ფუძის ანგელოზი, ДОМОВОЙ, ბრაუნი.. |
ფუძის ანგელოზი, ДОМОВОЙ, ბრაუნი.. |
Oct 27 2007, 11:54 AM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვის ყავს სახლში საკუთარი დამავოი? როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან? -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Jul 11 2011, 11:33 PM
Post
#2
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მზეონა
ძალიან ლამაზად და საინტერესოდ წერ. ოღონდ ანგელოზს და ელემენტალებს ერთ რანგში არ ავიყვანდი. ელემენტალები, რომლებიც სხვადასხვა სახელით არის ცნობილი მეტაფიზიკურ მსოფლმხედველობაში, ანგელოზებსა და ადამიანებსა გაცილებით დაბლა მდგომი სულიერი არსებებია. რომლების თავის განვითარების გზას გადიან. ელემენტალები თუმცა სულიერი არსებები არიან, მათ არა აქვთ სული, ისე როგორც ჩვენ გვესმის, მათ საერთო სული აქვთ. ძირითადად ოთხი სახის ელემენტალებს გამოყოფენ, იმისდა მიხედვით რომელი ენერგია ჭირდებათ მათ, ცეცხლის, წყლის, ჰაერის და მიწის ანუ მცენარეების. თუმცა ის მართალია, რომ გამორიცხულია ელემენტალმა ადამიანს ზიანი მიაყენოს, შეიძლება შეაშინოს, ისიც მხოლოდ მაშინ თუ შიში იგრძნო შენგან, როგორც შენ ამბობდი, შენივე გრძნობას გიბრუნებს, სარკესავითაა, ხშირ შემთხვევაში ადამიანებთან ურთიერთობა უჭირთ, ჩვენი მძიმე ენერგეტიკის გამო. ის ელემენტალები, რომლებსაც ფუძის ანგელოზს ვეძახით, ხშირად კონკრეტული ადგილის მცველები უფრო არიან, ვიდრე პიროვნებების. და ასეთ ბარაბაშკებს თუ კუზიებს უყვართ მოფერება და თამაში, ადვილად იბუტებიან, და აგრესსიული მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებიან, თუ ჩვენგან იგრძნეს აგრესია, სხვა ელემენტალების მსგავსად ის ვერ მიატოვებს ადგილს და ადამიანებისგან შორს ვერ წავა, ამიტომ ეცდება შენ გაგაქციოს. სიყვარული უნივერსალური წამალია ყველაფრისთვის და მას ყველა ელემენტალი კარგად გრძნობს, თუ შენს კუზიას ცოტა შიშით უყურებ და რამოდენიმეჯერ თვალი მოკარი მახინჯ ჭინკას, შეეცადე სიყვარულით იფიქრო მასზე და ცოტა ხანში ფერიის სახით მოგევლინება. ახლა დედამიწაზე ძალიან ცოტა ელემენტალია დარჩენილი, რადგან სამყაროს თავისი კანონები აქვს და ეს კანონები იმასაც ითვალისწინებს რამდენი სულიერი არსება შეიძლება მუშაობდეს ფიზიკურ პლანზე, ახლა ჩვენთან კი მრავალი მაღალი სულიერი არსებაა, რომლებიც გვეხმარებიან და მათ უთმობენ ადგილს ელემენტალები. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 7th June 2024 - 04:48 AM |