კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა |
კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა |
Sep 2 2010, 12:44 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
....65 მილიონი წლის წინ ორიონის თანავარსკვლავედიდან გამოფრენილი ჰუმანოიდების მცირე ჯგუფი დედამიწაზე ჩამოვიდა, ამ დროს მზის სისტემაში სხვა ცივილიზაციები არ არსებობდა.
ორიონიდან მოსულმა კოლონიებმა აქ შექმნეს მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, მაგრამ კოსმოსური კატასტროფის გამო, რომელმაც ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია, იძულებული გახდნენ პლანეტა დაეტოვებინათ.. . გავიდა წლები.. ორიონიდან 80 000 წლის წინ დედამიწაზე ჩამოვიდა ახალი კოლონია, მათი მიზანი იყო, წარსულში აქ მყოფი ცივილიზაციის ნაშთები მოეძებნა. აღმოჩნდა, რომ გადარჩენილ ცივილიზაციებს შორის მძიმე დამოკიდებულება იყო, მიმდინარეობდა ომები. ორიონის დელეგაცია, მათ ცხოვრებაში არ ჩაერია და პლანეტაზე ბუნებრივი განვითარების პროცესი გაგრძელდა. ორიონელები დარჩნენ მზის სისტემაში და დასახლდნენ იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ “ჰანიმედზე”. “ორიონელების” დაბრუნება მზის სისტემაში, კონკრეტულ მიზნებს უკავშირდებოდა. მათ გადაწყვიტეს საფუძვლიანად შეესწავლათ იუპიტერის ეს თანამგზავრი და მასზე დიდი ხნით ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეექმნათ. პირველი ჯგუფი, რომელიც “ჰანიმედზე” ჩაფრინდა, 25 000 ჰუმანოიდისგან შედგებოდა. ისინი 200 წლის განმავლობაში ჰანიმედზე ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს ქმნიდნენ. აყალიბებდნენ ხელოვნურ კლიმატს და აშენებდნენ მიწისქვეშა ქალაქს. -"ჰანიმედზე” არსებობდა ყველა საშუალება იმისთვის, რომ აქ ცხოვრება შემდგარიყო. მიუხედავად ჟანგბადის ნაკლებობისა, თანამგზავრზე ბევრი სასრგებლო წიაღისეული აღმოჩნდა. ჰუმანოიდები ენერგეტიკულ ბაზად პლანეტის ატმოსფეროში არსებულ ინერტულ აირებს იყენებდნენ. საშენ მასალად კი მთის ბროლს, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა თანამგზავრზე. იქ არსებული თითქმის ყველა შენობა, ამ მასალით იქნა აგებული. ამიტომაც იმ ქალაქს სადაც ისინი ცხოვრობენ, “კრისტალის ქალაქი” დაერქვა. გუმბათოვანი ნაგებობები, ერთი შეხვედით ესკიმოსების ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს “იგლუს” წააგავს. ნახევრად გამჭვირვალე შენობებით დაფარული დასახლება, წარმოუდგენელ სილამაზეს ქმნის... გაგრძელება იქნება |
|
|
May 20 2011, 12:27 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კიდევ ერთი შეხვედრა
(ნაწყვეტი) 1974 წლის 16 თებერვალი დადგა, მთელი ჩვენი ჯგუფი “შტაბ ბინაში” (ასე ჩვენს სახლს ვეძახდით) შეიკრიბა, ყველანი მოვემზადეთ მწველი მზის და ქვიშის დიუნებით დაფარულ ჩილკას უდაბნოში გასამგზავრებლად. ზურგჩანთები, საძილე ტომრები და სხვა სამოგზაურო მოწყობილობა მზად გვქონდა. თუმცა მე ეს ნაკლებად მაღელვებდა, უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის კარლოსის აზრი და მასთან შეთანხმებული დეტალები იყო. ამ დეტალების დასაზუსტებლად მამასთან ოფისში მივედი და გავარკვიე იყო თუ არა ყველაფერი ისე, როგორც შევთანხმდით. მამამ მითხრა, რომ თავის მეგობრებთან ერთად მოგვიანებით შემოგვიერთდებოდა. კარლოსმა გასაგებად ამიხსნა, რომ წინასწარ დათქმულ დროსა და ადგილზე აუცილებლად მოვიდოდა, რუქა მოვიმარჯვე და დაწვრილებით ავუხსენი ის კოორდინატები, სადაც შეხვედრა უნდა შემდგარიყო. ისიც დავამატე, რომ მათ ჯგუფს, ჩვენი მეგობარი ბიჭი დაეხმარებოდა, იგი ზუსტად მოასწავლიდა ადგილს. გამყოლი აუცილებელი იყო მათთვის რათა გზა არ აერეოდათ. ყველაფრის მიუხედავად მაინც ვღელავდი, მეშინოდა ვაითუ ისე არ მომხდარიყო რასაც ველოდი. მიუხედავად მძიმე განწყობისა, უდაბნოსკენ ერთად დავიძარით. ვიმედოვნებდით, რომ არამიწიერი სტუმრები არ გვიმტყუნებდნენ. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 21st September 2024 - 12:59 PM |