კაბალა |
კაბალა |
Feb 6 2011, 08:37 PM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კაბალა (ივრითი קַבָּלָה - მიღება) - სულიერი სამყაროს შესწავლის მეცნიერული მეთოდი, რომლის მთავარი წყარო სეფერ იეცირა, ზოჰარი და არის (არიზალისა და არის სახელით ცნობილი რაბინ იცხაკ ლურია აშკენაზის ნაშრომები) ტექსტებია. კაბალა ორთოდოქსი ებრაელების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტული სწავლებაა. სიტყვა კაბალას წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას უკავშირებენ მუსლიმური ესპანეთის ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058) და მე-13 საუკუნის ესპანელ კაბალისტს - ბაჰია ბენ აშერს. ეს ტერმინი ებრაული ეზოთერული ცოდნისა და პრაქტიკების აღსანიშნავად გამოიყენება. მისი მიმდევრების თანახმად, კაბალის საშუალებით ადამიანი სულიერად უფრო უახლოვდება ღმერთს, ამიტომაც თვლიან, რომ კაბალა კაცობრიობას ღვთის ქმნილებების ჭვრეტის საშუალებას აძლევს.
ეს ისე ძაან ზოგადად. კაბალა ძაან საინტერესო და ღრმა მოძღვრებაა, მე მაქვს რაღაც მასალები და მოგვიანებით დავდებ. ვისაც რაზე მიუწვდება ხელი და რაც იცის კაბალის შესახებ დადეთ ინფორმაციები, ვიმსჯელოთ, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და ა.შ. მოკლედ, ვისაუბროთ კაბალის შესახებ |
|
|
Apr 30 2011, 12:57 PM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 248 Joined: 15-May 09 From: Tbilisi Member No.: 5,954 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვინც ჯერ 40 წლის არ არის და არ ჰყავს ცოლი მას ზოჰარის შესწავლა არ შეუძლია, ერთ ასეთ ოთოდოქსულ წესსაც შევხვედრივარ. ზემოთჩამოთვლილი წესები ძალიან კარგია და საინტერესო. ისიც გამიგია, რომ ზოგიერთი სკოლები სხვების აუთენტურობას არ ცნობენ. ამავე დროს, კაბალაზე ლიტერატურა უხვადაა ინტერნეტში და საზღვარგარეთ ბევრი ტიპის ჯგუფი არსებობს. მე მიმაჩნია, რომ თანამედროვე, მერწყულის ეპოქაში ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალური გახდა. როგორც რობერტ ანტონ უილსონი ამბობდა, დღეს 4 მილიარდ ადამიანს 4 მილიარდი რელიგია აქვს.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 02:14 PM |