IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ამოუცნობი მოვლენები, ფაქტები და მხოლოდ ფაქტები
lasharela
post Feb 3 2007, 04:51 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 173
Joined: 25-January 07
Member No.: 3

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამიგონია...უნახავთ და ა.შ.

არვიცი ძმაო....


ერთმა მიანც დაწერეთ რამე კონკრეტული რაც თქვენ შეგემთხვათ და მერე ვილაპარაკოთ...

მე არც ბარაბაშკები დამინახავს ლოგინის ქვეშ და არც მფრინავი თეფშით მოვუტაცებივარ ვინმეს ცდების ჩასატარებლად smile.gif




ერთი კი ვიცი... ადრე სამტრედიაში ერთი ამბავი ატყდა, ერთერთი ოჯახის ერთრთი წევრი იძახდა რო სახლში სულები დადიანო...სახურავზე ქვები ცვივაო...მოვიდა მღვდლები სახლი აკურთხეს... მეზობლები ფეხზე დადგნენ...არაფერი და ვერაფერი ვერ ნახეს....


მაგრამ ისეთი პოპულარული გახდა ეს თემა ქალაქში რო ჩემმა ერთმა ნაცნობმა (ნორმალური მოაზროვნე ბიჭი, 9 კლასელი smile.gif ) მაგიდაზე საჭმელი დადგა და იძახდა ”გამოდი ნუ გერიდება, ვიცი რო აქ ხარ და ჭამე...ჩემთან მეგობრობის ნუ გეშინიაო smile.gif))))))))))

აი ამას ქვია შიზოფრენია მეტი კი არაფერი არაა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post Nov 21 2009, 07:28 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველა ადამიანს აქვს ინტუიცია, რომელსაც მეექვსე გრძნობასაც უწოდებენ. ამბობენ, ადამიანი ინტელექტუალურად რაც უფრო განვითარებულია, მეექვსე გრძნობა მით უფრო გამახვილებული აქვსო. თუმცა დაზუსტებით არავინ იცის, სინამდვილეში საიდან მოდის აზრი, რომელიც არც ლოგიკას ეფუძნება, არც ინტელექტს, მაგრამ ყოველთვის ხდება, ანუ მომავალში რეალიზდება. ინტუიცია მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ დიდ გამოცანად რჩება. ის ამოუხსნელ ფენომენთა სიაში ერთ–ერთ პირველ ადგილს იკავებს.

1950 წელს ქალაქ ბეატრისის ეკლესიის მგალობელთა გუნდის 15 წევრმა რეპეტიციაზე ერთდროულად დაიგვიანა. 3 საათისთვის დანიშნულ რეპეტიციაზე არავინ მივიდა. 15 წუთში კი ეკლესიაში ნაღმი აფეთქდა. გუნდის წევრები სიკვდილს გადაურჩნენ. არავინ იცის, ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ კოლექტიური ინტუიცია, რომელმაც 15 ადამიანს საფრთხე აარიდა.

შემოქმედ ადამიანებს ინტუიცია განსაკუთრებით აქვთ გამახვილებული. ხშირად მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში ზუსტად აღწერენ იმ მოვლენას, რომელიც წლების შემდეგ მართლაც ხდება. ზოგი ამას უცნაურ დამთხვევას მიაწერს. მეცნიერები უცნაური დამთხვევების ფაქტებსაც იკვლევენ და მათ ლოგიკურ დასაბუთებას ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით – უშედეგოდ. იმის გამო, რომ ამოუცნობი ფენომენების, ინტუიციისა და უცნაური დამთხვევების შესახებ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ყველას უჭირს, ჩვენს მკითხველებს მხოლოდ ფაქტებზე ვუამბობთ. პარანორმალური მოვლენების ქართველმა მკვლევარმა გოჩა დანელიამ ბევრი საინტერესო ამბავი შეკრიბა. ამ ისტორიებს ჩვენს მკითხველებსაც გავაცნობთ.

* * *

1898 წელს მორგან რობერტსონის რომანი "ამაო ძალისხმევა" გამოვიდა. მასში აღწერილია უდიდესი ლაინერის, სახელად "ტიტანიკის" პირველი რეისი, აისბერგთან შეჯახება და დაღუპვა. რომანში აღწერილი მოვლენები 14 წლის შემდეგ ზუსტად განმეორდა – ნამდვილი "ტიტანიკი" ჩაიძირა. გემის აღწერილობა და დაღუპვის თარიღი ზუსტად დაემთხვა რომანში მოთხრობილს, თუმცა ზომები და გემზე ადამიანთა რაოდენობა ოდნავ განსხვავდებოდა.

* * *

რადიოჟურნალისტმა პოლ ჰარვიმ პოლიციის არქივის მასალებზე დაყრდნობით სიუჟეტი გააკეთა და მსმენელებს საზარელი ამბავი მოუთხრო. შტორმში დაღუპული გემიდან ოთხი ადამიანი გადარჩა, მათ შორის ვინმე იუნგა. ისინი ოკეანეში შიმშილით სულს ღაფავდნენ. გაყალბებული კენჭისყრის შედეგად იუნგა შეჭამეს. მათი გადარჩენა მოხერხდა. გამოძიებისას მათ დანაშაული აღიარეს. მსმენელებმა ჟურნალისტს მიუთითეს ედგარ პოს მოთხრობაზე "მარტუკელი გორდონ პიიმის თავგადასავალი", რომელიც ჰარვის სიუჟეტზე 46 წლით ადრე დაიწერა. მოთხრობაში აღწერილი სიუჟეტი რეალურად მომხდარ ამბავს ზუსტად ჰგავდა. კიდევ ერთი უცნაური დამთხვევა იყო – მოთხრობის გმირი და შეჭმული იუნგა მოგვარეეები იყვნენ. ასე რომ, ედგარ პოს ცნობიერებამ მომავლის რეალური ამბის აღწერა შეძლო. სხვათა შორის, ამ შემოქმედისთვის ეს პირველი შემთხვევა არა არის. მან პირველმა გამოთქვა აზრი თხევად კრისტალებზეც. ეს ედგარ პოს დიდი ინტუიციის მაჩვენებელია.

* * *

1944 წლის 4 ივლისს ერთი სოფლის მასწავლებელმა "დეილი ტელეგრაფში" დაბეჭდა კროსვორდი, სადაც ფიგურირებდა სახელები – ომახა, იუტა, მალბერი, ნეპტუნი და ოვერლორდი. ეს ჩამონათვალი ზუსტად დაემთხვა ნორმანდიაში მოკავშირეთა გადასხმის გასაიდუმლოებული ოპერაციის "ოვერლორდის" კოდირებულ სახელებს. ამან სამხედრო დაზვერვა შოკში ჩააგდო. უცნაური ის იყო, რომ ინფორმაციის გაჟონვას ადგილი არ ჰქონია.

* * *

როცა ამერიკელი ასტრონავტი ნეილ ამსტრონგი 1969 წლის 21 ივლისს მთვარის ზედაპირს ტოვებდა, მან უეცრად ჩაილაპარაკა: "წარმატებას გისურვებთ, მისტერ გორსკი!" "დედამიწაზე ნეილმა ეს სიტყვები ასე განმარტა – ერთხელ მას ბურთი გადაუვარდა მეზობლის, ვინმე გორსკის ეზოში. ბურთის გადმოსატანად ეზოში შესულ ნეილს ცოლ–ქმრის ჩხუბის ხმა შემოესმა: "რაო, სექსი მოგინდა, კაპიტანო? ელოდე, სანამ ჩვენი მეზობლის ბიჭი მთვარეზე არ გაფრინდება", – ეუბნებოდა გაბრაზებული ცოლი ქმარს. ქალბატონ გორსკის სიტყვები ახდა. მეზობლის ბიჭი პირველად დაეშვა მთვარეზე. ამსტრონგმა გორსკი ამიტომაც გაიხსენა.

* * *

1952 წლის 14 მარტს მაიამიდან კუბისკენ მოძრავ თბომავალ "ბარეტზე" ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟი და 120 მგზავრი გადაარჩინეს, სამი მგზავრი კი დაიღუპა. კატასტროფაზე მასალა ტომას კინგმა გამოაქვეყნა. რამდენიმე დღის შემდეგ ჟურნალისტს ერთ–ერთი დაღუპულის ვაჟმა მიაკითხა. გაირკვა, რომ მამამისს სულ ეშინოდა ზღვის, რადგან 1912 წელს "ტიტანიკზე" იმყოფებოდა და დაღუპვას სასწაულებრივად გადაურჩა. ჟურნალისტმა დაადგინა, რომ დანარჩენი დაღუპული მგზავრებიც ასევე იმყოფებოდნენ "ტიტანიკზე" და ისინიც სასწაულებრივად გადარჩნენ. 40 წლის შემდეგ კი კვლავ შევიდნენ ზღვაში და დაიღუპნენ. პრესაში ეს მასალაც გამოქვეყნდა, მაგრამ უფრო მეტი საოცრება მერე მოხდა. ჟურნალისტთან მივიდა 43 წლის ბადლი მესკაიერი და თბომავალ "ბარეტის" გამოუყენებელი ბილეთი აჩვენა. მან გემით მგზავრობა რეისამდე ერთი დღით ადრე გადაიფიქრა. უცნაური ის იყო, რომ 40 წლით ადრე მისმა მშობლებმა "ტიტანიკის" ბილეთები დააბრუნეს და დაღუპვას გადაურჩნენ.

* * *

ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ერთი–ერთი ჯგუფის თაყვანისმცემლები უცნაურ დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას – ჯგუფის ერთი თვით ადრე გამოცემულ ალბომზე, "პარტი მიუზიკ" გამოსახულია სავაჭრო ცენტრის ორი ცეცხლმოკიდებული ცათამბჯენი. სურათი პრაქტიკულად იმეორებს 11 სექტემბრის ტერაქტის პირველ წუთებში გადაცემულ კადრებს.

უცნაური დამთხვევები

1668 წლის 5 დეკემბერს უელსის სანაპიროსთან ჩაიძირა იალქნიანი ხომალდი. გადარჩა მხოლოდ ჰიუ უილიამსი. 116 წლის შემდეგ იმავე დღეს ჩაიძირა ხომალდი 60 მგზავრით. გადარჩა მხოლოდ ვინმე ჰიუ უილიამსი. 1860 წლის 5 დეკემბერს ჩაიძირა მესამე გემი. 25 მგზავრიდან გადარჩა მხოლოდ ჰიუ უილიამსი.

* * *

მე–20 საუკუნის დასაწყისში მეზღვაური ჯეიმს ჯონსი სიკვდილს სამჯერ გადაურჩა. სამჯერ ჩაიძირა მისი გემი და, ჯონსის გარდა, მთელი ეკიპაჟი დაიხრჩო.

* * *

1987 წლის ივლისში ქალაქ ჰამილტონში მოპედზე მჯდარ ერსკინ ლოურენს ტაქსი დაეჯახა და იქვე მოკლა. ზუსტად ერთი წლის თავზე, ივლისში, იმავე ქუჩაზე იმავე ტაქსი დაეჯახა მოპედს, რომელსაც ლოურენის უმცროსი ძმა მართავდა. ისიც დაიღუპა. ორივე ძმა 17 წლის იყო. კიდევ ერთი უცნაური დამთხვევა ის გახლდათ, რომ ორივე შემთხვევის დროს ტაქსში ერთი და იგივე მგზავრი იჯდა...

* * *

მაიორ სამეფორდს 1918 წელს მეხი დაეცა, რამაც ორივე ფეხის პარალიზება გამოიწვია. 6 წლის შემდეგ მან სამ მეგობართან ერთად წვიმას თავი მუხის ხის ქვეშ შეაფარა. მუხას მეხი დაეცა, მაიორი ისე დაშავდა, რომ მარჯვენა მხარეს პარალიჩი მიიღო. 6 წლის შემდეგ ეტლით გადაადგილდებოდა. ერთ–ერთ პარკში მას კვლავ დაეცა მეხი, რამაც საბოლოოდ იმსხვერპლა. 4 წლის შემდეგ მეხი მის საფლავს დაეცა.

ირინე მჭედლიძე


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
anouk
post May 24 2011, 12:53 AM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 68
Joined: 5-March 10
Member No.: 6,168

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Nov 21 2009, 07:28 PM) *
ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ერთი–ერთი ჯგუფის თაყვანისმცემლები უცნაურ დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას – ჯგუფის ერთი თვით ადრე გამოცემულ ალბომზე, "პარტი მიუზიკ" გამოსახულია სავაჭრო ცენტრის ორი ცეცხლმოკიდებული ცათამბჯენი. სურათი პრაქტიკულად იმეორებს 11 სექტემბრის ტერაქტის პირველ წუთებში გადაცემულ კადრებს.

ეს ჯურნალი მეც ვნახე ჩემი თვალით, გამოცემულია რამოდენიმე თვით ადრე 11 სექტ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
lasharela   ამოუცნობი მოვლენები   Feb 3 2007, 04:51 PM
sopho   გამიგია ასეთი ფაქტ...   Feb 3 2007, 09:57 PM
sopho   რაც შეეხება გამოდი...   Feb 3 2007, 09:58 PM
Uma   სხვათაშორის Discovery channe...   Feb 9 2007, 06:36 PM
Zet   სხვათაშორის Discovery channe...   Feb 9 2007, 06:56 PM
old_man   სხვათაშორის Discovery channe...   Jul 4 2007, 03:33 PM
tamtuna   სხვათაშორის Discovery channe...   Oct 11 2007, 08:09 AM
anouk   სხვათაშორის Discovery channe...   Apr 16 2012, 08:27 PM
TeO   ამოუცნობი მოვლენე...   Mar 30 2007, 05:36 PM
TT111   ამაზე რა აზრის ხარ...   May 4 2007, 06:22 PM
Alpha   TT111 მჯერა რომ რეალუ...   May 7 2007, 09:16 PM
TT111   პირველი წააგავს ბი...   May 8 2007, 11:06 AM
TT111   http://www.oko-planet.spb.ru/?open&h=1......   May 24 2007, 03:26 PM
Alpha   http://www.oko-planet.spb.ru/?open&h=1......   May 29 2007, 04:41 PM
TT111   კიდევ უცნაური ფოტო...   Jun 1 2007, 10:17 AM
TT111   კიდევ უცნაური ფოტო...   Jun 27 2007, 11:42 AM
Alpha   ამ ისტორიის საინტე...   Jun 28 2007, 07:34 PM
TT111   მდას ამას ქვია впаче...   Jun 29 2007, 11:54 AM
Alpha   დამაინტერესა, რომ, ...   Jun 29 2007, 01:37 PM
TT111   მეც ეგ ვიფიქრე ზუს...   Jun 29 2007, 03:05 PM
Alpha   ამ ისტორიის საინტე...   Jan 3 2008, 11:50 AM
TT111   http://www.anomaliy.ru/article/8831/344   Jun 22 2007, 10:02 AM
Uma   სხვათაშორის ერთხე...   Jul 9 2007, 12:34 PM
old_man   მოკლედ მე 2ვე ამოვი...   Jul 9 2007, 02:52 PM
Uma   ნუუუ, ია პოკა უჩუს))) ...   Jul 9 2007, 04:48 PM
Zet   ხო აბა სასტავში ერ...   Jul 9 2007, 05:17 PM
Uma   კარგი ბატონო, მაში...   Jul 9 2007, 05:44 PM
TeO   უცნობი-ნაცნობი მოვ...   Sep 17 2007, 01:55 PM
Uma   ვინმეს თუ გაგიგიათ...   Sep 24 2007, 12:31 AM
tamo_Nightmare   გამიგონია...უნახავ...   Oct 4 2007, 12:06 AM
Uma   ისე საინტერესოა რა...   Oct 18 2007, 12:46 PM
Alpha   აქტუალური საკითხი...   Oct 20 2007, 02:49 PM
tikoroma   ფაქტები, რომლებსაც...   May 24 2009, 01:39 AM
old_man   ისე საინტერესოა რა...   May 26 2009, 07:51 PM
tikoroma   ყველა ადამიანს აქვ...   Nov 21 2009, 07:28 PM
anouk   ნიუ იორკის სავაჭრო...   May 24 2011, 12:53 AM
Kaspar Hausser   როცა ამერიკელი ასტ...   Nov 21 2009, 11:21 PM
tikoroma   აი, კიდევ მსგავსი. პ...   Nov 21 2009, 11:37 PM
ირმა   Kaspar Hausser ხო ბევრ მწერ...   Nov 22 2009, 08:41 AM
anouk   –ბუნებაში არაფერი ...   May 24 2011, 01:15 AM
Kaspar Hausser   მეც ბევრი გამიგია. ...   Nov 22 2009, 11:30 AM
sky   მეტი შინაარსის მიხ...   Oct 26 2010, 12:09 AM
sky   ის მაინც მითხარით ...   Oct 27 2010, 10:19 PM
tikoroma   შუქნიშნები რომ გათ...   Oct 28 2010, 12:38 PM
old_man   შუქნიშნები რომ გათ...   Oct 29 2010, 09:21 PM
sky   მე ის გამიკვირდა ხ...   Oct 29 2010, 09:55 PM
gio.geoo   ესეგი ტუჩში მაქ ხა...   Oct 31 2010, 10:01 PM
gio.geoo   http://s014.radikal.ru/i327/1011/04/81890bf20109.j...   Nov 7 2010, 12:42 PM
tikoroma   დახრილი აქვს თავი,...   Nov 8 2010, 01:35 PM
gio.geoo   უპს ალბად წესივრად...   Nov 8 2010, 06:16 PM
Simulated   http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs400....   Dec 8 2010, 06:05 PM
Existence   Simulated მემგონი ეწ. კუ...   Dec 8 2010, 06:09 PM
Simulated   Existence კუდიან ვარსკვლ...   Dec 8 2010, 06:15 PM
Existence   დიდიხანი ანუ წამი ...   Dec 8 2010, 08:51 PM
Existence   fake-ა ვითომ ? :huh: სერი...   Jan 10 2011, 10:22 AM
Existence   მოკლედ ეს ვიდეო შე...   Jan 13 2011, 12:51 PM
Existence   :D ესეც სანამ წყალშ...   Jan 13 2011, 01:33 PM
Existence   http://rutube.ru/tracks/4137033.html?v=799...262aa...   Feb 25 2011, 10:57 AM
Existence   ზევით რაც დავდე სი...   Feb 25 2011, 06:28 PM
td.........   Existence :D კიდევ კაი მიხ...   Feb 25 2011, 07:59 PM
Existence   td......... :D იმ ტიპს ვის ...   Feb 25 2011, 08:10 PM
td.........   Existence რო იცოდე ლა ჩაკ...   Feb 26 2011, 12:59 AM
mtidan   http://www.youtube.com/watch?feature=playe...G0xKS...   Mar 8 2011, 06:57 PM
term   ესეც საინტერესოა: ht...   Mar 9 2011, 10:53 AM
mtidan   НЛО разбился в Иркутской об...   Mar 9 2011, 07:28 PM
td.........   mtidan ეს აშკარად კომპ...   Mar 10 2011, 01:37 AM
Existence   საინტერესოა...... მაგ...   Mar 12 2011, 06:23 PM
td.........   :)   Mar 12 2011, 07:13 PM
bajo13   Земля зовет! Очень интере...   Mar 22 2011, 01:07 AM
bajo13   http://www.youtube.com/watch?v=mfb98rZhK_o   Mar 22 2011, 01:11 AM
Existence   [size=4]Над Гавайями появилась...   Apr 13 2011, 07:23 PM
td.........   http://paranormal-news.ru/blog/ischez_v_xx.../2011...   Apr 23 2011, 10:27 PM
Existence   კაროჩე ნენსის რო კ...   May 3 2011, 06:26 PM
Simulated   ვნახე დ მომეწონა რ...   May 4 2011, 04:28 PM
Existence   მეორეც გამოუშვეს მ...   May 4 2011, 09:27 PM
Existence   НЛО-встречи с пришельцами......   May 10 2011, 08:46 PM
Existence   ნეტა Fake ია მართლა ? ... ...   May 11 2011, 04:41 PM
td.........   ნეტა Fake ია მართლა ? Exis...   May 11 2011, 09:03 PM
kate   Existence ნამდვილად არ ვ...   May 11 2011, 10:10 PM
Existence   kate საწინააღმდეგო ა...   May 12 2011, 10:31 AM
Existence   kate საწინააღმდეგო ა...   May 12 2011, 10:31 AM
soi   დღეს ავტობუსიდან დ...   Dec 31 2011, 04:34 AM
Lashapoli   დღეს ავტობუსიდან დ...   Dec 31 2011, 06:24 AM
ანა   ეგ დაავადება, რაღა...   Dec 31 2011, 01:38 PM
soi   არა,მე კი არ უარვყო...   Dec 31 2011, 03:42 PM
soi   დღეს ისევ გამოჩნდა...   Jan 11 2012, 08:31 PM
litasi   ნახევარი საათი რომ...   Jan 12 2012, 01:27 AM
soi   vin tqva rom ar vcadde gadageba..:( ar gamodis ubr...   Jan 12 2012, 02:52 AM
nibiru3013   ამოების თემა ვერ ვ...   Jan 14 2012, 08:18 PM
ანა   ცოტა რომ დათბება ა...   Jan 16 2012, 09:44 PM
Green Mama   ამოუცნობი მოვლენე...   Jan 17 2012, 05:48 PM
td.........   http://www.youtube.com/watch?v=xnlsoArLc7Y კა...   Jan 19 2012, 12:58 PM
td.........   http://www.youtube.com/watch?v=udLvwmq8Na8...featu...   Jan 19 2012, 01:05 PM
ანა   http://www.youtube.com/watch?v=udLvwmq8Na8...featu...   Jan 19 2012, 05:43 PM
ანა   td......... :good:   Jan 19 2012, 05:17 PM
ანა   ბეკონზე არ ვიცოდი, ...   Jan 19 2012, 05:27 PM
ანა   წინა ცხოვრების არს...   Jan 19 2012, 05:49 PM
td.........   ანა :)   Jan 19 2012, 08:08 PM
anouk   ხო მე 1-2 სემემთხვა, ე...   Apr 16 2012, 08:33 PM
givi   2005 წლის უფოლოგების ...   Jun 26 2012, 11:22 PM
2 Pages V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 18th June 2024 - 12:48 PM