შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი |
შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი |
Dec 18 2010, 04:09 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა გსმენით ამ პიროვნების შესახებ? საინტერესოა თქვენი აზრი... მცირე ბიოგრაფია: დაიბადა 1926 წლის 23 ნოემბერს ინდოეთში 1950 წელს დაარსა თავისი აშრამი-"პრაშანტი ნილაიამ". დღეს ეს აშრამი უზრმაზარი ქალაქია თავისი ინფრასტრუქტურით საი ბაბა ყოველდღიურად კითხულობს ლექციებს ათასობით მსმენელის წინაშე და მოჰყავს მაგალითები მსოფლიო რელიგიების ისტორიიდან იმის დასტურად რომ ყველა რელიგია თანასწორია(ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი) მისი მოძღვრების ძირითადი პოსტულატებია: 1 სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა სახელს უწოდებენ 2 მისდიეთ თვენს რელიგიას-იყავით გულწრფელნი 3 პატივი ეცით ყველა რელიგიას 4 დაეხმარეთ გაჭირვებულთ და ნუ იფიქრებთ პირად გამორჩენაზე 5 განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობის პრინციპი-ეს საერთო ადმიანური ფასეულობები წარმოადგენს მისი მოძღვრების საფუძველს საი ბაბა ფლობს მისტიკურ შესაძლებლობებს. მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი ჰყავს მიმდევარი დღესდღეობით ინტერნეტში საი ბაბას შესახებ უამრავი ინფორმაციაა გავრცელებული, როგორც სიმართლე, ისე სიცრუე. ზოგი მას ავატარს უწოდებს და უდიდეს პატივს მიაგებს, ზოგის აზრით იგი ერთ-ერთი შარლატანი და მატყუარაა, რომელიც იაფფასიანი ტრიუკებით ასულელებს ხალხს მიუხედავად ყოველივესი მისი მოძღვრების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მსოფლიოს 170-ზე მატ ქვეყანაში მისი ასეულობით ცენტრი არსებობს ბოლო პერიოდში მის შესახებ ქართულადაც ითარგმნა წიგნები. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
May 10 2011, 06:53 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ისე დავამატებ, რომ ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელი, რომელიც ამაყობს იმით, რომ თავისი ლოცვის ძალით, ან სხვადასხვა რელიგიის ან სკოლის წარმომადგენელი "დაამარცხა", რბილად რომ ვთქვათ დამწყები მაგის დონეს არ გაცდენილა. :)
მანტრებით და ტანტრებით და ლოცვებით ბრძოლა საბავშვო ბაღია და მეტი არაფერი. მოდი აბა თუ ბიჭი ხარ კი არ განდევნო დემონი, სიყვარული აჩუქე და ღმერთის გზაზე დააბრუნე. პატარა დემონუკების განდევნის უფრო მარტივი საშუალებები არსებობს და ბევრი შელოცვა არ უნდა: თუნდაც ძროხის ნაკელი (ვედურ ტრადიციაში), ნაკურთხი წყალი (ქრისტიანულში) და ელემენტარული ჰიგიენის და სისუფთავის წესები. რაც შეეხება პროფესორობას და 50 წლიან გამოცდილებას, ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს. კაცი შეიძლება 50 მილიონი ცხოვრება სწავლობდეს და სრულყოფას ვერ მიაღწიოს... |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 08:35 PM |