atlantida |
atlantida |
Mar 29 2011, 06:22 AM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ახლა აღმოვაჩინე რომ ამ ფორუმზე ატლანტიდაზე თემა არ არის გახსნილი. ვფიქრობ ძალიან საინტერესო და ბევრისმომცველი თამაა და ბევრს დააინტერესებს.
|
|
|
Apr 2 2011, 06:24 PM
Post
#2
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
....საბოლოოდ ლემურიელებმა გაიმარჯბეს, რადგან მიუხედავად იმისა რომ ლემურიელებსა და მარსელებს შორის გენეტიკური აღრევა ხდებოდა, კვლავ დიდ უმრავლესობას წარმოადგენდნენ. და მოთმინებით დაელოდნენ რას მოუტანდათ ეს ციური სხეული.
კომეტა მართლაც შეეჯახა დედამიწას და ატლანტიდის ოკეანეში, სამხრეთ- დასავლეთით ჩავარდა(მის ნამსხვრევებს დღემდე პოულობენ ჩრდილო ამერიკის ტერიტორიაზე), მისი ერთი დიდი ნამსხვრევი დაეცა ატლანტიდაზე, სწორედ იქ სადაც მარსელების დასახლება იყო, ასე რომ ყველაზე მეტად ისედაც მცირერიცხოვანი მარსელები დაზიანდნენ. ამ ამბის შემდეგ მარსელებმა გადაწყვიტეს საერთოდ ჩამოშორებოდნენ ლემურიელებს და სამყაროში უსაფრთხო ადგილი მოეძენათ, ამისათვის კვლავ გადაწყვიტეს გაერღვიათ სივრცე-დრო-განზომილება, როგორც ეს მარსზე გააკეტეს, მაგრამ გასული იყო 50000 წელზე მეტი და კარგად აღარ ახსოვდათ როგორ ემართათ საამისი ენერგეტიკული ველი. ამ მიზნით ატლანტიდის ერთ მომცრო კუნძუზე, რომელიც ახლა ოკეანის ფსკერზეა ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე, ააშენეს პირამიდების კომპლექსი, ამ სისტემას ხელოვნურ ენერგეტიკულ ველს უნდა გაეხსნა მაღალი განზომილების პორტალი. მაგრამ რახან უკვე კარგად არ ახსოვდათ რა უნდა გაეკეთებინათ, ეს ველი უმართავი გახდა და მაღალი, ზედა განზომილებების ნაცვლად გაიხსნა დედამიწის ქვედა დაბალი განზომილებები, რამაც გამოიწვია მილიონობით უცხო არსებების შემოსევა, რომლებიც ასევე თავისთვის უცხო გარემოში აღმოჩნდნენ და არსებობა რომ გაეგრძელებინათ ადამიანებს უსახლდებოდნენ, ეს იყო სრული კატასტროფა, ალბათ, ყველაზე დიდი დედამიწის ისტორიაში. რომ არა 1600 ამაღლებული მასწავლებლის უდიდესი ძალისხმევა დღეს ადამიანები და დედამიწა აღარ იარსებებდა. ისინი ლოცულობდნენ და ღმერთს და უმაღლეს არსებებს შესთხოვდნენ დახმარებას. უმაღლესი არსებების დახმარებით მათ შეძლეს უცხო არსებების დიდი ნაწილის უკან დაბრუნება და დაბალი განზომილების პორტალის დაკეტვა, მაგრამ მათი მცირე ნაწილი მაინც დარჩა დედამიწაზე(ძირითადად სწორედ ეს არსებები უსახლდება მათ, ვისაც შეპყრობილს ვეძახით) ატლანტიდელები და თვითონ კონტინენტი დაავადდა, დაბალ განზომილებებთან კავშირმა გამოიწვია ჩვენი ცნობიერების დონის მკვეთრი დაცემა, დედამიწა აღმოჩნდა ჩაკეტილი ამ ყველაზე მყარ და არც თუ ისე ნათელ ადგილას სადაც დღეს ვიმყოფებით. ეს იყო - დაცემა. ატლანტიდაზე მოიშალა სახელმწიფო და სოციალური სტრუქტურები, მისი არსებობის ბოლო ორასი წელი იყო არსებობისატვის უსუსრი ბრძოლა, დაავიწყდათ ღვთიური წარმოშობა და ისიც საიდან მოვიდნენ დედამიწაზე. ამაღლებულმა მასწავლებლებმა იცოდნენ რომ მორიგი ელექტრომაგნიტური ნულოვანი ზონის, ანუ პოლუსების ცვლილების დროს ატლანტები დარჩენილ მეხსიერებასაც დაკარგავდნენ რადგან ამ დაცემამ თავიანთ მერკაბასთან კავშირიც დააკარგვინათ. ისიც იცოდნენ რომ მთელი კონტინენტი ჩაიძირებოდა, ამიტომ ატლანტიდის დაღიპვამდე ცოტა ხნით ადრეს ეგვიპტეს ესტუმრნენ.......... |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 29th May 2024 - 04:55 AM |