IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ვედური ფილოსოფია, საბაზისო კურსი
Atman
post May 24 2011, 04:48 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



“შესავალი”

რა არის ვედური ფილოსოფიის მიზანი? რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას?

ვედური ფილოსოფიის მიზანია – გააშუქოს გზა, რომელსაც თუკი გავყვებით, ტანჯვისგან განვთავისუფლდებით. ამიტომ ვედური ტრადიცია არასოდეს არ თვლიდა ფილოსოფიას კაბინეტის მოაზროვნეების ხვედრად, რომელთა მსჯელობაც დაცილებულია რეალურ ცხოვრებას. ფილოსოფია, ვედების თანახმად, უნდა მიგვიყვანოს პრაქტიკულ შედეგამდე – ტანჯვისგან განთავისუფლებამდე.

თავად სიტყვა ფილოსოფია სიტყვასიტყვით ითარგმნება ბერძნულიდან როგორც “სიბრძნის სიყვარული”. სიტყვა სიბრძნის ერთ-ერთი მნიშვნელობაა ესააა – თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.

თეორიის შესწავლის შემდეგ მოსწავლე მის პრაქტიკაში გამოყენებას ცდილობს და ამგვარად გამოცდილებას იძენს. ამასთან ცოდნა, რომელიც თავდაპირველად წიგნისეული და მისი ცხოვრებისგან დაცილებული იყო, თანდათანობით ცნობიერების სიღრმეში აღწევს. ცოდნის ათვისება ნიშნავს მის მიღებას საკუთარ გონებაში და პრაქტიკულ ცხოვრებაში მისით ხელმძღვანელობას. ასეთი ცოდნა ადამიანის მსოფლმხედველობის ნაწილი ხდება, ისევე როგორც გადამუშავებული საკვები ჩვენი სხეულის ნაწილი.
რა ნაწილებისგან შედგება ვედური ფილოსოფია?

ვედურ ფილოსოფიაში არსებობს ცოდნის 4 განყოფილება:

1. პრამანა (გნოსეოლოგია) - “აღქმის (შესწავლის) მეთოდი”.

2. სამბანდჰა-გიანა (ონტოლოგია) - “სწავლება ყოფიერების შესახებ”.

3. აბჰიდეია-გიანა (ეთიკა) - “ცოდნა პრაქტიკის შესახებ, რმელსაც ცხოვრების სრულყოფამდე მივყავართ”.

4. პრაიოჯანა-გიანა (მეტაფიზიკა) - “ცოდნა ცხოვრების უმაღლესი სრულყოფილების შესახებ”.

ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვედური ფილოსოფია – ესაა სწავლება შესწავლის მეთოდის (პრამანა), ყოფიერების (სამბანდჰა-გიანა), ცხოვრების სრულყოფის პრაქტიკის (აბჰიდეია-გიანა) და უმაღლესი სრულყოფილების შესახებ, რომელსაც ამ პრაქტიკით შეგვიძლია მივაღწიოთ (პრაიოჯანა-გიანა).
რას წარმოადგენს ვედური გნოსეოლოგია?

ვედური გნოსეოლოგია, ანუ “ცოდნა შესწავლის მეთოდების შესახებ”, ვედების ძალიან მნიშვნელოვანი განყოფილებაა, რომლის გაგების გარეშეც შეუძლებელია ჩავწვდეთ დანარჩენი ცოდნის დაფარულ აზრს. ამგვარად, იმისათვის, რომ შევისწავლოთ ვედური ონტოლოგია, ეთიკა და მეტაფიზიკა თავისი პირვანდელი სახით, თავიდან ადამიანმა უნდა გაიგოს, თუ რომელი მეთოდის დახმარებითაა ეს შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვედური ცოდნა მიუწვდომელი ხდება.

ცოდნის მიღების მეთოდს სანსკრიტზე პრამანა – “მტკიცებულება” ეწოდება. როდესაც ადამიანი რეალობის ასპექტებზე საუბრობს, მან თავისი სიტყვები ავტორიტეტული მტკიცებულებებით უნდა გაამყაროს. და გნოსეოლოგიის განყოფილება გვიჩვენებს, თუ რომელი წყაროდან შეგვიძლია ამ მტკიცებულებების აღება.

რას წარმოადგენს ვედური ონტოლოგია?

“ცოდნას ყოფიერების შესახებ” სანკრიტზე ეწოდება სამბანდჰა-გიანა და იგი თავის თავში მოიცავს 7 თემას:

1. ჭეშმარიტება ღმერთის უმაღლესი მდგომარეობის შესახებ.

2. ჭეშმარიტება ღმერთის ენერგიების შესახებ.

3. ჭეშმარიტება ღმერთთან ურთიერთობების შესახებ.

4. ჭეშმარიტება სულის კონსტიტუციური მდგომარეობის შესახებ.

5. ჭეშმარიტება სულის შესახებ განპირობებულ მდგომარეობაში.

6. ჭეშმარიტება სულის შესახებ განთავისუფლებულ მდგომარეობაში.

7. ჭეშმარიტება ღმერთისა და მისი ენერგიების ერთდროული ერთიანობისა და განსხვავებულობის შესახებ.


თუკი ამ ჭეშმარიტებებს (სამბანდჰა-გიანას) ადამიანი შესწავლის სწორი მეთოდების დახმერებით შეისწავლის, იგი პრაქტიკას (აბჰიდეიას) შეუდგება, მაშინ ის უეჭველად მიაღწევს ცხოვრების უმაღლეს სრულყოფილებას (პრაიოჯანას).

რას წარმოადგენს ვედური ეთიკა?

ცოდნას იმ პრაქტიკის შესახებ, რომელსაც ცხოვრების უმაღლეს სრულყოფამდე მივყავართ, სანსკრიტზე ეწოდება აბჰიდეია-გიანა. ეს პრაქტიკა ორი ნაწილისგან შედგება:

1. ღმერთის ერთგული მსახურების პრაქტიკა, რომელიც წესებისა და რეგულაციების თანახმად ხორციელდება – ვაიდჰი-სადჰანა-ბჰაკტი.
2. ღმერთის ერთგული მსახურების პრაქტიკა, რომელიც ღმერთისადმი თავისუფალი, არამოტივირებული სიყვარულით ხორციელდება - რაგანუგა-სადჰანა-ბჰაკტი.

რას წარმოადგენს ვედური მეტაფიზიკა?

ცოდნას უმაღლესი სრულყოფილების შესახებ, რომელიც მისაწვდომია ადამიანისთვის, სანსკრიტზე ეწოდება პრაიოჯანა-გიანა. გზა უმაღლესი სრულყოფილებისკენ ასევე ორ საფეხურად მიმდინარეობს:

1. ღმერთისადმი სიყვარულის საწყისი სტადია – ბჰავა-ბჰაკტი.
2. ღმერთის წმინდა სიყვარული – პრემა-ბჰაკტი.

ამგვარად ვედური ფილოსოფიის წვდომა რეალურ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, რომ ცხოვრების უმაღლეს სრულქმნას მიაღწიოს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atman
post Jun 29 2011, 05:34 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაღაც ტექსტებს გამოვტოვებ (თქვენის ნებართვით) და ამ ფორუმისთვის საინტერესო მცირე ნაწილს შემოგთავაზებთ:



ვედების თანახმად, ღმერთი შეიძლება გამოვლინდეს სამ ასპექტში, რომლებზეც შრიმად-ბჰაგავატამშია (1.2.11) ნათქვამი:

ვადანტი ტატ ტატტვა-ვიდას
ტატტვამ ჲაჯ ჯნანამ ადვაიტამ
ბრაჰმეტი პარამატმეტი
ბჰაგავან იტი შაბდჲატე


«აბსოლუტურ ჭეშმარიტებას შეიცნობენ სამ ასპექტად, რომლებიც ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. მათ უწოდებენ ბრაჰმანს, პარამატმას და ბჰაგავანს».

ამრიგად, ჭეშმარიტების ამ სამ ასპექტს შორის არ არსებობს განსხვავება ხარისხობრივი თვალსაზრისით, რადგანაც სამივე მათგანი ერთიანი ღმერთის სულიერ გამოვლინებას წარმოადგენს. ამაში მდგომარეობს მათი ერთიანობა. თუმცაღა არსებობს რაღაც სულიერი განსხვავება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა ამ სამი კატეგორიის არსებობის აუცილებლობა. ამ სამ ასპექტში ერთიანი ღმერთი სხვადასხვა ხარისხით ავლენს თავს. მოდით გავაანალიზოთ, ამ სამიდან რომელ საფეხურზე ვლინდება ღმერთის ჭეშმარიტი არსი უფრო სრულად:

ბრაჰმანი — ეს ღმერთის უპიროვნო გამოვლინებაა, მისი მარადიული ყოფიერების ასპექტი, რომელზეც მიგვითითებს სანსკრიტული სიტყვა სატ — «მარადიულობა». ბრაჰმანის შეცნობა აბსოლუტის შეცნობის საწყისი საფეხურია. ისინი, ვინც ბრაჰმანი შეიცნეს, მატერიალური ცნობიერებისგან თავისუფლდებიან. ამ საფეხურისკენ ისწრაფვიან ჯნანა-იოგათი დაკავებული ადამიანები, რომლის პრაქტიკის არსიც მდგომარეობს აბსოლუტის ბუნებაზე დაკვირვებაში ამ მატერიალური სამყაროს დროებითი ობიექტების უარყოფის გზით. ასეთი ადამიანები ცდილობენ გაიგონ, თუ რა არ არის აბსოლუტი: იგი არც ისაა და არც ეს, იგი არც დადის და არც წევს, მისი შეგრძნება შეუძლებელია და ა.შ.. ამგვარად იმის განხილვით, თუ რა არის სული და რა არის მატერია, ასეთი ადამიანები თანდათანობით იწყებენ სულის გამოვლინების დანახვას და შეიცნობენ ბრაჰმანს – დამაბრმავებელ ნათებას, რომელიც ღმერთის სხეულისგან გამოდის, და რომელსაც მეორენაირად ბრაჰმაჯჲოტის უწოდებენ. და თუმცა ისინი საკუთარი მარადიული არსებობის გაცნობიერების მდგომარეობას აღწევენ, ასეთი სრულყოფილება – მხოლოდ პირველი საფეხურია აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობაში.

პარამატმა (პარამა — «უმაღლესი», და ატმა — «სული») — ეს ღმერთის ლოკალიზებული გამოვლინებაა, რომელიც ქმნილების ყოველ ატომში და ყოველი ცოცხალი არსების გულშია. პარამატმას სახით უფალი განჭოლავს ყველაფერ არსებულს და ინარჩუნებს მას. ამასთან იგი თვითონ არ ერევა მატერიალური სამყაროს საქმეებში. ის უბრალოდ აკვირდება ცოცხალი არსებების სურვილებს და ნებას აძლევს, რომ დაიკმაყოფილონ ეს სურვილები, თუკი მათი კარმა (საქმიანობის შედეგები) იძლევა ამის საშუალებას. თუ უპიროვნო ბრაჰმანის შეცნობა თავისი განსაზღვრებით შეუძლებელია, ზესულის (პარამატმას) ტრანსცენდენტული ფორმის შეცნობა უკვე შეუძლიათ სრულყოფილ იოგ-მისტიკოსებს, რომლებიც აშტანგა-იოგას აპრაქტიკებენ. გაცნობიერების ამ დონის მიღწევის შედეგად ადამიანი შეიცნობს ღმერთის მარადიულობის (სატ) და ცოდნის (ჩიტ) ასპექტებს. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის მეორე საფეხურია.

ბჰაგავანი — აბსოლუტური ჭეშმარიტების სრული გამოვლინება, ტრანსცენდენტულის შეცნობის ბოლო ნაბიჯი. ამ ასპექტში აბსოლუტი ყველაფერი არსებულის წყაროა. თუკი ბრაჰმანი სადღაც, მატერიალური ქმნილების მიღმა არსებობს, ხოლო პარამატმა პასიურად ინარჩუნებს ყველაფერს მატერიალურ სამყაროში, ბჰაგავანი, არის რა ყოველ მიზეზთა მიზეზი და ყველაფერი არსებულის წყარო, აქტიურ შემოქმედებით როლს თამაშობს. ასეთი ინდივიდუალური შემოქმედებითი აქტივობა პიროვნულია თავისი ბუნებით და აღსავსეა ნეტარებით — ანანდა. ამიტომ მხოლოდ ის, ვინც შეიცნო ღმერთის სრული გამოვლინება, როგორც ბჰაგავანისა, აღწევს უსაზღვრო ბედნიერების მდგომარეობას, გაცნობიერებული აქვს რა აბსოლუტის სამივე ასპექტი: სატ — «მარადიულობა», ჩიტ — «ცოდნა» და ანანდა — «ნეტარება». პრაქტიკას, რომელიც ღმრთეების უზენაესი პიროვნების შეცნობის საშუალებას იძლევა, ბჰაკტი-იოგა — ღმერთისადმი წმინდა ერთგული სამსახური ეწოდება.


ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ყველაზე მეტი ღვთაებრივი ასპექტი ბჰაგავანის რეალიზაციის საფეხურზე გამოვლინდება, სახელდობრ სატ, ჩიტ და ანანდა (მარადიულობა, ცოდნა და ნეტარება). ამიტომ ბჰაგავანი ღმერთის უმაღლესი გამოვლინებაა. უპიროვნო ბრაჰმანისა და ლოკალიზებული პარამატმას რეალიზაციები ღმერთის მხოლოდ ნაწილობრივი შეცნობაა და მის აღქმას გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს. აღსანიშნავია, რომ აბსოლუტის მაღალი ასპექტის შეცნობა საკუთარ თავში მოიცავს უფრო დაბალის რეალიზაციას. ამიტომ, პარამატმას შეცნობა მოიცავს ბრაჰმანის რეალიზაციასაც, ხოლო ღმრთეების უზენაესი პიროვნების, ბჰაგავანის შეცნობა მოიცავს ბრაჰმანისაც და პარამატმასიც. სხვა სიტყვებით, მას, ვინც ღმერთი მის პიროვნულ ასპექტში შეიცნო, მისივე წყალობით სრული ცოდნა ეხსნება. უფალი ამას ბჰაგავად-გიტაშიც (15.19) ადასტურებს:

ჲო მამ ევამ ასამმუდჰო
ჯანატი პურუშოტტამამ
სა სარვა-ვიდ ბჰაჯამი მამ
სარვა-ბჰავენა ბჰარატა


«ყოვლისმცოდნეა ის, ვინც ეჭვშეუვალად მცნობს უზენაეს ღმრთაებრივ პიროვნებად. ამის გამო იგი, ო, ბჰარატას შვილო, სრული ერთგულებით მემსახურება».

რადგანაც სწორედ წმინდა ერთგული მსახურების პრაქტიკა, ანუ ბჰაკტი-იოგა, იძლევა ბჰაგავანის რეალიზაციის საშუალებას, ასეთი პრაქტიკა ცოცხალი არსების ყველაზე სრულყოფილი საქმიანობაა.

რა ემართება ადამიანს, რომელმაც მხოლოდ ნაწილობრივ შეიცნო აბსოლუტი — ბრაჰმანის ან პარამატმის დონე? დაკმაყოფილებულია იგი მიღწეული სრულყოფილებით და მთავრდება თუ არა ამით მისი სულიერი მისწრაფებები?

უპიროვნო ბრაჰმანის რეალიზაცია.

ადამიანი, რომელმაც ბრაჰმანი შეიცნო, ნეტარებას აღწევს იმის გაცნობიერებით, რომ მისი ბუნება ერთიანია ბრაჰმანის ბუნებასთან, და რომ ის და ბრაჰმანი მარადიულნი არიან. ამ ნეტარებას უწოდებენ ბრაჰმანანდას, რომელიც მომდინარეობს სიტყვებისგან ბრაჰმა (ბრაჰმანი) და ანანდა (ნეტარება). მისი მოპოვებით, ადამიანი უკვე აღარ აღიქვამს გარემოს როგორც რაიმე მნიშვნელოვანს. ყველა მისწრაფება და სურვილი, გაგება და რწმენა განიდევნება მისი ცნობიერებიდან. ის აღარაფერს ამბობს, აღარაფერს აკეთებს, და მისი აზროვნებაც კი, საკუთარი მარადიულობის შეცნობასთან ერთად, წყდება. იგი ვერ ხედავს სხვაობას საკუთარ თავსა და სხვა ცოცხალ არსებებს შორის. ამგვარად, ბრაჰმანის გაცნობიერების საფეხურზე ყოფნის დროს ადამიანი მოიპოვებს ჭეშმარიტ ცოდნას მის გარშემო მყოფ მატერიალურ სამყაროზე და ბუნებრივ განჯაჭვულობას, რომელიც ამ ცოდნისგანაა შობილი. არაორმაგი ბრაჰმანის ბუნება ბოლომდე ვლინდება მის ცნობიერებაში.
ასეთი ადამიანი, რომელიც თვითშეცნობის შედეგად წყვეტს თავის საქმიანობას (კარმას), საკუთარი მეობიდან (ცნობიერებიდან) იღებს სიხარულს. მიუხედავად ამისა, მას უჩნდება ძალიან ნატიფი, სულიერი შეგრძნება დაუსრულებლობისა. ეს გამოწვეულია იმით, რომ სული თავისი ბუნებით აქტიურია და არ შეუძლია უმოქმედობა. ეს გრძნობა შეიძლება გახდეს მიზეზი ორი სახის შემდგომი ქმედებებისა:

ქველმოქმედება და ჭეშმარიტების გზავნილის სხვა ადამიანებისთვის გაზიარების სურვილი.

დაუკმაყოფილებლობის მიზეზის ძიება საკუთარ თავში.

თუ ადამიანი პირველს იღებს, მაშინ მატერიალურ სამყაროში მოქმედებისას, ისეთი კეთილი მიზნებითაც კი, როგორიცაა ქველმოქმედება და საზოგადოების განწმენდა, ის იწყებს მატერიალური ენერგიით განპირობებას, რასაც თანადათანობით დეგრადაციამდე მიჰყავს იგი.
მეორეს კი იოგური ტრანსის მდგომარეობამდე მიჰყავს, რომელშიც შეიცნობა უმაღლესი სული — პარამატმა. ასე შეუძლია ადამიანს მივიდეს ღმერთის უფრო მაღალი ასპექტის რეალიზაციამდე.






აინტერესებს ვინმეს პარამატმას და ბჰაგავანის საფეხურები, თუ ჯერ-ჯერობით ესეც საკმარისია? smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Atman   ვედური ფილოსოფია   May 24 2011, 04:48 PM
Atman   გაკვეთილი 1 “გზა სა...   Jun 1 2011, 05:43 PM
Atman   სადაა დამალული ადა...   Jun 3 2011, 03:45 PM
Atman   რაღაც ტექსტებს გამ...   Jun 29 2011, 05:34 PM
kate   Atman აინტერესებს ვინ...   Jun 30 2011, 04:13 AM
Atman   kate კარგი იქნება თუ ...   Jun 30 2011, 05:28 AM
Emigranti   პარამატმას (ზესული...   Jun 30 2011, 12:17 PM
Atman   სახალისო მონაკვეთ...   Jun 30 2011, 10:35 PM
mata   სახალისო მონაკვეთ...   Jun 30 2011, 10:39 PM
Atman   ისევ სურვილების ას...   Jul 2 2011, 02:16 PM
Atman   გონების გაფანტულო...   Jul 3 2011, 07:15 AM
Atman   Желание властвовать (3 წუთ...   Jul 4 2011, 09:13 PM
Existence   რა ქენი წაიკითხე ი...   Jul 7 2011, 08:26 PM
Atman   ვაგრძელებ ტექსტებ...   Aug 7 2011, 10:21 AM
Atman   გაკვეთილი 3. «როგორ...   Aug 7 2011, 10:26 AM
mata   Atman ეს ყველაფერი რო...   Aug 7 2011, 10:34 AM
Atman   mata ეს ყველაფერი რომ...   Aug 7 2011, 10:50 AM
mata   Atman ეს ვედური ფილოს...   Aug 7 2011, 11:09 AM
Atman   mata რა თქმა უნდა ეს ე...   Aug 7 2011, 11:19 AM
mata   Atman და რა უნდა ერქვა...   Aug 7 2011, 11:32 AM
Atman   ეჰ, ყველას თავისი თ...   Aug 7 2011, 12:04 PM
mata   და რამ გაყო ერთმან...   Aug 7 2011, 12:30 PM
Atman   mata ეს იგივეა ეხლა რ...   Aug 7 2011, 12:49 PM
mata   მემგონი არაფერი უნ...   Aug 7 2011, 12:58 PM
Atman   mata მემგონი არაფერი ...   Aug 7 2011, 01:03 PM
mata   შეცდომა არ დაგიშვი...   Aug 7 2011, 01:08 PM
Atman   გაკვეთილი 4. «ჭეშმა...   Aug 9 2011, 06:23 PM
Atman   გაკვეთილი 5 «ვედურ...   Aug 9 2011, 06:28 PM
Existence   [size=3]Дзен. Махапхарата [url=ht...   Aug 11 2011, 10:17 PM
Atman   გაკვეთილი 6. «მოსწა...   Aug 30 2011, 03:53 PM
Atman   გაკვეთილი 7. [b]«სული...   Sep 3 2011, 12:24 PM
Atman   გაკვეთილი 7. [b]«სული...   Sep 3 2011, 12:28 PM
Atman   გაკვეთილი 8. «კურსი...   Sep 13 2011, 08:45 PM
Atman   გაკვეთილი 9. [b]«ბჰაგ...   Sep 13 2011, 08:58 PM
Atman   გაკვეთილი 10. «კრიშნ...   Sep 14 2011, 05:01 AM
Atman   გაკვეთილი 11. «კრიშნ...   Sep 14 2011, 07:15 PM
Atman   გაკვეთილი 12. «კრიშნ...   Jan 3 2012, 06:51 AM
Atman   [b]გაკვეთილი 13 [i][b]«ჰა...   Jan 3 2012, 06:12 PM
Atman   გაკვეთილი 14 [b]«უფალ...   Jan 5 2012, 07:28 PM
kate   Atman 2. უარყოფა იმისა, ...   Jan 6 2012, 07:05 AM
Atman   kate ეს მეცამეტე გაკვ...   Jan 6 2012, 07:20 AM
Atman   გაკვეთილი 15. [b]«კრიშ...   Jan 9 2012, 07:25 PM
Atman   მოკლედ ბევრი ვიფიქ...   Jan 10 2012, 08:42 AM
narilla   აბსოლუტის/პირველმ...   Jul 12 2012, 03:12 PM
Adidas   narilla კატაფატიკური/დ...   Jul 12 2012, 04:41 PM
narilla   ღმერთის შემეცნები...   Jul 12 2012, 07:18 PM
Adidas   narilla უპანიშადები ძა...   Jul 12 2012, 07:31 PM
narilla   გავეცნობი :good:   Jul 12 2012, 07:57 PM
MaH_AtMa   Atman თუ იცი, ინდოეთში ...   Jul 20 2012, 04:37 AM
Adidas   MaH_AtMa თუ იცი, ინდოეთშ...   Jul 20 2012, 05:45 AM
narilla   ატმან, უპანიშადები...   Aug 29 2012, 05:16 PM
Atm@n   narilla „დარნაშას“ უწო...   Aug 29 2012, 06:38 PM
narilla   narilla დარნაშა არა, და...   Aug 29 2012, 08:29 PM
Atm@n   Почему Кришна черный? Этот ...   Dec 16 2012, 01:17 PM
Atm@n   თბილისის აშრამში ჩ...   Dec 25 2012, 09:07 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 2nd June 2024 - 01:32 AM