IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> კოსმიური წარმომავლობა
რომელი კოსმიური წარმომავლობის ხართ?)
რომელი კოსმიური წარმომავლობის ხართ?)
პლეადა [ 4 ] ** [5.56%]
სირიუსი [ 9 ] ** [12.50%]
ორიონი [ 1 ] ** [1.39%]
ვეგა [ 6 ] ** [8.33%]
ვენერა [ 1 ] ** [1.39%]
ზეტა [ 0 ] ** [0.00%]
არქტური [ 0 ] ** [0.00%]
ანდრომედა (სხვა გალაქტიკა) [ 3 ] ** [4.17%]
ალფა დრაკონი [ 1 ] ** [1.39%]
არ ვიცი საიდან ვარ [ 41 ] ** [56.94%]
სხვა [ 5 ] ** [6.94%]
ლირა [ 1 ] ** [1.39%]
Total Votes: 72
Guests cannot vote 
Zet
post Aug 25 2010, 01:54 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აბა დაწერეთ ვინ საიდან ხართ და რომელი რასის წარმომადგენელი.. თუ რამე გამომრჩა დაწერეთ და დავამატებ




დაგვიანებით ვაყოლებ ახსნას:

როგორც იცით სული თავის მოგრაურობის დასაწყისიდან გადის განვითარებას სხვადასხვა მატერიალურ თუ არამატერიალურ სამყაროებში, უმეტეს შემთხვევაში იწყებს დაბალი სიხშირეებიდან და ადის ზემოთ, მაგრამ მანამდე ის გამოეყო ჩვენთვის გადმოსახედიდან, შედარებით მაღალ განვითარებულ არსებას და ეხლა ფუნქციონირებს როგორც ინდივიდუალური არსება, ანუ გახდა იმ არსების ფრაგმენტი (თითონ ამ ფრაგმენტის ფრაგმენტაციაჩ კიდე მერე შიძლება უსასრულოდ მოხდეს), და ის მაღალ განვითარებული არსებები ბინადრობენ შედარებით მაღლ სიხშირეებზე და სხვადასხვა პლანეტებზე, ზემოთ მოცემულია ის თანავარსკვლავედები სადაც ეს პლანეტები მდებარეობენ.

ამ წიგნშია მოცემული დაწვრილებითი იმფორმაცია კოსმიურ ოჯახებზე:
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...ost&p=34341

ეს ლინკები სადაც დაახლოებით არის აღწერილი კოსმიური ოჯახები:
http://rchannel.chat.ru/germ_1.htm
http://blog.kp.ru/users/2614890/post115796662/
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
თაია
post Jul 4 2011, 04:31 AM
Post #2


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 154
Joined: 4-July 11
Member No.: 6,506

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცოტა რამ ჩემი პლანეტის შესახებ:

თაია - ”ყვითელი” პლანეტაა.

თაია ყველაზე ახლოს მდებარეობს გეასთან (ანუ დედამიწასთან). იგი სირიუს-C-ს თანამდევი პლანეტაა. მის შესახებ ძალიან ბევრი იციან აფრიკაში მცხოვრებმა დაგონებმა.
სულიერი განვითარების მხრივ - ძალიან განვითარებულნი არიან.

ბუნება. თაიასათვის მზესავით ანათებს სირიუსი, რომელსაც ძალიან ძლიერი შუქი აქვს. ამის გამო ჰაერს ნათელი, მოოქროსფრო ელფერი დაკრავს. თაიაზე მოდის წვიმა, მაგრამ მხოლოდ “ჟუჟუნა”. წყალი ძალიან გემრიელი აქვთ. ფლორა - ძალზე მრავალფეროვანია, ფაუნა კი - შედარებით მწირი, თუმცა აქ არიან “გარდამავალი არსებებიც,” რომელთაც შუალედური ადგილი უჭირავთ თაიელებსა და ცხოველებს შორის. მათ შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებ.
თაიაზე ზამთარში, საშუალოდ, +18-20 გრადუსია, ზაფხულში კი +28-30 გრადუსი C (ეს ტემპერატურა აქაურს შევადარე.)


გარეგნობა. თაიელები გარეგნულად ყველაზე სრულყოფილი “ადამიანები” არიან, სიმაღლით 2,5-3,0 მ, ძალიან ლამაზები, საოცრად კეთილები! Mმათთვის დამახასიათებელი მთავარი თვისებაა ს ი კ ე თ ე.
სახის ნაკვთებით ადამიანებს გვანან, მაგრამ უფრო ლამაზები არიან: პატარა ლამაზი ტუჩებით, სწორი ცხვირით, პატარა ყურებითა და ოდნავ დიდი თვალებით. თაიელთათვის დამახასიათებელია ღია ფერები: ძალიან თეთრი, თითქმის გამჭვირვალე კანი, მოჩალისფრო-ოქროსფერი თმა და ცისფერი, ნაცრისფერი, მწვანე და ღია-თაფლისფერი სხივიანი თვალები.
თმის ღერი აბრეშუმივით რბილი აქვთ, სწორი ან ტალღოვანი. ქალებიც და მამაკაცებიც გრძელ თმას ატარებენ, მაგრამ კაცებს თმა შეკრული დააქვთ, ქალებს კი - გაშლილი.

ოჯახი თაიაზე საკმაოდ მშვიდი და მტკიცეა. ამ პლანეტაზე ხომ საერთოდ არ იციან, რა არის ღალატი, გაუტანლობა, ჩხუბი და აყალ-მაყალი?!

გამრავლება. ეს პროცესი თაიაზე მეტად უცნაურად ხორციელდება... ხელისგულების მიტყუპებით!!! ქალი თავის მარცხენა ხელისგულს “მიატყუპებს” მამაკაცის მარჯვენა ხელისგულს. ხელისგულებზე არის რაღაც უცნაური არხი, საიდანაც ქალის ორგანიზმში ხვდება მამაკაცის მიერ “გამომუშავებული” ნივთიერება. თუ ქალს არ უნდა დაფეხმძიმება, მაშინ ატყუპებენ ორივე ხელს.
თაიადან იღებს სათავეს თამაში “ლადუშკი.” დაუკვირდით თამაშს: ორი ადამიანის ხელები სხვადასხვა კომბინაციით ეტყუპება ერთმანეთს, მაგრამ არცერთხელ არ ერთდება ერთის მარცხენა და მეორის მარჯვენა თითო ხელი!
სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ ფრაზები “ხელი სთხოვა...”, “ეს მას ხელს აძლევს...”, “ხელშეკრულება” და მსგავსი გამოთქმები სათავეს თაიადან იღებს.
შვილის გაჩენა თაიელთათვის ურთულესი პროცესია: ბავშვი ჩნდება ჭიპიდან! ყველა ქალისათვის (თუნდაც გაუთხოვარისთვის!) არის აუცილებელი 1 შვილის ყოლა, სასურველია - 2 და გმირობის ტოლფასია - 3 შვილის ყოლა! 3 შვილზე მეტი თაიაზე არავის ჰყავს!!!
ფეხმძიმობა გრძელდება ზუსტად ერთი წელი! რა დღესაც ჩაისახება ბავშვი, იმავე დღეს ჩნდება, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ. გაჩენილი ბავშვის ასაკი, პირველივე Dდღიდან - ერთი წელია: ასაკი ითვლება ჩასახვის დღიდან, რადგან ეს დღე ზუსტად არის ცნობილი!
ქალის მარცხენა ხელზე შეხება აკრძალულია,- ეს მხოლოდ ინტიმური ურთიერთობების დროს ხდება...

საკვები. თაიელები “ვეგეტარიანელები” არიან, მათი ძირითადი საკვები ფხალეული და სალათები, ხილი და ბოსტნეულია, მაგრამ რძესა და რძის პროდუქტებს სიამოვნებით მიირთმევენ. ჭამენ კვერცხსაც. ერთი სიტყვით, მხოლოდ ხორცს არ ეკარებიან. განსაკუთრებით პატივს სცემენ თაფლს. იქ ორი სახის ფუტკარია გავრცელებული და ორივე თაფლს იძლევა. ერთი თაფლი - აქაურ თაფლს ჰგავს გემოთიც და ფორმითაც. მეორე ჯიშის ფუტკარი, რომელიც პირველთან შედარებით 4-ჯერ დიდია, მომჟავო თაფლს ამზადებს, დაახლოებით, თაფლში რომ ლიმნის წვენი გავურიოთ, ისეთს. ასეთი თაფლის ფიჭა საკმაოდ მოზრდილი უჯრებით არის შედგენილი და Fფიჭის კედლებიც ძალიან მაგარია, რადგან თავად თაფლი არის თხელი კონსისტენციის. ასეთ თაფლს კი არ ჭამენ, არამედ სვამენ.
საჭმელს სახლში ამზადებენ. აქვთ პურის მსგავსი საკვებიც, რომელსაც სახლშივე აცხობენ. (საჭმლის რეცეპტებს ნუ მომთხოვთ, არ ვიცი!)

ტანსაცმელი. თაიაზე ყოველთვის თბილს, მაგრამ არ ცხელა. ამიტომ ტანსაცმელიც შესაბამისი აცვიათ. ძირითადად ჭარბობს ღია ფერის ტანსაცმელი, რომელიც ძალიან ჰგავს აქაურ აბრეშუმს, მაგრამ უფრო რბილია და მსუბუქი. შავი ფერის ტანსაცმელი, თითქმის, არ აცვიათ. თაიაზე თეთრს ჰქვია “ყველაფერი”, ხოლო შავს - “არაფერი”. თუ დავუკვირდებით, ეს მართლაც ასეა: თეთრი ფერი მიიღება ყველა ფერის არეკვლით, შავი ფერი კი - ყველა ფერის შთანთქმით, რის შედეგადაც არ აირეკვლება არცერთი ფერი (ანუ “არაფერი”). ქალებს გრძელი, შლეიფიანი კაბები აცვიათ, კაცები კი აუცილებლად ატარებენ ფართო მოსასხამს.
სამკაულებიდან პატივს სცემენ უფერო, გამჭვირვალე ქვებს (აქ გავრცელებულთაგან იქ გვხვდება ალმასი, ცირკონი და კვარცი) და სადაფს. ყველაზე ძვირფას ტანსაცმლად ითვლება სადაფით გაწყობილი კაბა და მოსასხამი.

შენობები. თაიას ქალაქებიდან ერთზე მოგიყვებით, - ქალაქი ვოგი!
ვოგში ყველა სახლი ან მრგვალია და ან - კვადრატული. ელიფსური ან მართკუთხა, წაგრძელებული სახლები ვოგში არ არის. ყველა სახლი მხოლოდ თეთრი ფერისაა, აგებულია რაღაც, ძალზე მბრწყინავი, თეთრი ქვებით. შენობები 2-3 სართულიანია, მაგრამ აქა-იქ 1- ან 4-სართულიანებიც გვხვდება.
ნებისმიერი სახლის პირველ სართულზე, შენობის ცენტრში განთავსებულია დიდი ჰოლი, რომელშიც გამოდის ყველა ოთახის კარი. მომდევნო სართულები ანტრესოლისებურად არის განლაგებული შენობათა პერიმეტრზე. ჰოლს ჭერი არ აქვს, მას გუმბათისებურად ადგას ძალიან მაღალი სახურავი.
შენობათა სახურავები ცალკე უნდა აღვწერო: მათი სიმაღლე 20-100 მ-ია. რაც უფრო მარალია სახურავი, მით უფრო შეძლებულად ითვლება ბოგელი მოქალაქე. სახურავები უცნაური, ნახევრადგამჭვირვალე მასალისაგან არის დამზადებული,- ცეცხლისფერ ოპალს წააგავს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ისინი, ფოსფორის მსგავსად, დღის მანძილზე “აგროვებენ“ სინათლეს და ღამე -
თავად ანათებენ. ასე რომ, ღამე შენობები სახურავებში აკუმულირებული სინათლით ნათდება. ეს სხივები თვალს კი არ გჭრის, არამედ რბილი შუქით ანათებს როგორც შენობას შიგნიდან, ისე ქალაქის ქუჩებს. საოცრად ლამაზი სანახავია ვოგი ღამით.


ტრანსპორტი თაიაზე დაახლოებით ისეთივეა, როგორც აქაური ეტლები ან ფაეტონები. ერთადერთი ცხოველი, რომელიც ზუსტად ჰგავს აქაურს, - ცხენია (მხოლოდ 2-ჯერ უფრო დიდი) და მას იქაც “ტრანსპორტის” ფუნქცია აკისრია.

საბრძოლო იარაღი თაიაზე, უბრალოდ, არ არსებობს, რადგან თაიელებმა საერთოდ არ იციან, რა არის ომი, კაცის კვლა, სიძულვილი, ბოროტება, გაუტანლობა... თაიელებს იარაღი არც სანადიროდ სჭირდებათ, - ისინი ხომ ხორცს არ გეახლებიან!

სიკვდილის შიში თაიაზე დაძლეულია, რადგან კარგად იციან, რომ სული რეინკარნირებადია და ისიც იციან, თუ სად მიდის სული სიკვდილის შემდეგ. და თანაც, თაიაზე არ არსებობს არცერთი რელიგია, რომელიც სიკვდილის შიშის მთესველია!

დრო. თაიაზე დროის ერთეულს წარმოადგენს მილერდი, რომელიც უდრის 100 წუთს. იქაური დღე-ღამე 30 მილერდია, აქედან 20 მილერდი - დღეა და 10 მილერდი - ღამე.
თაიელთა სიცოცხლის საშუალო ასაკი- თაიური 200 წელია, თუმცა მათი “წელი ”დედამიწურზე” მნიშვნელოვნად გრძელია:
თაიაზე “წელი” 480 დღე-ღამე გრძელდება, აქ კი - 365 დღე-ღამე.
მათი ერთი დღე-ღამე 3.000 წუთია, აქ კი - 1.440 წთ.
მათი 1 წელი 1.440.000 წუთია, აქ - 525.600 წთ., ანუ მათი 1 წელი, აქაურ წელთან შედარებით, 2,74-ჯერ მეტია.
აქედან გამომდინარე, თაიური 200 წელი აქაურ 548 წელს შეესაბამება!

კონტაქტი (ენა, მეტყველება). ალბათ, რაც ყველაზე მეტად გაგაოცებთ, ის არის, რომ თაიელები ქ ა რ თ უ ლ ა დ მეტყველებენ!!! თუმცა, მათი საუბარი უფრო სიმღერას ჰგავს, ვიდრე ლაპარაკს,- უცნაურად წელავენ ხმოვნებს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ენაბლუებივით ძლივს ამბობენ სიტყვას. პირიქით, მათი მეტყველება საოცრად მელოდიური და სასიამოვნოდ მოსასმენია. საოცარია, მაგრამ მჭახე ბგერებსაც კი რაღაც უცნაურად, რბილად წარმოთქვამენ (ამ “სირბილეში” მეგრული “ლ” არ მიგულისხმია!) ვერ ვიტყვი, რომ იქაური ყველა სიტყვა ზუსტად ემთხვევა აქაურ ქართულს, მაგრამ ძირითადი სიტყვები - ერთნაირია.
თაიურ “ქართულში” 15 ხმოვანია! მათ აქვთ: ა, ე, ი, ო, უ, е, ё, ю, я, й, ы, ä, ü,Σö და სხვა მსგავსი ხმოვნები. ამას გარდა, აქვთ სამნაირი “ვ”- ვ, წ და გრძელი “ვვვ”. მათ აქვთ რბილი ნიშანიც “ь”.ჲ
მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ქართველი თავისუფლად გაიგებს თაიელის მეტყველებას და პირიქით.
ძნელი სათქმელია, ქართველები მეტყველებენ თაიურად თუ თაიელები - ქართულად!!!
თაიელთა სახელებში ბევრი ხმოვანია: თაია, მაია, ნაია, იასე, იაცო, იანო, იათო, яя, юю, ლюლю, ლაჲლა, ლეჲლა, ლяლя, მილя, თილя, რაულь, გიюლь, საულь, ნოელь ნომალь და ა.შ.

“გარდამავალი” არსებები. როგორც აღვნიშნე, თაიაზე არიან არსებები, რომლებიც არც “ადამიანები” არიან და არც ცხოველები. ისინი ორ ფეხზე დადიან, აქვთ ორი მოკლე ხელი და გრძელი, მსხვილი კუდი. დაახლოებით, აქაურ კენგურუებს გვანან, მაგრამ ისინი გონიერი არსებები არიან, ლაპარაკობენ კიდეც, ოჯახსაც ქმნიან. ეს არსებები ცოცხალმშობიარენი არიან და დედამიწისეული მეთოდით მრავლდებიან. გამრავლების ამ “უცნაური და არაცივილყრი” მეთოდის გამო თვლიან მათ თაიელები დაბალგანვითარებულ არსებებად.
თაიელთაგან განსხვავებით, ისინი უმტკივნეულოდ მშობიარობენ, ამიტომ მათ 5-8 შვილი ჰყავთ-ხოლმე. “ფეხმძიმობა” (თუ “მაკეობა”?!) 7 თვე გრძელდება. ეს არსებები ხორცსაც მიირთმევენ, თუმცა “კანიბალიზმი” არ ახასიათებთ, ანუ ერთმანეთს არ ჭამენ.


--------------------
ყველაში ეძებე შენი სიყვარული და ყველას სიყვარული ეძებე შენში...
ხედავ რა მაღლა აფრინდა სული?

და ნუ შეეცდები, ფრთები შეკვეცო საკუთარ სულს!

სულს ფრენა უნდა!!!

თაია
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Zet   კოსმიური წარმომავლობა   Aug 25 2010, 01:54 PM
Alpha   პლეადა here :astronomer2:   Aug 25 2010, 02:17 PM
Simulated   და როგორ გავიგო რო...   Aug 25 2010, 02:51 PM
Emigranti   და როგორ გავიგო რო...   Aug 27 2010, 12:50 PM
old_man   მე პასკატი ვარ, კატ...   Aug 25 2010, 02:55 PM
nutsa   ჩემი პლანეტა ჩენე...   Aug 25 2010, 04:43 PM
san   მე სირიუსიდან ვარ :...   Aug 25 2010, 07:16 PM
Atman   ჩემი პლანეტის სახე...   Aug 25 2010, 07:52 PM
თაია   ჩემი პლანეტის სახე...   Jul 5 2011, 03:46 PM
old_man   ჩემი ორი პლანეტაა. ...   Aug 25 2010, 08:04 PM
Simulated   მე არავინ მპასუხობ...   Aug 26 2010, 05:46 PM
Zet   მე არავინ მპასუხობ...   Aug 26 2010, 09:54 PM
Simulated   და რა მაინტერესებს...   Aug 27 2010, 05:11 AM
ირმა   Emigranti ასევე შესაძლე...   Aug 27 2010, 01:36 PM
old_man   საერთოდ ძნელია ასე...   Sep 1 2010, 03:46 PM
ანანდა   გამარჯობათ ყველას...   Sep 1 2010, 04:23 PM
old_man   თუ დაგაინტერესებთ ...   Sep 1 2010, 04:35 PM
Zet   მაგის გაგება მარტო...   Sep 1 2010, 04:35 PM
ირმა   :welcomeani: ანანდა მადლო...   Sep 1 2010, 04:37 PM
Zet   და რა მაინტერესებს...   Sep 1 2010, 04:39 PM
ialoni   როგორ უნდა გავიგო ...   Sep 15 2010, 06:12 PM
თაია   მე თაია ვარ, პლანეტ...   Jul 4 2011, 04:17 AM
თაია   ცოტა რამ ჩემი პლან...   Jul 4 2011, 04:31 AM
Emigranti   მე თაია ვარ, პლანეტ...   Jul 4 2011, 12:08 PM
Atman   თაია მაგ პლანეტიდ...   Jul 4 2011, 08:10 AM
old_man   მე თაია ვარ, პლანეტ...   Jul 4 2011, 09:21 AM
Existence   უფრო ლამაზები არია...   Jul 4 2011, 11:50 AM
ever   გსმენიათ ვინმეს ამ...   Jul 4 2011, 01:19 PM
Atman   "საიდან ვარ" რას...   Jul 4 2011, 03:33 PM
mata   ცოტა რამ ჩემი პლან...   Jul 4 2011, 04:24 PM
Existence   თაია კი არა მაიაა ჩ...   Jul 4 2011, 06:47 PM
old_man   "საიდან ვარ" რას...   Jul 4 2011, 06:48 PM
Atman   Existence მე არც არასდრო...   Jul 4 2011, 07:06 PM
Zet   ნუ ადიშოვკებთ და ო...   Jul 4 2011, 07:25 PM
td.........   მე მეგობარი მყავს ...   Jul 4 2011, 07:38 PM
stalker   როგორ მივხვდე რომე...   Jul 4 2011, 08:51 PM
ever   Zet კრისტალური არსე...   Jul 4 2011, 08:57 PM
Emigranti   [b]Zet ეს რას ნიშნავს? ...   Jul 4 2011, 09:19 PM
ever   Emigranti მადლობა, გადმო...   Jul 4 2011, 09:35 PM
Existence   სტუმარს როცა უნდა ...   Jul 4 2011, 10:16 PM
თაია   აქამდე თავს ვიკავე...   Jul 4 2011, 11:20 PM
თაია   ვინმემ ამიხსენით, ...   Jul 4 2011, 11:25 PM
თაია   მე არც არასდროს და...   Jul 4 2011, 11:34 PM
ირმა   თაია ძალიან მომეწ...   Jul 4 2011, 11:35 PM
elli   თაია ნოდარ დუმბაძ...   Jul 4 2011, 11:41 PM
ever   თაია და იცით რა მაი...   Jul 4 2011, 11:41 PM
თაია   მე როგორი მაქვს თმ...   Jul 4 2011, 11:54 PM
Emigranti   მე როგორი მაქვს თმ...   Jul 5 2011, 03:39 PM
ever   თაია მასაც თეთრი კ...   Jul 5 2011, 12:00 AM
ირმა   თაია ერთადერთხელ ...   Jul 5 2011, 12:05 AM
Existence   გინდა გითხრა, მერა...   Jul 5 2011, 12:07 AM
თაია   აი ეს მაინტერესებდ...   Jul 5 2011, 12:09 AM
ever   რა მნიშვნელობა აქვ...   Jul 5 2011, 12:13 AM
Existence   თაია ხვალ სამსახუ...   Jul 5 2011, 12:19 AM
თაია   ეხლა გკითხულობ და ...   Jul 5 2011, 12:27 AM
თაია   შეგიძლია გარკვევი...   Jul 5 2011, 12:34 AM
ever   თაია თქვენ შეგიძლ...   Jul 5 2011, 12:38 AM
Existence   თაია რატომ უნდა გა...   Jul 5 2011, 12:40 AM
თაია   1. შეგიძია მითხრა შე...   Jul 5 2011, 01:32 AM
თაია   თაია თქვენ შეგიძლ...   Jul 5 2011, 01:45 AM
Lashapoli   თაია გულმოდგინედ გ...   Jul 5 2011, 02:52 AM
ირმა   თაია იმედია, ცნობი...   Jul 5 2011, 07:49 AM
მზეონა   მე თაია ვარ, პლანეტ...   Jul 5 2011, 08:55 AM
Atman   ჩამოვედი არა მფრინ...   Jul 5 2011, 09:03 AM
elli   თაია ყურადღებით წ...   Jul 5 2011, 09:46 AM
Existence   თაია არ წახვიდე რ...   Jul 5 2011, 11:23 AM
natuka   თაია :l_daisy: გამარჯობ...   Jul 5 2011, 11:50 AM
Zet   თაია ყველაზე ახლოს...   Jul 5 2011, 12:55 PM
თაია   შუადღემშვიდობისა.....   Jul 5 2011, 02:46 PM
mata   თაია ფორუმელები შ...   Jul 5 2011, 03:48 PM
თაია   შენს მასპინძელს თა...   Jul 5 2011, 03:49 PM
Emigranti   და შენ "გიგარიონ ...   Jul 5 2011, 04:25 PM
Existence   თაია საღამომდე არ...   Jul 5 2011, 03:56 PM
თაია   საღამომდე - აქ ვარ... ...   Jul 5 2011, 03:59 PM
mata   მე 10-მდე ვერ დავრჩე...   Jul 5 2011, 04:04 PM
მზეონა   თაია ჩემი პოსტი ვე...   Jul 5 2011, 04:04 PM
kate   თაია შენი ნამდვი...   Jul 5 2011, 04:19 PM
თაია   ეს მეტყველებს იმაზ...   Jul 5 2011, 04:20 PM
Emigranti   აქაც გეტყვით, - თაია...   Jul 5 2011, 04:52 PM
old_man   თაია ისე, კუს ტბაზე...   Jul 5 2011, 04:21 PM
თაია   მაინტერესებს რა შე...   Jul 5 2011, 04:28 PM
Psyche   საინტერესოა, ფრიად...   Jul 5 2011, 04:34 PM
თაია   Emigranti ვოტ. აი ესაა რა...   Jul 5 2011, 04:43 PM
kate   თაია თაია, რატომ დ...   Jul 5 2011, 04:50 PM
natuka   თაია რატომ აირჩიე...   Jul 5 2011, 04:52 PM
თაია   ხოლო თაია კი როგორ...   Jul 5 2011, 05:33 PM
kate   თაია თაია, გეაზე შ...   Jul 5 2011, 05:37 PM
თაია   თაია რატომ აირჩიე...   Jul 5 2011, 05:38 PM
თაია   ნუ, პირიქით - როგორ......   Jul 5 2011, 05:40 PM
თაია   თაია თაია, გეაზე შე...   Jul 5 2011, 05:42 PM
თაია   მასწავლეთ, რა, PM-ში რ...   Jul 5 2011, 05:50 PM
თაია   ever, ვერ გამატებთ ვერ...   Jul 5 2011, 05:56 PM
kate   ჩვენ რომ ჰარმონიულ...   Jul 5 2011, 06:03 PM
ever   თაია ever, ვერ გამატე...   Jul 5 2011, 06:04 PM
ever   ან უფრო მარტივად, ა...   Jul 5 2011, 06:07 PM
Existence   თაია PM ასე გააგზავ...   Jul 5 2011, 06:09 PM
Existence   თაია PM ასე გააგზავ...   Jul 5 2011, 06:09 PM
Psyche   თამარ, სიზმარში რო...   Jul 5 2011, 06:13 PM
თაია   თამარ, სიზმარში რო...   Jul 5 2011, 06:17 PM
td.........   ნუ ადიშოვკებთ და ო...   Jul 5 2011, 06:17 PM
6 Pages V   1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
16 User(s) are reading this topic (16 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 17th June 2024 - 10:05 PM