ხვამლის მთის საიდუმლოება, ლეჩხუმის რაიონშია |
ხვამლის მთის საიდუმლოება, ლეჩხუმის რაიონშია |
Dec 9 2009, 07:40 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამას წინათ უაღრესად საინტერესო არქეოლოგიური ექსპედიციის რეპორტაჟს წავაწყდი აი აქ: http://xvamli.ge
იგი ლეჩხუმში ჩატარდა, ხვამლის კლდესთან. იგი ისტორიკოსებისთვის თურმე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ აქამდე არანაირი საფუძვლიანი გამოკვლევა არ ჩატაერებულა. ჩემთვის პირადად ეს სენსაციური აღმოჩენაა. ნამდვილად არ ვიცოდი, თუ საქართველოში ასეთი რამ არსებობდა. გამაოგნებელია. მათ ამის შესახებ ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი გადაიღეს: 1. მაღალი ხარისხის 1,2 გიგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=1F...&setlang=en 2. მათთვის ვისაც დიდი ფაილის ქაჩვა ეზარება, დავდე შემსუბუქებული, 130 მეგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=F2B0701C11 ნახეთ, სულ ნახევარი საათი გრძელდება. ყურება რომ დავიწყე თვალი ვერ მოვწყვიტე, ისეთი საინტერესოა, მიმიქარავს ინდიანა ჯონსი. იმავე გვერდზე არის ექსპედიიცის დოკუმენტაცია: http://xvamli.ge/xomlip.pdf აქ მომეწონა იმ ხის ნახაზი, რომლის ფესვებთან არსებული ფუღუროდანაც, საიდუმლო ჩასასვლელია მიწისქვეშა მღვიმეში. საოცარია. რაღაც საიდუმლო ლაბირინთს ჰგავს. ასევე გამაოგნა ჟიულ ვერნის მონათხრობმა ქუთაისთან არსებული ხვამლის კლდის შესახებ. თუ თქვენც რამე საინტერესო ნახოთ, დადეთ. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Mar 5 2011, 11:55 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესო სტატიას მივაგენი, რომელიც ამ ექსპედიციის ხელმძღვანელის, გურამ გაბიძაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავს ეხება:
სენსაციური აღმოჩენა ხვამლის მთაზე Tuesday, 07 September 2010 13:45 მირიან ბოქოლიშვილი ქართველი მკვლევარის გარდაცვალების მისტიკური დეტალები ხვამლის მთა ისტორიულ ლეჩხუმში მდებარეობს, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2002 მეტრია. „პრაიმტაიმი“ კლდოვანი მასივის ირგვლივ არსებულ მითებსა თუ რეალობებზე, ერთხელ უკვე წერდა, თუმცა ჩვენი ხელახალი ინტერესი ერთმა ტრაგიკულმა და ამასთანავე, უცნაურმა ამბავმა გამოიწვია. ხვამლსა და მის შემოგარენში უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტარდებოდა, როგორც ამბობენ, ზუსტად ერთი თვის წინათ, მკვლევარებმა სერიოზული აღმოჩენა გააკეთეს, თუმცა ამ სენსაციიდან მეორე დღეს, ექსპედიციის ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს... ექსპედიციის მუშაობა შეფერხდა... სოციალურ ქსელში ამ ამბავს, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა... ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსიები. ზოგი ამბობს, რომ გურამ გაბიძაშვილი მოწამლეს, ზოგი კი ამ ამბავს მისტიკას უკავშირებს. აი რას წერენ „თბილისის ფორუმის“ მომხმარებლები გურამ გაბიძაშვილის გარდაცვალებაზე: – საერთოდ, მანდ ძალიან ბევრი უცნაური მისტიკური ადგილებია. – ცუდი ამბავი მოხდა. არადა, ეგ ადამიანი ამ ექსპედიციების სულის ჩამდგმელი იყო. წელსაც იგეგმებოდა სერიოზული ამბები, შეიძლებოდა მეც წავსულიყავი დედაჩემთან ერთად ექსპედიციაში, მაგრამ აღარ გამოვიდა ამ ამბის გამო. – როგორც მე ვიცი, ოქროს ფერფლი აღმოაჩინეს, ანუ დაადასტურეს, რომ ერთ დროს ოქრო ნამდვილად ინახებოდა მანდ! – საინტერესოა, ექსპერტის დასკვნას თუ დადებენ, გარდაცვალების მიზეზი რა გახდა! – გაბიძაშვილის გარდაცვალების მიზეზი რა იყო? ასე მოკვდა და დაასაფლავეს? არავის გამოუკვლევია რა მოუვიდა კაცს? – მესამე ექსპედიციაში რომ იყო წასული, რაღაც ისეთი იპოვეს, რომ საუბარი არ აპატიესო, რომ უპოვიათ მოწამლულს ჰგავდაო, სავარაუდოდ ოქრო იპოვა. – ხვამლის მთაზე ყოველთვის ინახებოდა საქართველოს სიმდიდრე, შემოსევების და აურზაურების დროს იქ მალავდნენ მეფეები და რამდენიმე ექსპედიცია ჩატარდა ამ სიმდიდრის აღმოსაჩენად, თუმცა ვერ მიაკვლიეს, საიდან შესულიყვნენ და როგორ ენახათ. – გაბიძაშვილის გარდაცვალების მიზეზად სისხლის მოწამვლა სახელდება, თუმცა საეჭვო ვითარებაში... ეს ინფორმაციები მკვლევარის გარდაცვალებისთანავე გაჩნდა სოციალურ ქსელში. გადმოცემით კი ცნობილია, რომ ხვამლის მთაზე მართლაც იყო ქართველ მეფეთა განძთსაცავი. „ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოსო“... გარდა ამისა, იქ ფიქსირდება ძალიან დიდი რაოდენობით ეგვიპტური ნაკეთობები, რაც ქართული და ეგვიპტური ცივილიზაციების მჭიდრო კავშირზე მიუთითებს. და მაინც, რა სენსაციურ აღმოჩენას მიაგნო გურამ გაბიძაშვილმა გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე? „პრაიმტაიმი“ ამ უცნაურ ამბავზე ექსპედიციის წევრს, დავით გოგუაძეს ესაუბრა, რომელიც ამასთანავე ხვამლის მთაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორიცაა. – ბატონო დავით, გურამ გაბიძაშვილის გარდაცვალებამ თუ შეაფერხა ექსპედიციის მუშაობა? – შეფერხება თავისთავად გვაქვს. ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა, რადგან მთავარი წარმმართველი ძალა იყო გურამი და მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ გავლენა იქონია, თუმცა სულ ახლახან, მაინც მოვერიეთ საკუთარ თავს და ბიჭებმა ასე თუ ისე გააგრძელეს მუშაობა. ახლა გათხრები წარმოებდა ქონაზე, ხვამლის მოპირდაპირე მხარეს, უკვე ჩამოაქვთ აღმოჩენილი მასალები. ტელეფონით ვესაუბრე ექსპედიციის წევრებს და მითხრეს, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელიც მოიცავს ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდს. ვერცხლისა და ბრინჯაოს ნივთები აღმოჩნდა. გურამი ვარაუდობდა, რომ ოქროს ნივთებიც უნდა წამოსულიყო, ამას გათხრების გაგრძელება სჭირდება. – იქნებ მოგვიყევთ, კონკრეტულად რა ვითარებაში გარდაიცვალა ბატონი გურამი... არის თუ არა ამ ამბავში რამე უცნაური? – ორი დღით ადრე ვიყავით ტაბაწყურზე, ვნახეთ მისტიკური ადგილი. არქეოლოგმა, ზურაბ ცქვიტინიძემ, ინტერნეტით ტაბაწყურის სიახლოვეს უცნაური გამოსახულება შეამჩნია. წავედით სანახავად. მთის ზევით არის თხრილები გაკეთებული და შესამჩნევია ნაგებობების კვალი. ზოგადად, აზრად არც მოგვივიდოდა ამ მთის ზევით ავსულიყავით, რომ არა ინტერნეტის მეშვეობით ნანახი გამოსახულება. გურამი იქიდან წავიდა სოფელში, დერჩიში აქვს სახლი და მეორე დღეს გარდაცვლილი ნახეს სახლში. როგორც ჩანს, გულის შეტევით. – ამ ადგილებს, განსაკუთრებით ხვამლის გამოქვაბულებს, უცნაური ამბები უკავშირდება... – თავისთავად, მანდ ინახებოდა ქართველ მეფეთა განძთსაცავი. ცნობა არსებობს, როდესაც საქართველოს გაუჭირდა და გაიყო შუაზე, მაშინ გამოიღეს ამ განძის ნაწილი, მაგრამ დიდი ნაწილი იქ დატოვესო. მომდევნო წლებში არავითარი ინფორმაცია აღარ მოიპოვება, მაგრამ იმდენად მიუვალ ადგილზეა, რომ თვითონ ალპინისტებიც კი ქვემოდან ვერ ადიან. პირველად 1939 წელს ავიდა ალიოშა ჯაფარიძე, ორ ადგილობრივთან ერთად. ზედა ქვაბულში, სადაც განძთსაცავი იყო, უზარმაზარი ნაშალია. შეიძლება სადმე გასასვლელი იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის ცნობილი. იმდენად მიუდგომელი ადგილია, მუშაობა ძალიან რთულია და დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული. – ამბობენ, ხვამლის მთასთან ბევრი საიდუმლოებაა დაკავშირებულიო... – რა თქმა უნდა, ჩვენ გავყევით მითების კვალს, რომლებშიც ფარული საიდუმლო შინაარსი დევს. იგივე პრომეთეს საიდუმლოს გასაღებს ხვამლთან მივყავართ... თავისთავად მისტიკური ადგილია, რომელიც ბოლომდე არ გვიშვებს შიგნით, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ერთ უცნაურ ამბავს გეტყვით: გათხრებს აწარმოებდნენ ჩვენი ექსპედიციის წევრები. პირველი სამარხი გახსნეს და ლავიწის ძვალს წააწყდა ჩვენი მეგობარი, დავით სულხანიშვილი, ეს ძვალი უცებ ხელში გაუტყდა. ორი დღის წინ ჩამოვიდა თბილისში და სრულიად შემთხვევით წაიქცა და ზუსტად ლავიწის ძვალი გაიტეხა. საოპერაციო გახდა. ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. – მისტიკის ვერსიას, რამდენად აქვს არსებობის უფლება... – გააჩნია, როგორი კუთხით მივუდგებით საკითხს. სხვათა შორის, ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე გამოსახული იყო ფიგურები. ამან გვაფიქრებინა, რომ ეს არის თანავარსკვლავედი და რაღაც რიცხვია დაშიფრული. შესწავლის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ ეს არის 5604 წლის აღმნიშვნელი. ესაა ქართული ქორონიკონის დასაწყისი. სიმბოლური დამწერლობაა. უცნაურია, რომ ჟიულ ვერნმა იცოდა ამ მთის შესახებ, ნაწარმოებში აქვს მოხსენიებული. საიდან? როგორ? ეს, უცნობია. – შესაძლებელია, რომ იქ მართლაც იყოს განძი? – არის მოსაზრება, რომ, როცა საჭიროა, ეს განძი თვითონ დაგენახება. უარმავი ლეგენდა არსებობს ადგილობრივებში. ჰყვებიან, რომ იქ იყო მაცი ხვიტიას განძიც. ეს არის წარმოუდგენლად დიდი მასივი და როგორც უკვე გითხარით, მისი მთლიანად შესწავლა ძალიან დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული. – ეგვიპტურ კულტურასთან კავშირი, რამდენად რეალურია? – 50-60-იან წლებში რაჭის ბოლოში გათხრებს აწარმოებდა გერმანე გობეჯიშვილი, მალევე გარდაიცვალა და მის მიერ მოპოვებული მასალები არ გამოქვეყნებულა. მაშინდელი ექსპედიციის ერთადერთი ცოცხალი წევრი, მალხაზ ბარამიძე ყვება, რომ ეგვიპტესთან კავშირები იქნა დადგენილი. – მასალები, რატომ არ გამოქვეყნდა? – რა ვიცი, რა გითრათ, შეიძლება ვინმეს არ აწყობდა, შეიძლება, უბრალოდ, ყურადღება აღარ მიაქციეს გარდაცვალების შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ამდენი ხნის განმავლობაში რატომღაც დამალული იყო ეს ინფორმაცია, მანამ, სანამ ჩვენ არ ვნახეთ ეგვიპტური ნაკეთობები... გურამ გაბიძაშვილის ოჯახს, გასაგები მიზეზების გამო, ამ თემაზე საუბარი არ სურს. მკვლევარის გარდაცვალებიდან ჯერ 40 დღეც არაა გასული. მისმა მეუღლემ, მარინა ჯიშკარიანმა, სატელეფონო საუბრისას მხოლოდ ის გვითხრა, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 03:40 AM |