კაბალა |
კაბალა |
Feb 6 2011, 08:37 PM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კაბალა (ივრითი קַבָּלָה - მიღება) - სულიერი სამყაროს შესწავლის მეცნიერული მეთოდი, რომლის მთავარი წყარო სეფერ იეცირა, ზოჰარი და არის (არიზალისა და არის სახელით ცნობილი რაბინ იცხაკ ლურია აშკენაზის ნაშრომები) ტექსტებია. კაბალა ორთოდოქსი ებრაელების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტული სწავლებაა. სიტყვა კაბალას წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას უკავშირებენ მუსლიმური ესპანეთის ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058) და მე-13 საუკუნის ესპანელ კაბალისტს - ბაჰია ბენ აშერს. ეს ტერმინი ებრაული ეზოთერული ცოდნისა და პრაქტიკების აღსანიშნავად გამოიყენება. მისი მიმდევრების თანახმად, კაბალის საშუალებით ადამიანი სულიერად უფრო უახლოვდება ღმერთს, ამიტომაც თვლიან, რომ კაბალა კაცობრიობას ღვთის ქმნილებების ჭვრეტის საშუალებას აძლევს.
ეს ისე ძაან ზოგადად. კაბალა ძაან საინტერესო და ღრმა მოძღვრებაა, მე მაქვს რაღაც მასალები და მოგვიანებით დავდებ. ვისაც რაზე მიუწვდება ხელი და რაც იცის კაბალის შესახებ დადეთ ინფორმაციები, ვიმსჯელოთ, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და ა.შ. მოკლედ, ვისაუბროთ კაბალის შესახებ |
|
|
Apr 21 2011, 03:46 PM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 248 Joined: 15-May 09 From: Tbilisi Member No.: 5,954 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კარგით, დავიწყეთ კაბალას შესახებ :-) ავიღოთ ჩვენი ადგილობრივი ქართული წყარო:
არსებობს ასეთი წერილი, იოანე ხუცესის წერილი მიწერილი ბიზანტიის იმპერატორ მანუელ კომნენოსისადმი 1165 წლით დათარირებული, რომელიც ინახება მსოფლიოს რამდენიმე მუზეუმში. დაიმახსოვრეთ რიცხვები, ისინი მარტივია და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით. თუმცა თავიდან შეიძლება რთული ჩანდეს. ამ წერილის შეახებ აქ ადრეც ვწერდი სადღაც. იქ ერთ პასაჟში ასე წერია: "იოანე ხუცესს ჰყავს 7 მეფე, რომლებიც მას ემსხურებიან გარკვეულ თვეებში. ამ მეფეებთან ერთად მათ ემსახურება 72 ჰერცოგი და 360 გრაფი. მთელი წლის განმავლობაში ყოველდღე მის სახლში სადილობს 12 არქიეპისკოპოსი და 20 ეპისკოპოსი. და მათთან პაპი არის წმ. თომა". დავიწყეთ ქვემოდან, ანუ წმიდა თომადან (თანახმად ჰერმეტიული პრინციპისა "რაც ზემოთ, ის ქვემოთ). 12 არქიეპისკოპოსი + 20 ეპისკოპოსი უდრის 32. კაბალას სისტემაში სულ არის 32 რიცხვი. აქედან 11 არის სეფიროტი, მთავარი სფეროები კაბალისტიკური სიცოცხლის ხის (უხილავი სეფიროტის დაათის ჩათვლით) და 20 არის მათ შორის დამაკავშირებელი გზები. სულ ზემოთ არის მე-12 სეფიროტი, შეუცნობელი აინ სოფ. ეს არის მთლიანი ნახატი კაბალისტიკური სიცოცხლის ხის. შიგნით, სისტემაში ასე ნაწილდება ძალები: რიცხვი 20 ეპისკოპოსი - ასევე ეფუძნება სეფიროტების ხეს, რომელზეც 10 სეფიროტია და მათ გაჩნიათ საკუთარი 10 კლიფოთური, დეგრადირებული ანარეკლი-ანტიპოდი (არსებობს სიცოცხლის ხის კლიფოთური, ამობრუნებული ვარიანტი). რიცხვი - 12 არქიეპისკოპოსი შეესაბამება 12 ზოდიაქოს. რიცხვი 360 ჰერცოგი - არის 12 ზოდიაქოს სრული წრე, სადაც თითოეული ზოდიაქოს ნიშანი შედგება 30 გრადუსისგან. დეკანებად ასეთი დაყოფა ხდება სტიქიების შესაბამისად (ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა). 7 მეფე - 7 ასტროლოგიური პლანეტა (შესაბამისად ადამიანის 7 ფსიქიკური ცენტრი). ამდენად ჩვენს წინაშეა ზოდიაქო (12), პლანეტები (7), სტიქიები (3) და შეუცნობელი (1). ეს არის მხოლოდ ესკიზური აღწერა, მაგრამ მთავარი სტრუქტურა, როგორც კაბალის, ასევე ტაროს სისტემის. რაც შეეხება იოანე ხუცესს, მას პირველად მოიხსენიებს ოტო ფრეიზინგერი საკუთარ ქრონიკებში, ცნობილი წერილის გამოჩენამდე 20 წლით ადრე, 1145 წელს. ის ამბობს, რომ იოანე ხუცესი მეფობს ქვეყანაში, რომელიც მდებარეობს სპარსეთისა და სომხეთის კიდეში და რომ მისი ეპისკოპოსი ქალაქ კაბალადან ესტუმრა ევროპას. ჯერჯერობით საკმარისია და მერე გავაგრძელოთ. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 06:08 AM |