გეი, ლესბი, ტრანს, ბი ადამიანები |
გეი, ლესბი, ტრანს, ბი ადამიანები |
Nov 12 2010, 12:20 AM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 361 Joined: 11-November 10 Member No.: 6,306 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაინტერესებს რას ფიქრობთ ადამიანის ორიენტაციაზე, ხართ თუ არა ჰომოფობები, აქვს თუ არა ადამიანს უფლება უყვარდეს ის ვინც უყვარს, და იყოს ის ვინც არის. ნამდვილად გმობს და განასხვავებს თუ არა ღმერთი ადამიანებს შორის სიყვარულს. საზოგადოდ რატომ არის "მამათმავნობის" განმარტება ჰომოსექსუალიზმი და არა ცხოველმყოფელობა როგორც საბას აქვს განმარტებული, რაც თავისთავად ჩვეულებრივ ენაზე რომ ვთქვათ არის სექსი გრძნობების გარეშე, რასაც მაგალითად ქართველი კაცების 70%-ი (ჩემი აზრით 70%) მაინც აკეთებს რეგულარულად. (ძმაკაცებთან ერთად "მეძავებ-ში" ( ) წასვლა "კაი კაცობაა".
რატომ არიან ჰომოსექსუალები ცუდები თუ ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა კულტურული, ღირებული ფასეულობების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს და რომლითაც ტკბება მთელი მსოფლიო. |
|
|
Apr 27 2011, 08:34 PM
Post
#2
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ასევე ვენდობი წამყვან რელიგიებს, რომლებიც ყველა ერხმად გმობენ მამათმავლობას (რა დამთხვევაა) მთლად ნე დაიჯერებ რომ ყველა რელიგია გმობს მამათმავლობას, დრო იცვლება. სხვა მაგალითებზე რომ არაფერი ვთქვა გასულ თვეს ინგლისში(!), ლონდონის ანგლიკანურ ეკლესიაში ორი მამაკაცი მღვდელი (!) დააქორწინეს. ლონდონის ბიშოპის ლოცვა-კურთხევით. ჩენელინგებს რაც შეეხება ეს არ არის ერთი ტიპის მიერ გადმოცემული ინფორმაცია, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა პიროვნებები, ისე რომ ერთმანეთის არსებობაც კი არ იციან, თითქმის ერთდროულად, თითქმის ერთნაირ ინფორმაციას იღებენ, ამის მაგალითებიცაა მრავლად. ის ფაქტი, რომ ლაზარევი მართლაც კარგად ხედავს აურას და შეუძლია განკურნოს ავადმყოფები, სრულიად არ ნიშნავს მისი ყველა სიტყვის და ვარაუდის ჭესმარიტებას, მცირე მაგალითი: რა თქმა უნდა პიროვნების აურაზე, მის ფაქიზ სხეულებზე ასახულია მისი სექსუალური ორიენტაციაც, ისევე როგორც ყველაფერი ამ პიროვნების და მასში ინკარნირებული სულის შესახებ, რადგანაც ჩვენი აურა, განსაკუთრებით გარეთა შრე არის ჩვენი სულის ისტორია და კარგი ენერგეტიკოსი ნამდვილად კითხულობს ინფორმაციას მისგან, მაგრამ ერთია დაინახო და მეორეა როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებ, ავადმყოფობას უწოდებ, სულის არჩევანს თუ განაჩენს........ |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 14th June 2024 - 06:16 PM |