IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> რიცხვები, ნომრები
ირმა
post Jul 4 2009, 11:52 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რიცვები, ნომრები, ციფრები,– არ მახსოვს სხვა მათი სახელი ახლა...
გიყვართ თუ არა რიცხვები, რომელია შენი საყვარელი რიცხვი, რა იცი თითოეულ რიცხვზე?
13 მართლა თარსია?
7 მართლა მაგიური ნომერია თუ არა?
რიცხვი 1 გიყვართ თუ არა?
666 გაშინებთ?
3 რიცხვი რას გაგონებთ?
გიყვართ თუ არა რიცხვებით თამაში?
(რა შუაშია, მაგრამ მათემათიკა თუ გიყვართ?)

მოკლედ ამ თემაში დავწეროთ ვინ რა ვიცით სხვადასხვა რიცხვების შესახებ.
დავწეროთ თითოეულმა დამოკიდებულება რიცხვებთან.

smile.gif))))))))))))))))



--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
ირმა
post Sep 17 2009, 09:10 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამას ვაკოპირებ biggrin.gif

რომ გავიგოთ საკუთარი ბედისწერის ციფრი (ნუმეროლოგიური კოდი, `მატრიცა~), საჭიროა, გამოვთვალოთ იგი. ამისათვის კი უნდა შევკრიბოთ ჩვენი დაბადების წლის, თვისა და დღის რიცხვები.
მაგ: ადამიანი დაიბადა 1971 წლის 13 დეკემბერს.
13 (დღე) + 12 (თვე) + 1971 (წელი) = 1+3+1+2+1+9+7+1=25. ეს კი დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე 2+5=7.
ე. ი. ამ კონკრეტული ადამიანის ბედისწერის ციფრი იქნება 7, რომელიც პლანეტა ნეპტუნს შეესაბამება (ე. წ. რომაული, იგივე "კლასიკური წყობით", რადგან ასევე ციფრებისა და პლანეტების არსებობს ებრაული, ასევე ინდური შეთავსება).
ზუსტად ასევე უნდა შეიკრიბოს ორიათასი წლის შემდეგ დაბადებული ადამიანის დაბადების თარიღი.
მაგ: 2001 წლის 7 მაისი.
7+5+2+1=15=6 (რა თქმა უნდა შეკრების დროს ნული მხედველობაში არ მიიღება). ამ პიროვნების ბედისწერის ციფრია 6 და ის იქნება პლანეტა ვენერას მფარველობის ქვეშ.
ქვემოთ იხილეთ ცხრავე ციფრის ნუმეროლოგიური ინტერპრეტაცია.

1. ის ადამიანი, რომლის ციფრია არის ერთი, არის ნოვატორი და ახალი გზის გამკვალავი. ამაყია, რაც ზოგჯერ ამპარტავნებაშიც გადასდის ხოლმე. ახასიათებს ძლიერი ნებისყოფა და შეუპოვრობა. არის აქტიური, ამიტომ, ყოველთვის ლიდერობა სწყურია. აქვს დამოუკიდებელი ხასიათი. მებრძოლია და ხშირადაც აღწევს დასახულ მიზანს, რაც აძლევს მიდრეკილებას გადაჭარბებული ამბიციისკენ. თითქმის არასდროს ექცევა გავლენის ქვეშ და არ უყვარს როდესაც ვინმე ხელს უშლის დასახული მიზნის მიღწევაში. თუ მის საქმიანობას (განსაკუთრებით ბავშვობაში) კონტროლი არ გაეწია, შესაძლოა, საკუთარი პოტენციალი ცუდი მიზნებისთვისაც გამოიყენოს. არის გულუხვი და სულგრძელი. მიღწეულმა წარმატებებმა მოსალოდნელია, რომ მიიყვანოს ეგოიზმამდე. ის პირველი შეხვედრისას გარშემომყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან მისი პლანეტა მზეა.

2. ადამიანი, რომლის დაბადების თარიღის ჯამი არის ორი, გამოირჩევა მოკრძალებითა და დიპლომატიურობით. ის მუდამ მზად არის სხვათა დასახმარებლად. არის ერთგული და ახასიათებს ტაქტის დიდი გრძნობა. ირგვლივმყოფებს დიდ პატივს სცემს და მუდამ ინტერესდება მათი მდგომარეობით. აინტერესებს ყველაფერი, რაც გაურკვეველია და შეუცნობელი. მისი დევიზია: `შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი~. ვერ იტანს უსიამოვნებებს, განხეთქილებებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კონფლიქტურ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს. საუბრისას იყენებს ტყუილებსაც, თუმცა, ამას უფრო მისი მეოცნებე ხასიათი განაპირობებს. როდესაც ცხოვრება არაჰარმონიულ სიბრტყეში გადადის, ის აფორიაქებული, დეპრესიული და ნევროზული ხდება. ასაკის მატებასთან ერთად თუ მან კარგი განათლება და გამოცდილება მიიღო, მაშინ მისგან კარგი მრჩეველი, ფსიქოლოგი ან ასტროლოგი დგება.

3. სამიანი `სრულყოფილი ციფრია~, ამიტომ, ამ ციფრის ქვეშ მყოფი ადამიანი ყველაზე მეტად აფასებს სრულყოფილებას. ის კეთილი, ნიჭიერი, და სწავლისმოყვარეა. ენთუზმიაზით და ოპტიმიზმით აღსავსე (უნდა ვაღიაროთ, რომ ხანდახან ეს ავანტიურიზმის სახესაც იღებს). მუდამ მზად არის ბრძოლისათვის. ფლობს მჩქეფარე ენერგიას, მახვილგონიერია და გულღია. ის მუდამ ტკბება ცხოვრებით. მისი დევიზია: `იცხოვრე და სხვებსაც მიეცი ცხოვრების საშუალება~. არის სხარტი, მოქნილი და სპორტული აღნაგობის. ის გრძნობს, რომ ცხოვრებაში კარგ დღეებს არასასიამოვნო პერიოდიც მოჰყვება, ამიტომ, ცხოვრებაში კრიზისის დროს დეპრესიაში არ ვარდება და აქტიურად ებრძვის ცხოვრებას. ახასიათებს დინამიურობა, მაგრამ ამას სხვათა დასამორჩილებლად არ იყენებს. ზოგიერთ შემთხვევაში ის სხვებსაც ემორჩილება და პირიქით, თვითონაც იმორჩილებს, თუმცა, ამას უფრო სიყვარულის გულისთვის აკეთებს. ხანდახან ახასიათებს ეგოისტურობაც

4. ამ ადამიანს ანალიტიკური გონება და ორიგინალური აზროვნება აქვს (ჩვეულებისამებრ ეს გენიოსების ციფრია). აქვს დამოუკიდებელი ხასიათი, ახასიათებს მოუთმენლობა და დაუდგრომელობა, აინტერესებს საერთაშორისო მოვლენები, პოლიტიკა, კოსმოსი და საერთოდ ყველაფერი. უყვარს მოგზაურობა, განსაკუთრებით შორეულ და ეგზოტიკურ ადგილებში. მიდრეკილება აქვს მარტოობისაკენ. მას აუცილებლად სჭირდება დრო ფიქრისათვის და განსჯისათვის, არ უყვარს სპონტანური ნაბიჯების გადაგმა. ხელოვნებაში ნაყოფირია, ხშირად მისი შემოქმედება გამოირჩევა აბსრაქტული სახეებით. იტაცებს მისტიკა და ოკულტური მეცნიერებები. გამოირჩევა დახვეწილი ინტუიცით. ცდილობს იყოს ორიგინალური და ხშირად ამის გამო მტრებსაც კი იჩენს. ისწრაფვის თვითსრულყოფისაკენ. შესანიშნავად ერკვევა ტექნიკასა და ელექტროაპარატურში. კომპიუტერულ ხულიგანთა (`ჰაკერები~) უმეტესობა სწორედ ამ ციფრის ქვეშ არის დაბადებული.

5. ამ ციფრის ქვეშ დაბადებული ადამიანი გამოირჩევია სწრაფი და ლოგიკური აზროვნებით. ახასიათებს სწრაფი მოქმედების უნარით და მოხერხებულობა. აფასებს თავისუფლებას. არის მოუსვენარი, დაუდგრომელი და მუდამ მოძრაობაშია. მიდრეკილება აქვს თავგადასავლებისაკენ და რისკიანი მოქმედებისაკენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში მისი ასეთი მოქმედება ცხოვრებაში გარკვეულ პრობლემებს უქმნის. ერთდროულად უყვარს მრავალი საქმის დაწყება და კეთება, თუმცა, მოუთმენლობის გამო არცერთი მათგანი არ მიჰყავს ბოლომდე. ახასიათებს იმპულსურობა და წინასწარ არასოდეს არ გეგმავს საკუთარ საქმიანობას. ის მუდამ დღევანდელი დღით ცხოვრობს და შემთხვევითობის იმედი აქვს. უყვარს ფული მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღოს სიამოვნება. საკუთარი ხასიათის ხშირ ცვალებადობას ის ნევროზულობამდე და ხანდახან ისტერიკამდეც კი მიჰყავს.

6. ეს ადამიანი აფასებს ჰარმონიას, სილამაზეს, წონასწორობასა და სტაბილურობას. ის პატიოსანი, კეთილშობილი, ჰუმანური და კაცთმოყვარეა. აქვს საკუთარი ღირსების მძაფრი შეგრძნება. სილამაზის დიდი ტრფიალია, განსაკუთრებით ლამაზ ადამიანს აფასებს. აღმერთებს საკუთარ ოჯახს და ხშირ შემთხვევაში მისთვის უმთავრესი მიზანი სტაბილური და ბედნიერი ქორწინებაა. თუმცა, თავისი ჯიუტი ხასიათის გამო ხანდახან აუტანელიც კი ხდება. თითქმის სიცოცხლის ბოლომდე მფარველობს საკუთარ შვილებს და მზად არის მათთვის თავიც გაწიროს. უაღრესად აკურატული და მოწესრიგებულია. აფასებს მშვიდ გარემოს, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ შეუძლია ყველაფერი წალეკოს. ამ ციფრის ქვეშ დაბადებული ადამიანი ზომაზე მეტად ვნებიანია და სიყვარულის გულისთვის მსხვერპლზე წასვლაც კი შეუძლია.

7. ამ ადამიანს ახასიათებს უმაღლესი სიყვარული, ფილოსოფიურობა და მისტიციზმი. ძალიან მგრძნობიარეა და შთაბეჭდილებები დიდ ხანს მიჰყვება, ამიტომ, მისთვის ნეგატიური გარემო დამანგრევლად მოქმედებს. სხვებზე მეტად ახლობელი ადამიანის მიმართ სიყვარული და მხარდაჭერა ახასიათებს. გაჭირვებაში მყოფებს უდიდესი სითბოთი და თანაგრძნობით ეკიდება. დამცირებულებს, ავადმყოფებსა და მოხუცებს საკუთარი ძმებივით ექცევა, განიცდის მათ მძიმე მდგომარეობას, მათი ბედით თვითონაც იტანჯებიან. ეს გადაჭარბებული ყურადღება და მზრუნველობა მას ზოგჯერ `დათვურ სამსახურს~ უწევს. მისი ზეინტუიცია ხშირად წინასწარმეტყველურ ხედვებამდეც კი მიდის. მისთვის ფულსა და ძალაუფლებას არავითარი ღირებულება არ გააჩნია, ფული უნდა იმიტომ, რომ გაჭირვებულებს დაეხმაროს. მისი ცხოვრებისეული მთავარი მიზანი _ რელიგია, უნივერსალური სიყვარული და სიკეთის კეთებაა.

8. ეს ადამიანი გამოირჩევა სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობით. ყველაზე მტკიცე და სტაბილურია. მისი მიზანსწრაფვა პირდაპირ შესაშურია. არის გამრჯე, ერთგული, გაწონასწორებული და საიმედო. არ ახასიათებს ნოვატორობა და გამომგონებლობის უნარი, ამიტომ, ის ჩამოყალიბებული კონსერვატორია. აქვს ორგანიზატორული ნიჭი და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი. სამუშაოს კეთილსინდისიერად და დაკვირვებით ასრულებს. ხშირად ზედმეტად ინტერესდება საქმის დეტალებით და ამის გამო კარგავს ძირითად მიზანს. ვერ ეგუება ცვლილებებს და გარდაქმნებს. გადაწყვეტილების მიღების წინ ბევრს ფიქრობს და ამის გამო ზოგჯერ აგვიანდება კიდეც. გადაჭარბებული შრომისმოყვარეობის გამო ხშირად აღწევს დასახულ მიზანს. თამამად ებრძვის უსამართლობას და ძალას არ იშურებს მის აღსაკვეთად.

9. ის ყველაზე ძლიერი ციფრია (ზოგიერთი ნუმეროლოგი ცხრიანს ბრძოლისა და ნგრევის სიმბოლოდ მიიჩნევს). ამ ციფრის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ახასიათებს უდიდესი კონცენტრაცია. ის მკვეთრად გამოხატული ინდივიდია. ფლობს თავდაჯერების უდიდეს უნარს. მის ნებისყოფას კი ბევრ აღტაცებაში მოჰყავს. მის ძალას მთების გადატიალებაც კი შეუძლია. ის ზოგჯერ ფანატიკოსადაც იქცევა ხოლმე. მას შუალედი არ გააჩნია, ამიტომ, მისი დევიზია: `ან გამარჯვება, ან სიკვდილი~. მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას ძალაუფლების ხელში ჩაგდება სწადია, რაც ყოველთვის არ შეეფერება სიმართლეს. მართალია მას ძალაუფლება უყვარს, მაგრამ მხოლოდ ფარული. მას კულისების მიღმიდან უყვარს სიტუაციის გაკონტროლება. გაღიზიანების დროს შეუძლიათ არა მარტო სხვა, არამედ საკუთარი თავიც კი დაგესლოს.



--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
natuka
post May 15 2011, 11:11 PM
Post #3


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,268
Joined: 12-March 11
From: დედამიწა :)
Member No.: 6,417

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



[quote name='ირმა' date='Sep 17 2009, 09:10 PM' post='20695']
ამას ვაკოპირებ biggrin.gif


1. ის ადამიანი, რომლის ციფრია არის ერთი, არის ნოვატორი და ახალი გზის გამკვალავი. ამაყია, რაც ზოგჯერ ამპარტავნებაშიც გადასდის ხოლმე. ახასიათებს ძლიერი ნებისყოფა და შეუპოვრობა. არის აქტიური, ამიტომ, ყოველთვის ლიდერობა სწყურია. აქვს დამოუკიდებელი ხასიათი. მებრძოლია და ხშირადაც აღწევს დასახულ მიზანს, რაც აძლევს მიდრეკილებას გადაჭარბებული ამბიციისკენ. თითქმის არასდროს ექცევა გავლენის ქვეშ და არ უყვარს როდესაც ვინმე ხელს უშლის დასახული მიზნის მიღწევაში. თუ მის საქმიანობას (განსაკუთრებით ბავშვობაში) კონტროლი არ გაეწია, შესაძლოა, საკუთარი პოტენციალი ცუდი მიზნებისთვისაც გამოიყენოს. არის გულუხვი და სულგრძელი. მიღწეულმა წარმატებებმა მოსალოდნელია, რომ მიიყვანოს ეგოიზმამდე. ის პირველი შეხვედრისას გარშემომყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან მისი პლანეტა მზეა.

რიცხვი 3 მიყვარს 13 და 33 და ყველა რიცხვი რაც სამზე იყოფა.


--------------------
...


Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
ირმა   რიცხვები   Jul 4 2009, 11:52 PM
ირმა   მე ძალიან მიყვარს ...   Jul 4 2009, 11:59 PM
ირმა   http://join.ge/articles/11388-bbbbbbb-bbbb...b-bbb...   Jul 5 2009, 12:09 AM
ირმა   როცა მანქანით დავდ...   Jul 5 2009, 12:18 AM
ირმა   http://i41.tinypic.com/dqm3ap.jpg   Jul 5 2009, 12:26 AM
ირმა   რიცხვი 12 ძველ დროში...   Jul 5 2009, 10:57 AM
ირმა   ნახეთ ესეც :D http://ucnauri....   Jul 5 2009, 10:51 PM
ირმა   http://video.google.com/videoplay?docid=2062918337...   Jul 8 2009, 02:56 PM
ირმა   კიდევ ერთი საინტერ...   Jul 8 2009, 05:35 PM
ირმა   23 რიცხვი, ჩვენს ფორ...   Jul 9 2009, 08:30 AM
TeO   ირმა გამარჯობა :) ხო...   Jul 10 2009, 05:41 AM
ირმა   ირმა გამარჯობა ხო...   Jul 11 2009, 09:30 AM
ირმა   ნახეთ რიცხვი 666 http://www...   Jul 24 2009, 10:00 AM
ირმა   უკვე დაწყებულია მი...   Jul 24 2009, 10:04 AM
georgius-asmoday   666 ძველ აღთქმაში ძა...   Jul 24 2009, 01:23 PM
ირმა   georgius-asmoday 666 ძველ აღთქმ...   Jul 24 2009, 05:08 PM
georgius-asmoday   6+6+6=18 1+8=9 9+9+9=27 2+7=9 9 არის მ...   Jul 24 2009, 05:50 PM
ირმა   6+6+6=18 1+8=9 9+9+9=27 2+7=9 9 არის მ...   Jul 24 2009, 10:29 PM
ირმა   შეგვიძლია გავიგოთ ...   Aug 16 2009, 11:02 PM
TeO   მართლაც რომ ნარინჯ...   Aug 17 2009, 11:00 AM
ირმა   TeO მართლაც რომ ნარი...   Aug 17 2009, 10:13 PM
ირმა   ამას ვაკოპირებ :D რ...   Sep 17 2009, 09:10 PM
parsmani   ამას ვაკოპირებ :D რ...   Apr 15 2010, 03:05 PM
natuka   [quote name='ირმა' date='Sep 1...   May 15 2011, 11:11 PM
Barmalei   7. ამ ადამიანს ახასი...   Jun 11 2011, 05:20 PM
TeO   2. ადამიანი, რომლის ...   Sep 20 2009, 01:17 AM
ირმა   მე კიდე 8 ვარ:) 8. ეს ა...   Sep 20 2009, 08:52 AM
old_man   ეს მივიღე მე და მომ...   Oct 8 2009, 09:06 PM
old_man   ეს 9 რომ ამომივიდა შ...   Oct 8 2009, 09:16 PM
blanca   სამიანის ნებისმი...   Oct 8 2009, 09:28 PM
moonbayer   9. ის ყველაზე ძლიერი...   Oct 8 2009, 10:27 PM
TeO   [b]Число судьбы აბა, ნახე...   Nov 30 2009, 11:17 AM
miss   7. ამ ადამიანს ახასი...   Nov 30 2009, 07:22 PM
moonbayer   ჰეჰ მე 9 იანი ვარ :P :wub:...   Nov 30 2009, 08:07 PM
Shou   ჩემი რიცხვი 3 გამოვ...   Dec 1 2009, 06:39 PM
Gopi   [quote name='Shou' date='Dec 1 2009, 0...   Jan 17 2011, 10:01 PM
serafinapekkala   Ваше число: 4 Вы решительны ...   Dec 1 2009, 10:24 PM
serafinapekkala   და ესეც მე ვყოფილვ...   Dec 1 2009, 10:32 PM
Kaspar Hausser   8. ეს ადამიანი გამოი...   Dec 21 2009, 10:43 PM
sky   Ваше число: 5 Нет таких сил,...   Dec 21 2009, 11:10 PM
Andrea   აჰა აშკარად მე ვარ...   Jan 21 2010, 08:18 PM
irma   ალბად ყველამ კარგა...   Jan 29 2010, 08:20 PM
tikoroma   სადღაც წავიკითხე ქ...   Mar 11 2010, 01:05 AM
steward   ალბათ გსმენიათ ოკრ...   Mar 11 2010, 01:42 AM
jgvenza   მაპატიეთ მგონი მათ...   Mar 11 2010, 08:51 AM
irma   steward ალბათ გსმენიათ ...   Mar 11 2010, 07:06 PM
irma   3. სამიანი `სრულყო...   Mar 11 2010, 10:26 PM
jgvenza   მტკიცე ერთიანი!;)   Mar 12 2010, 09:31 PM
Fee   ირმა მე 11 ვიღებ და ა...   Apr 15 2010, 04:55 PM
parsmani   ირმა მე 11 ვიღებ და ა...   Apr 15 2010, 05:14 PM
kate   FEE 11=1+1=2 2 არი შენი არ ა...   Apr 30 2011, 05:03 PM
kate   ირმა მე 11 ვიღებ და ა...   Apr 30 2011, 05:11 PM
Fee   FEE 11=1+1=2 2 არი შენი უუუპ...   Apr 15 2010, 05:17 PM
Fee   2. ადამიანი, რომლის ...   Apr 15 2010, 05:21 PM
ირმა   :)   Apr 15 2010, 10:04 PM
moonbayer   "სულიერი განვითა...   Apr 15 2010, 10:22 PM
moonbayer   ჩემი რიცხვი არის 36 :)   Apr 15 2010, 10:25 PM
Atman   moonbayer ეგრე გამოვა რო...   Apr 16 2010, 07:26 AM
jgvenza   moonbayer 36 როგორ ეგ რიცხ...   Apr 16 2010, 09:57 AM
moonbayer   jgvenza 36 როგორ ეგ რიცხვ...   Apr 16 2010, 10:49 AM
Simulated   Ваше число: 8 Судьба сулит ...   Apr 20 2010, 03:04 PM
sentimennte   Simulated not bad ;)   Apr 20 2010, 03:14 PM
გოგა   მდაჰ რაღაც საინტერ...   Apr 20 2010, 03:20 PM
Atman   გოგა შენი ციფრის თ...   Apr 20 2010, 04:47 PM
FORZAROMA   რა საინტერესოა.....ც...   Jan 18 2011, 01:20 AM
Atman   FORZAROMA რა საინტერესო...   Jan 18 2011, 08:00 AM
sentimennte   old_man ჩემიც 9,არის :) სუ...   Jan 18 2011, 11:50 AM
sentimennte   და სულის ციფრებზეც...   Jan 18 2011, 12:01 PM
ირმა   დაკარგული ნივთის ნ...   Jan 18 2011, 11:22 PM
td.........   ირმა ყველა შესაძლ...   Jan 19 2011, 01:45 AM
ირმა   td......... :D   Jan 19 2011, 09:17 AM
მზეონა   მეც 11 გამომივიდა :გ...   Apr 30 2011, 06:24 PM
kate   მზეონა ასე მგონია ...   Apr 30 2011, 09:39 PM
მზეონა   "ეჰ" იმიტომ რომ ...   Apr 30 2011, 10:03 PM
kate   ალბათ გსმენიათ ოკრ...   May 1 2011, 05:51 AM
Hetfield   იისფერი ცხოვრების ...   May 9 2011, 04:13 PM
Hetfield   არავინ იცით?   May 9 2011, 11:33 PM
td.........   ჩემიც 1 იანია :))   May 16 2011, 06:35 PM
natuka   მზე ჩემი პლანეტა ყ...   May 16 2011, 07:07 PM
natuka   ეგოისტი ვარ. :( ვცდი...   May 16 2011, 07:09 PM
ever   ჩემი რიცხვი 8 ყოფილ...   Jun 12 2011, 03:46 PM
kate   ever საინტერესოა რო...   Jun 12 2011, 05:33 PM
ever   kate რომ გავიგებ რა ა...   Jun 12 2011, 05:48 PM
kate   რომ გავიგებ რა არი...   Jun 12 2011, 09:36 PM
td.........   http://www.facebook.com/#!/event.php?eid=13007...   Jun 30 2011, 11:09 PM
ანა   ტამპლიერების დაწვ...   Nov 10 2011, 06:06 PM
ანა   და ისე რიცხვებს ფს...   Nov 10 2011, 06:10 PM
harry   11.11.11... რას ფიქრობთ.... ...   Nov 11 2011, 01:12 PM
td.........   harry 11 11 11   Nov 11 2011, 07:29 PM
earth   kate ოქროს კვეთა ანუ ...   Oct 20 2017, 06:59 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 2nd June 2024 - 12:19 PM