ცოცხალი არსება მატერიალურ სხეულს წარმოადგენს.

“ვედებში მოცემული პრანავა [ომ], ანუ ომკარა უმთავრესი ჰიმნი გახლავთ. ეს ტრანსცენდენტული ბგერ არ განსხვავდება უფლისაგან. მთელი ვედური საგალობლები ამ პრანავა ომკარაზეა დაფუძნებული. “ტატ ტვამ ასი” მხოლოდ დამატებითი სიტყვაა ვედურ ლიტერატურაში, ამიტომ ვედების მთავარი ჰიმნი ვერ იქნება. შრიპადა შანკარაჩარიამ დამატებით სიტყვაზე ტატ ტვამ ასი მეტიო ყურადღება გაამახვილა, ვიდრე მთავარ პრინციპზე ომკარა.”

ასე ილაპარაკა უფალმა “ვედანტა-სუტრას” შესახებ, უარყო რა მაიავადთა სკოლის პროპაგანდა. ბჰატტაჩარია თავისსა და მაიავადთა სკოლის დაცვას ლოგიკისა და გრამატიკის თამაშით ცდილობდა, მაგრამ უფალმა დამაჯერებელი არგუმენტებით დაამარცხა იგი. მან დაამტკიცა, რომ ყველანი მარადიულები ვართ ღმრთეების პიროვნებასთან დაკავშირებული და რომ ერთგული სამსახური ჩვენი ერთადერთი მოვალეობაა ამ ორმხრივ ურთიერთობაში. ასეთი ორმხრივი ურთიეთობის შედეგს პრემას, ანუ ღმრთეების სიყვარულის მიღწევა წარმოადგენს. როდესაც ღმრთეების სიყვარულს ვაღწევთ, ამას თავისთავად მოჰყვება ყველა დაარჩენ ცოცხალ არსებათა სიყვარულიც, რადგან უფალმი ყოველი ცოცხალი არსების ერთობლიობაა.

უფალმა თქვა, რომ ამ სამი საკითხის, სახელდობრ, ღმერთთან მარადიული ურთიერთობის, მასთან ურთიერთობის გაცვლა-გამოცვლისა და მისი სიყვარულის იღწევის გარდა ყველაფერი, რასაც ვედები გვასწავლის, ზედმეტი და გამოგონილია.

ამასთანავე მან დასძინა, რომ მაიავადთა ფილოსოფია, რომელსაც შრიპადა შანკარაჩარია ასწავლიდა, ვედების წარმოსახვით განმარტებას წარმოადგენს, მაგრამ იგი (შანკარაჩარიუა) იძულებული იყო, ექადაგა ეს, რადგან ასე უბრძანა ღმრთეების პიროვნებამ. “პადმა პურანაში” დადასტურებულია, რომ ღმრთეების პიროვნებამ უბრძანა მის უზენაესობა უფალ შივას, მისგან (ღმრთეების პიროვნებისგან) აერიდებინა ადამიანთა მოდგმა. ღმრთეების პიროვნების ასე დაფარვა იმისთვის იყო საჭირო, რომ ხალხი უფრო და უფრო გამრავლებულიყო. მისმა უზენაესობა შივამ უთხრა დევის: “კალი იუგაში, ბრაჰმანად გადაცმული, მაიავადთა ფილოსოფიას ვიქადაგებ, რაც მხოლოდ და მხოლოდ შენიღბულ ბუდიზმს წარმოადგენს.”


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Atman   შრიმად-ბჰაგავატამი   Jan 4 2011, 11:37 AM
Atman   [b]წინასიტყვაობა [b]“...   Jan 4 2011, 04:44 PM
Atman   აქ შეგიძლიათ მოისმ...   Jan 4 2011, 07:25 PM
Atman   [b]შესავალი ცნება “...   Jan 4 2011, 07:29 PM
Atman   მოკლე ნარკვევი უფა...   Jan 5 2011, 06:30 PM
Atman   უფლის მოვლენისა და...   Jan 6 2011, 11:09 AM
Atman   ამ დროს, შასტრების ...   Jan 6 2011, 01:43 PM
Atman   მეოჯახეობის პერიო...   Jan 8 2011, 10:40 AM
Atman   ბჰატტაჩარია, როგორ...   Jan 11 2011, 11:26 AM
Atman   უფალი შრი ჩაიტანია...   Jan 12 2011, 10:54 AM
Atman   ვრნდავანიდან დაბრ...   Jan 13 2011, 11:08 AM
Atman   როდესაც უფალი ვარა...   Jan 13 2011, 07:57 PM
Atman   Srila Prabhupada's Purport Caitanya's Sri ...   Jan 13 2011, 08:05 PM
Atman   [b]თავი პირველი ბრძე...   Jan 14 2011, 11:10 AM
Atman   ლექსი 2 დჰარმაჰ პრო...   Jan 15 2011, 01:44 PM
Atman   ლექსი 3 ნიგამა-კალპ...   Jan 17 2011, 03:09 PM
Atman   ლექსი 4 ნაიმიშე ‘ნი...   Jan 17 2011, 04:22 PM
Atman   ლექსი 6 რშია უჩუჰ ტ...   Jan 18 2011, 10:51 AM
Atman   ლექსი 9 ტატრა ტატრა...   Jan 19 2011, 10:04 AM
Atman   ლექსი 12 სუტა ჯანას...   Jan 20 2011, 10:21 AM
Atman   ლექსი 16 კო ვა ბჰაგა...   Jan 21 2011, 11:31 AM
Atman   ლექსი 21 კალიმ აგატ...   Jan 22 2011, 11:07 AM
Atman   [b]თავი მეორე ღვთაებ...   Jan 24 2011, 10:33 AM
Atman   ლექსი 7 ვასუდევე ბჰ...   Jan 26 2011, 10:21 AM
Atman   ლექსი 12 ტაჩ ჩჰრადდ...   Jan 28 2011, 11:00 AM
Atman   ლექსი 14 ტასმად ეკე...   Jan 29 2011, 02:21 PM
Atman   ლექსი 18 ნაშტა-პრაი...   Feb 3 2011, 12:18 PM
Atman   ლექსი 21 ბჰიდიატე ჰ...   Feb 4 2011, 09:06 AM
Atman   აუდიოწიგნები "შრ...   Feb 6 2011, 11:51 AM
Atman   ლექსი 23 სატტვამ რა...   Feb 8 2011, 11:15 AM
Atman   ლექსი 26 მუმუკშავო ...   Feb 9 2011, 10:30 AM
Atman   ლექსი 28-29 ვასუდევა-...   Feb 10 2011, 10:09 AM
Atman   ლექსი 31 ტაია ვილას...   Feb 11 2011, 11:00 AM
Atman   ლექსი 33 ასაუ გუნამ...   Feb 12 2011, 10:42 AM
Atman   [b]თავი მესამე კრშნა...   Feb 16 2011, 11:41 AM
Atman   ლექსი 5 ეტან ნანავა...   Feb 18 2011, 01:19 PM
Atman   ლექსი 8 ტრტიიამ რში...   Feb 19 2011, 02:57 PM
Atman   ლექსი 13 აშტამე მერ...   Feb 21 2011, 12:16 PM
Atman   ლექსი 21 ტატაჰ საპტ...   Feb 23 2011, 02:23 PM
Atman   ლექსი 24 ტატაჰ კალა...   Feb 25 2011, 01:12 PM
Atman   ლექსი 26 ავატარა ჰი ...   Feb 26 2011, 11:58 AM
Atman   ლექსი 29 ჯანმა გუჰი...   Feb 27 2011, 10:10 AM
Atman   ლექსი 33 იატრემე სა...   Mar 6 2011, 05:45 PM
Atman   ამ ტექსტებს თუ ვინ...   Apr 24 2011, 12:44 PM
Atman   ეს არის მცირე მონა...   Apr 25 2011, 11:04 AM
Atman   Шримад Бхагаватам 3.3 Глава ...   Aug 20 2011, 12:05 PM
Atman   ТЕКСТЫ 28-29 мад-бхактах прат...   Aug 20 2011, 12:10 PM
Atman   სიმღერა მეშვიდე - თ...   Aug 21 2011, 07:18 AM
Atman   ტექსტი 6 შრი-ნარად...   Aug 21 2011, 07:36 AM
Atman   ტექსტი 15 შრი-ნარად...   Aug 29 2011, 12:28 PM
Atman   ტექსტები 23-24 შრი-პრ...   Sep 3 2011, 10:45 AM
Atman   ტექსტი 25 ნიშამიაი...   Sep 10 2011, 09:07 AM
Atman   ტექსტი 31 ნა ტე ვიდუ...   Sep 13 2011, 06:43 PM
Atman   ტექსტი 37 პარო 'პი ...   Oct 5 2011, 04:48 PM
Atman   აუდიოწიგნები შრიმ...   Oct 10 2011, 07:28 AM


Reply to this topicStart new topic
5 User(s) are reading this topic (5 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 22nd September 2024 - 04:12 AM