IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ადამიანის აურა
giorg
post Jun 27 2009, 12:16 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 64
Joined: 21-June 09
Member No.: 5,982

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mainteresebs gicdiat tu ara vinmes auris danaxva an epiruli sxeulis. tu gicdiat da gamogsvliat rogor?
me erti periodi zalian mainteresebda auris danaxva. mara rampas rchevit pirvelad epiuli sxeulis danaxvas unda shevecadot radgan upro martivia
sarkis cin vdgebodi da chems tavs vukurebdi xolme periperiuli xedvit daaxloebit 10- 15 camis mere chem sxeulis konturis garshemo tetri nislivit ragac penas vxedavdi mara daaxloebit 1 cutis mere tu tvals ar davaxamxamebdi tvalebi michreldeboda da chem tavs achrelebulad vxedavdi. tu gkoniat msgavsi ram?
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
რეალისტი...
post Jun 26 2011, 10:12 AM
Post #2


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამიანის აურა ფერების მიხედვით კლასიფიცირდება 12 ძირითადად ტიპად. მათ შორის არსებობს აგრეთვე გარდამავალი ფერის 24 ტიპი. თითოეულ ტიპი მეორისგან გამოირჩევა სპეციფიკური მახასიათებლით. რომელიც ადამიანებში აისახება შესაბამის ნიშან - თვისებებით. თითოულ ფერს გააჩნია თავისი უნიკალური დანიშნულება. არც ერთი ფერი არ არის უკეთესი მეორეზე. ვინაიდან, თითეული ადამიანის ცხოვრება განუმეორებელია თავისი ცხოვრებისეული გაკვეთილებით, ბედნიერების წუთებითა და პრობლემებით. აურის ფერი და სიმკვრივე პირდაპირ დამოკიდებულია ადამიანის ჩაკრების (ენერგეტიკული ცენტრების) აქტიურობაზე. ისინი განსაზღვრავენ ადამიანის აზროვნების ინდივიდუალურ მდგომარეობას. აურის ფერების მიხედვით შეიძლება ადამიანის აზროვნების, ემოციების, ფიქრების, და მისი ენერგეტიკულ შესაძლებლობათა ხარისხობრივი ინფორმაციის განსაზღვრა. აურის თითეული ფერი მიანიშნებს ენერგიის გარკვეულ სიხშირეებს. ის მიესადაგება ხასიათის გარკვეულ თვისებებს, აზროვნების მიმართულებას, ტემპერამენტსა და სულიერი განვითარების დონეებს. აურის აღწერისას ფერის გარდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის ფორმას, სიმკვრივეს და ფერთა ურთიერთშერწყმას. რადგან აურა ხშირად მრავალფეროვანია.

აურის ფორმა - იდეალში აურას უნდა ჰქონდეს მრგვალი ჰარმონიული ფორმა. მისი ყველა მონაკვეთები შედარებით თანაბრად უნდა იყოს ინტენსიური და განათებული. მასზე დაკვირვების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ადგილებზე, სადაც ესა თუ, ის ლაქები გამოირჩევა ნათებით ან ინტესიობით. ყურადღებსაღებია ის ადგილები, სადაც აურა უფრო ნათელია, ან განსხვავებულია ძირითად ფერთან. ვინაიდან ეს ადგილები დაკავშირებულია ორგანოებთან ან სხეულის ნაწილებთან. მაგალითად, თუ თქვენ ხედავთ დაძაბულ ყვითელ-მოყავისფრო ლაქებს მხრების გარშემო, ეს მაჩვენებელია, რომ მას გააჩნია პრობლემები ყელისა და კისრის არეში.
აურის ზომა დიდი აურა, რომელიც თითქმის მისი ფოტო გამოსახულების კიდებამდე აღწევს, მანიშნებელია ძლიერი ენერგეტიკული ველის. ასეთი ადამიანი აფრქვევს ძლიერ ვიბრაციებს, რომლის ხარიზმას სხვებიც ხშირად ამჩნევენ. მისი ენერგია საკმაოდ მრავალმომცველია. ხოლო აურის პატარა ზომა მანიშნებელია ადამიანის ერთ რამეზე უფრო კონცენტრირების. ასეთ ადამიანებს უფრო მიაკუთნებენ ინტრავერტებს. მისი ცხოვრებისეული ენერგია შედარებით დაბალია, რაც შესაძლებელია დაკავშირებულია გარკვეულ სტრესთან.
აურის სიკაშკაშე და ინტენსიობა - აურის ანალიზის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია მის სიკაშკაშეს, ინტენსიობასა და ფერების სიღიავეს. როგორც წესი ღია მოკაშკაშე ფერებს აქვთ დადებითი ჰარმონიული მნიშვნელობა. ხოლო მუქ ფერებს საწინააღმდეგო არსი. მაგალითად, ღია წითელი ფერი დაკავშირებულია ადამიანის ნებისყოფასთან და მის მაღალ ენერგიულ მოქმედებებთან. ხოლო მუქი და ჭუჭყიანი ფერები გამომხატველია ფიზიკური, გონებრივი და ემოციონალური დაძაბულობის.

აურის სიმკვრივე - აურის სხვადასხვა თვისებებიდან აღსანიშნავია აგრეთვე აურის სიმკვრივე ანდა მისი დრეკადობა. ზოგიერთი ადამიანის აურის ეს თვისება აღწევს მაღალი ხარისხის კონცენტრაციას. [ აურის სიმკვრივე მაჩვენებელია ადამიანის პიროვნულ სიძლიერის ]. აურის სიმკვრივეზე მოქმედებს რამოდენიმე ფაქტორი - გონების გამჭრიახობა; ადამიანის ჩართვა მისი ორგანიზმის დაფარულ ენერგეტიკულ რესურსებთან და ფსიქიკასთან; შიდა ცხოვრების ინტენსიობა; ძიება და განცდები; მიზანსწრაფვა; მიზანსწაფვის ხარისხი; ემოციონალური ჰარმონია.

რაც უფრო მიზანსწრაფულად, ღრმად და ჰარმონიულად იქცევა ადამიანი, მით უფრო მკვრივი და დრეკადი ხდება მისი აურა. უარის თქმა დადებით მისწრაფებებზე, ნეგატიური ემოციები , წინააღმდეგობებიდან გადახვევა, მიდრეკილება სიზარმაცისკენ და ფსიქოლოგიური ძილი ფიტავს აურას შიგნიდან. როდესაც აურა მოდუნებულია [ მოშვებულია ] ის მუქდება. წარმოეშობა პატარ-პატარა ნაფლეთები.

სუსტი ადამიანი, როდესაც ის იმყოფება დაღმავლობის ფაზაში ან დეპრესიაში ანდა მიღებული აქვს ენერგეტიკული დარტყმა, გამოირჩევა აურის დაბალი ხარისხის სიმკვრივით და განმუხტული მდგომარეობით. ზოგჯერ აურის ზოგიერთი მონაკვეთები არის არა თანაბარი სიმკვრივის. ეს მაჩვენებელია ენერგეტიკული გამოცლის ანდა ორგანიზმის დასუსტების, სხვადასხვა ავადმყოფობობისაგან.

აურა და სიკვდილი - სიკვდილი საკმაოდ გრძელი პროცესია. დამოუკიდებლად იმისა, თუ ადამიანი რა მიზეზით მოკვდა. სიცოცხლე გრძელდება კიდევ რამდენიმე ხანი. ადამიანის თავის ტვინში არსებობს განსაკუთრებული უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტრო დენს (ელექტრო რეცეპტორები). სისხლი ამარაგებს ტვინს მიკროელემენტებითა და სხვადასხვა ქიმიური შენაერთებით. თანდათანობით თავის ტვინში ეს მარაგები გროვდება. ამიტომაც გულის გაჩერების შემდგომ თავის ტვინს შეუძლია კიდევ რამოდენიმე ხანი ფუნქციონირება (3-5 წთ.).

თუ ადამიანს ბედისწერის გამო კვდება რამდენიმე წუთში ან საათში, მისი აურა უკვე აღარ ფიქსირდება. ხოლო თუ, ადამიანს დარჩენილი აქვს სიცოცხლე რამდენიმე თვე მისი აურა ძალიან სუსტია და ნელნელა ქრება. დადგენილია, რომ როდესაც ადამიანი უიმედოთ დაავდებულია და გარდუვალია მისი ლეტალური შედეგი, აურა ნელნელა კარგავს ენერგიას და მისი სიმკრივე ეტაპურად მცირდება [თხელდება]. კლინიკური სიკვდილის დროს, ზოგ შემთხვევაში აურა ქრება და რჩება მისი ეთერული ნაწილი.

აურის მართვის დახვეწა - ყველა ადამიანს შესწევს უნარი გარკვეული დროით შეცვალოს საკუთარი აურის ფერები. უპირველესად ცვლილებები ეხება მენტალურ და ემოციონალურ მხარეს. ეს ცვლილებები წარმოიშობიან აგრეთვე გარემოს ზემოქმედებითაც. აურის თითოელ ფერს გააჩნია რამოდენიმე მნიშვნელობა. რომ შეაფასოდ ცვლილებები უნდა ნახოთ ფერთა კომბინაცია და აგრეთვე თითოელი ფერის შიგნით, ზონათა ტრანსფორმაცია. არ არსებობს “ცუდი” და “კარგი” აურა. უბრალოდ ისინი განსხვავებულები არიან. იმ დროსაც კი, როდესაც ისინი მუქი ფერისაა და აჩვენებენ სტრესულ მდგომარეობას.

ცუდი არ იქნება გაითვალისწინოთ, რომ სისტემაში "გონება-სხეული-ენერგია" ზოგჯერ თქვენი მოქმედებისა და ქცევის მოდელის შეცვლა (მაგალითად განთავისუფლება უაზრო, ბრიყვული აზრებისგან) დადებით როლს ითამაშებს თქვენი აურის მონაცემთა გაუმჯობესებისთვის.

ადამიანის აურის ტიპები - პიროვნების ტემპერამენტთა კლასიკურ ფსიქოლოგიის დაყოფისგან განსხვავებით (სანგვინიკი, ქოლერიკი, ფლეგმატიკი, მელაქოლიკი), აურის მიხედვით უახლოესი მონაცემებით ადამიანები კლასიფიცირდებიან 12 ძირითად და 12 გარდამავალ ტიპებად. ამ კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს ფერთა თეორია და მკვლევართა მრავაწლიანი როგორც ემპირიული, ასევე სტატისტიკურად გამაგრებული კონცეპცია. ეს ტიპებია:

1.მუქი წითელი;

2.წითელი; - ქვეტიპი 2ა. წითელ-ნარინჯის ფერი;

3.ნარინჯისფერი; - ქვეტიპი 3ა. ნარინჯისფერ-წითელი;

4.ნარინჯისფერ-ყვითელი;

5.ყვითელი; - ქვეტიპი 5ა.ყვითელ-ნარინჯისფერი; ქვეტიპი 5ბ.ყვითელ-მწვანე;

6.მწვანე; - ქვეტიპი 6ა.მწვანე-ყვითელი; ქვეტიპი 6ბ.მწვანე-ცისფერი;

7.მუქი მწვანე;

8.ცისფერი;

9.ინდიგოს ფერი; - ქვეტიპი 9ა.ინდიგო-ცისფერი; ქვეტიპი 9ბ.ინდიგო-იისფერი;

10.იისფერი; - ქვეტიპი10ა.ინდიგო-ლავანდის ფერი; ქვეტიპი10ბ.ინდიგო -იისფერი;

11.ლავანდის ფერი; - ქვეტიპი11ა.ლავანდა-თეთრი;

12.თეთრი; - ქვეტიპი12ა.თეთრი-ლავანდის ფერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
giorg   ადამიანის აურა   Jun 27 2009, 12:16 AM
ირმა   მე ვხედავ აურას. თუ...   Jun 27 2009, 04:34 PM
giorg   მე ვხედავ აურას. თუ...   Jun 27 2009, 10:42 PM
tikoroma   ესე იგი აურა ფერებ...   Jun 27 2009, 08:07 PM
asklipiodota   . ეს სიტყვების აურ...   Jun 30 2009, 09:55 PM
old_man   ესე იგი აურა ფერებ...   Jun 27 2009, 08:16 PM
ირმა   tikoroma ესე იგი აურა ფე...   Jun 27 2009, 10:46 PM
Zet   ეს თემა დაზუსტებას...   Jun 28 2009, 01:12 AM
ირმა   ეს თემა ძალიან საი...   Jun 28 2009, 02:29 PM
ირმა   აურა ენერგეტიკული ...   Jun 28 2009, 02:46 PM
ირმა   იშვიათია ადამიანი,...   Jun 28 2009, 02:54 PM
blanca   იშვიათია ადამიანი,...   Jul 13 2009, 05:30 AM
ინა   რავიცი მე ვხედავ. ს...   Mar 12 2010, 01:46 PM
ირმა   სხეულის სხვადასხვ...   Jun 28 2009, 02:58 PM
ირმა   giorg irma auras ro xadav sxeulis garshemo aakvs ...   Jun 28 2009, 04:25 PM
giorg   giorg რასაც მე ვხედავ ...   Jun 28 2009, 10:20 PM
TeO   http://i412.photobucket.com/albums/pp208/Isis-Maat...   Jun 28 2009, 08:37 PM
♫♫♫   asklipiodota არა, შენ რასაც...   Jul 4 2009, 03:02 PM
asklipiodota   asklipiodota მართალია ეგ ა...   Jul 5 2009, 10:48 AM
Alpha   ირმა შენი დანახულ...   Jul 4 2009, 08:42 PM
ირმა   Alpha წესით თუ ფერი კა...   Jul 4 2009, 10:35 PM
asklipiodota   ზ :D   Jul 5 2009, 10:52 AM
♫♫♫   asklipiodota მაგასაც სინე...   Jul 5 2009, 10:05 PM
asklipiodota   asklipiodota კი კი!!!! ...   Jul 5 2009, 11:11 PM
ირმა   ♫♫♫ შენ ამ ფორუმზე ...   Jul 5 2009, 10:38 PM
giorg   ♫♫♫ შენ ამ ფორუმზე ...   Jul 7 2009, 06:57 PM
teo-   ვაა რაღაცა მკრთალი...   Jul 6 2009, 03:03 PM
Alpha   teo- ჰაჰაჰა :D ეგ რაღა...   Jul 7 2009, 01:40 AM
ირმა   o.k. :)   Jul 8 2009, 02:43 PM
ირმა   http://i28.tinypic.com/dwysg2.jpg   Jul 11 2009, 09:21 AM
ირმა   blanca ერთი ჩემი თანამ...   Jul 13 2009, 08:26 AM
asklipiodota   მარხვა რა შუაშუა , ვ...   Jul 16 2009, 06:29 PM
blanca   მარხვა რა შუაშუა , ვ...   Jul 27 2009, 07:44 AM
Zet   მარხვა აძლიერებს ა...   Jul 16 2009, 06:39 PM
asklipiodota   მარხვა რა შუაშუა , ვ...   Jul 16 2009, 06:54 PM
ირმა   asklipiodota მარხვა მართლ...   Jul 16 2009, 10:59 PM
blanca   asklipiodota მარხვა მართლ...   Jul 27 2009, 07:46 AM
♫♫♫   ნწ, ნწ, ნწ, ნწ :lol: როგ...   Jul 17 2009, 01:19 AM
ირმა   მიხარია, გუშინ წიგ...   Jul 20 2009, 11:29 AM
anonymouska   wow, ნეტა მე რა აურა მ...   Aug 1 2009, 09:54 PM
anonymouska   :oops: არა მგონია , ჰო კ...   Aug 1 2009, 10:02 PM
ირმა   anonymouska აუ მართლა მაი...   Aug 1 2009, 10:04 PM
♫♫♫   Zet +1 ჯერ ეს ერთი, მარ...   Aug 1 2009, 11:04 PM
giorg   Zet +1 ჯერ ეს ერთი, მარტ...   Aug 2 2009, 02:05 PM
ირმა   აურის დანახვა თავი...   Aug 5 2009, 11:13 PM
giorg   http://www.youtube.com/watch?v=qDOi1BLoN3U http:/...   Aug 9 2009, 08:23 PM
ირმა   შესაძლებელია დაინ...   Aug 19 2009, 10:11 PM
giorg   ირმა აურის არ ვიცი ...   Aug 23 2009, 12:42 AM
ირმა   giorg ახლახანს წავიკი...   Aug 23 2009, 10:31 AM
giorg   giorg ახლახანს წავიკი...   Sep 6 2009, 04:59 PM
Simulated   http://www.auratest.org/ ეს ტესტი ...   Oct 29 2009, 02:55 AM
TeO   [url=http://www.auratest.org/]http://www.auratest....   Oct 29 2009, 04:43 PM
moonbayer   მე ვაპირებდი და შუ...   Oct 29 2009, 05:10 PM
miss   იცით ვინმემ აურის ...   Nov 13 2009, 03:14 PM
serafinapekkala   მეც გავაკეთე აურა ...   Nov 15 2009, 10:59 PM
მზეონა   http://photoaura.ru/   Jan 11 2010, 10:37 PM
მზეონა   http://photoaura.ru/   Jan 11 2010, 10:37 PM
harvester   ირმა ფოტოდან შეგი...   Jan 22 2010, 02:42 AM
ირმა   harvester ფოტოდან შეგიძ...   Jan 22 2010, 02:56 PM
harvester   ირმა თუ ადამიანს ც...   Jan 25 2010, 05:13 AM
nutsa   მარხვა მართლაც ეხმ...   Jan 25 2010, 12:54 PM
sentimennte   ვაახ როგორ მომეწონ...   Jan 25 2010, 02:10 PM
Simulated   http://www.bin.ge/file/123803/VIDENIYA-AUR...bvi-w...   Jan 29 2010, 06:25 PM
tikoroma   Simulated ვერ კითხულობს ...   Feb 1 2010, 12:23 AM
miriani1987   tikoroma ჩემთან ჩვეულებ...   Feb 3 2010, 01:15 AM
harvester   Simulated არ ჩანს ნაწერი ...   Feb 5 2010, 02:52 AM
Simulated   ვა რატო ჩემთან ჩვე...   Feb 5 2010, 04:18 AM
sentimennte   არც ჩემთან არ გახს...   Feb 5 2010, 08:48 PM
harvester   ადამიანს თავის ირგ...   Feb 9 2010, 03:19 AM
ირმა   harvester ადამიანს თავი...   Feb 9 2010, 05:11 PM
harvester   giorg ჩემს თავზე არ მი...   Feb 9 2010, 05:38 PM
harvester   ერთი შეკითხვა მაქვ...   Mar 7 2010, 04:02 PM
Emigranti   ერთი შეკითხვა მაქვ...   Mar 7 2010, 04:47 PM
D3V1   ერთი შეკითხვა მაქვ...   Jan 6 2011, 09:42 PM
harvester   სხვა დროსაც დამინა...   Mar 7 2010, 04:53 PM
jgvenza   harvester ამას მეც ვხედა...   Mar 7 2010, 06:19 PM
moonbayer   harvester სხვა დროსაც და...   Mar 7 2010, 09:39 PM
harvester   jgvenza და რა არის? ვხედ...   Mar 8 2010, 12:19 AM
jgvenza   harvester არ ვიცი რა არის...   Mar 8 2010, 12:12 PM
Gopi   ამ პოსტის წაკითხვი...   Jan 8 2011, 11:41 PM
kate   ამ პოსტის წაკითხვი...   Mar 13 2011, 05:48 PM
ირმა   Gopi სხვათაშორის უფე...   Jan 9 2011, 10:23 AM
td.........   უფეროებს როგორც წე...   Jan 9 2011, 04:39 PM
Gopi   უფეროებს როგორც წე...   Jan 10 2011, 09:34 PM
INA   ალბათ ვინმეს დაგინ...   Jan 15 2011, 08:16 PM
Star Child   ვინმე იცით ვინც აუ...   Feb 1 2011, 10:47 PM
elli   ბავშვობაში ყოველგ...   Feb 14 2011, 09:34 PM
ირმა   elli რატომ გაწუხებს, ...   Feb 14 2011, 10:31 PM
elli   ირმა რატომ გაწუხე...   Feb 14 2011, 10:40 PM
tikoroma   Gopi ამ პოსტის წაკითხ...   Mar 13 2011, 09:59 PM
gio.geoo   უამრავი ფერი არსებ...   Mar 14 2011, 12:26 AM
რეალისტი   ადამიანის აურა ფე...   Jun 26 2011, 10:12 AM
shotazi   რეალისტი ძალიან ს...   Jun 26 2011, 11:35 AM
რეალისტი   ბატონო stotazi შებრძან...   Jun 26 2011, 08:02 PM
kate   რეალისტი ბატონო რ...   Jun 27 2011, 07:11 PM
რეალისტი   ძვირფასო Kate ! მე რა ...   Jun 29 2011, 12:33 PM
kate   რეალისტი მე რა ლინ...   Jun 29 2011, 09:39 PM
რეალისტი   ფსიქოტრონული იარა...   Jul 5 2011, 12:53 PM
Existence   მე მაინტერესებს ..ს...   Jul 5 2011, 02:51 PM
რეალისტი   ჯერჯერობით არა. მა...   Jul 5 2011, 03:09 PM
3 Pages V   1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 23rd May 2024 - 11:02 PM