atlantida |
atlantida |
Mar 29 2011, 06:22 AM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ახლა აღმოვაჩინე რომ ამ ფორუმზე ატლანტიდაზე თემა არ არის გახსნილი. ვფიქრობ ძალიან საინტერესო და ბევრისმომცველი თამაა და ბევრს დააინტერესებს.
|
|
|
Apr 11 2011, 05:35 PM
Post
#2
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
.......ახლა დავუბრუნდეთ ატლანტიდის ბოლო დღეებს და ამაღლებული მასწავლებლების მცდელობას აღედგინათ ქრისტეს ანუ ერთიანობის ცნობიერების ქსელი დედამიწის გარშემო.
ადრე ვახსენე რომ ყველა სახეობას, რომელიც კი არსებობს დედამიწაზე აქვს მისი შესაბამისი რთული გეომეტრიული აგებულების ქსელი, ბადე, დედამიწის გარშემო დაახლოებით 100-150 კილომეტრით ზედაპირიდან დაშორებით, ყველა ეს ქსელი ერთმანეთისაგან განსხვავდება და უნიკალურია, და დღესდღეობით ასეთი 15-18 მილიონია ანუ იმდენი რამდენი ცოცხალი სახეობაც არსებობს დედამიწაზე. დაახლოებით რომ გავიგოთ რაზეა საუბარი კარგად დაგვეხმარება ე.წ. "მეასე მაიმუნის კონცეპცია" - ვისაც არაფერი გაგიგიათ ამის შესახებ, ვეცდები მოკლედ აგიხსნათ: დოქტორი ლაიელ უოტსონი 30 წლის მანძილზე აკვირდებოდა და იკვლევდა მაიმუნებს იაპონიის პატარა კუნძულ კოსიმაზე, ამ ექსპერიმენტების შესახებ დაწერა წიგნში "lifetide:The Biology of the Unconscious", მაიმუნებს საკვებად ბატატს უყრიდნენ სანაპიროზე, რომელიც ძალიან მოსწონდათ, მაგრამ არ მოსწონდათ სილა რომლითაც ბატატები თავისთავად ისვრებოდა, 1952 წელს ერთმა პატარა მაიმუნნა დაიწყო ბატატის ზღვაში გარეცხვა, რაც დედამისს და მერე სხვა პატარა მაიმუნებსაც ასწავლა, ასე რომ კარგა ხნის მანძილზე რამოდენიმე მაიმუნი გარეცხილ ბატატს მიირთმევდა რასაც პირდაპირ იმ პირველი მაიმუნისგან სწავლობდნენ, მერე 1958 წელს, როცა ასეთი მაიმუნების რიცხვმა დაახლოებით ასს მიაღწია მოულოდნელად მტელმა კოლონიამ დაიწყო ბატატის რეცხვა, ამაში დიდი გასაკვირი არაფერი იქნებოდა (მეცნიერები ჩათვლიდნენ რომ მაიმუნებს შეუძლიათ ერთმანეთისგან ისწავლონ), რომ არა ის ფაქტი, რომ ბატატის რეცხვა დაიწყეს არა მარტო კოსიმის მაიმუნებმა, არამედ ყველა კუნძულზე, სადაც მაიმუნებს ბატატით კვებავდნენ და სადაც მანამდე არც ერთ მაიმუნს არ უფიქრია ბატატის გარეცხვა და კოსიმის მაიმუნებთან არანაირი კონტაქტი არ ქონიათ არასდროს მეცნიერები იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ უნდა არსებობდეს რაღაც მორფოგენეტიკური სტრუქტურა, ველი, რომელიც აერთიანებს ამ კუნძულებს და საერთოდ დედამიწის ყველა წერტილს, რის მეშვეობითაც მაიმუნები ცვლიან ინფორმაციას. ამის შემდეგ ჩატარდა ექსპერიმენტები ადამიანებზე ინგლისსა და ავსტრალიაში ერთდროულად, რაც ასევე ამტკიცებდა ადამიანთა შორის ინფორმაციის ქვეშეცნეულ გაცვლას. - ეს ოფიციალური ინფორმაციებია, თუმცა სავარაუდოდ ამერიკის და რუსეთის მთავრობებმა ადამიანთა ცნობიერების ამ (ჩვენი, შემეცნების მეორე საფეხურზე მყოფთა) ქსელის შესახებ ჯერ კიდევ 40-იანი წლებიდან იცოდნენ, როდესაც სამხედო ბაზების განლაგება დაიწყეს ამ ქსელის სპირალების კვეთის ქვეშ.......თუმცა ეს სხვა ისტორიაა... ატლანტიდის კატასტროფული ექსპერიმენტის დროს დაზიანდა ქრისტეც ცნობიერების ქსელი, ანუ დაიკარგა ღვთიური წარმოშობის, ერთიანობის შეგნება, მის გარეშე კაცობრიობა განწირული იყო სამგანზომილებიან სამყაროში სამუდამოდ ჩარჩენისათვის(მანამდე ატლანტიდელები ჩვენს სამყაროს ისე არ აღიქვამდნენ როგორც ჩვენ - მესამე განზომილებაში)............... |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 12th June 2024 - 01:45 AM |